Ecotour Georgia

Ecotour Georgia დაუბრუნდი ბუნებას ჩვენთან ერთად! Return to nature with us!

29/06/2020
09/02/2020
10/10/2012

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე - თუშეთი

10/10/2012

იცით თუ არა რომ... 1935 წლის 15 სექტემბერს ღამის 10 საათზე, უჩვეულო ასვლა მოეწყო მყინვარწევრზე. მის დასალაშქრად მარტო, გაემგზავრა 22 წლის გ.შადური და 16 საათის შემდგომ დაბრუნდა ყაზბეგში. მწვერვალის დალაშქვრის უტყუარობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ შადურმა თან ჩამოიტანა ნივთები და წერილი, რომლებიც ორიოდე დღის წინათ მწვერვალზე დატოვეს ფრუნზეს სახელობის დივიზიის მებრძოლებმა.

31/12/2010

ეკოტური გილოცავთ შობა-ახალ წელს.. ლამაზი, ენერგიული და საინტერესო ყოფილიყოს 2011

სოფ. მანავი
20/12/2010

სოფ. მანავი

04/12/2010
28/11/2010
ოქტომბერ–ნოემბერი ვაშლოვანის მოსანახულებლად საუკეთესო დროა..მარადმწვანე ღვია, უკვე უფოთლოდ დარჩენილი ულამაზეს ვარჯიანი ს...
22/11/2010

ოქტომბერ–ნოემბერი ვაშლოვანის მოსანახულებლად საუკეთესო დროა..

მარადმწვანე ღვია, უკვე უფოთლოდ დარჩენილი ულამაზეს ვარჯიანი საკმლის ხეები, სიმწიფისგან გაპობილი ველური ბროწეული და ალისფრად შეფერადებული თრიმლის ბუჩქები გარშემორტყმულია უროიანი და ვაციწვერიანი ბაჯაღლოსფერი ველებით.. დათოვლილი კავკასიონის ქედი და ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ცის სილურჯე კი ულამაზეს ფონს ქმნის და კიდევ უფრო ზრდის ვაშლოვანის მრავალფეროვნებას..

ველურ ბუნებაში ნაპოვნი ერთადერთი ბოთლის ლიკვიდაციის მცდელობა..
25/10/2010

ველურ ბუნებაში ნაპოვნი ერთადერთი ბოთლის ლიკვიდაციის მცდელობა..

თუშური ხინკალი
25/10/2010

თუშური ხინკალი

ლაგოდეხი, შემოდგომა.. ადრიანი, მოღრუბლული დილა.. სამზადისი. ცხენების შეკაზმვა. გამგზავრება. მდინარის გადალახვა. ბილიკი ფ...
24/10/2010

ლაგოდეხი, შემოდგომა.. ადრიანი, მოღრუბლული დილა.. სამზადისი. ცხენების შეკაზმვა.

გამგზავრება. მდინარის გადალახვა. ბილიკი ფოთოლმცვივან, ქალწულებრივ ტყეში. ასწლოვანი ხეები, ზედ ხავსები, უფრო მაღლა ჯანსაღი ჰაერის მოყვარული ლიქენები.

აღმართი, აღმართი..

ბილიკზე ფოთლები, ნაირ–ნაირი სოკოები – ლამაზი, უცნაური, დიდი, პატარა, გემრიელი, შხამიანი.. გზად მათი შეგროვება.

საუბრები. შეძახილები.

ნისლი. სიჩუმე.. მხოლოდ ჯგუფურად მოფრენილი წიწკანების ხმა..

განის ბილიკი. ღრუბლებს მაღლა.. გაშლილი, ნაირფერი ხედები.. ფოთლები მწვანე, ყვითელი, წითელი, ლურჯიც კი.. გამეჩხერებული ტყე, სუბალპური მდელოები.. საზვავეები, ჩანჩქერები..

ბანაკი. ნიავი.. ნოყიერი ჰაერი.. მყვირალობა. ფურის მძებნელი ხარი ირმების ძლიერი ხმა.. ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე.. ირმების სუნი..

ჩამავალი მზე..

ვახშამი. სოკო. არაყი.. სადღეგრძელო, ამბები, სიმღერა..

ღამე.. მყვირალობა..

- გსმენიათ რაიმე ტალახის ვულკანების შესახებ?  - ეს მცირე ზომის წარმონაქმნებია, რომლებიც გარეგნულად ემსგავსებიან ნამდვილ ...
16/10/2010

- გსმენიათ რაიმე ტალახის ვულკანების შესახებ?

- ეს მცირე ზომის წარმონაქმნებია, რომლებიც გარეგნულად ემსგავსებიან ნამდვილ ვულკანებს - მათ გააჩნიათ კრატერები და სასულეები; ახასიათებთ "ამოფრქვევის" პულსაციურობა; არიან როგორც აქტიური, ისე - მიძინებული და ა.შ.
- საქართველოში ტალახის ვულკანები ძირითადად ივრის ზეგანზე გვხვდება, რომელთაგან ყველაზე ცნობილია - ტახტი-თეფა. მას ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის. ვულკანი ძალზედ შთამბეჭდავი სანახავია - იგი წარმოადგენს შემაღლებულ ადგილს, რომელიც რამდენიმე ათეული კრატერით არის დაფარული, საიდანაც გამუდმებით ამოდის გაზი, ნავთობი და ტალახი; ზოგიერთი მათგანი კი, ერთ ნაკადად იკრიბება და მახლობელ ხევში ჩაედინება.
- ტახტი-თეფა მნახველს არასოდეს ტოვებს გულგრილს. იგი საუკეთესო ადგილია ფოტომოყვარულთათვის; კრატერების გარშემო შესაძლებელია წააწყდეთ მსხვილი ძუძუმწოვრების კვალს (გარეული ღორი, მგელი, ტურა, მელა); ვულკანისაკენ მიმავალ გზაზე კი, საშუალება გეძლევათ დატკბეთ კოწახურას ქედის და ჭაჭუნას აღკვეთილის ულამაზესი ხედებით, დაათვალიეროთ აქ მობინადრე არაერთი იშვიათი ფრინველი.

16/10/2010

12 ოქტომბერს, სასტუმრო ტიფლის პალასში ჩატარდა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის გენერალური შეხვედრა, სადაც განხილული იქნა ასოციაციაში მიმდინარე მოვლენები; ასოციაციის წევრებს დაურიგდათ წევრობის სერთიფიკატები; ასოციაციაში გაწევრიანდა ტურისტული კომპანიები ,,ეკოტურ ჯორჯია” და ,,ჯორჯიან ტური”, ასოციაციის პარტნიორი გახდა ,,საქართველოს გიდების ასოციაცია”

ვაშლოვანი, გაზაფხულის წვიმების შემდეგ გაფუჭებული  გზა
10/10/2010

ვაშლოვანი, გაზაფხულის წვიმების შემდეგ გაფუჭებული გზა

მარიამ შანშიაშვილი
01/10/2010

მარიამ შანშიაშვილი

საჭესთან - ამირან კოდიაშვილი
01/10/2010

საჭესთან - ამირან კოდიაშვილი

სვანეთი
09/09/2010

სვანეთი

თეიმურაზ პოპიაშვილი
09/09/2010

თეიმურაზ პოპიაშვილი

გიორგი მამადაშვილი
17/06/2010

გიორგი მამადაშვილი

ვაშლოვანის ეროვნული პარკი; განსაკუთრებულობა: უჩვეულო რელიეფი - "ალესილები"; დაუვიწყარი პანორამული ხედები; საკმლისხიანი ნ...
21/04/2010

ვაშლოვანის ეროვნული პარკი; განსაკუთრებულობა: უჩვეულო რელიეფი - "ალესილები"; დაუვიწყარი პანორამული ხედები; საკმლისხიანი ნათელი ტყეები; ძუძუმწოვრებთან შეხვედრის მაღალი შანსი; უიშვიათესი მცენარეები; ფრინველები; ნამარხი ფაუნა;

ამირან კოდიაშვილი
21/04/2010

ამირან კოდიაშვილი

Address

Hereti 86
Dedoplistskaro
1600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ecotour Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Ecotour Georgia:

Share

Category

Nearby travel agencies


Other Dedoplistskaro travel agencies

Show All

You may also like