30/06/2022
ჯამბო🤩 ჰაკუნა მატატა✌️🌍
ზანზიბარი - ადგილი, სადაც სულ ყველაფერი სხვა ფერია 🌸
მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩემი აფრიკული მოგზაურობის შესახებ.
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ის ადგილია, სადაც ყველა პრობლემა გავიწყდება, ყველა ბედნიერია და მათი ეს აურა, ენერგია გადამდებია.
გავფრინდი flydubai-ის ავიაკომპანიით. თბილისი-დუბაი-ზანზიბარი. ვიზა ადგილზე ავიღეთ, რომელიც ღირდა 50$ (90 დღე). პასპორტის და ბილეთის გარდა არ მოუთხოვიათ არანაირი სხვა დოკუმენტი. უკანა გზაზე მოგვთხოვეს მხოლოდ კოვიდ პასპორტები.
ჩვენი სასტუმრო იყო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სანაპიროზე Nungwi-ზე, რომელიც ზანზიბარის საუკეთესო სანაპიროა და რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპიროდაა აღიარებული. აეროპორტიდან Nungwi 63 კილომეტრშია და ტრანსფერი ღირს 30-35$.
ზანზიბარზე ყველა სანაპირო ერთმანეთზე უკეთესია. შეგიძლიათ დღეების ისე გადაანაწილოთ, რომ ყველა სანაპიროზე დარჩეთ.
გზაზე რასაც ვათვალიერებდი ძალიან ღარიბი მოსახლეობაა და ძალიან ცუდად ცხოვრობენ. სასტუმრომდე სანამ მივიდოდი ვფიქრობდი ეს სად ვარ, სად ჩამოვედი, თუმცა კუნძულის სრულად შესწავლამ სულ გამიქრო ის ოდნავ ცუდი ემოცია რაც ჩამოსვლისას განვიცადე. სიღარიბის მიუხედავად ადამიანები ძალიან ბედნიერები არიან, კმაყოფილები არიან იმით რაც აქვთ და თითქოს დედამიწელები არ არიან. მათი წყალობით 1 კვირა არც მე არ ვიყავი დედამიწელი.🤩😀✌️☀️💗
ზანზიბარი გარშემორტყმულია ინდოეთის ოკეანით და ყველა მხრიდან სუფთა, თბილი და გამჭირვალე წყალია. წყლის ფერები მუდმივად იცვლება და რაღაც საოცარ, სასწაულ ფერებს იღებს. ასე რომ, სადაც არ უნდა გაჩერდეთ ყველგან შეგხვდებათ სუფთა, თბილი და სასწაულად ლამაზი სანაპიროები.
ამინდს რაც შეეხება, მთელი წელი თითქმის თბილი და სასიამოვნო ამინდებია. ვიყავი ივნისში და ძალიან კარგი ამინდები იყო. წვიმების სეზონია აპრილი, მაისი და ნოემბერი, თუმცა მოკლე წვიმებია და დღის მანძილზე ბევრჯერ შეიძლება შეიცვალოს.
სასტუმრო ყველა ტიპის შეგიძლიათ შეარჩიოთ. თუ უფრო მეტად დასვენება გინდათ გირჩევთ All inclusive-ს. ჩვენ გავჩერდით Royal Zanzibar resort *****, სადაც ყოველ საღამოს გვქონდა აფრიკული საღამოები (აფრიკული ცეკვები, Maasai შოუ, კინოჩვენებენი, dj და ა.შ.) სხვაგან წასვლა არც მოგინდება იმდენად ერთ სივრცეშია ყველაფერი. ეცნობი ყველანაირად მათ კულტურას და სინჯავ მათ უამრავ უცხო კერძს.
ადგილობრივები ძალიან (ზედმეტადაც კი) ყურადღებიანები არიან. ყველა გესალმება და გეუბნება "Jambo, Hakuna Matata"- Hello, no worries✌️🤩
სანაპიროზე კი შეგხვდებათ ბევრი მასაი (Maasai-მასაი ნახევრად მომთაბარე აფრიკული ეთნიკური ჯგუფია. განსხვავებული სამოსისა და ტურისტულ ზონასთან ახლოს მოსახლეობის გამო მასაი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ აფრიკულ ეთნიკურ ჯგუფად იქცა მსოფლიოში.) ყველა გესალმება და თბილად გხვდება, თუმცა სანაპიროზე შეგაწუხებენ კიდეც. მოდიან და გევაჭრებიან. ტურებს გთავაზობენ, აქსესუარებს, გასეირნებას და რავიცი ბევრ რამეს კიდევ😀 ვერ მოიშორებთ სანამ სასტუმროს ტერიტორიაზე არ დაბრუნდებით. 😅 ცოტა შემაწუხებელია. სანაპიროზე შენს გემოზე გასეირნებას, დათვალიერებას და ბანაობას არ გაცდიან. თუ დაგინახავენ, რომ ახალი სახე ხარ სანაპიროზე იწყებენ შენზე მუშაობას, რამენაირად რამე გაყიდინონ😃 თითქმის ყველამ იცის როდის მიდიხარ ზანზიბარიდან და ბოლო დღეს აღარავინ არ გევაჭრება, აღარ ხარ მათთვის საინტერესო 😂
ექსკურსიებზე შეგიძლიათ წახვიდეთ ნაკუპენდას (Naku penda- I love you) და მნემბას კუნძულზე. ასევე prison island-ზე, სადაც ნახავთ გიგანტურ კუებს (ზოგი მათგანი 190-200 წლისაა). დაათვალიეროთ Stone town, ფრედი მერკურის სახლი (ცნობილი მუსიკოსი დაიბადა და ბავშვობა გაატარა ზანზიბარში). გაერთოთ დაივინგით, სნორკელინგით, წახვიდეთ მეთევზეთა სოფლებში და მათთან ერთად თევზჭერის ტურებში მიიღოთ მონაწილეობა.
ასე რომ, ჩემო მეგობრებო Hakuna Matata ❤️❤️❤️