19/12/2024
შეხვედრა
ზმანებათა ველზე ბიჭი შემხვდა ერთი,
ისე შემომხედა ვერ ვუქციე გვერდი,
გავაჩერე, ვკითხე - შევხვედრივართ სადმე?
გამიღიმა, მითხრა - იქნებ მიცნო სცადე.
რაღაც სევდა, სითბო, ამ ღიმილში იყო,
ნუთუ შენ ხარ ბიჭო, გულმა რეჩხი მიყო.
ჩამოვჯექით იქვე, ვისაუბრეთ დიდხანს,
როცა გაგიჭირდეს მომიხმეო მითხრა.
ჟამი დადგა წასვლის, მივხვდი ისიც ჩქარობს,
ჩემს ბავშვობას შევხვდი - ღმერთმა გაახაროს. (ავტორი ირაკლი კუჭავა)✅