მშობიარობა ჩილეში • Birth in Chile

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მშობიარობა ჩილეში • Birth in Chile

მშობიარობა ჩილეში • Birth in Chile ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც შეეხება ჩილეში მშობიარობას და ორმაგ მოქალაქეობას

თბილისში ქეთოს ჩილელმა დაქალმა ჩამოაკითხა.შეხვედრა 8 თვის შემდეგ ❤️გოგოებს გზა ხსნილი აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულე...
06/07/2023

თბილისში ქეთოს ჩილელმა დაქალმა ჩამოაკითხა.

შეხვედრა 8 თვის შემდეგ ❤️

გოგოებს გზა ხსნილი აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ✈️

💭 რა ეტაპებისგან შედგება და რა ღირს სამშობიარო მოგზაურობა ჩილეში:✈️ ორმხრივი ავიაბილეთები, დახვედრა და ტრანაფერი ორ ადამ...
09/01/2023

💭 რა ეტაპებისგან შედგება და რა ღირს სამშობიარო მოგზაურობა ჩილეში:

✈️ ორმხრივი ავიაბილეთები, დახვედრა და ტრანაფერი ორ ადამიანზე,

👩‍⚕️👨‍⚕️ კლინიკისა და ექიმების გუბდის შერჩევა,

🏡 კომფორტული ბინა 3 თვით (დამლაგებლით, აუზით, სატრენაჟორო დარბაზით, დაცვითა და კონსიერჟით),

🔬🧬ყველა საჭირო ანალიზი და კვლევა,

🗣️ ქართულ-ესპანურ-ინგლისურენოვანი ასისტენტი,

🚙 პირადი მძღოლი კლინიკაში ვიზიტებისთვის,

🤰 სამშობიარო ხარჯები,

👶 პედიატრიული ხარჯები,

🇨🇱 📄ბავშვის მოქალაქეობა, ID ბარათი, საერთაშორისო პასპორტი და მშობლების რეზიდენტად რეგისტრაცია,

🇬🇪 📄ბავშვის საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა

📑 გამგზავრებამდე საჭირო ყველა დოკუმენტაციის მომზადება

__________
⭐️ ყველა ზემოაღწერილი მომსახურების ღირებულებაა 20 000$

⭐️ გადახდა ხდება ეტაპობრივად:
1) 50% ბილეთების შეძენისას, საცხოვრებლისა და კლინიკის შერჩებისას.
2) 25% ბშობიარობისას, ბავშვის ჩილეს მოქალაქედ რეგისტრაციისას და საერთაშორისო პასპორტის დამზადებისას,
3) 25% მშობლების რეზიდენტად რეგისტრაციისას.

"ზუსტად 5-8 დღეში საერთაშორისო პასპორტი გაქვს" - ახალი შესაძლებლობა, ამ გზით ამერიკასა და კიდევ 170-მდე ქვეყანაში უსაფ...

🇨🇱      ✈️      🇬🇪24 საათიანი ფრენა ჩილედან საქართველოში და 8 რჩევა, რაც ბავშვით მგზავრობას გაგიმარტივებთ:ჩვენი ფრენისას...
30/12/2022

🇨🇱 ✈️ 🇬🇪
24 საათიანი ფრენა ჩილედან საქართველოში და
8 რჩევა, რაც ბავშვით მგზავრობას გაგიმარტივებთ:

ჩვენი ფრენისას რამდენიმე ხერხის გამოყენებით მგზავრობა ძალიან კომფორტული და უსაფრთხო იყო, ამიტომ ზოგიერთ მათგანს გიზიარებთ თქვენც ❤️

1) მშობლებს ხშირად ეშინიათ, რომ ფრენისას პატარებს ყურები დაუგუბდებათ... ეს რომ ასე არ მოხდეს, აფრენამდე თქვენს პატარას აჭამეთ ძუძუ (თუ ხელოვნურ კვებაზეა - ხელოვნური), მთავარია რომ ყლაპვის რეფლექსმა ყურები დაიცვას დაგუბებისგან. (იდეალურია ყურის მასაჟიც).

2) საფენები, სველი ხელსახოცები და ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება დაგჭირდეთ, იქონიეთ ხელბარგში (უმჯობესია წელის ჩანთაში, ანუ ისეთში, რისი თაროზე შენახვაც კი არ მოგიწევთ).

3) საბავშვო ეტლის ბარგში ჩაბარება და შემდეგ ლოდინი რომ არ მოგიწიოთ, აეროპორტში ეტლით მისვლისას რეგისტრაციაშივე მოითხოვეთ სპეციაური იარლიყი (ე.წ. თაგი). შემდეგ ბავშვი ეტლით უშუალოდ თვითმფრინავამდე მიიყვანეთ და მხოლოდ ბორტზე შესვლისას გადაეცით ეტლი ბორტგამცილებელს, რომელიც შეინახავს (ეტლს, ქარსითს, ბასინეტს...ყველაფერს ერთად) და ფრენის დასრულებისას დაგახვედრებთ თვითმფრინავის გამოსასვლელთან. ასე აღარ მოგიწევთ სატვირთო ბარგის სექციაში თქვენი ეტლისთვის ლოდინი, არც ეტლი დაზიანდება და არც ხელით მოგიწევთ თქვენი პატარას ტარება ❤️

4) ბავშვიან მგზავრებს ჩასხდომისას და გადმოსხდომისას შეგიძლიათ მოძრაობა ურიგოდ (ასევე სასაზღვრო გამშვებ პუნქტზებზე). თუ პერსონალმა არ გითხრათ, თავისუფლად შეგიძლიათ თავად იყოთ ინიციატორი ურიგოდ გავლის.

5) ბილეთების ყიდვისას შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც "ბასინეტის" ანუ ბავშვის საწოლის გამოყენება იქნება შესაძლებელი, ხოლო ფრენის დაწყებისას ბორტგამცილებელს სთხოვეთ, რომ მოგცეთ და დაგიმაგროთ ბასინეტი სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (ყველა თვითმფრინავშია).

ასე თქვენი პატარა მთელი მგზავრობის მანძილზე შეძლებს უსაფრთხოდ და კომფორტულად ძილს, თქვენ კი არ მოგიწევთ ბავშვის მუდამ ხელში ჭერა.

6) იმ შემთხვევისთვის როცა ბავშვს საჭმელად ან გამოსაცვლელად ამოიყვანთ ბასინეტიდან, მოითხოვეთ ბალიში მუხლებზე დასადებად და ბავშვის კომფორტულად დასაწვენად.

7) თუმცა ფრენისას ბავშვები იშვიათად ტირიან, არ გაბრაზდეთ თქვენს პატარაზე და არც სხვისი მოგერიდოთ თუ მისი ტირილი აწუხებს სხვას (საზ. ტრანსპორტში ხან ბავშვის ტირილი ისმის, ხან წინ მჯდომი მგზავრი გადმოგიწევს საზურგეს და ხან ვიღაცის მზერა არ მოგეწონება, ამიტომ ვინც ასეთი რამეებით წუხდება, ურჩიეთ, რომ იმგზავროს საკუთარი, კერძო თვითმფრინავით).

8)თუკი მგზავრობისას შეზღუდული ხართ ხელბარგის რაოდენობასა და წონაში, შეგიძლიათ სამგზავრო ბალიშებიდან ამოიღოთ ღრუბელი და მის მაგივრად მოათავსოთ ბავშვის ტანსაცმელი ან თქვენი, მცირე ზომის რბილი ნივთები. (სამგზავრო ბალიშები არ ექვემდებარება აღრიცხვას და არც ბარგად ითვლება, თან გაგიკვირდებათ და საკმაოდ ტევადია + თავის ფუნქციასაც არ კარგავს და იყენებთ როგორც ბალიშს.

ჩვენ უკვე მშვიდობიანად და სასიამოვნოდ ჩამოვედით. მთელი გზის მანძილზე ექვსმა ან შვიდმა ადამიანმა იცნო და პირადად გაიცნო პატარა ჩილელი ქეთო ☺️

ქეთოს თავის ნამდვილ სამშობლოში ზამთრის სუსხის მიუხედავად უდიდესი სითბო დახვა. მალე საქართველოს მოქალაქეც ოფიციალურად გახდება და იქნება პირველი, ყველაზე პატარა ქართველ-ჩილელი.

🥰 მეგობრებო, დიდი მადლობა იმ უამრავი თბილი წერილისთვის, რასაც არ იშურებთ პირად შეტყობინებებსა თუ კომენტარებში.

❤️ ხვალიდან გვერდი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს თქვენს შეკითხვებზე პასუხების გაცემას

ℹ️ თუ გსურთ, რომ თქვენი სამშობიარო მოგზაურობა ზეიდეალურად იყოს დაგეგმილი, ზედმეტი რისკების, არასასიამოვნო თავგდასავლებისა და გაუთვალისწონებელი შემთხვევების გარეშე, მოგვწერეთ პირადში ❤️

ჩვენ ვგეგმავთ და ვაორგანიზებთ ჩილეში მოგზაურობას ისე, რომ თქვენგან მხოლოდ დანიშნულ დროს აეროპორტში მოსვლაა საჭირო.

ჩვენ მივხედავთ:
• ბოლო თაობის კლინიკას,
• მაღალკვალიფიციური ექიმებს,
• ბილეთებს,
• ტრანსფერს,
• კეთილმოწყობილ ბინას აუზითა და სატრენაჟორო დარბაზით,
• ბავშვის მოქალაქეობას და საბუთებს,
• მშობლების და ოჯახის წევრების რეზიდენტობას,
• 24/7 ქართულენოვან ასისტენტს,
• პირად მძღოლს,
• მშობიარობას და ყველა ინვენტარს, რაც ახალშობილს ან დედას შეიძლება დასჭირდეს,
• უკან დაბრუნებას...

რამდენიმე წელია ჩილე შესანიშნავ შესაძლებლობას სთავაზობს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვინც დაინტერესებულია მსოფლიოს 174 ქ...
27/12/2022

რამდენიმე წელია ჩილე შესანიშნავ შესაძლებლობას სთავაზობს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვინც დაინტერესებულია მსოფლიოს 174 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით, მათ შორის დიდი რვიანის ქვეყნებში:
🇨🇦 კანადა
🇺🇸 აშშ
🇬🇧 დიდი ბრიტანეთი
🇪🇺 ევროკავშირი
🇷🇺 რუსეთი
🇯🇵 იაპონია

დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჰქონდეს ისეთი პასპორტი, რომლითაც ლეგალურად შეძლებს მთელ მსოფლიოში (გარდა ავსტრალიისა და რამდენიმე ქვეყნისა) ოჯახთან ერთად გადაადგილებას, სთავაზობს:
• დაბადებით მოქალაქეობას - ანუ, თუ თქვენ, უცხო ქვეყნის მოქალაქე შვილს გააჩენთ ჩილეში, თქვენს შვილს მომენტალურად აძლევს მოქალაქეობას და საერთაშორისო პასპორტს.
• თქვენ როგორც ჩილეს მოქალაქის მშობელს (ან ოჯახის სხვა წევრს) გინახევრებთ ჩილეს რეზიდენტობის ვადას და 4 ის ნაცვლად გიმცირებთ 2 წლამდე.

უფრო მეტიც:
• რეზიდენტობის 2 წლიან პერიოდში გაძლევს საშუალებას რომ ამ 2 წლიდან 1 წელი საკუთარ ქვეყანაში იყო და მხოლოდ 1 წელი - ჩილეში.

უფრო მეტიც:
• ასეთ რეზიდენტს უწევს შეღავათს და აძლევს საშუალებას რომ ჩილეში ყოფნის პერიოდი დაჰყოს 2-3 ნაწილად (ანუ 6-6 თვე იცხოვრო, ან 4-4 თვე). ითვალისწინებს, რომ რეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების აუცილებლობა.

უფრო მეტიც:
• გაძლევს მოქალაქეობას ისე, რომ არ გიწევს საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმა არც შენ და არც ჩილეში დაბადებულ ბავშვს, ანუ გაძლევს ორმაგ მოქალაქეობას.

უფრო მეტიც:
• არ აქცევს ყურადღებას წყვილები (ბავშვის მშობლები) კანონიერ ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა.

უფრო მეტიც:
• მშობიარობა სახელმწიფო კლინიკებში უფასოა, ხოლო კერძო კლინიკები დაბალი ფასითა უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.

შესადარებლად კერძო კლინიკებში მშობიარობის ფასი:
🇺🇸 აშშ - 18 000 - 40 000$
🇨🇦 კანადა - 15 000 - 25 000$
🇨🇱 ჩილე - 4 800$-დან - 6800$

დაინტერესებულ პირებს (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს) აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლიათ თუკი:
1) იმყოფება ფეხმძიმედ (34 კვირამდე) ანდა ახლო მომავალში გეგმავს შვილის ყოლას,
2) შეუძლია პირველ ეტაპე მინიმუმ - 2, მაქსიმუმ 3 თვით ჩილეში ჩასვლა და ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე ბავშვის გაჩენა.
3) არ იმყოფება პირობითი სასჯელის ქვეშ.

პირებს, ვინც აკმაყოფილებენ ზემოაღწერილ პირობებს, დამატები ინფორმაციის მიღება, მოთხოვნის დაფიქსირება და გასაუბრების ჩანიშვნა შეუძლიათ:
💌 პირად შეტყობინებაში მოწერით ან
🤳🏻Whatsapp: +995 595 045 190

💬 გაითვალისწინეთ, რომ:• თუ ჩილეში ან სხვა უცხო ქვეყანაში ჩასვლას სამშობიარო მიზნით გეგმავთ, რეკომენდებულია მაქსიმუმ 34 კ...
26/12/2022

💬 გაითვალისწინეთ, რომ:
• თუ ჩილეში ან სხვა უცხო ქვეყანაში ჩასვლას სამშობიარო მიზნით გეგმავთ, რეკომენდებულია მაქსიმუმ 34 კვირაზე იყოთ დანიშნულების ადგილზე, რადგან შეიძლება 40 კვირამდე, თუნდაც 36 კვირისამ გააჩინოთ (რაც სრულებით ნორმალურია), მაგრამ არ ღირს გარისკვა.

ასევე:
• ჩილეში ჩამოსასვლელად თუ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციაც თან გექნებათ, არც მუცლის დამალვა მოგიწევთ (რადგან აქ სამშობიარო მიზნით ჩამოსვლა ლეგალურია).

• ფეხმძიმობა ადვილი არ არის:
ფეხმძიმობა ავადმყოფობა არ არის, მაგრამ ამ პერიოდს ყოველთვის ახლავს შიშები (მიუხედავად იმისა პირველ შვილს ელოდებით თუ მეათეს).

ასეთი შიშები ყველას აქვს (მათ შორის ჩვენც გვქონდა) და ამ შიშებზე დამატებით ნერვიულობით ვერაფერს შევცვლით ❤️

რაც არ უნდა მიმზიდველი, დამაჯერებელი და იდეალური ჩანდეს ყველაფერი, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ამ პერიოდს უცხო ქვეყანაში, უცნობ გარემოში, სხვისი დახმარების იმედად სამშობიაროდ მოგზაურობაც ემატება, ეს შიშები ათმაგად იზრდება.

სოფია და მაქსიმი საოცარი, უსაყვარლესი წყვილია უკრაინიდან. როცა ჩილესა და ჩვენს შესახებ ჩვენი საერთო ნაცნობისგან გაიგეს, ისინი უკვე პირველ შვილს ელოდებოდნენ და რადგან უკვე 35-ე კვირაში იყვნენ, ის შიშები რაც ზევით აღვწერეთ კიდევ უფრო გამძაფრებული ჰქონდათ.

თუმცა სოფიას და მაქსიმს იმდენად უნდოდათ, რომ შვილი სხვა ქვეყანაში გაეჩინათ, ამ ვადაზე მაინც გადაწყვიტეს სამშობიაროდ ჩილეში ჩამოსვლა. დაგვიკავშირდნენ, ერთად დავგეგმეთ ყველა ეტაპი და ზუსტად 2 კვირაში, 37 კვირაზე ისინი უკვე ჩილეში ჩამოვიყვანეთ. დავაკავშირეთ საუკეთესო კლინიკა, პროფესიონალი ექიმების გუნდით, დავუჯავშნეთ ინდივიდუალური პალატა ოკეანის ხედით და დათქმულ დღეს საკეისრო გზით გააჩინეს უმშვენიერესი ქალიშვილი კაწია (ჩვენს შვილებს თითქმის ერთნაირი სახელები ჰქვიათ: კაწია და ქეთო. ასაკითაც ტოლები არიან, რამდენიმე დღეა სხვაობა☺️).

რადგან გვიან ჩამოვიდნენ, მათ შემთხვევაში ყველაფერს 3-ის ნაცვლად 2 თვე დასჭირდა. გუშინწინ ისინი გამოვაცილეთ სანტიაგოდან სამშობლოში და გულისფანცქალით ველოდით როდის მოგვწერდნენ, რომ მშვიდობით ჩავიდნენ.

არ დაგიმალავთ, რომ სხვებისთვის მოგზაურობების დაგეგმვა გაცილებით სტრესული და საპასუხისმგებლოა, ვიდრე საკუთარის იყო. მაგრამ როცა მათგან ასეთ წერილს ღებულობ, ხვდები, რომ თუ ნებისმიერ საქმეში გულს და სულს დებ, შედეგი აუცილებლად კარგი გამოდის.

ჩვენც რამდენიმე დღეში ვბრუნდებით საქართველოში და ზუსტად ვიცით, რომ კიდევ არაერთ წყვილს დავეხმარებით და ფეხმძიმობის რთულ პერიოდს ვუქცევთ საოცარ თავგადასავლად, რომელიც სასიამოვნო მოგონებასთან ერთად მისცემს უდიდეს პერსპექტივას და გზას გაუხსნის მთელ მსოფლიოში თავისუფლად და ლეგალურად სამოგზაუროდ.

დღეს ამაზე კარგ ამბავს ჩვენ ვერავინ მოგვწერდა ☺️❤️🤗

ℹ️ თუ გსურთ, რომ თქვენი სამშობიარო მოგზაურობა ზეიდეალურად იყოს დაგეგმილი, ზედმეტი რისკების, არასასიამოვნო თავგდასავლებისა და გაუთვალისწონებელი შემთხვევების გარეშე, მოგვწერეთ პირადში ❤️

ჩვენ ვგეგმავთ და ვაორგანიზებთ ჩილეში მოგზაურობას ისე, რომ თქვენგან მხოლოდ დანიშნულ დროს აეროპორტში მოსვლაა საჭირო.

ჩვენ მივხედავთ:
• ბოლო თაობის კლინიკას,
• მაღალკვალიფიციური ექიმებს,
• ბილეთებს,
• ტრანსფერს,
• კეთილმოწყობილ ბინას აუზითა და სატრენაჟორო დარბაზით,
• ბავშვის მოქალაქეობას და საბუთებს,
• მშობლების და ოჯახის წევრების რეზიდენტობას,
• 24/7 ქართულენოვან ასისტენტს,
• პირად მძღოლს,
• მშობიარობას და ყველა ინვენტარს, რაც ახალშობილს ან დედას შეიძლება დასჭირდეს,
• უკან დაბრუნებას...

კითხვები გაქვთ? აქ პასუხებია!💭 დაგიბრუნდით ხშირად დასმული კითხვებით:- გვჭირდება თუ არა ჩილეში ჩამოსასვლელად ვიზა?- არა. ...
25/12/2022

კითხვები გაქვთ? აქ პასუხებია!

💭 დაგიბრუნდით ხშირად დასმული კითხვებით:

- გვჭირდება თუ არა ჩილეში ჩამოსასვლელად ვიზა?
- არა. საქართველოს ჩილესთან უვიზო მიმოსვლა აქვს. შეგიძლიათ 90 დღის მანძილზე ჩილეში იყოთ ვიზის გარეშე.

- არის თუ არა ჩილეში სამუშაოები?
- სამუშაო არის, მაგრამ ხელფასები არის დაბალი, 300-400$. ჩილეში სამუშაოდ ჩამოსვლა არ ღირს! ჩილეში ჩამოსვლა ღირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვს ელოდებით და ფიქრობთ, რომელ ქვეყანაში გააჩინოთ, რომ მისი პასპორტით ჰქონდეს პერსპექტივა, როგორც ბავშვს, ისე მშობელს. ჩილეს პასპორტით კი გზა ხსნილია და უვიზო გაქვთ მსოფლიოს 174 ქვეყანაში, მათ შორის დიდი რვიანია ქვეყნებში: კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, იაპონია, ევროკავშირის ქვეყნები...

- აქვს თუ არა ჩილეს მოქალაქეს დახმარება?
- ჩილეში ბავშვებისთვის უამრავი უფასო პროგრამაა, მაგრამ ფულადი დახმარება ბავშვებს არ აქვთ. არც სოც. პაკეტებით გამოირჩევა.

- რატო უნდა გინდოდეს ჩილეში ჩამოსვლა ბავშვის გასაჩენად?
- თუ გეგმავთ ამერიკაში, კანადაში ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში წასვლას, მაგრამ არ გინდათ არალეგალურად წასვლა და ოჯახის დიდი ხნით დატოვება, ჩილე იდეალური ვარიანტია, რომ თქვენმა შვილმა დაბადებისთანავე, ხოლო თქვენ და ოჯახის სხვა წევრებმა ორ წელიწადში მიიღოთ ჩილეს პასპორტი, რომლითაც თავისუფლად და ლეგალურად ივლით ყველგან, ისე რომ არ მოგიწევთ მრავალი წლით იძულებით განშორება ოჯახის წევრებთან. ყველა ქვეყანაში სამოგზაუროდ, სამუშაოდ თუ საცხოვრებლად მათთან ერთად შეძლებთ მოგზაურობას.

- რამდენ ხანს შემიძლია ჩილეს პასპორტით უვიზოდ წასვლა სხვა ქვეყანაში?
- სტანდარტულად უვიზო მიმოსვლის პერიოდი 90-180 დღეა. მაგალითად კანადაში 6 თვით ჩასვლა უვიზოდ შეგიძლიათ, თუმცა უფრო მეტ ხანს ლეგალურად გასაჩერებლად მარტივად კეთდება 5 წლიანი სამუშაო ვიზა. იგივე ეხება აშშ-ს და სხვა ქვეყნებს.

- რამდენი ხანი სჭირდება ბავშვის და მშობლის მოქალაქეობის მიღებას?
- ბავშვი დაბადებისთანავე იღებს მოქალაქეობას და რამდენიმე დღეში იღებს საერთაშორისო პასპორტს და ID ბარათს. მშობლებს მოქალაქეობის მისაღებად 2 წელი სჭირდებათ.

- მხოლოდ მშობლებს შეუძლიათ მოქალაქეობის მიღება?
- 2 წელიწადში მოქალაქეობის მიღება შეუძლია ჩილეს მოქალაქის მშობლებს, დედ-მამიშვილებს, ბებია-ბაბუებს, შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს.

- მე და ჩემი მეუღლე რო ჩამოვიდეთ და ბავშვი გავაჩინოთ, 2 წელი ჩილეში უნდა ვიყოთ?
- არა. საჭიროა 2-3 თვით სამშობიაროდ ჩამოსვლა. გააჩინოთ ბავშვი, დაბადებისთანავე აუღოთ ჩილეს პასპორტი და დაბრუნდეთ საქართველოში. თუ გინდათ რომ თქვენც მიიღოთ მოქალაქეობა, საჭიროა: 2 წელი ჩილეს რეზიდენტის სტატუსი და ჯამში 12 თვე ჩილეში ცხოვრება. ანუ, ბავშვის დაბადებისას არ გიწევთ 2-3 თვეზე მეტ ხანს ჩილეში გაჩერება. 2 წლიანი რეზიდენტობისას შეგიძლიათ 1 წელი იყოთ საქართველოში და ბოლო 1 წელი ჩილეში (ასევე შეგიძლიათ 1 წლიანი პერიოდი დაჰყოთ 3-4 ნაწილად, მაგრამ ხარჯია).

- აუცილებელია რომ ეგრევე გავხდე რეზიდენტი?
- არა. მთავარია რომ ბავშვის გაჩენით ის უკვე მოქალაქეა, ანუ თქვენ ხართ ჩილეს მოქალაქის ოჯახის წევრი, რაც საკმარისი საფუძველია, რომ ნებისმიერ, თქვენთვის მოსახერხებელ დროს (თუნდაც წლების შემდეგ) გადაწყვეტოთ და დაგეგმოთ რეზიდენტობა და 2 წელიწადში მიიღოთ მოქალაქეობა. თუმცა უმეტესობა მალევე ხდება რეზიდენტი, რადგან როგორც გითხარით, რეზიდენტობისას ქვეყანაში ყოფნა არ არის სავალდებულო.

- რა ჯდება დაახლოვებით გზა, ბინა, მშობიარობა, საბუთები?
- ჩვენ, 2 ადამიანს დაახლოვებით 20 000$ დაგვიჯდა ორივე გზა, 3 თვით კეთილმოწყობილი ბინა, კერძო კლინიკა და საბუთები. ამაში არ შედის კვებისა და სხვა პირადი ხარჯები, ანუ ის ხარჯები რაც განურჩევლად ქვეყნისა, ჩვენს ქვეყანაშიც გვექნებოდა.

- რამდენი ხანი სჭირდება მოქალაქეობის მიღებას, იმ შემთხვევაში თუ ოჯახის წევრი არ მყავს ჩილელი?
- ამ შემთხვევაში საჭიროა 4 წლიანი რეზიდენტობა (ადრე 7 წელი იყო საჭირო).

აქვე გეტყვით, რომ:
⭐️ ჩილეს მოქალაქეს შეუძლია ესპანეთის მოქალაქეობის 2 წელიწადში მიღება (ნაცვლას 10 წლისა).
⭐️ ასევე, როცა ჩილეს მოქალაქე ხდებით, მომავალში თქვენი შვილებიც, მიუხედავად იმისა ჩილეში დაიბადებიან თუ არა, ავტომატურად ღებულობენ ჩილეს ორმაგ მოქალაქეობას.

- ჩილეს მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობაც მინარჩუნდება?
- დიახ, რადგან ორივე ქვეყნის, როგორც საქართველოს, ისე ჩილეს კანონმდებლობა ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას.

- რომელ ქვეყნებში არ შეუძლია ჩილეს მოქალაქეს უვიზოდ მიმოსვლა.
- ისეთ ქვეყნებში, სადაც წესით ისედაც არ უნდა გინდოდეთ წასვლა 😁 მაგალითად ბურკინა ფასო, ჩრდილოეთ კორეა, ჰონდურასი და სხვა. ერთადერთი კარგი ქვეყანა სადაც ვიზაა საჭირო არის ავსტრალია (თუმცა ჩილე მუდმივად ზრდის უვიზო ქვეყნების სიას და შეიძლება მალე ავსტრალიაშიც გახდეს უვიზო).

- უსაფრთხოა ჩილეში ცხოვრება?
- ჩილე სამხრეთ ამერიკაში ყველაზე უსაფრთხო და რეგიონში ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, თუმცა სიფრთხილის ზომების მიღება აქაც საჭიროა (როგორც ყველგან). არის რაიონები და უბნები, სადაც არ ღირს გვიან ღამით მარტო გადაადგილება (როგორც ყველა ქვეყანაში).

- ვთქვათ 2 წლიანი რეზიდენტობისას 1 წელი ვარ ჩილეში, შემიძლია ამ პერიოდში მუშაობა?
- რეზინენტობისას მუშაობის უფლებაც გაქვთ. როგორც აღვნიშნე ხელფასები დაბალია, თუმცა უხვადაა სამსახური მომსახურების სფეროში (კურიერი, მძღოლი, მიმტანი, მზარეული და აშ). გასათვალისწინებელია, რომ ხელფასები არ არის იმხელა რომ სამუშაოდ წამოსვლა ღირდეს. თავის შენახვას და აქ ცხოვრებას ეყოფა (გარკვეულწილად ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მოხერხებულობაზეც ❤️)

- რა პროფესიაზეა დიდი მოთხოვნა?
- ჩილეში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებია: იურისტი, ექიმი, ინჟინერი, IT.

- რა ენაზე საუბრობენ ჩილეში?
- ჩილეში სახელმწიფო ენა ესპანურია. ინგლისურიც იციან, მაგრამ ცოტამ.

- როგორია კლიმატი?
- იმის გამო რომ ჩილე მსოფლიოში ყველაზე გრძელი ქვეყანაა, კლიმატური პირობებიც სხვადასხვა ნაწილში, სხვადასხვაა. მაგრამ სეზონები საქართველოსთან შედარებით განსხვავებულია (შეტრიალებულია). აქ ზამთარია ივლისი-აგვისტო, ზაფხულია დეკემბერი - თებერვალი.

სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს პერიოდულად დავამატებთ, ამიტომ არ დაგავიწყდეს გვერდის გამოწერა, რომ მუდმივად საქმის კურსში იყო.

თუ რაიმე კითხვა გექნება, მოგვწერე პირადში, არ მოგერიდოს 🙌❤️

წარმატებები

ℹ️ თუ გსურთ, რომ თქვენი სამშობიარო მოგზაურობა ზეიდეალურად იყოს დაგეგმილი, ზედმეტი რისკების, არასასიამოვნო თავგდასავლებისა და გაუთვალისწონებელი შემთხვევების გარეშე, მოგვწერეთ პირადში ❤️

ჩვენ ვგეგმავთ და ვაორგანიზებთ ჩილეში მოგზაურობას ისე, რომ თქვენგან მხოლოდ დანიშნულ დროს აეროპორტში მოსვლაა საჭირო.

ჩვენ მივხედავთ:
• ბოლო თაობის კლინიკას,
• მაღალკვალიფიციურ ექიმებს,
• ორმხრივ ბილეთებს,
• ტრანსფერს,
• კეთილმოწყობილ ბინას აუზითა და სატრენაჟორო დარბაზით,
• ბავშვის მოქალაქეობას და საბუთებს,
• მშობლების და ოჯახის წევრების რეზიდენტობას,
• 24/7 ქართულენოვან ასისტენტს,
• პირად მძღოლს,
• მშობიარობას და ყველა ინვენტარს, რაც ახალშობილს ან დედას შეიძლება დასჭირდეს,
• უკან დაბრუნებას...

მეგობრებო,რადგან მე და ანიკამ ტურის დაგეგმვა საკმაოდ ადრე, 4 თვით ადრე დავიწყეთ, ჩვენი ბიუჯეტით ვიქირავეთ ძალიან კომფორტ...
24/12/2022

მეგობრებო,

რადგან მე და ანიკამ ტურის დაგეგმვა საკმაოდ ადრე, 4 თვით ადრე დავიწყეთ, ჩვენი ბიუჯეტით ვიქირავეთ ძალიან კომფორტული ბინა ოკეანის ხედით,
დიდი ღია ვერანდით,
ღია და დახურული აუზებით,
ფიტნეს დარბაზით (თუმცა იშვიათად ვსარგებლობთ),
24/7 დაცვით და კონსიერჟით,
კვირაში ერთხელ დალაგების სერვისით,
დიდი, კეთილმოწყობილი ეზოთი,
მშვიდ, მყუდრო და უსაფრთხო რაიონში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ბინა იყოს კლინიკასთან ახლოს (საჭიროების შემთხვევაში რომ რამდენიმე წუთში მიხვიდეთ სამშობიაროში).

როგორც გითხარით, დაგეგმვა დავიწყეთ 4 თვით ადრე, შევძელით საკმაოდ კარგი ავიაბილეთების შეძენა, კარგი ადგილებითა და ნაკლები გადაჯდომებით (თუმცა უფრო ადრე რომ დაგვეწყო ბილეთების ძებნა, მეტი არჩევანი გვექნებოდა).

გარდა ბინის და ავიაბილეთებისა ფოტოზე ჩამოთვლილია ყველა ის დეტალი, რაც ჩვენ 20 000$ დაგვიჯდა (კვებისა და პირადი ხარჯების გარეშე) და რომელიც უმჯობესია წინასწარ დაიგეგმოს.

_______
მშობიარობის შემდეგ (პირველ ეტაპს ვეძახით)
• ბრუნდებით საქართველოში,
• ბავშვი ჩილეს მოქალაქეა,
• საქართველოში იღებს ორმაგ მოქალაქეობას.
• მშობელი ჩილეს ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად 2 წლით ხდები ჩილეს რეზიდენტი, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ეს 2 წელი იცხოვრო ჩილეში (მთავარია, რომ რეზიდენტობის 2 წლის განმავლობაში ჯამში 12 თვით იმყოფებოდე ჩილეში).

იმედია მეტ-ნაკლებად ამომწურავად მოგაწოდეთ ინფორმაცია 😊

ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია მუდმივად განვათავსდება გვერდზე, ამიტომ არ დაგავიწყდეს გვერდის გამოწერა, რომ მუდმივად საქმის კურსში იყო!

თუ რაიმე კითხვა გექნება, მოგვწერე პირადში, არ მოგერიდოს 🙌❤️

წარმატებები ❤️

ℹ️ თუ გსურთ, რომ თქვენი სამშობიარო მოგზაურობა ზეიდეალურად იყოს დაგეგმილი, ზედმეტი რისკების, არასასიამოვნო თავგდასავლებისა და გაუთვალისწონებელი შემთხვევების გარეშე, მოგვწერეთ პირადში ❤️

ჩვენ ვგეგმავთ და ვაორგანიზებთ ჩილეში მოგზაურობას ისე, რომ თქვენგან მხოლოდ დანიშნულ დროს აეროპორტში მოსვლაა საჭირო.

ჩვენ მივხედავთ:
• ბოლო თაობის კლინიკას,
• მაღალკვალიფიციური ექიმებს,
• ბილეთებს,
• ტრანსფერს,
• კეთილმოწყობილ ბინას აუზითა და სატრენაჟორო დარბაზით,
• ბავშვის მოქალაქეობას და საბუთებს,
• მშობლების და ოჯახის წევრების რეზიდენტობას,
• 24/7 ქართულენოვან ასისტენტს,
• პირად მძღოლს,
• მშობიარობას და ყველა ინვენტარს, რაც ახალშობილს ან დედას შეიძლება დასჭირდეს,
• უკან დაბრუნებას...

ძირითადი მიზეზი, რის გამოც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩილეში სამშობიაროდ ჩამოდიან, არის ჩილეს პასპორტი.ჩილეს პასპორ...
24/12/2022

ძირითადი მიზეზი, რის გამოც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩილეში სამშობიაროდ ჩამოდიან, არის ჩილეს პასპორტი.

ჩილეს პასპორტი მე-5 ადგილზეა იმ პასპორტებს შორის, რომლითაც მსოფლიოს ყველაზე მეტ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლაა შესაძლებელი.

ჩილეს პასპორტით შესაძლებელია უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 174 ქვეყანაში, მათ შორის დიდი რვიანის ქვეყნებში:
🇨🇦 კანადა
🇺🇸 აშშ
🇬🇧 დიდი ბრიტანეთი
🇪🇺 ევროკავშირის ქვეყნები
🇷🇺 რუსეთი
🇯🇵 იაპონია

2022 წლის მონაცემებით, ჩილე 1ელ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბავშვის გასაჩენად საუკეთესო პირობებია. (მე-2 ადგილზეა კანადა)

1️⃣
მოქალაქეობა დაბადებისთანავე

განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ჩილეში დაბადებულ ბავშვს მოქალაქეობის მისაღებად არ სჭირდება სრუწლოვანება ანდა მრავალწლიანი რეზიდენტობა.

აქ დაბადებულ ახალშობილს დაბადებისთანავე ეძლევა მოქალაქეობა.
დაბადებიდან 5 სამუშაო დღეში აქვს საერთაშორისო პასპორტი და ID ბარათი.

2️⃣
ჩილეში დაბადებული ბავშვის მშობლებს და ოჯახის სხვა, ნებისმიერ წევრს ჩილეს ორმაგი მოქალაქეობის მიღება დაჩქარებულ ვადებში, 2 წელიწადში შეუძლია და არ არის აუცილებელი აღნიშნული 2 წელი ჩილეში ცხოვრება.

3️⃣
ჩილეს მოქალაქეობა მემკვიდრეობითია, ანუ ჩილეს მოქალაქის შვილიც ავტომატურად ღებულობს ჩილეს მოქალაქეობას, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ჩნდება.

4️⃣
მაღალ დონეზეა განვითარებული კერძო სამედიცინო სფერო.

აქ ყველაფერია რომ წყვილებისთვის ფეხმძიმობის პერიოდმა კომფორტულად, სასიამოვნოდ და სტრესის გარეშე ჩაიაროს.

გარდა მშვიდი, სასიამოვნო ოკეანისპირა გარემოსა, ჩილე არ უჩივის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და კეთილმოწყობილ, მაღალი დონის, კერძო სამშობიარო კლინიკების სიმცირეს, სანაპიროს მშვიდი ხედებით, ერთ ადგილიანი პალატებითა და სრულფასოვანი კვებით.

სურვილის შემთხვევაში მშობიარობას შეუძლია დაესწროს მეუღლეც და მამაკაცებო, გულახდილად რომ გითხრათ, იშვიათად თუ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ ასეთ საოცარ, ემოციურ მომენტში საყვარელი ქალის გვერდით იყოთ და ერთად დაელოდოთ ახალი სიცოცხლის დაბადებას.

ჩილეს სახელმწიფო კლინიკაში მშობიარობა უფასოა (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის), თუმცა, რეკომენდაცია ცალსახად ეწევა კერძო, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ და მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებულ კლინიკაში მშობიარობას, რომლის საშუალო ფასია 4 800$.

დამატებითი ფაქტები:
• ჩილეს კანონმდებლობა ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას.
• ჩილეს მოქალაქეს ესპანეთის მოქალაქეობის მისაღებად სჭირდება 2 წლიანი რეზიდენტობა (ნაცვლად 10 წლისა).
• ჩილეში ჩამოსვლას არ სჭირდება ვიზა.

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ ჩილეში მშობიარობას გადაწყვეტთ? ეტაპობრივად დაემატება გვერდს

კიდევ ბევრ საჭირო ინფორმაციას დავამატებთ ამავე გვერდს, ამიტომ თუ არ დაგავიწყდება გვერდის გამოწერა, მუდმივად საქმის კურსში იქნები!

თუ რაიმე კითხვა გექნება, მოგვწერე პირადში, არ მოგერიდოს 🙌❤️

წარმატებები

ℹ️ თუ გსურთ, რომ თქვენი სამშობიარო მოგზაურობა ზეიდეალურად იყოს დაგეგმილი, ზედმეტი რისკების, არასასიამოვნო თავგდასავლებისა და გაუთვალისწონებელი შემთხვევების გარეშე, მოგვწერეთ პირადში ❤️

ჩვენ ვგეგმავთ და ვაორგანიზებთ ჩილეში მოგზაურობას ისე, რომ თქვენგან მხოლოდ დანიშნულ დროს აეროპორტში მოსვლაა საჭირო.

ჩვენ მივხედავთ:
• ბოლო თაობის კლინიკას,
• მაღალკვალიფიციური ექიმებს,
• ბილეთებს,
• ტრანსფერს,
• კეთილმოწყობილ ბინას აუზითა და სატრენაჟორო დარბაზით,
• ბავშვის მოქალაქეობას და საბუთებს,
• მშობლების და ოჯახის წევრების რეზიდენტობას,
• 24/7 ქართულენოვან ასისტენტს,
• პირად მძღოლს,
• მშობიარობას და ყველა ინვენტარს, რაც ახალშობილს ან დედას შეიძლება დასჭირდეს,
• უკან დაბრუნებას...

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00
Sunday 10:00 - 15:00

Telephone

+995595045190

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მშობიარობა ჩილეში • Birth in Chile posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share