საქართველოს ტურიზმის ფორუმი

  • Home
  • Georgia
  • Kobuleti
  • საქართველოს ტურიზმის ფორუმი

საქართველოს ტურიზმის ფორუმი საქართველოს ტურიზმის ფორუმი ემსახურება ინფორმაციის გაცვლას, ჯანსაღ კრიტიკას და რჩევების გაცემას!

მორიგი უწესობა, უკანონობა და დანაშაული!!!
03/09/2024

მორიგი უწესობა, უკანონობა და დანაშაული!!!

📌გვინდა გამოვეხმაუროთ 26 აგვისტოს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციას, ალგეთის ტყე პარკში -ბირთვისის ბუნებრივ ძეგლზე ტურისტული ინფრასტრუქტული სამუშაოების შესახებ, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ბირთვისის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიაზე მდებარეობს XI საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „ციხე-აუღებელი“- ბირთვისი.

📌დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, ბირთვისის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიაზე იგეგმება: დაკიდული ხიდების, საფეხმავლო ბილიკების, კლდეზე საცოცი ატრაქციის,საქანელების, კოტეჯების და საკვები ობიექტის მოწყობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კი უკვე მიმდინარეობს.

📌განცხადებით ასევე ცნობილი ხდება, რომ 2021 წლის 8 აპრილს ბირთვისის ბუნებრივი ძეგლის ნაწილი - 198 009 კვ.მ 45 წლიანი იჯარით გადაეცა კომპანია „ეკოტურისტს“, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

📌 „მოძრაობა კულტურული მემკვიდროებისთვის“ მიესალმება ყველა იმ პროექტს, რომელიც ბუნებრივ თუ კულტურის უძრავ ძეგლებს ტურისტულად უფრო მიმზიდველს ხდის. თუმცა, ჩვენთვის, კატეგორიულად მიუღებელია პროცესში „კულტურული მემკვიდროების შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა.

📌 გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით „უძრავი ძეგლის ტერიტორია არის უძრავ ძეგლზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – უძრავი ძეგლის მიერ უშუალოდ დაკავებული ტერიტორია“.

📌ვინაიდან, ბირთვისის ციხის ტერიტორიას, როგორც ბირთვისის ბუნების ძეგლს გააჩნია საკადასტრო ნომერი - 84.03.32.000.071, შესაბამისად, აღნიშნულ საკადასტრო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ტერიტორიას. ამდენად, ამ მიწის ნაკვეთზე წარმოებული ნებისმიერი სამუშაოები ამავე კანონით განიმარტება როგორც ძეგლზე სამუშაოები. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტით, „ძეგლზე სამუშაოების ჩატარების მეთოდოლოგია და წესი დგინდება მინისტრის ნორმატიული აქტით“.

📌 ზემოდხსენებული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ძეგლზე სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, რომელსაც გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო (ამ შემთხვევაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო). ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით.

📌ჩვენ ხელს არსებული ინფორმაციით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ასეთი ნებართვა არ გაუცია. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ირღვევა საქართველოს კანონი“ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და შესაბამისად, ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ადგილზე მიმდინარეობს შეიძლება ჩაითვალოს უკანონოდ.

📌 მივმართავთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს,საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განმარტოს:
1. ვინაიდან ბირთვისის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორია ამავე დროს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორია, იყო თუ არა ინფორმირებული სააგენტო აღნიშნული ტერიტორიის იჯარით კერძო კომპანიისთვის გადაცემის თაობაზე.
2. ბითვისის ტურისტულ ინფრასტრუქტურულ პროექტს აქვს თუ არა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ნებართვა?

📌პროექტში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მივმართავთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი რეაგირებისკენ.

#მოძრაობაკულტურულიმემკვიდრეობსითვის
#საქართველოსკულტურულიმემკვიდრეობა
#ბირთვისი

02/09/2024

⬇️ For English scroll down ⬇️
🇬🇪 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი კახეთის მხარის აღმოსავლეთში მდებარეობს. ის ფართობით ერთ-ერთი უდიდესი მუნიციპალიტეტია საქართველოში, მუნიციპალიტეტის ფართობი 2 529კმ²-ია;
🙋‍♀️ მიუხედავად დიდი ფართობისა, მუნიციპალიტეტს საკმაოდ მცირე მოსახლეობა ჰყავს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობით ყველაზე დიდი სოფელია ხორნაბუჯი, ამ სოფელში ბოლო აღწერის მონაცემებით 2 095 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქ დედოფლისწყაროს მოსახლეობა 5,6 ათასი ადამიანია. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 91,5 % ქართველები არიან. ცხოვრობენ სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები და მცირე რაოდენობით ბერძნები;
🗻მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი ივრის ზეგანს უჭირავს, რომელიც აქაური რელიეფის მთავარი ოროგრაფიული ერთეულია. მუნიციპალიტეტის უმაღლესი წერტილია მთა ნიკორციხე 1 001 მეტრი სიმაღლით ზღვის დონიდან. ივრის ზეგანი უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადადის ელდარის დაბლობში, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანის ნახევარუდაბნოთა უშუალო გაგრძელებას. ელდარის დაბლობი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ნახევარუდაბნოს ნამდვილი ლანდშაფტია განვითარებული;
💧 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ორი ტიპის ჰავა. სამხრეთ ნაწილში ცხელზაფხულიანი ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, ჩრდილოეთ ნაწილში კი — ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. მუნიციპალიტეტის საშუალო წლიური ტემპერატურა 10,3°-ია. ნალექების რაოდენობა 400-დან 650 მილიმეტრამდე მერყეობს;
💦 მუნიციპალიტეტის ყველაზე გრძელი მდინარეა საქართველოს ყველაზე გრძელი მდინარე ალაზანი, ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თითქმის 100 კილომეტრ მანძილს გადის და ბუნებრივ საზღვარს ქმნის აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. მდინარე იორი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაახლოებით 50 კილომეტრ მანძილს გაივლის. ივრის საერთო სიგრძე 320 კილომეტრია, ხოლო ალაზნის 390კმ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი ბუნებრივი ტბაა ქოჩების ტბა 1,3კმ² ფართობით;
📘 რას დაამატებდით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გეოგრაფიის შესახებ?
🇬🇪 Dedoplistskaro Municipality is located in the eastern part of the Kakheti region. It is one of the largest municipalities in Sakartvelo, covering an area of ​​2,529 km².
🙋‍♀️ Despite its large size, the municipality has a relatively small population. Around 20,000 people live in Dedoplistskaro Municipality. The largest village in the municipality is Khornabuj, which had a population of 2,095 according to the last census. The town of Dedoplistskaro itself has a population of 5,600. About 91.5% of the municipality's population are Georgians, while Armenians, Russians, Azerbaijanis, and a small number of Greeks also reside there.
🗻 A large part of the municipality's territory is occupied by the Iori Plateau, the main orographic feature of the region's relief. The highest point of the municipality is M. Nikortsikhe, 1,001 meters above sea level. In the extreme southeastern part, the Iori Plateau transitions into the Eldari Plain, which is a direct continuation of the semi-deserts of Azerbaijan. The Eldari Plain is the only place in Sakartvelo where a true semi-desert landscape can be found.
💧 The weather in Dedoplistskaro Municipality varies. The southern part has a moderately warm steppe climate with hot summers, while the northern part has a moderately humid climate with moderately cold winters and long, warm summers. The average annual temperature in the municipality is 10.3°C, and precipitation ranges from 400 to 650 millimeters annually.
💦 The longest river in the municipality is the Alazani, which is also the longest river in all of Sakartvelo. It flows for about 100 kilometers within the territory of Dedoplistskaro Municipality and forms a natural border with the Republic of Azerbaijan. The Iori River also flows through the municipality, covering a distance of about 50 kilometers. The total length of the Iori is 320 km, while the Alazani stretches for 390 km. The largest natural lake in Dedoplistskaro Municipality is Kochebi Lake, which has an area of ​​1.3 km².
📘 What else would you add about the geography of Dedoplistskaro Municipality?
#დედოფლისწყაროსმუნიციპალიტეტი #საქართველო #დედოფლისწყარო #კახეთი #მუნიციპალიტეტები

28/08/2024

🚶‍♂️ განავითარეთ თქვენი პროფესიული უნარები სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში! 🌍

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა აცხადებს ინტერესის რეგისტრაციას საფეხმავლო გამყოლის სასერტიფიკატო პროგრამაზე. 📜

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალი საფეხმავლო გამყოლი და მიიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი, არ გამოტოვოთ ეს შანსი! 🏞️

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოხატოთ ინტერესი შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScOK93OcktdYFza-k7s-ALmGeyg22imIisASQunO8Yb6yal-A/viewform?usp=sf_link

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:

https://www.guideschool.org/trekkingguide
#გახდიგამყოლი
#თავისუფლებაუნარებშია

ეს ნორმალურია? ბირთვისი უნდა შენარჩუნდეს! ბუნების ძეგლია, როგორ შეიძლება მისი თუნდაც იჯარით გასხვისება? ან დაკიდული ხიდე...
26/08/2024

ეს ნორმალურია? ბირთვისი უნდა შენარჩუნდეს! ბუნების ძეგლია, როგორ შეიძლება მისი თუნდაც იჯარით გასხვისება? ან დაკიდული ხიდები…. უბედურებააა ეს!

ბირთვისის ციხისა და კანიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

22/08/2024

როგორ მიეწოდებათ ელექტროენერგია ხევსურებს

20/08/2024

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფოთლების დაწვა არაკანონიერია,ამ ქვეყნების რიცხვს ეკუთვნის საქართველოც,გარემოს....

14/08/2024
08/08/2024
08/08/2024

🇪🇺 🇬🇪 საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმას ევროკავშირი 1995 წლიდან უჭერს მხარს. 1995-2013წწ. ევროკავშირის Tempus-ის პროგრამით €53,987,755.19 ღირებულების 70 საგრანტო პროექტი დააფინანსდა, რომლებშიც 30 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა. პროექტების 80% საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმის სფეროში განხორციელდა, კერძოდ ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა: ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია, მედიცინა, ვეტერინარია, გარემოს დაცვა და სხვა; ახალი კურიკულუმების შემუშავებამ ხელი შეუწყო საქართველოში მანამდე არარსებული პროფესიების გაჩენას, როგორიცაა სოციალური მუშაკი და საინფორმაციო კვლევების სპეციალისტი;

👩‍🎓👨‍🎓2013-24წწ. ევროკავშირმა €23,853,002 ღირებულების გრანტით დააფინანსა პროექტები, რომლებიც ქართველი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სასწავლო-გაცვლით პროგრამებს მოხმარდა;

🎓 განათლების სფეროში ინსტიტუციური განვითარების Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირს €2,598,003 ღირებულების მიმდინარე საგრანტო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საქართველოში. პროგრამაში ამჟამად საქართველოში აკრედიტებული 21 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული, მათ შორისაა, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი [KIU]

ამ განცხადებაზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო და რა შედეგები გვაქვს 2 წლის შემდეგ? ისევ ტყუილში ვცხოვრობთ?
08/08/2024

ამ განცხადებაზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო და რა შედეგები გვაქვს 2 წლის შემდეგ? ისევ ტყუილში ვცხოვრობთ?

03/08/2024

⛰️ ეს არის ამბავი შოვზე, კურორტზე, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა რამდენიმე წამში გაანადგურა. სტ...

02/08/2024

სტატიის თავდაპირველი ვერსია პლატფორმა “კაქტუსზე” გამოქვეყნდა. კავკასიონის მყინვარები სწრაფად დნება, პროგნოზე...

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ტურისტი იყო! არც კი შეიმჩნია ხელისუფლებამ ეს საშინელი ტრაგედია! მხოლოდ გაბზარული გული გამოაქვ...
02/08/2024

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ტურისტი იყო! არც კი შეიმჩნია ხელისუფლებამ ეს საშინელი ტრაგედია! მხოლოდ გაბზარული გული გამოაქვეყნა შარშან ტურიზმის ხელისუფალმა და ჩვეული უტიფრობით განაგრძო სიცრუის გავრცელება! 😔

ჩინეთიდან ტურიზმიც კი ვერ დაძრეს და ევროპას აწყენინეს!!!!
23/07/2024

ჩინეთიდან ტურიზმიც კი ვერ დაძრეს და ევროპას აწყენინეს!!!!

„ქართული ოცნება" შეთანხმებებს დებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს მხარს უჭერს - ამის შესახებ კონრ...

20/07/2024

ჩვენი ფორუმიდან რამდენიმე ადამიანი მოლაშქრეების ჯგუფთან ერთად ვიმყოფებოდით თიანეთისკენ. დაგვაღამდა თიანეთამდე რომ მივაღწიეთ! სანამ ტაქსის ველოდებოდით რომ თბილისამდე წამოვეყვანეთ, გარეთ ვიდექით! ასობით უპატრონო ძაღლი დარბოდა, ყეფდა, დასდევდა მანქანებს, ჩვენც დაგვედევნენ! რაღაც საშინელება იყო! ვინ ტურისტი? რა ინვესტიცია? აქ ნორმალური ვინ მოვა ან თუ მოვა შებინდებისას გარეთ როგორ გამოვა? ნუთუ წყნარად სძინავთ მუნიციპალიტეტის მერს, მის მოადგილეებს და სხვებს ხელისუფლებაში? თუ ვერ მართავთ ამ პატარა მხარეს, ძაღლების თავშესაფარი ვერ აგიშენებიათ ამდენი წელი რაც ხელისუფლებაში ხართ, ცხოველები კი არა, ადამიანები ვერ დაგიცვიათ, წადით დაისვენეთ! სხვა მცოდნე ადამიანები მოვლენ და მიხედავენ პრობლემებს! ჯოჯოხეთად აქციეს ღამის თიანეთი!!!!

19/07/2024
19/07/2024
17/07/2024

გუშინ Veterinarium -ის გვერდის დახმარებით ბევრმა გაიცანით და შეიყვარეთ სამეგრელოდან სამკურნალოდ ჩამობრძანებული წავი თაია 😍

ჰოდა, მოგვინდა, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ დიღმის ჭალებისთვის ბრძოლა არის ბრძოლა ბიომრავალფეროვნებისთვის🌿🌳, მათ შორის, ისეთი ძვირფასი არსებებისთვის, როგორიც წავი თაიაა. 🐾🦦

იცოდით, რომ დიღმის ჭალებში მდებარეობს წავების კუნძული, სადაც წავების ოჯახები ცხოვრობენ და ამიტომაც ეს კუნძული ზურმუხტის ქსელის ნაწილია? 🌊🏝️

დიახ, დიღმის ჭალები უნიკალური ეკოსისტემაა თბილისში 🌳🏙️
ეს არის სახლი მრავალი სახეობის წყალსა და ხმელთზე დამოკიდებული მცენარისა და ცხოველისთვის🌾🦊🐢.

ჭალის ტყეები არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების კუთხითაა მნიშვნელოვანი, არამედ ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჰაერის გაწმენდაში, წყლის რეგულირებაში და კლიმატის სტაბილიზაციაში 🌡️☁️💧.

ამ უნიკალური ეკოსისტემის დაცვა ნიშნავს ჩვენი ქალაქის ფილტვების დაცვას და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას 🌿

შემოუერთდით ბრძოლას დიღმის ჭალების დასაცავად!
#დიღმისჭალები #ბიომრავალფეროვნება #გარემოსდაცვა #წავი #ჭალისტყე

პ.ს. ისეთი საყვარელია თაია, ბევრს გაუჩნდა ჩახუტების სურვილი. თუმცა გაითვალისწინეთ, წავები არ იყიდება და ბუნებიდან გარეული ცხოველების სახლში წაყვანა არ შეიძლება

Address

რუსთაველის ქუჩა
Kobuleti
2040

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ტურიზმის ფორუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share

ჩვენ განვიხილავთ ქვეყნის პრობლემებს და ვგეგმავთ მდგრად ტურიზმს საქართველოში!

ჩვენ განვიხილავთ ქვეყნის პრობლემებს და ვგეგმავთ მდგრად ტურიზმს საქართველოში! ვამხელთ ყველას, ვინც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას...


Other Kobuleti travel agencies

Show All