თბილისი - ლეგენდების კვალდაკვალ

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისი - ლეგენდების კვალდაკვალ

თბილისი - ლეგენდების კვალდაკვალ თბილისის ისტორიული უბნების მონახულება და პოპულარიზაცია. საფეხმავლო და შემეცნებითი ტურები

🍁ყოველი კვირის სამი დღე, ოთხი სხვადასხვა მიმართულება ჩვენს  დედაქალაქში, ფეხით მოვივლით მის ლამაზ ქუჩებს და ხელახლა აღმო...
26/05/2024

🍁ყოველი კვირის სამი დღე, ოთხი სხვადასხვა მიმართულება ჩვენს დედაქალაქში, ფეხით მოვივლით მის ლამაზ ქუჩებს და ხელახლა აღმოვაჩენთ თბილისს, გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს.
🍁პარასკევი. რუსთაველი-ორბელიანთუბანი.
რუსთაველის გამზირი-ულამაზესი არქიტექტურული ანსამბლი, თითოეული შენობა კი, მნიშვნელოვანი ისტორიული მისიის მატარებელი. გამზირის ,,მთავარი შენობების'' გარდა ტურის მსვლელობისას მოვინახულებთ მის ,,მიმალულ მარგალიტებსაც''- თავად ვასილ გაბაშვილის ,,მაქმანებიან სახლს'', ,,არშაკუნის სასახლეს'' თავისი საოცარი ,,ბროლისა'' და ,,სარკეებიანი'' დარბაზებით. რუსთ. გამზირი ჩვენი ხელოვნების, კულტურის თუ სარწმუნოების დიდებული არქიტექტურული და ისტორიული ზეიმია...
,,ორბელიანთუბანში'' არ გამქრალა XIX საუკუნის ატმოსფერო და ეპოქის უტყვი მოწმეები-სატუმროები ,,ლონდონი'' და ,,გრანდ ოტელი'', თითქოს არც კი იმჩნევენ რამდენი დიდებული ადამიანისთვის უმასპინძლიათ... აქვეა ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეც, ,,სალდატსკი ბაზარი'' კი დღესაც ისეთივე ხალხმრავალია როგორც ოდესღაც, ორი საუკუნის წინ.
🍁 შეხვედრის ადგილი და დრო: 11 სთ. M.სადგური რუსთაველი, შ. რუსთაველის ძეგლის წინ.
🍁შაბათი. სოლოლაკი-,,თბილისური პარიზი''
🍁სოლოლაკი-ბურჟუაზიული თბილისის ,,წარმავალი სილამაზე'', ისტორიის გაფერმკრთალებული მაგრამ კვლავ დიდებული ფურცელი, ადგილი, სადაც ცოცხლდება მე-19 საუკუნის რომანტიკა და ადამიანის სულის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. ტურის მსვლელობისას დავათვალიერებთ ამ ხანმოკლე მაგრამ საოცრად ლამაზი ეპოქის არქიტექტურულ მრავალფეროვნებას, ფართე სადარბაზოებს ძვირფასი მარმარილოს კიბეებითა და კედლებისა და ჭერის ულამაზესი მხატვრობებით. მოვინახულებთ ძმები სიმენსების, ძმები სეილანოვების, ძმები ფრიდონოვების, მირზა რეზა ხანის, ანა მადათოვასა და სხვათა სახლებს, ვეწვევით დ. სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმს, მოგიყვებით ამბებს ,,იტალიური ვილის'' შესახებ და კიდევ ბევრი რამ...
🍁შეხვედრის ადგილი და დრო: 11სთ. თ. მოედანზე საკრებულოს შენობის წინ.
🍁კვირა-ძველი თბილისი.
🍁ეს ტური მოიცავს უამრავ საინტერესო ფაქტს თბილისის ისტორიის ფურცლებიდან-მისი დაარსებიდან დღემდე. აქ ჩვენს თვალწინ გაცოცხლდებიან სუკუნეები...ძველი ქალაქის გალავნის ნანგრევები თუ უძველესი ქრისტიანული ტაძრები, შუა საუკუნეების ქარვასლები თუ გოგირდის აბანოები. ისევ აქ არიან ბერიკები და მეფარნეები, ნიკალას მეეზოვე და თამადა, შორიახლოს კონკაც ჩაგვივლის, ხის აივნიანი სახლებიდან კი ძველი თბილისელების ხმაც შეიძლება გავიგონოთ... ვნახავთ სად იყო პირველი სტამბა სადაც 1712 წ. ,,ვეფხისტყაოსნის'' პირველი ეგზემპლარი დაიბეჭდა.
სწორედ აქ გადიოდა აბრეშუმის გზის ერთერთი მთავარი მაგისტრალი. თბილისი იყო, ქალაქი, რომელიც აკავშირებდა აზიას ევროპასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, ქალაქი, სადაც ერთმანეთს კვეთდა მრავალი რელიგია თუ კულტურა და ეს ზეგავლენა არსად არ გამქალა. სწორედ ამიტომაა იგი ასეთი მიმზიდველი და განუმეორებელი.
🇬🇪 P.S მორიგი კვლევის თანახმად 2024 წელს საქართველოს დედაქალაქი ერთერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად იქნა დასახელებული.
🍁შეხვედრის ადგილი და დრო: 11სთ. თ. მოედანზე, პუშკინის სკვერთან.
🍁ტურებზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
595 50 59 57 ან
593 07 55 22 ან გვერდის მესენჯერიდან.
ტურის ღირებულება 25ლ. მოსწავლეები 10ლ.
🍁მეგობრებო ვინაიდან ჩვენი ტურები იმართება ყოველკვირეულად და კვირაში სამი დღე სასურველია შეგვეხმიანოთ თუ შეგროვდებით 3 მსურველი ერთად, ვინაიდან ხშირად ვერ გროვდება საკმარისი რაოდენობა ტურის ჩასატარებლად, რაც უფრო შესამჩნევი გახდა ბოლო მოვლენების პარალელურად.
🍁ტურებს გაუძღვება სერთიფიცირებული გიდი, საქ. გიდების ასოციაციის წევრი Luiza Topeshashvili.

🍁ძმები ფორერები.    🍁 აღმაშენებლის გამზირზე მდგარი ეს შენობა რომელიც უდავოდ გამოირჩევა თავისი სილამაზით, ოდესღაც გერმანე...
18/05/2024

🍁ძმები ფორერები.
🍁 აღმაშენებლის გამზირზე მდგარი ეს შენობა რომელიც უდავოდ გამოირჩევა თავისი სილამაზით, ოდესღაც გერმანელი კოლონისტების შთამომავლების-ძმები ფორერების საკუთრება იყო. სახლი 1910წ. არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის მიერ იქნა დაპროექტებული.
ფორერები მე-19 საუკუნის დასაწყისში იყვნენ ერთერთი უმსხვილესი ღვინის და კონიაკის მწარმოებლები. მათ თავიანთი სააგენტოების საშუალებით საკუთარი პროდუქცია გასაყიდად გაჰქონდათ როგორც რუსეთის იმპერიაში, ასევე ევროპის უმსხვილეს ბაზრებზეც. ფორერების სავაჭრო სახლს ქონდა უამრავი ფილიალი რუსეთის იმპერიის დიდ ქალაქებში, მოსკოვსა და პეტერბურგში.
ფორერების ღვინოებს მრავალი
საერთაშორისო პრიზი და მედალი ქონია მიღებული-ლონდონში 1897წ, ჰამბურგში 1898წ, მაგდენბურგში 1899წ, პარიზში 1900წ...
სამწუხაროდ კავკასიაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ, მოვლენები ნეგატიური მიმართულებით განვითარდა და ყველა საინტერესო წამოწყება თუ საქმიანობა, რაც გერმანელი კოლონისტების და მათი შთამომავლების ბეჯითი და დაუღალავი შრომით იქნა მოპოვებული წლების განმავლობაში, რევოლუციურმა ქარტეხილებმა თან გაიყოლა. დღეს მხოლოდ ეს ლამაზი სახლები თუ გვახსენებენ წარსულს და გვაფრთხილებენ რომ ყოველნაირ რევოლუციებს მხოლოდ გამანადგურებელი შედეგები მოაქვს ცალკეული ადამიანების თუ კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი კულტურული ღირებულებებისათვის.
👣 გამოგვყევით ტურებზე, გაიგეთ უფრო მეტი.

🍁ქრისტე აღსდგა!🍁მეგობრებო, თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ კვლავ ვანახლებთ თბილისის ტურებს ჩვეული გრაფიკით.🍁17 მაისი...
12/05/2024

🍁ქრისტე აღსდგა!
🍁მეგობრებო, თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ კვლავ ვანახლებთ თბილისის ტურებს ჩვეული გრაფიკით.
🍁17 მაისი, პარასკევი: რუსთაველი-ორბელიანთუბანი.
შეხვედრის ადგილი: მ. რუსთაველის წინ.
🍁18 მაისი, შაბათი: სოლოლაკი-,,თბილისური პარიზი''
შეხვედრის ადგილი: თ. მოედანი, საკრებულოს შენობის წინ.
🍁19 მაისი, კვირა: ძველი თბილისი.
შეხვედრის ადგილი: თ. მოედანი, პუშკინის სკვერთან.
● თითოეული ტურის ღირებულება 25ლ. მოსწავლეებისთვის 10ლ.
🕙 ტურების დასაწყისი 11 სთ.
🍁ტურებს გაუძღვება სერთიფიცირებული გიდი Luiza Topeshashvili
🍁ტურებზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
595 50 59 57 ან
593 07 55 22 ან გვერდის მესენჯერის საშუალებით.
👣 ჯგუფური ტურის შემთხვევაში სასურველია დაგვიკავშირდეთ წინასწარ.

😜 რეზო გაბრიაძეს ძალიან არ ყვარებია რიცხვი 13, ამიტომ...
20/04/2024

😜 რეზო გაბრიაძეს ძალიან არ ყვარებია რიცხვი 13, ამიტომ...

🍁მომავალ კვირას: 🍁პარასკევი, 19 აპრილს შედგება რუსთაველის ტური.👣 ვიკრიბებით 11 სთ. M. რუსთაველთან.🍁კვირა 21 აპრილი, ძვ. ...
14/04/2024

🍁მომავალ კვირას:
🍁პარასკევი, 19 აპრილს შედგება რუსთაველის ტური.
👣 ვიკრიბებით 11 სთ. M. რუსთაველთან.
🍁კვირა 21 აპრილი, ძვ. თბილისის საფეხმავლო ტური.
👣 ვიკრიბებით 11 სთ. თ. მოედანზე, პუშკინის სკვერთან.
💎 ტურის საფასური 25ლ. სკოლის მოსწავლეებისთვის 10ლ.
🍁დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
595 50 59 57 ან
593 07 55 22 ან გვერდის მესენჯერის საშუალებით.

13.☀️4. 2🌞24
13/04/2024

13.☀️4. 2🌞24

🍁გაბაშვილების მაქმანებიანი სახლი. 🍁სახლი 1897წ. აშენდა. პროექტის ავტორი უნიჭიერესი არქიტექრორი კორნელი ტატიშჩევია რომელმ...
07/04/2024

🍁გაბაშვილების მაქმანებიანი სახლი.
🍁სახლი 1897წ. აშენდა. პროექტის ავტორი უნიჭიერესი არქიტექრორი კორნელი ტატიშჩევია რომელმაც ა.შიმკევეჩთან ერთად დააპროექტა რუსთაველის თეატრის (ყოფილი ,,არტისტული საზოგადოების'') შენობა.
ვასილ გაბაშვილს და მის მეუღლეს ოლღა თაქთაქიშვილს რვა შვილი ყოლიათ. მოგვიანებით ეს სახლი მათ ერთერთ ქალიშვილს დაროსთვის მზითვად გადაუციათ. დაროს მეუღლე ნიკოლოზ ყიფშიძეს პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში მიუღია სამედიცინო განათლება და კარგი ექიმი გამოსულა. მის პაციენტებს შორის თავად იოსებ სტალინი და მისი დედაც კი ყოფილან... უნდა ითქვას, რომ იქნებ სწორედ ამ გარემოების დამსახურებაა, სახლი დანგრევას და განადგურებას რომ გადაურჩა და დღემდე ვტკბებით მისი სილამაზით.
მაქმამებიანი სახლი უკვე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაშია შეტანილი.

👣 გამოგვყევით ტურებზე, ნახეთ და მოისმინეთ კიდევ უფრო მეტი 😜

🍁ტურები მომავალ კვირას.🍁პარასკევი 29 მარტი. რუსთაველი- ორბელიანთუბანი.👣 მოვივლით და გავეცნობით რუსთაველის გამზირზე, გრიბ...
24/03/2024

🍁ტურები მომავალ კვირას.
🍁პარასკევი 29 მარტი. რუსთაველი- ორბელიანთუბანი.
👣 მოვივლით და გავეცნობით რუსთაველის გამზირზე, გრიბოედოვის, ა.ჭავჭავაძის, ზუბალაშვილების ქუჩებზე მყოფ ისტორიულ შენობებს, ვესტუმრებით არშაკუნის სასახლეს (სამხ. აკადემია), ჩავალთ ორბელიანთუბანში, გავეცნობით ათონელის ქუჩის ისტორიულ შენობებს... სასტუმროებს ,,ლონდონი'' და ,,გრანდ-ოტელი'', ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე...
● ვიკრიბებით M.სადგური რუსთაველთან, შ. რუსთაველის ძეგლის წინ, 11სთ.
🍁შაბათი 30 მარტი. სოლოლაკი-თბილისური პარიზი.
👣 მოვივლით სოლოლაკის ყველა ქუჩას, ვნახავთ XIX და XX ს. დასაწყისში აშენებულ ისტორიულ სეილანოვების, მაილოვების, კალანტაროვების, ტერ-აკოპოვას, ა.მანთაშევის, დოლუხანოვის, ანა მადათოვას და სხვათა სახლებს თავიანთი ულამაზესი სადარბაზოებით, ვესტუმრებით დავით სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმს, ვნახავთ სად ცხოვრობდა ნატო ვაჩნაძე...
● ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობის წინ 11სთ.
🍁კვირა 31 მარტი. ძველი თბილისი.
👣 მოვივლით ფეხით ძველი თბილისის ულამაზეს და ფერად ქუჩებს, სადაც გზად მრავალი საინტერესო ისტორიული ობიექტი შეგვხვდება, მოგიყვებით ყველაზე და ყველაფერზე. გადავიღებთ ბევრ სამახსოვრო ფოტოს. ემოციები მხოლოდ ფერადი და დადებითი, რომელიც დიდხანს დარჩება თქვენთან.
● ვიკრიბებით, თ/მოედანზე, პუშკინის სკვერთან, 11სთ.
■ თითოული ტურის ღირებულება 25ლ. ბავშვებისთვის - 10ლ.
ტურებს გაუძღვება სერთიფიცირებული გიდი, Luiza Topeshashvili
● ტურებზე ჩასაწერად გვიკავშირდებით:
595 50 59 57, ან
593 07 55 22, ან გვერდის მესენჯერის საშუალებით.
P.S. გერმანელი კოლონისტები და ნოი ტიფლისი დაანონსდება მომავალ კვირას.

Villeroy & Boch -ს უნიკალური მოზაიკური ფილები დავით სარაჯიშვილის სახლის ვერანდაზე, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტი ხნისაა, დ...
17/03/2024

Villeroy & Boch -ს უნიკალური მოზაიკური ფილები დავით სარაჯიშვილის სახლის ვერანდაზე, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტი ხნისაა, დახმარების ხელს საჭიროებს... დიდი ხანია!!!
P.S. მადლობა გუშინდელი ტურის მონაწილეებს!❤

სასიამოვნო სიურპრიზი დღეს სამხატვრო აკადემიაში
15/03/2024

სასიამოვნო სიურპრიზი დღეს სამხატვრო აკადემიაში

🍁 ვაახლებთ ჩვენს ტურებს.🍁კვირაში ოთხი დღე- ოთხი სხვადასხვა მიმართულება!🍁ეწვიეთ თბილისის ულამაზეს ისტორიულ ადგილებს, გაიგ...
02/03/2024

🍁 ვაახლებთ ჩვენს ტურებს.
🍁კვირაში ოთხი დღე- ოთხი სხვადასხვა მიმართულება!
🍁ეწვიეთ თბილისის ულამაზეს ისტორიულ ადგილებს, გაიგეთ საინტერესო ფაქტები მათი წარსულიდან და გადაიღეთ ბევრი სამახსოვრო ფოტო❤.
🍁ხუთშაბათი (ან პარასკევი) გერმანელი კოლონისტები და ნოი- ტიფლისი.
●გერმანელი კოლონისტები-კიდევ ერთი განსხვავებული ფურცელი თბილისის ისტორიისა. მათი მოღვაწეობა მჭიდროდ და ჰარმონიულად შეერწყა დედაქალაქის განვითარების ყველა სფეროს: მეცნიერება, კულტურა, მედიცინა, არქიტექტურა, მატერიალურ-ტექნიკური პროგრესი... და ეს კვალი დღემდე არ გამქრალა.
▪︎XIXს.დასაწყისში გერმანელი კოლონისტების ერთერთი ნაკადი სწორედ აქ -კუკიაზე იწყებს დასახლებას, ასე წარმოიშვა მათი ნოი-ტიფლისი. ამ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგად მალე ნოი-ტიფლისი ქალაქის კულტურული და ინდუსტრიული ცენტრი ხდება. აქ სახლებს შეძლებული მოქალაქენი, მდიდარი ფაბრიკანტები თუ მეწარმეები იშენებენ. სწორედ მიხეილის გამზირზე იხსნება პირველი კინოთეატრები, იხდება გერმანული ლუდი, შენდება პირველი ცენტრალიზებული საავადმყოფო, რომლის პროექტიც სწორედ გერმანელი კოლონისტების შთამომავალს, უნიჭიერეს არქიტექტორ ალბერტ ზალცმანს ეკუთვნის.
▪︎ ტურის მსვლელობისას მოვინახულებთ და ვისაუბრებთ ისტორიულ შენობებზე, გერმანელი კოლონისტების და მათი შთამომავლების ღვაწლზე, იმ ადამიანებზე, რომელთაც შექმნეს დღევანდელი თბილისის სახე და სილამაზე, რომლითაც ასე ვამაყობთ და ვიწონებთ თავს.
▪︎ვეწვევით თბილისის ერთერთ საუკეთესო და უნიკალურ მუზეუმს ხელოვნების სასახლეში, რომელიც ბევრ ძვირფას ექსპონატთან ერთად, პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის საოცარი სიყვარულის ისტორიასაც ინახავს.
🍁ტურის დასაწყისი 11 სთ.
🍁ვიკრიბებით მარჯანიშვილთის მოედანზე, ,,მაკდონალდის'' შენობის გადმოსწვრივ.

🍁პარასკევი (ან ხუთშაბათი).
🍁რუსთაველიდან ორბელიანთუბნამდე.
● რუსთაველის გამზირი-ერთერთი ულამაზესი გამზირი მსოფლიოში, ადგილობრივი თუ ევროპის რჩეულ არქიტექტორთა შემოქმედების ნაყოფი, თითოეული შენობა უნიკალური და მნიშვნელოვანი ისტორიული მისიის მატარებელი...
▪︎ტურის მსვლელობისას მოვინახულებთ ბევრ მნიშვნელოვან ობიექტს: ვეწვევით რუსთაველის გამზირის მიმალულ მარგალიტს, თავად ვასილ გაბაშვილის ,,მაქმანებიან სახლს'', ვნახავთ რესტავრირებულ უნიკალურ ხის ხვეულ კიბეს ფილმიდან ,,დღე პირველი, დღე უკანასკნელი''.
ვეწვევით ,,არშაკუნის სასახლეს'' (დღევანდელი სამხატვრო აკადემია), დავათვალიერებთ მის ზღაპრულ ,,ბროლისა'' და ,,სარკეებიან'' დარბაზებს. მოვისმენთ საინტერესო ფაქტებს ყველა იმ ისტორიული შენობების შესახებ, რომლებიც დედაქალაქის ჭეშმარიტ საგანძურს წარმოადგენენ.
▪︎ჩავალთ ,,ორბელიანთუბანში'', სადაც კვლავ XIX საუკუნის ატმოსფეროში ვიძირებით -აქ ისევ ისე გვხიბლავენ თავისი სილამაზით სასტუმროები ,,ლონდონი'' და ,,გრანდ-ოტელი'', ჯამბაკურ-ორბელიანების ულამაზესი სასახლე, ,,სალდატსკი ბაზარი'' დღესაც ისევ გულიანად მასპინძლობს თბილისელებს...
🍁ტურის დასაწყისი 11სთ.
🍁ვიკრიბებით M.რუსთაველთან შ. რუსთაველის ძეგლის წინ.

🍁შაბათი. სოლოლაკი-,,თბილისური პარიზი''.
●სოლოლაკი-თბილისური კალეიდოსკოპის კიდევ ერთი განუმეორებელი ფერი, ბურჟუაზიული თბილისის წარმავალი სილამაზე, ადგილი, სადაც ცდილობ დაემალო ყოველდღიურ ერთფეროვნებას და იმოგზაურო გასული საუკუნეების რომანტიკაში, დატკბე იმ სილამაზით, რაც ოდესღაც ადამიანების სულის გამოძახილი ყოფილა.
▪︎ტურის მსვლელობისას მოვინახულებთ ამ ეპოქის სრულიად განსხვავებულ არქიტექტურულ მრავალფეროვნებას, სადარბაზოების, კედლებისა და ჭერის ულამაზეს მოხტულობებს. მოვისმენთ ამბებს ცალკეული სახლებისა და მათი ყოფილი მფლობელების შესახებ.
▪︎მოვინახულებთ ძმები სეილანოვების, კალანტაროვების, სიმენსების, ფრიდონოვების, მირზა რეზა ხანის, ანა მადათოვას და სხვათა სახლებს, მოგიყვებით ამბებს ,,იტალიური ვილის'' შესახებ, ვეწვევით დავით სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმს, სადაც დღეს მწერალთა კავშირია და კიდევ ბევრი რამ...
🍁ტურის დასაწყისი 11 სთ.
🍁შეხვედრის ადგილი თ. მოედანი, საკრებულოს შენობის წინ.

🍁 კვირა. ძველი თბილისი.
● ტური ძველ ქალაქს და მისი უნიკალური ისტორიული ადგილების მონახულებას მიეძღვნება, მოვისმენთ ბევრ საინტერესო ამბავს, გადავიღებთ უამრავ ლამაზ ფოტოს
▪︎ჩვენს ტურს თავისუფლების მოედნიდან დავიწყებთ რომელსაც ძველად ,,გარეთუბანი'' ეწოდებიდა. სწორედ ამ ადგილიდან დგავს თბილისი თავის პირველ ნაბიჯებს ევროპული კულტურისაკენ. აქ აშენდა ამიერკავკასიაში პირველი ოპერის თეატრი, სასტუმროები თუ აფთიაქები...
▪︎ვნახავთ ძველი ქალაქის გალავნის ნანგრევებს, ქვას არაბული წარწერით, ვეწვევით გაბრიაძის საათებიან კოშკს, ვნახავთ ოქროსფრთებიან ანგელოზს და დავესწრებით თოჯინების მინი-წარმოდგენას. ▪︎შავთელის ქუჩუდან უცებ წარსულში აღმოვჩნდებით, და მოვივლით ძველი ქალაქის ვიწრო და ჭრელაჭრულა ქუჩებს. აქვეა ჩვენი სიამაყე- VI საუკუნის ანჩისხატი. გზად ყანწით ხელში თამადაც შემოგვხვდება და ფიროსმანის მეეზოვეც, ამასობაში კი ,,მეიდანზე'' აღმოვჩნდებით სადაც ოდესღაც დატვირთული აქლემების ქარავანი გაივლიდა ხოლმე, აქ ხომ ოდესღაც აბრეშუმის გზის ერთერთი მთავარი მაგისტრალი გადიოდა... ▪︎გავიხსენებთ ნიკალას და საიათნოვას, შევისვენებთ ორბელიანების ,,ჭრელ აბანოსთან'' და ლეღვთახევის ბილიკებით ჩანჩქერისაკენ გავუყვებით გზას.
💎 თითოეული ტურის საფასური 25ლ. სკოლის მოსწავლეებისათვის 10ლ.
● საფასურში არ შედის მუზეუმის ბილეთის საფასური მოზრდილთათვის 5ლ, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 2ლ.
● ჯგუფური ტურის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ კვირის ნებისმიერი დღე და თქვენთვის სასურველი მარშრუტი.
● ჯგუგური ტურებისთვის გვიკავშირდებით ერთი კვირით ადრე.

💎 ტურებზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
595 50 59 57 ან
593 07 55 22 ან გვერდის მესენჯერის საშუალებით.
💎 ტურებს გაუძღვება სერთიფიცირებული გიდი, საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი Luiza Topeshashvili.

🍁 სულ მალე ჩვენს ტურებში...   სამეფო გვარის შთამომავლთათვის კუთვნილი  ყველა პრივილეგიის დათმობა დიდი სიყვარულის სანაცვლო...
25/02/2024

🍁 სულ მალე ჩვენს ტურებში...
სამეფო გვარის შთამომავლთათვის კუთვნილი ყველა პრივილეგიის დათმობა დიდი სიყვარულის სანაცვლოდ... პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგისა და თავადის ასული აგრაფინა ჯაფარიძის (გრაფი და გრაფინია ფონ ზარნეკაუ) სიყვარულის ისტორია. ქორწინება, რომელიც დაგმო რომანოვების სახლმა. ოლდენბურგების ზღაპრული სასახლე-პაულ შტერნის არქიტექტურული მარგალიტი ყოფილი ბაღნარის ქუჩაზე.
... და არა მხოლოდ. ყოფილი მიხეილის გამზირი XIX საუკუნის საუკეთესო გერმანელი არქიტექტორების შედევრებით, ულამაზესი სახლებისა და ადამიანთა საინტერესო და მდიდარი ისტორიებით.

❄ ზამთარი იწურება, გაზაფხული გვიახლოვდება და უახლოეს ხანში ჩვენი ტურებიც განახლდება.  დღეს კი, მოდით, ნიკო ფიროსმანის ,,...
06/02/2024

❄ ზამთარი იწურება, გაზაფხული გვიახლოვდება და უახლოეს ხანში ჩვენი ტურებიც განახლდება.
დღეს კი, მოდით, ნიკო ფიროსმანის ,,მეეზოვე'' გავიხსენოთ, რომელიც ერთ-ერთი პირველი შემოგვეგებება ჩვენს გზაზე.
... და მაინც ვინ იყო ეს ადამიანი, რომელიც ნიკალამ ასეთი დიდი სიყვარულით გამოსახა თავის ტილოზე? ფიროსმანის ,,მეეზოვე'' რეალური პიროვნება, ტფილისელი მეეზოვე, ვინმე რაშიდ ადამოვი იყო, რომელსაც ფიროსმანი პირადად იცნობდა და მეგობრობდა მასთან. რაშიდ ადამოვს გაჭირვებაში მყოფი ღარიბი მხატვრისთვის ბევრჯელ თავისი ღარიბული ვახშამი უწილადებია და თავშესაფარიც მიუცია.
რაშიდ ადამოვი ნავთობმაგნატი ძმებ მირზოევებთან მსახურობდა. მირზოევებს ტფილისში რამოდენიმე სახლი ქონიათ. სწორედ მირზოევების კუთვნილ ერთ-ერთ სახლში 1881წ. ვინმე ჰექტორ დელალანდმა ტფილისში ერთ-ერთი პირველი ევროპული ტიპის სასტუმრო ,,გრანდ-ოტელი'' გახსნა.
ამბობენ 1905წ სწორედ ,,გრანდ ოტელში'' იყო გაჩერებული ფიროსმანის მარადიული სიყვარულის საგანი ფრანგი მოცეკვავე და მომღერალი ქალი, აკტრისა მარგარიტა -მარგარიტა დე სერვი.
დამეთანმებით, ხელოვნება უკვდავია! სწორედ ამისი დასტურია ის ფაქტი, რომ ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას არაერთხელ შემოგვხვდებიან გაცოცხლებული ნაცნობი პერსონაჟები წარსულიდან. დიახ, ერთ-ერთ ფოტოზე სწორედ XXI საუკუნის გაცოცხლებული ,,მეეზოვე'' აღვბეჭდე.

🍁ტურები მიმდინარე კვირას:●პარასკევი 1 დეკემბერი. ●რუსთაველი-ორბელიანთუბანი.ვნახავთ გაბაშვილების უნიკალურ ,,მაქმანებიან ს...
26/11/2023

🍁ტურები მიმდინარე კვირას:
●პარასკევი 1 დეკემბერი. ●რუსთაველი-ორბელიანთუბანი.
ვნახავთ გაბაშვილების უნიკალურ ,,მაქმანებიან სახლს'', ულამაზეს ხის ხვეულ კიბეს ფილმიდან ,,დღე პირველი დღე უკანასკნელი'', ვეწვევით ,,არშაკუნის სასახლის'' სარკეებიან და ბროლის დარბაზებს... შევიტყობთ ბევრ საინტერესო ისტორიულ ფაქტს ყველა ძეგლისა თუ შენობის შესახებ რაც კი გზად შეგვხვდება.
რუსთაველის გამზირი მსოფლიოს ერთერთი ულამაზეს გამზირადაა აღიარებული. ტურს ორბელიანთუბანში დავასრულებთ სადაც ისტორიული სასტუმროები ,,ლონდონი'' და ,,გრანდ-ოტელი'' ისევ გვხიბლავენ იმ სილამაზით რასაც მე-19 საუკუნე ქვია.
▪︎შეხვედრის ადგილი მ/სადგური ,,რუსთაველის'' წინ შ. რუსთაველის ძეგლთან.
▪︎შეხვედრის დრო11 საათი.

🍁შაბათი 2 დეკემბერი.
🍁სოლოლაკი -თბილისური პარიზი.
თბილისის იდუმალი მარგალიტი, აქ განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა შემოდგომის სილამაზე და სევდა... ოდესღაც ამ ლამაზ და დიდებულ სახლებში ხომ ,,ძლიერნი ამა ქვეყნისანი'' ცხოვრობდნენ დღეს კი სოლოლაკი წარმავალი სილამაზეა... ვეწვევით კალანტაროვების, სეილანოვების ულამაზეს სადარბაზოებს, დავით სარაჯიშვილის სახლს, გადავიღებთ ლამაზ ფოტოებს.
▪︎შეხვედრის ადგილი თ/მოედანი, საკრებულოს შენობის წინ.
▪︎შეხვედრის დრო 11 სთ.
🍁კვირა, 3 დეკემბერი.
🍁ძველი თბილისი.
ტურს დავიწყებთ თავისუფლების მოედნიდან, რომელსაც ოდესღაც ,, გარეთუნაბს'' ეძახდნენ, ვნახავთ ძველი ქალაქის გალავნის ნანგრევებს და შევალთ ძველ ქალაქში, მოვივლით მის ვიწრო და ფერად ქუჩებს სადაც ბევრი და უძველესი ისრორიული ძეგლი შეგვხვდება, გაეცნობით საინტერესო ფაქტებს მათ შესახებ, ჩავალთ აბანოთუბანში და ლეღვთახევში. გადალით შუშის ხიდზე და ვნახავთ მინითოჯინურ წარმოდგენას გაბრიაძის საათიან კოშკთან. ტურს ნარიყალას ძირთან, მეჩეთთან დავასრულებთ. გადავიღებთ მრავალ ფერად და სამახსოვრო ფოტოებს.
▪︎შეხვედრის ადგილი თ/მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარედ.
▪︎შეხვედრის დრო 11 სთ.
● ცალკეული ტურის საფასური 25ლ. სკოლის მოსწავლეებისათვის 10ლ.
😜გამოგვყევით ვიდრე ზამთარი ძალაში შესულა.

🍁დღეს სოლოლაკში...
25/11/2023

🍁დღეს სოლოლაკში...

25/11/2023

❤ დღევანდელი ტურის ნათელი წერტილი. ადგილიც სიმბოლური...

დღე იყო ⛅-ნი, განწყობა კი — 🌞-ნი.
19/11/2023

დღე იყო ⛅-ნი, განწყობა კი — 🌞-ნი.

🍁🍁შემოდგომის ამ მზიან დღეს დავით სარაჯიშვილის სახლის ვერანდაზე და ეზოში საოცარ სიმშვიდეს დაესადგურებინა...
18/11/2023

🍁🍁შემოდგომის ამ მზიან დღეს დავით სარაჯიშვილის სახლის ვერანდაზე და ეზოში საოცარ სიმშვიდეს დაესადგურებინა...

12/11/2023

🍁დღეს გზად ფიროსმანის გაცოცხლებული მეეზოვეც კი შეგვხვდა❤❤
წამოდით ჩვენთან ერთად 👣👣👣

🍁🍁🍁
08/11/2023

🍁🍁🍁

06/11/2023

🍁 ჩვენი ტურის დასრულების შემდეგ ამ სასიამოვნო მოვლენის მონაწილენი გავხდით, რომელიც გერმანიის საელჩოს ინიციატივით მოეწყო.
ხვალ ეს გერმანელი მუსიკოსები თელავში ,,ერეკლეობის'' დღესასწაულზეც დაუკრავენ.

🍁ჩვენს ლამაზ ქალაქში შემოდგომის ხავერდოვანი დღეები გრძელდება. გამოგვყევით თქვენც ❤💜💛💚💙
05/11/2023

🍁ჩვენს ლამაზ ქალაქში შემოდგომის ხავერდოვანი დღეები გრძელდება.
გამოგვყევით თქვენც ❤💜💛💚💙

☀️🌼🍁🧡
28/10/2023

☀️🌼🍁🧡

27. X. 2023. 🍁🍁🍁🍁წამოდით თქვენც  👣 👣 👣...
27/10/2023

27. X. 2023. 🍁🍁🍁🍁
წამოდით თქვენც 👣 👣 👣...

ყველაზე ფერადი ქალაქი.          🧡💚💜❤
22/10/2023

ყველაზე ფერადი ქალაქი.
🧡💚💜❤

21/10/2023

☀️☀️☀️

🍁შემოდგომის ამ მშვიდ დღეებში ზაფხულის კაშკაშა მზე კვლავ დაუზარელად გვიწევს მეგზურობას.
15/10/2023

🍁შემოდგომის ამ მშვიდ დღეებში ზაფხულის კაშკაშა მზე კვლავ დაუზარელად გვიწევს მეგზურობას.

ახალი სასწავლო წელი და უკვე ბევრი ფერადი ემოცია 💙💚💜❤🧡💛💚
09/10/2023

ახალი სასწავლო წელი და უკვე ბევრი ფერადი ემოცია 💙💚💜❤🧡💛💚

თბილისიდან დღეს ღვინის ფესტივალმა  აიღო სტარტი  და საქართველოს რამოდენიმე ქალაქი მონაცვლეობით უმასპინძლებს შემოდგომის ამ...
07/10/2023

თბილისიდან დღეს ღვინის ფესტივალმა აიღო სტარტი და საქართველოს რამოდენიმე ქალაქი მონაცვლეობით უმასპინძლებს შემოდგომის ამ ლამაზ დღესასწაულს.
დღევანდელი ტურის მსვლელობისას ჩვენც ამ ღონისძიების უნებლიე მონაწილენი გავხდით❤.

07/10/2023

Address

Tbilisi

Telephone

+995595505957

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისი - ლეგენდების კვალდაკვალ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თბილისი - ლეგენდების კვალდაკვალ:

Videos

Share

Category



You may also like