30/08/2024
შენ გენაცვალე მტევანო
გლეხის ნაყოფო შრომისა,
მარცვლიდან მირონს ადინებ
მშვენებავ შემოდგომისა.
****
არვინ მეგულვის ამ ქვეყნად
შენ არ გეტრფოდეს გულითა,
როს შენკენ არ ისწრაფვოდეს
ის მთელი სიყვარულითა.
****
გამოგწურავდეს გივლიდეს
არ გაკარებდეს ნიავსა,
შენც შენებურად ლოცავდე
ყოველსა ადამიანსა.
(იმედა ხადური)✍🏼 04.14.2024