08/08/2022
ცოტა რამ სოფელ ახადის შესახებ, საიდანაც მიდის ბილიკი ცოდვიანი ტბისკენ👀
ახადი უკანაფშავში, ლაშარის გორის მოპირდაპირე მხარეს, ტყიანი ფერდობის მაღლა, ზღვის დონიდან 1920 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
გოდერძაულთა საგვარეულო თემის მთავარი სამკვიდრო სოფელი და საკულტო ცენტრი...
აქ მდებარეობს გოდერძაულთა საგვარეულოს მთავარი სათემო ხატის - "პირქუშის" ("პირქუში პირცეცხლიანი"; კაცღვთაება) სალოცავის მიწიერი საბრძანისი...
პირქუში დევებთან მებრძოლი კაცღვთაებაა... მისი განუყოფელი ეპითეტებია: "პირცეცხლიანი" და "ცეცხლის ალიანი"...
გადმოცემების თანახმად, "პირქუში" პირველად აონგორს, ახადის გადაღმა, პირიქითის მხარეს, ივრის კუდებში დაარსებულა (იქ 60-კომლიანი სოფელი ყოფილა), შემდეგ კი ახადში გადმოსულა, აქ დაარსებულა და საბოლოოდ დამკვიდრებულა კიდეც... ცხადია, რატომ იწყება პირქუშის ხატობა აონგორიდან...
ძველი ფშავლები ახადის ტერიტორიაზე მიუთითებენ პირქუშის ნაბინავარს (ადგილს, სადაც ის სახლობდა), მის სამჭედლოსა და წყაროს, რომელშიც იგი იარაღს აწრთობდა...
ფშავ-ხევსურული მითოლოგიური გადმოცემების თანახმად, პირქუში კოპალასა და იახსრის თანამედროვედ მოიხსენიება...
ეს კაცღვთაება გამორჩეული მოლაშქრე-მორაზმე და დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი გმირია, ამასთან - მჭედელი, მაგრამ არა უბრალო მჭედელი, არამედ უმაღლესი რანგის სამეურნეო-საბრძოლო იარაღების მჭედელი და ოქრომჭედელია; ქართული ეროვნული მჭედლობისა და ოქრომჭედლობის მითური მამამთავარია, რომელსაც აქვს შორს მსროლელი იარაღიც - "ქაიბური" და ცეცხლგამჩენი საშუალებაც, ე.ი., ის სულ "სხვა" ცოდნის მფლობელია, რამდენიმე არქეტიპის მატარებელია, რომელიც მას, როგორც კაცღვთაებას, უზენაესისაგან გადაეცა...
ამ შაბათ კვირას სწორედ ცოდვიან ტბას მოვინახულებთ, ინფორმაცია ტურის შესახებ: ცოდვიანი ტბა
#ახადი #ფშავი #მოლაშქრეთაკლუბიკვალი #კვალი #ცოდვიანიტბა