16/04/2024
კვირას, 14 აპრილს ყვარელს სტუმრობდნენ გიდები, სტუდენტები, პროფესორები, ლექტორები და მეცნიერ-თანამშრომლები.
მათ დაათვალიერეს ნეკრესის ნაქალაქარის სამი ობიექტი: ჭაბუკაურის ბაზილიკა (IV ს), ნაგებების კომპლექსი (VI ს) და დოლოჭობის ბაზილიკა (V ს). ნეკრესის ნაქალაქარის შემდეგ კი ეწვივნენ ფულის მუზეუმს, სადაც დახვდა ბ-ნი როლანდი და უმასპინძლა ჯგუფს. მადლობა მას ამისთვის!
აღსანიშვანია, რომ ნეკრესის ნაქალაქარის, კერძოდ კი დოლოჭობის ბაზილიკის მიმართ ინტერესი საზოგადოებაში წლიდან წლამდე იზრდება. უფრო ცნობადი ხდება ფართო მასებისთვის როგორც დოლოჭობის ბაზილიკა, ასევე ჭაბუკაური და ნაგებების კომპლექსი, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს უძველესი ქართული წარწერა, რომელზეც მეცნიერები დღემდე ვერ თანხმდებიან, ქრისტიანობამდე წარწერაა თუ ქრისტიანობის პერიოდის.
სტუმრების ვიზიტის მიზანი იყო ძეგლების ახლოს გაცნობა, მათი ცნობადობის გაზრდა, ნაშრომების, ვიდეო და აუდიო მასალის მომზადება და ფართო მასებისთვის გაცნობა.
სტუმრებს გაცნობითი ხასიათის დახვედრა და ძეგლების აღწერა ჩაუტარა არქეოლოგმა და ნეკრესის ნაქალაქარის მკვლევარმა ბ-ნმა ნოდარ ბახტაძემ. მადლობა მას ამისთვის.
ვიმედოვნებთ მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი მნახველი ეწვევა ნეკრესის ნაქალაქარს და გააცნობს მას საზოგადოებას.