
12/03/2024
სიახლე👇
Turkish Airlines -ის ახალი შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet -ი, საქართველოს მიმართულებითაც მოახდენს ოპერირებას. ცნობისთვის, აჯეტი საქართველოს ბაზარზე AnadoluJet-ს ჩაანაცვლებს.
როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia -ში აცხადებენ, ავიაკომპანია 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სტამბოლი თბილისი თბილისი სტამბოლი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში 7 სიხშირით შემოგვთავაზებს რეისებს.