ტურები ახალციხიდან - Abuli Tours

ტურები ახალციხიდან - Abuli Tours ტურები ახალციხიდან
(12)

ძვირფასო მეგობრებო. დიდი ხანია თხოვნით აღარ მომიმართავს 🥰🥰🥰ვისაც არ გეზარებათ, გთხოვთ გახსენით ქვემოთ მოცემული ლინკი და ...
15/05/2024

ძვირფასო მეგობრებო. დიდი ხანია თხოვნით აღარ მომიმართავს 🥰🥰🥰

ვისაც არ გეზარებათ, გთხოვთ გახსენით ქვემოთ მოცემული ლინკი და დაგვიწერეთ შეფასება რასაც ფიქრობთ ჩვენს შესახებ.

ვისაც უფრო არ გეზარებათ, შეგიძლიათ რეკომენდაციაც დაგვიწეროთ ქართულად, თუ თვლით რომ გვეკუთვნის 🥰

Post a review to our profile on Google

მეგობრებო დამთავრდა აღდგომები და ბეღელიც დაცარიელდა. ამიტომ 18 და 19 მაისს გთავაზობთ თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებ...
15/05/2024

მეგობრებო დამთავრდა აღდგომები და ბეღელიც დაცარიელდა. ამიტომ 18 და 19 მაისს გთავაზობთ თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას პროდუქტებზე და სხვადასხვა საყიდლებზე 👛👛👛

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

📞 - 599 04 04 52
📞 - 593 52 77 25

12/05/2024
სიცოცხლისთვის მებრძოლი 🌸🌸🌸
10/05/2024

სიცოცხლისთვის მებრძოლი 🌸🌸🌸

04/05/2024

სამდღიანი ტური ტაო-კლარჯეთში ახალციხიდან - 333 ლარად

ძვირფასო მეგობრებო, აღნიშნეთ დამოუკიდებლობის დღე „აბული ტურ ჯორჯიასთან“ ერთად საქართველოს ძირძველ მიწაზე. მიწაზე, სადაც პირველად იქნა ხსენებული სიტყვა „საქართველო“ და შეიქმნა პირველი „ქართველთა სამეფო“.

„აბული ტურ ჯორჯია“ 24-25-26 მაისს ახალციხიდან გთავაზობთ დაუვიწყარ სამდღიან თავგადასავალს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.

• ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
1. ოშკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდიდესი რელიგიური და პოლიტიკური მნიშვნელობის ტაძარი, რომელსაც „ქართული არქიტექტურის ვეფხისტყაოსნად“ მოიხსენიებენ.
2. არტანუჯი - ციხე ქალაქი, საოცარი ბუნებრივი ადგილმდებარეობით და კლდოვანი ზღუდეებით, სადაც დაიბადა პირველი ქართველთა სამეფო და გაჟღერდა სიტყვა „საქართველო“;
3. ხახული - დავით III კურაპალატის მიერ დაარსებული X საუკუნის მნიშვნელოვანი რელიგიური და ლიტერატურული კერა;
4. მდუმარე ბანა - ტაოელ ბაგრატიონთა უმთავრესი სახელწიფოებრივი ცენტრი და განსასვენებელი;
5. ხანძთა - ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი უდიდესი მონასტერი. ამასთანავე კლარჯეთის სახლის ბაგრატიონთა ყველაზე დიდი სამონასტრო კერა და მთავარი სულიერი საყრდენი;
6. დოლისყანა - საქართველოს სინად წოდებულ კლარჯეთის თორმეტ უდაბნოთაგან ერთ-ერთი. X საუკუნის სამონასტრო კომპლექსი. სუმბატ დავითის ძის ცნობით, სწორედ დოლისყანის ტერიტორიაზე აღესრულა აშოტ კურაპალატი;
7. იშხანი - ისტორიული ტაოს უდიდესი საეპისკოპოსო ცენტრი. ვახუშტის თქმით: „აქ იჯდა... მწყემსი ისპირისა, თორთომის, ბაიბურდისა, ვიდრე ტრაპიზონის მთამდე“. იშხნელთა საეპისკოპოსო კათედრამ XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე იარსება.;
8. პარხალი - დავით III კურაპალატის მიერ დაარსებული X საუკუნის კიდევ ერთი დიდი რელიგიური და ლიტერატურული კერა, სადაც გადაიწერა „პარხლის ოთხთავი“ და „შუშანიკის წამება“
9. ოთხთა - X საუკუნის ოთხი მახარებლის სახელობის ტაძარი, რომელიც შიშის ზარს სცემდა ოსმალებს. რის გამოც ოთხთაში არასდროს უარსებია მეჩეთს;
10. თორთუმის ტბა;
11. თორთუმის ჩანჩქერი თვალწარმტაცი პანორამული ხედებით;
12. ეშმაკის კანიონი - კლარჯეთის ბუნების შედევრი, რომელიც მნახველებში საოცარ ემოციებს აღძრავს;
13. ერუშეთის, შავშეთის, არსიანის და პონტოს მთების თვალწარმტაცი პეიზაჟები;
14. ჭოროხის, თორთუმის და ოლთისის ულამაზესი ხეობები და გიგანტური წყალსაცავები.

• შეკრების ადგილი: ვიკრიბებით ახალციხის „სმარტის“ წინ.

🕤 - შეკრების დრო - 06:00 საათი.

🕗 - დაბრუნების დრო - 22 : 00 საათი.

👣 - ფეხით გასავლელი მანძილი: დაახლოებით 2 კილომეტრი სამივე დღის სასიარულო.

• ფორს-მაჟორი:
🆘 - უამინდობის, ან სხვა საგანგებო სიტუაციის გამო ტური შესაძლოა გადაიდოს უახლოეს შესაფერის მომენტამდე.

💰 - ტურის ღირებულება: 333 ლარი.

💲 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.

• ღირებულებაში შედის:
🚌 - ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
🚌 - ასევე შესაძლებელია ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით (ფასი 370 ლარი);
🚶‍♂️- პროფესიონალი, სერტიფიცირებული გიდის მომსახურება;
⛺ - განთავსება სასტუმროში;
🍽️ - ორჯერადი კვება სასტუმროში;
📸 - ფოტოსესია პროფესიონალური ფოტოკამერით.

• აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
👨‍🎓 - ტურის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი და ყველა მონაწილე ემორჩილება მას
⌛ - არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე
🥃 - ტურში არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში
💬 - ვართ კომუნიკაბელურები და ვკამათობთ მხოლოდ პოზიტიურ თემებზე, შესაბამისად პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს
👫 - ვართ მხიარულები და მეგობრულები (აუცილებელი პირობაა)
🍲 - ვსადილობთ ყველა ერთად
🚭 - ტრანსპორტში არ ვეწევით
↗️ - დაუშვებელია თვითნებურად მარშუტიდან გადახვევა
🤝 - ლაშქრობის დროს ვზრუნავთ ერთმანეთზე
🚮 - გარემოს არ ვანაგვიანებთ და ვუფრთხილდებით მას
📷 - ფოტოკამერები გადატენეთ, წინ ულამაზესი ხედები გველოდება.

გაითვალისწინეთ!!!

თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთა ხდება როგორც საზღვარგარეთის პასპორტის, ასევე პირადობის მოწმობის მეშვეობით, რომლის მოქმედების ვადის გასვლამდე დარჩენილია არანაკლებ 180 დღისა.

💰 - ტურში ჩასაწერად თანხა ირიცხება სრულად შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
- საქართველოს ბანკი - GE16BG0000000162411890
- პირადი ნომერი - 47001034561
მიმღები: ინასარიძე ნინო

• თანხის ჩარიცხვის შესახებ გთხოვთ აუცილებლად გვაცნობოთ.

• გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 5 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

ტურთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:

📞 - 599 04 04 52
📞 - 593 52 77 25

ძვირფასო მეგობრებო, მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბი „აბული“ 2-3 მარტს ახალციხიდან გთავაზობთ ორდღიან სალაშქრო-სათავგადასავლ...
27/02/2024

ძვირფასო მეგობრებო, მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბი „აბული“ 2-3 მარტს ახალციხიდან გთავაზობთ ორდღიან სალაშქრო-სათავგადასავლო ტურს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში - ლომის მთაზე (2198 მ. ზ. დ.)
• ადგილების რაოდენობა შეზღუდულია თავშესაფარში საწოლების რაოდენობის გამო. ტურში შესაძლებელია ჩაეწეროს მაქსიმუმ 12 ადამიანი.
• შეკრების ადგილი და დრო:
ვიკრიბებით ახალციხის „სმარტის“ წინ (მდებარეობის გათვალისწინებით მოხდება „სმარტამდე“ ტრანსპორტირება ე.წ. „ზურების მაღაზიიდან“ და ფოსტის მიმდებარე ტერიტორიიდან)
🕤 - შეკრების დრო - 07:00 საათი
დღე I
ვიკრიბებით, ჩავბარგდებით ტრანსპორტში და სმარტიდან გავდივართ 07:00 საათზე.
დაახლოებით 40 წუთში ვიქნებით სოფელ ლიკანში, სადაც ჩამოვბარგდებით, ავისხავთ გუდა-ნაბადს და 2 დღით დავემშვიდობებით ცივილიზაციას.
ულამაზესი პეიზაჟებით წარმოდგენილი წიწვოვანი ტყის ბილიკით დაახლოებით 6-7 საათიანი მგზავრობის შემდეგ ვესტუმრებით ტურისტულ თავშესაფარს, სადაც დაგვხვდება საწოლები, შეშის ღუმელი, შეშა და მყუდრო გარემო საღამოს მხიარულად გასატარებლად. ვიმხიარულებთ, გავერთობით, დავისვენებთ და მოვემზადებით არანაკლებ დატვირთული მეორე დღისთვის.
დღე II:
ვდგებით დილით ადრე, ავდივართ ლომის მთაზე (2198 მეტრი ზღვის დონიდან), ვტკბებით 360 გრადუსიანი პანორამული პეიზაჟებით, ვბრუნდებით თავშესაფარში, ვისადილებთ, ავლაგდებით და გამოვეშურებით ლიკანისკენ, სადაც დავუბრუნდებით ცივილიზაციას, ჩავბარგდებით ტრანსპორტში და საუკეთესო შთაბეჭდილებებით დატვირთულები გამოვეშურებით შინისაკენ.
🕗 - დაბრუნების დრო - 20 : 00 საათი
🧗‍♂️ - ტურის სირთულე: რთული.
👣 - ფეხით გასავლელი მანძილი: დაახლოებით 30 კილომეტრი.
• აუცილებელი აღჭურვილობის სია:
🎒 - ზურგჩანთა;
🥾 - ტრეკინგ ბათინკი ან ბოტასი;
🛌 - საძილე ტომარა;
🛏️ - პარალონი;
🕶️ - მზის სათვალე;
😎 - მზისგან დამცავი კრემი.
🔦 - ფანარი (შუბლის უკეთესია);
👟 - გამოსაცვლელი ფეხსაცმელი;
👕 - გამოსაცვლელი ტანსაცმელი;
🧥 - თბილი ქურთუკი;
☔ - საწვიმარი (რას გაუგებ ბუნებას, მთაში მითუმეტეს);
🥛 - 1 ლიტრი წყლის ჭურჭელი (წყალი მარშრუტზე არის, მაგრამ შესაძლოა გაყინული იყოს).
• თუ ვინმეს რაიმე აღჭურვილობა არ აქვს დაგვიკავშირდით, მოვიძიებთ ჩვენს მარაგში.
• სასურველი აღჭურვილობის სია:
🚶‍♂️ - სალაშქრო ჯოხები;
• ფორს-მაჟორი:
🆘 - უამინდობის, ან სხვა საგანგებო სიტუაციის გამო ტური შესაძლოა გადაიდოს უახლოეს შესაფერის მომენტამდე.
💰 - ტურის ღირებულება: 60 ლარი,
💲 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
• ღირებულებაში შედის:
🚌 - ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით/მიკროავტობუსით;
🚶‍♂️ - გამყოლის მომსახურება;
📸 - ბევრ-ბევრი ფოტოების გადაღება.
• ღირებულებაში არ შედის:
🍽️ - კვება - ყველას ინდივიდუალურად მოგვაქვს 2 დღის სამყოფი საკვები სახლიდან.
🛌 - ეროვნული პარკის თავშესაფარში ღამისთევის საფასური - 20 ლარი;
🛌 - ეროვნული პარკის თავშესაფარში ღამისთევის საფასური სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის - 10 ლარი;

https://fb.me/e/3zDUJNgh6

ძვირფასო მეგორებო, თუ ცხოვრობთ ახალციხეში ან მის  მახლობლად და გყავთ ტექნიკურად გამართული და კომფორტული მიკროავტობუსი, ტ...
17/02/2024

ძვირფასო მეგორებო, თუ ცხოვრობთ ახალციხეში ან მის მახლობლად და გყავთ ტექნიკურად გამართული და კომფორტული მიკროავტობუსი, ტურისტული კომპანია „აბული ტური“ გიწვევთ სათანამშრომლოდ.

მსურველებმა მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ქვემოთ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე:

📞 593 52 77 25
📞 599 04 04 52

ძვირფასო მეგობრებო, გხოვთ არ დაიზაროთ და რამდენიმე სიტყვით შეაფასოთ "აბული" კლუბი და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები ჩ...
24/02/2021

ძვირფასო მეგობრებო, გხოვთ არ დაიზაროთ და რამდენიმე სიტყვით შეაფასოთ "აბული" კლუბი და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები ჩვენს შესახებ.
თქვენი აზრი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ❤️❤️❤️
მადლობა წინასწარ ❤️❤️❤️

https://www.youtube.com/watch?v=E6zWITIa-dUჩვენი ზაფხულის თავგადასავლების ერთი ლამაზი მოგონება. მოიწონეთ ჩვენი ვიდეო თუ ...
27/01/2021

https://www.youtube.com/watch?v=E6zWITIa-dU
ჩვენი ზაფხულის თავგადასავლების ერთი ლამაზი მოგონება.
მოიწონეთ ჩვენი ვიდეო თუ მოგეწონებათ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, აქ სამომავლოდ ბევრი ლამაზი ვიდეო აიტვირთება თქვენი თანამონაწილეობით ❤❤❤

ფშავ-ხევსურეთის ტურის მონაწილეთა საყურადღებოდ!მოგესალმებით მეგობრებო, ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ ჩვენთან ერთად ფშავ-ხევსურ...
12/08/2020

ფშავ-ხევსურეთის ტურის მონაწილეთა საყურადღებოდ!

მოგესალმებით მეგობრებო, ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ ჩვენთან ერთად ფშავ-ხევსურეთის ტურზე წამოსვლა, გთხოვთ კვირის ბოლომდე გააკეთოთ ჯავშანი და დააფიქსიროთ კარავში გაათევთ ღამეს თუ სასტუმროში, რათა დროულად მოვახდინოთ სასტუმროში ნომრების დაჯავშნა.
გისურვებთ საუკეთესო დროის გატარებას ❤️❤️❤️

პატივისცემით ABULICLUB

ტელ: 593 52 77 25

25-26 ივლისს არ გამოტოვოთ ნისლების სამეფოს ტური სულ რაღაც 85 ლარად ❤️❤️❤️
17/07/2020

25-26 ივლისს არ გამოტოვოთ ნისლების სამეფოს ტური სულ რაღაც 85 ლარად ❤️❤️❤️

მეგობრებო, ვისაც უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ჩვენთან ერთად ესტუმროთ გომისმთას და განიცადოთ ნისლების სამეფოს დაუვიწყარი ემოცი...
14/07/2020

მეგობრებო, ვისაც უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ჩვენთან ერთად ესტუმროთ გომისმთას და განიცადოთ ნისლების სამეფოს დაუვიწყარი ემოცია, გთხოვთ კვირის ბოლომდე დააფიქსიროთ სად გაქვთ გადაწყვეტილი ღამისთევა, კოტეჯში თუ კარავში, რათა დროულად მოვახდინოთ კოტეჯში ადგილის დაჯავშნა და არ დავრჩეთ ღამის გასათევის გარეშე. გმადლობთ თანამშრომლობისთვის ❤️❤️❤️

ძვირფასო მეგობრებო, 11 ივლისს ახალციხიდან გთავაზობთ ერთდღიან ტურს ყაზბეგში სულ რაღაც 45 ლარად• ტურის ფარგლებში მოვინახულ...
05/07/2020

ძვირფასო მეგობრებო, 11 ივლისს ახალციხიდან გთავაზობთ ერთდღიან ტურს ყაზბეგში სულ რაღაც 45 ლარად

• ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
1. ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი;
2. ჟინვალის წყალსაცავი თავისი თვალწარმტაცი პეიზაჟებით;
3. გუდაურის პანორამული გადმოსახედი;
4. ვეძა - მჟავე წყლები;
5. გერგეტის სამება - სტეფანწმინდის მშვენება და სავიზიტო ბარათი
6. დარიალის მთავარანგელოზის სამონასტრო კომპლექსი.

• შეკრების ადგილი და დრო:

ვიკრიბებით ახალციხის „სმარტის“ წინ (მდებარეობის გათვალისწინებით მოხდება „სმარტამდე“ ტრანსპორტირება ე.წ. „ზურების მაღაზიიდან“ და ფოსტის მიმდებარე ტერიტორიიდან)

შეკრების დრო - 05 : 15 საათი
გასვლის დრო - 05 : 30 საათი

დაბრუნების დრო - 23 : 30 საათი

• ტური შედგება ნებისმიერ ამინდში და შესაძლოა გადაიდოს მხოლოდ განსაკუთრებულ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში.

• თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.

• ღირებულებაში შედის:
- ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით/მიკროავტობუსით;
- გამყოლის მომსახურება;
- ბევრ-ბევრი ფოტოების გადაღება.

• ღირებულებაში არ შედის:
- კვება - ყველას ინდივიდუალურად მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები სახლიდან.

• სურვილის შემთხვევაში საღამოს გავჩერდებით ფასანაურში და დავაგემოვნებთ უგემრიელეს მთიულურ ხინკალს და მხლოვანას.

• აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:

1. ტურის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი და ყველა მონაწილე ემორჩილება მას ❗
2. არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე ❗
3. ტურში არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში (ტურიდან კიბატონო) ❗
4. ვართ კომუნიკაბელურები და ვკამათობთ მხოლოდ პოზიტიურ თემებზე, შესაბამისად პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს ❗
5. ვართ მხიარულები და მეგობრულები (აუცილებელი პირობაა) ❗
6. ვსადილობთ ყველა ერთად ❗
7. ტრანსპორტში არ ვეწევით ❗
6. დაუშვებელია თვითნებურად მარშუტიდან გადახვევა ❗
7. ლაშქრობის დროს ვზრუნავთ ერთმანეთზე ❗
8. გარემოს არ ვანაგვიანებთ და ვუფრთხილდებით მას❗
9. ფოტოკამერები გადატენეთ, წინ ულამაზესი ხედები გველოდება ❗

• ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით:

1. ტურის დაწყებამდე ყველა მონაწილე ვალდებულია გაიაროს თერმოსქრინინგი (სიცხის გაზომვა);
2. სავალდებულოა თან გქონდეთ პირბადე;

ტურის ღირებულება: 45 ლარი

• ტურში ჩასაწერად თანხა ირიცხება სრულად შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
- საქართველოს ბანკი - GE16BG0000000162411890
- პირადი ნომერი - 47001034561
მიმღები: ინასარიძე ნინო

• თანხის ჩარიცხვის შესახებ გთხოვთ აუცილებლად გვაცნობოთ.

• გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 5 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

ტურთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:

593 52 77 25

მეგობრებო 5 ივლისს გეპატიჟებით ტურზე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. ტურზე, რომელიც გაძლევთ საშუალებას მოილოცოთ საქართვ...
03/07/2020

მეგობრებო 5 ივლისს გეპატიჟებით ტურზე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. ტურზე, რომელიც გაძლევთ საშუალებას მოილოცოთ საქართველოს 2 დიდი წმინდანის, - წმინდა ნინოს და წმინდა ანტონ მარტყოფელის საფლავები, საფლავიდან აღებული სასწაულმოქმედი ზეთი იცხოთ და განიბანოთ წმინდა ნინოს სასწაულმოქმედ წყაროში. იხილოთ უფლის ძალიან ბევრი ხილული სასწაული. ასევე დატკბეთ ტკბილად ნაქები კახეთის ხელის გულზე გადაშლილი პეიზაჟებით და კავკასიონის ბუმბერაზ მწვერვალებს სიმაღლეში დაეტოლოთ შორიდან. დაათვალიეროთ ულამაზეს ბუნებაში ჩაფლული ულამაზესი სიღნაღი, დააგემოვნოთ უგემრიელესი კახური სუფრა და საკუთარ თავს აჩუქოთ დაუვიწყარი მოგონება ❤️❤️❤️

მეგობრებო, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ აბულის მწვერვალის მშვენიერებით დაკბობა 4 ივლისს, შემოგვიერთდით დღეს და ხვალ...
03/07/2020

მეგობრებო, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ აბულის მწვერვალის მშვენიერებით დაკბობა 4 ივლისს, შემოგვიერთდით დღეს და ხვალ ერთად შევუდგეთ აბულ-სამსარის ქედის მისტიურ ბილიკებს ❤️❤️❤️

აბულზე წამომსვლელთა საყურადღებოდ...1.     ადგილზე ვიკრიბებით 05:00 საათზე;2. არ ვიგვიანებთ მოსვლას;3. ყველა მოვდივართ პი...
01/07/2020

აბულზე წამომსვლელთა საყურადღებოდ...

1. ადგილზე ვიკრიბებით 05:00 საათზე;
2. არ ვიგვიანებთ მოსვლას;
3. ყველა მოვდივართ პირბადეებით;
4. ტურის დაწყებამდე ყველა მონაწილე გადის თერმოსქრინინგს;
5. აუცილებლად მოგვაქვს საწვიმარი (რას გაუგებ მთის ამინდს);
6. აუცილებელია თბილი მოსასხამი შესვენებების დროს და საღამოსაც ;
7. გამოსაცვლელი ტანსაცმელი, - ზედაც და ქვედაც (უამინდობის შემთხვევაში დაგვჭირდება):
8. მზის სათვალე;
9. მზისგან დამცავი კრემი;
10. კეპი ან მზისგან დაცავი ნებისმიერი ქუდი, ან ბენდენა;
11. სალაშქრო ჯოხები არსებობის შემთხვევაში, სასარგებლოა;
12. საკვები ერთი დღის სამყოფი (მხოლოდ ჩვენი სამყოფი და მხოლოდ ერთი დღის);
13. საკვები მწვერვალისთვის (სასურველია) - შოკოლადი, კანფეტები, თხილი, არაქისი, თაფლიანი წყალი 0.5 ლიტრი, ტყლაპი, გოზინაყი, ჩურჩხელა, ჩირი და ა. შ.
14. წყლის ჭურჭელი, - მინიმუმ 1 ლიტრი მოცულობის (წყალი გვაქვს მარშრუტზე);
15. ნაკურთხი წყალი (ალკოჰოლური სასმელი) ერთმანეთთან შეთანხმებით მოგვაქვს ზომიერი ოდენობით;
16. ტურის წინა დღეებში, ანუ ხვალ და ზეგ ვერიდებით ყველანაირ ფიზიკურ აქტივობას, რათა ტურის დღეს ენერგიულები ვიყოთ;
17. აუცილებელი მოთხოვნაა, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, სულ რომ ჩამოიქცეს ცა პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებთ ყველა, ვინც არ დაემორჩილება ამ მოთხოვნას დავტოვებთ აბულზე :) :) :);
18. დანარჩენი ტურის აღწერაშია წარმოდგენილი;
19. დამატებით თუ კითხვები გექნებათ გვკითხეთ და გიპასუხებთ.

გისურვებთ სუკეთესო დროის გატარებას...

ძვირფასო მეგობრებო, მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბი „აბული“ 5 ივლისს ახალციხიდან გთავაზობთ ერთდღიან სათავგადასავლო-პილიგრი...
29/06/2020

ძვირფასო მეგობრებო, მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბი „აბული“ 5 ივლისს ახალციხიდან გთავაზობთ ერთდღიან სათავგადასავლო-პილიგრიმულ ტურს მარტყოფი - ბოდბე - სიღნაღი 45 ლარად.

• ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:

1. მოვილოცებთ მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს;

2. ვეწვევით ანტონ მარტომყოფელის სვეტს, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი 15 წელი გაატარა.

3. მოვილოცებთ ანტონ მარტომყოფელის საფლავს, რომელსაც ბევრი სასწაული უკავშირდება;

4. მოვილოცებთ „ქართველთა განმანათლებელის“ წმინდა ნინოს განსასვენებელს - ბოდბის მონასტერს;

5. ვეწვევით სიყვარულის ქალაქს - სიღნაღს. გავისეირნებთ ქალაქში და დავტკბებით სიღნაღიდან წარმოდგენილი ალაზნის ველის და კავკასიონის ქედის პანორამული პეიზაჟებით;

• შეკრების ადგილი და დრო:

ვიკრიბებით ახალციხის „სმარტის“ წინ (მდებარეობის გათვალისწინებით მოხდება „სმარტამდე“ ტრანსპორტირება ე.წ. „ზურების მაღაზიიდან“ და ფოსტის მიმდებარე ტერიტორიიდან)

შეკრების დრო - 05 : 30 საათი

გასვლის დრო - 05 : 45 საათი

დაბრუნების დრო - 23 : 50 საათი

• ტური შედგება ნებისმიერ ამინდში და შესაძლოა გადაიდოს მხოლოდ განსაკუთრებულ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში.

• თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.

• ღირებულებაში შედის:

- ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით/მიკროავტობუსით;

- გამყოლის მომსახურება;

- ბევრ-ბევრი ფოტოების გადაღება.

• ღირებულებაში არ შედის:

- კვება - ყველას ინდივიდუალურად მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები სახლიდან.

• სურვილის შემთხვევაში სიღნაღში დავაგემოვნებთ წალამზე შემწვარ კახურ მწვადს და სხვა გემრიელობებსაც.

• აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:

1. ტურის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი და ყველა მონაწილე ემორჩილება მას ❗

2. არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე ❗

3. ტურში არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში (ტურიდან კიბატონო) ❗

4. ვართ კომუნიკაბელურები და ვკამათობთ მხოლოდ პოზიტიურ თემებზე, შესაბამისად პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს ❗

5. ვართ მხიარულები და მეგობრულები (აუცილებელი პირობაა) ❗

6. ვსადილობთ ყველა ერთად ❗

7. ტრანსპორტში არ ვეწევით ❗

6. დაუშვებელია თვითნებურად მარშუტიდან გადახვევა ❗

7. ლაშქრობის დროს ვზრუნავთ ერთმანეთზე ❗

8. გარემოს არ ვანაგვიანებთ და ვუფრთხილდებით მას❗

9. ფოტოკამერები გადატენეთ, წინ ულამაზესი ხედები გველოდება ❗

• ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით:

1. ტურის დაწყებამდე ყველა მონაწილე ვალდებულია გაიაროს თერმოსქრინინგი (სიცხის გაზომვა);

2. სავალდებულოა თან გქონდეთ პირბადე;

ტურის ღირებულება: 45 ლარი

• ტურში ჩასაწერად თანხა ირიცხება სრულად შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

- საქართველოს ბანკი - GE16BG0000000162411890

- პირადი ნომერი - 47001034561

მიმღები: ინასარიძე ნინო

• თანხის ჩარიცხვის შესახებ გთხოვთ აუცილებლად გვაცნობოთ.

• გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 5 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

ტურთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:

593 52 77 25



#ტურებიახალციხიდან

#აბული

მოკლედ ჩვენი ასპარეზი ულამაზესი ყაზბეგის ტურით დავიწყეთ და რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ 11 ვიზიტორით გავეშურეთ ი...
23/06/2020

მოკლედ ჩვენი ასპარეზი ულამაზესი ყაზბეგის ტურით დავიწყეთ და რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ 11 ვიზიტორით გავეშურეთ იმ დიდებული ადგილების მოსანახულებლად, რომელთა ნახვაც დაგეგმილი გვქონდა ტურის ფარგლებში. პირველ გასვლას წინ უძღოდა საფუძვლიანი მზადება ყველა დეტალის გათვალისწინებით, თითქმის დარწმუნებული ვიყავით, რომ ყველაფერი კარგად გვქონდა დაგეგმილი და ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ მაინც თეთრად გავათენეთ ის ღამე. მაინც ვფიქრობდით, განვიცდიდით, თუ როგორ ჩაივლიდა ჩვენი პირველი ღონისძიება, მოეწონებოდათ თუარა ჩვენს თანამგზავრებს ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტი, როგორი ამინდი გვექნებოდა, მოვასწრებდით თუარა დროში ჩატევას და ა. შ.
პირველ რიგში, მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მშვიდობით მოვიარეთ ჩვენი პირველი გასვლა. ჩვენი თანამგზავრების ემოციით თუ ვიმსჯელებთ ისინც კმაყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ.
მეორე რიგში, ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ „აბული კლუბის“ მრჩეველთა საბჭოს :) და ყველა ჩვენს მეგობარს, ნაცნობს, ახლობელს, ვინც გვერდში გვედგა ამ პროექტის განხორციელების საქმეში.
მესამე რიგში, დიიიდი მადლობა ჩვენი ტურის თითოეულ მონაწილეს, ყველა ძალიან პოზიტიური, მხიარული, მეგობრული და ერთსულოვანი იყო. მადლობა და დიდი პატივისცემა თქვენ ჩემო კარგებო ❤️❤️❤️ ❤️❤️❤️ ❤️❤️❤️
გაივლის დრო და ამ პოსტს შეგვახსენებს ცუკერბერგის ქმნილება. ჩვენც გავიხსენებთ ჩვენს პირველ ღონისძიებას და მოგონებებში შევავლებთ თვალს გუშინდელ დღეს და ღიმილით გავიხსენებთ იმ განცდებს და ემოციებს, რაც თავს გადაგვხდა.
აბული კლუბიც ხომ სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებს ბევრი ტკბილი და დაუვიწყარი მოგონება შეუქმნას. ჩვენ წინ კიდევ ბევრი ლამაზი თავგადასავალი გველოდება ❤️❤️❤️ ❤️❤️❤️ ❤️❤️❤️

Address

Akhaltsikhe
Akhaltsikhe

Telephone

+995593527725

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტურები ახალციხიდან - Abuli Tours posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ტურები ახალციხიდან - Abuli Tours:

Videos

Share

Category



You may also like