ნიკე თრეველი • Nike Travel

  • Home
  • ნიკე თრეველი • Nike Travel

ნიკე თრეველი • Nike Travel აღმოაჩინე ულამაზესი ადგილები ჩვენთან ერთად.

03/02/2024

ამწუთას. კარლის ხიდის დასაწყისი.

3 თებერვალს პრაღაში ვინც იქნებით ძალიან გაგიმართლათ.  🥰  შეგიძლიათ მიიღოთ უფასო საფეხმავლო ტური ქართულ ენაზე: 🏰 დავიწყებ...
26/01/2024

3 თებერვალს პრაღაში ვინც იქნებით ძალიან გაგიმართლათ. 🥰 შეგიძლიათ მიიღოთ უფასო საფეხმავლო ტური ქართულ ენაზე:

🏰 დავიწყებთ დილის 11:00 საათზე, ხანგრძლივობა 90 წუთი.
🏰 მოვინახულებთ ძველი ქალაქის მოედანს, ასტრონომიულ საათს, კარლის ხიდს და დავასრულებთ მალასტრანას მოედანზე. მოისმენთ საინტერესო ისტორიებს და ლეგენდებს.
🏰 ტური განხორციელდება, თუ შედგა მინიმუმ 5 კაციანი ჯგუფი.

თუ გსურთ მონაწილეობის მიღება გთხოვთ შეავსოთ ფორმა: https://forms.gle/Su4dS8JoLvawtnht5

გაუზიარე ეს ინფორმაცია და გაახარე შენი მეგობრები ❤️

08/01/2024

🎄🎉🎁🎊 ულამაზესი ტური გამოგვივიდა ვილნიუსში. გთავაზობთ ვიდეოს, თუ როგორი დაგვხვდა ლიეტუვის დედაქალაქი.

05/12/2023

🎄ულამაზესი, წყნარი, საშობაოდ მორთული ქუჩა ვილნიუსში. პირდაპირი ჩართვა

🎄ბევრი გვწერთ, თუ როდის მოირთვება საშობაო დეკორაციებით პრაღა.  ქალაქში საშობაო სურველი რამდენიმე ლოკაციაზე დატრიალდება, ...
10/11/2023

🎄ბევრი გვწერთ, თუ როდის მოირთვება საშობაო დეკორაციებით პრაღა. ქალაქში საშობაო სურველი რამდენიმე ლოკაციაზე დატრიალდება, ამიტომ გახსნის თარიღებიც განსხვავდება. ქვედა სიაში ქრონოლოგიურად დავალაგეთ ლოკაციები, გახსნის თარიღის მიხედვით.
1. მშვიდობის მოედანი - https://t.ly/1xYzu
🗓 20 ნოემბერი - 24 დეკემბერი, 10:00-22:00

2. მეტროსადგურ ანგელოზის მიმდებარედ https://t.ly/Y7GKv
🗓 24 ნოემბერი - 24 დეკემბერი, 08:00-20:00

3. რესპუბლიკის მოედანი https://t.ly/X3Srh
🗓 25 ნოემბერი - 24 დეკემბერი, 10:00-20:00

4. ი.პ. პავლოვის მეტრო, ტილის მოედანი https://t.ly/VIazE
🗓 26 ნოემბერი - 24 დეკემბერი, 10:00-20:00

5. მოედანი Jiřího z Poděbrad https://t.ly/e85l2
🗓 29ნოემბერი - 23 დეკემბერი, 10:00-20:00

6. ძველი ქალაქის მოედანი, სტარომესტკა https://t.ly/HM3pW
🗓 02 დეკემბერი - 06 იანვარი, 10:00-22:00

7. ვაცლავის მოედანი https://t.ly/0755o
🗓 02 დეკემბერი - 06 იანვარი, 10:00-22:00

8. კუნძული კამპა https://t.ly/xq9Bk
03 დეკემბერი - 01 იანვარი, 10:00-20:00

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 🎄 ძველი ქალაქის მოედანზე აინთება 02 დეკემბერს საღამოს.

ესტუმრე 🇦🇿 ბაქოს, რომელსაც კავკასიის დუბაისაც ეძახიან.🗓 3 - 6 ნოემბერი.  ფასი 257 $ (ეკვ.ლარში)ფასში შედის:  ✈ ავიაბილეთ...
21/08/2023

ესტუმრე 🇦🇿 ბაქოს, რომელსაც კავკასიის დუბაისაც ეძახიან.
🗓 3 - 6 ნოემბერი. ფასი 257 $ (ეკვ.ლარში)
ფასში შედის:
✈ ავიაბილეთები თბილისი - ბაქო - თბილისი
🎒 ხელბარგი - 8კგ.
🏨სასტუმრო - 3 ღამე.
🍽 დილის საუზმე.
📸 1 საფეხმავლო ექსკურსია ქართულენოვან გიდთან ერთად.
✅ სამოგზაურო დაზღვევა.
ფასი მოცემულია 1 ადამიანზე, როდესაც ჯავშნით საგზურს მინიმუმ ორ ადამიანზე. ფასი შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ მოგვწერეთ პირადი შეტყობინება და სიამოვნებით გიპასუხებთ.

გაატარე 🎄შობის🎄 წინა დღეები ულამაზეს ვილნიუსში!🗓 1 - 6 დეკემბერი.  ფასი 327 $ (ეკვ.ლარში)ფასში შედის:  ✈ ავიაბილეთები ქუ...
21/08/2023

გაატარე 🎄შობის🎄 წინა დღეები ულამაზეს ვილნიუსში!
🗓 1 - 6 დეკემბერი. ფასი 327 $ (ეკვ.ლარში)

ფასში შედის:
✈ ავიაბილეთები ქუთაისი - ვილნიუსი - ქუთაისი
🎒 ხელბარგი - 8კგ.
🚌აეროპორტების ტრანსფერი.
🏨სასტუმრო - 5 ღამე.
🍽 დილის საუზმე.
📸 1 საფეხმავლო ექსკურსია ქართულენოვან გიდთან ერთად.
✅ სამოგზაურო დაზღვევა.

ფასი მოცემულია 1 ადამიანზე, როდესაც ჯავშნით საგზურს მინიმუმ ორ ადამიანზე. ფასი შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ მოგვწერეთ პირადი შეტყობინება და სიამოვნებით გიპასუხებთ.

16/07/2023

გინდა ჩაიფიქრო სურვილი რომელიც აუცილებლად აგისრულდება? ჯადოსნური 3 კამათელი 🎲🎲🎲 გელოდება შენ, რომ ჩაუთქვა სურვილი. როდესაც კალენდარზე 7⃣7⃣7⃣ იყო (7 ივლისს 2023წ) ჩვენ ისინი მაგიურ 🪄 პრაღაში მოვათავსეთ ყველაზე დადებითი ენერგეტიკის მატარებელ ადგილას და ინსტრუქციის მიხედვით დავსვით ისე, რომ ზედხედით და კადრში სამი კამათლის ჯამი შეადგენს შვიდს!
ჩვენ ჯამში გვეყოლება 7 გამარჯვებული, რომლებიც საჩუქრად მიიღებენ სამ-სამ კამათელს სურვილის ჩაფიქრების ინსტრუქციასთან ერთად და ჩეხურ ტკბილეულს 🍫.
1⃣ და 2⃣ ადგილზე გასულები მიიღებენ დიდი ზომის კამათლებს. დანარჩენი ხუთი გამარჯვებული კი სტანდარტულებს.
❗ წესები ასეთია:
👉 ამ პოსტის კომენტარში ატვირთე შენს მიერ მოგზაურობისას (საქართველო, საზღვარგარეთი) გადაღებული 1 ფოტო.
👉 ეცადე ამ ფოტომ მიიღოს რაც შეიძლება მეტი მოწონება
👉 მოიწონე ჩვენი გვერდი და ეს პოსტი გააზიარე შენ გვერდზე ღიად (share Public).
👉 პირველ ადგილს ავირჩევთ ჩვენ, ხოლო დანარჩენი ექვსი გამარჯვებული გამოვლინდება ატვირთულ ფოტოზე მიღებულ მოწონებათა რაოდენობის მიხედვით.
👉 კონკურსი მიმდინარეობს 31 ივლისის 21:00 საათამდე.
👉 გამარჯვებული 7 ადამიანი დასახელდება 1 აგვისტოს 😍 წარმატებები ყველას

დღეს კალენდარზე 7 7 7 არის, შესაბამისად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დადებით ენერგეტიკას, შესაბამისად ადგილს.   ამიტომ, ჩვენ ...
07/07/2023

დღეს კალენდარზე 7 7 7 არის, შესაბამისად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დადებით ენერგეტიკას, შესაბამისად ადგილს. ამიტომ, ჩვენ გამომწერებს სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ 🥰

07/07/2023

პრაღაში საღამოს ვესტუმრეთ კუნძულს Střelecký ostrov, ვისეირნეთ ნავებით, გავერთეთ ნუტრიებთან თამაშით ☺️🦦

07/07/2023

7 7 7 , ახლა ამწუთას არის 7 ივლისი , დილის 7 საათი და 7 წუთი, იდეალური დრო და გარემო სურვილის ჩასაფიქრებლად

300 წელი გავიდა (1723წ. მეფე კარლ VI) , პრაღის მუდმივი განათების მონტაჟიდან. სამი საუკუნის წინ პრაღის ქუჩები, სამეფო გზა...
27/06/2023

300 წელი გავიდა (1723წ. მეფე კარლ VI) , პრაღის მუდმივი განათების მონტაჟიდან. სამი საუკუნის წინ პრაღის ქუჩები, სამეფო გზა ზეთის ლამპიონებით განათდა, ჰრადჩანიდან კარლის ხიდის გავლით დენთის ციხე-კოშკამდე. ამ თარიღის აღსანიშნავად ხვალ, 28 ივნისს შებინდებისას პრაღის "ეიფელის კოშკი" სპეციალური ლამპიონებით განათდება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ტურის ფარგლებში ამ კოშკსაც მოვინახულებთ.

- 🚔 აქ ვიღაც სახურავიდან გადმოხტომას აპირებს, მალე მოდით! ყოველ დღე რამდენიმე ასეთი ზარი შედის პრაღის პოლიციაში,  ძველ ქ...
25/06/2023

- 🚔 აქ ვიღაც სახურავიდან გადმოხტომას აპირებს, მალე მოდით!
ყოველ დღე რამდენიმე ასეთი ზარი შედის პრაღის პოლიციაში, ძველ ქალაქში სეირნობის დროს ტურისტები ამ სანახაობას აწყდებიან.

სინამდვილეში ეს დავიდ ჩერნის ცნობილი სკულპტურა "ჩამოკიდებული კაცია" რომელიც საკმაოდ რეალისტურია, ნიავის დროს ირხევა კიდეც 😆

20/06/2023
✈️ 6-11 ივლისი!დაუვიწყარი მოგზაურობა პრაღაში და კარლოვი ვარში 🏔️ ⛲️🗓 6 ივლისი - ჩასვლა პრაღაში, სასტუმროში დაბინავება,სა...
19/06/2023

✈️ 6-11 ივლისი!
დაუვიწყარი მოგზაურობა პრაღაში და კარლოვი ვარში 🏔️ ⛲️
🗓 6 ივლისი - ჩასვლა პრაღაში, სასტუმროში დაბინავება,
საღამოს გასეირნება ძველი ქალაქის მოედანზე, ასტრონომიული საათი, ვაცლავის მოედანი, დენთის კოშკი.
🗓 7 ივლისი - ვესტუმრებით წმინდა ვიტის კათედრალს, პრეზიდენტის სასახლეს, მალოსტრანას ულამაზეს უბანს, კარლის ხიდს 👑, ფუნიკულიორით ავალთ და მოვინახულებთ პეტრჟინის კოშკს რომელიც ჰგავს ეიფელს 🥰
🗓 8 ივლისი - პრაღის ზოოპარკი 🦒🦍🦜 ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ზოოპარკია, ზაფხულში განსაკუთრებულად სასიამოვნო სანახავი. 58 ჰექტარზე გადაჭიმული ულამაზესი პარკი. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
🗓 9 ივლისი - ვესტუმრებით მსოფლიოში ცნობილ კურორტს "კარლოვი ვარი" ⛲ გავისეირნებთ მდინარის სანაპიროზე, დავაგემოვნებთ თერმულ წყლებს და გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს.
🗓 10 ივლისი - შოპინგის დღე 🛍️
🗓️11 ივლისი - დილით უკან გამოფრენა
გელოდებით ❤

🏰 იცით, რომ უოლტ დისნეისთვის ჯადოსნური სამეფოს დიზაინის შთაგონების წყარო  პრაღის ტინის ტაძარი გახდა? მისი მშენებლობა 135...
15/06/2023

🏰 იცით, რომ უოლტ დისნეისთვის ჯადოსნური სამეფოს დიზაინის შთაგონების წყარო პრაღის ტინის ტაძარი გახდა? მისი მშენებლობა 1350 წელს დაიწყო და 160 წელი გაგრძელდა.
ჩვენი ივლისის ტურის ✈ ფარგლებში მას აუცილებლად ვნახავთ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მივიღებთ.
👉 ტურის შესაძენად მოგვწერე

შემოდის ბევრი შეკითხვა, თუ ამწუთას რა ფასებია საკვებ პროდუქტებზე პრაღაში. ჩვენ ამოვიღეთ რამდენიმე პროდუქტი მიმდინარე ფას...
11/06/2023

შემოდის ბევრი შეკითხვა, თუ ამწუთას რა ფასებია საკვებ პროდუქტებზე პრაღაში. ჩვენ ამოვიღეთ რამდენიმე პროდუქტი მიმდინარე ფასდაკლების აქციების კატალოგიდან, ფასები გადავიყვანეთ ლარში და გთავაზობთ თქვენც თვალი შეავლოთ მათ.

19/05/2023

ვარშავაშიც ვიმოგზაურეთ და პატარა ვიდეო გიდი მოგიმზადეთ 🇵🇱❤

✈️ 6-11 ივლისი!ტური "ოქროს პრაღა"მოგვწერე ახლავე! პირველ ეტაპზე იხდი მხოლოდ ავიაბილეთების და სასტუმროს თანხას 😍🗓 6 ივლის...
27/04/2023

✈️ 6-11 ივლისი!
ტური "ოქროს პრაღა"
მოგვწერე ახლავე! პირველ ეტაპზე იხდი მხოლოდ ავიაბილეთების და სასტუმროს თანხას 😍

🗓 6 ივლისი - ჩასვლა პრაღაში, სასტუმროში დაბინავება,
საღამოს გასეირნება ძველი ქალაქის მოედანზე, ასტრონომიული საათი, ვაცლავის მოედანი, დენთის კოშკი.

🗓 7 ივლისი - ვესტუმრებით წმინდა ვიტის კათედრალს, პრეზიდენტის სასახლეს, მალოსტრანას ულამაზეს უბანს, კარლის ხიდს 👑, ფუნიკულიორით ავალთ და მოვინახულებთ პეტრჟინის კოშკს რომელიც ჰგავს ეიფელს 🥰

🗓 8 ივლისი - პრაღის ზოოპარკი 🦒🦍🦜 ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ზოოპარკია, ზაფხულში განსაკუთრებულად სასიამოვნო სანახავი. 58 ჰექტარზე გადაჭიმული ულამაზესი პარკი. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

🗓 9 ივლისი - ვესტუმრებით მსოფლიოში ცნობილ კურორტს "კარლოვი ვარი" ⛲ გავისეირნებთ მდინარის სანაპიროზე, დავაგემოვნებთ თერმულ წყლებს და გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს.

🗓 10 ივლისი - შოპინგის დღე 🛍️ ვესტუმრებით დიდ სავაჭრო ცენტრს და მხიარულად გავატარებთ დღეს

🗓️ 11 ივლისი - დილით უკან გამოფრენა

გელოდებით ❤

01/04/2023

დადგა ის დრო, როდესაც პრაღის ძველი ქალაქის მოედანზე ხელით მოხატული კვერცხები გამოჩნდნენ, ჰაერში ცეცხლზე შებრაწული შაშხის სურნელი დატრიალდა და სააღდგომო განწყობამ ყველა გააერთიანა. ნახეთ ვიდეო 🐣🐇❤️

15/03/2023

🎢 თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ პრაღაში, მაშინ აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო 🎠

09/03/2023

ამწუთას პრაღის გულში. ასტრონომიული საათის წინ

😍 სასიამოვნო სიახლე,  პრაღის ტურიზმის ადმინისტრაცია ზეიმობს 65 წლისთავს და გთავაზობთ სააქციო ფასად - 65 კროდან (8₾) მოინ...
11/01/2023

😍 სასიამოვნო სიახლე, პრაღის ტურიზმის ადმინისტრაცია ზეიმობს 65 წლისთავს და გთავაზობთ სააქციო ფასად - 65 კროდან (8₾) მოინახულოთ პრაღის ულამაზესი კოშკები. 11 თებერვლიდან - 10 აპრილამდე. ფოტოზე ნახავთ ჩამონათვალს და მისამართებს. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს

13/12/2022

საშობაო 🎄 ბაზრობა. პრაღა

პრაღაში ძველი ქალაქის მოედანზე უკვე აინთო ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 🎄
28/11/2022

პრაღაში ძველი ქალაქის მოედანზე უკვე აინთო ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 🎄

22/11/2022

ესეც ასე. პრაღაში პირველი საშობაო ბაზარი 🎄 უკვე ამუშავდა. მშვიდობის მოედანზე უკვე დატრილდა დარიჩინის ორცხობილების და ცეცხლზე შემწვარი ღორის ხორცის სურნელი 😍

11/11/2022

❄️ ჯადოსნურ პრაღაში საუკუნეების მანძილზე პირველი თოვლი წმ. მარტინის ხსენების დღეს, 11 ნოემბერს მოდიოდა ხოლმე. ჩეხები თოვლს რომ გახედავდნენ იტყოდნენ, "წმინდა მარტინი მოდის თეთრ ცხენზე ამხედრებულიო" ❄️

დღეს კი კარლის ხიდზე, ზუსტად 11 საათსა და 11 წუთზე თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა, წმინდა მარტინი მოუძღოდა ურემზე დატვირთულ პირველ თოვლს.

Address


Opening Hours

Monday 10:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 21:00

Telephone

+420776444990

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნიკე თრეველი • Nike Travel posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Opening Hours
  • Alerts
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share