Gio's page

Gio's page …. G.I.T T Travel invites you to became a part of Georgia.

შეხვედრა ზმანებათა ველზე ბიჭი შემხვდა ერთი,ისე შემომხედა ვერ ვუქციე გვერდი,გავაჩერე, ვკითხე - შევხვედრივართ სადმე?გამიღი...
19/12/2024

შეხვედრა

ზმანებათა ველზე ბიჭი შემხვდა ერთი,
ისე შემომხედა ვერ ვუქციე გვერდი,
გავაჩერე, ვკითხე - შევხვედრივართ სადმე?
გამიღიმა, მითხრა - იქნებ მიცნო სცადე.
რაღაც სევდა, სითბო, ამ ღიმილში იყო,
ნუთუ შენ ხარ ბიჭო, გულმა რეჩხი მიყო.
ჩამოვჯექით იქვე, ვისაუბრეთ დიდხანს,
როცა გაგიჭირდეს მომიხმეო მითხრა.
ჟამი დადგა წასვლის, მივხვდი ისიც ჩქარობს,
ჩემს ბავშვობას შევხვდი - ღმერთმა გაახაროს. (ავტორი ირაკლი კუჭავა)✅

გილოცავთ ნიკოლოზობას!!!გეწეოდეთ❤️
18/12/2024

გილოცავთ ნიკოლოზობას!!!გეწეოდეთ❤️

მე მჯერა მზის მაშინაც კი, როცა წვიმს...ანა ფრანკი👌❤️
17/12/2024

მე მჯერა მზის
მაშინაც კი, როცა წვიმს...

ანა ფრანკი

👌❤️

"- ვიცი, რომ მოკვდა! შენ გგონია არ ვიცი? მაგრამ მაინც მიყვარს. არ შემიძლია თუ რა? რა ვუყოთ, რომ მოკვდა? სიკვდილის გამო ხ...
17/12/2024

"- ვიცი, რომ მოკვდა! შენ გგონია არ ვიცი? მაგრამ მაინც მიყვარს. არ შემიძლია თუ რა? რა ვუყოთ, რომ მოკვდა? სიკვდილის გამო ხომ არ გადაიყვარებ ადამიანს?! მითუმეტეს ცოცხლებზე ათასჯერ უკეთესი თუ არის."

17/12/2024
დღეს შემოვა ჩვენს სახლში წმინდა ბარბარეს სასწაულმოქმედი ძალა და დაგვიცავს სენთა და ბუგრთაგან....დაიცავს ჩვენს შვილებს და...
16/12/2024

დღეს შემოვა ჩვენს სახლში წმინდა ბარბარეს სასწაულმოქმედი ძალა და დაგვიცავს სენთა და ბუგრთაგან....
დაიცავს ჩვენს შვილებს და ოჯახებს!
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს!!!!
დიდმოწამე ბარბარე თავისი კურნებისა და მფარველობის მადლით შეეწიოს თქვენს ოჯახებს!❤

გილოცავთ საქართველოს განმანათლებელის წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს .მისი ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ დ...
13/12/2024

გილოცავთ საქართველოს განმანათლებელის წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს .მისი ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ 👏❤️

100%😔
11/12/2024

100%😔

შემოდიოდა ჩვენში კალანდადა მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,სერებს თოვლიანს....ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,ყეფდა თოლია....იდგა...
11/12/2024

შემოდიოდა ჩვენში კალანდა
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს....
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია....
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა....
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან....
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა... ანა კალანდაძე

მიყვარს,ჩვენსას გადმოსული,მეზობლების ხარხარი,ჭრაქის შუქზე მოყოლილი,ტყუილი და მართალი.სუფრაც, გლეხურ-მადლიანი,ხელდახელ რო...
09/12/2024

მიყვარს,ჩვენსას გადმოსული,
მეზობლების ხარხარი,
ჭრაქის შუქზე მოყოლილი,
ტყუილი და მართალი.
სუფრაც, გლეხურ-მადლიანი,
ხელდახელ რომ მზად არი,
დაცვარული დოქით ღვინო,
ცივ მარნიდან ნატანი.
სიბნელეში თეთრად თვალს გჭრის,
მოკეცილი ლავაში,
ფეჩზე ისევ რომ თუხთუხებს,
თუჯში,შაშხის ნახარში.
მიყვარს,ჩვენსას თავმოყრილი,
მეზობლების ხარხარი,
ბარეორჯერ მოსმენილი,
ტყუილი თუ მართალი,
წელში მოხრილ შემოდგომას,
მალე რომ ცვლის ზამთარი,
ცეცხლი,ფეჩში მოგიზგიზე,
დილამდე არ ჩამქრალი.
ხ.არდანიანი

ხშირად შეახსენე შენს თავს,რომ წინ უკეთესი დღეებია ✅❤️
08/12/2024

ხშირად შეახსენე შენს თავს,რომ წინ უკეთესი დღეებია ✅❤️

"- შენ ხომ იცნობდი ჩემს მურადას? - კი! - შენ ძალიან უყვარდი მურადას, სულ ასე მეუბნებოდა, მერი კარგი გოგოა, მერისთანა გოგ...
07/12/2024

"- შენ ხომ იცნობდი ჩემს მურადას?
- კი!
- შენ ძალიან უყვარდი მურადას, სულ ასე მეუბნებოდა, მერი კარგი გოგოა, მერისთანა გოგო ქვეყანაზე არ დადისო, მერი სულ ყველას ჯობია, მერი ძალიან კარგი გოგოაო, მერი ლამაზი გოგოა, მერისთანა ლამაზი თვალები არავის არ აქვსო, მერი ძალიან კეთილი და ჭკვიანი გოგოაო. შენ ძალიან უყვარდი მურადას, ჩემსავით.

ნოდარ დუმბაძე❤️

პოეზიამელა და ყურძენი (იგავი)(თარგმანი აკაკი წერეთლისა) დამშეული კუდა - მელავენახში მიიპარება...მიცუნცულებს ნელა - ნელა,...
06/12/2024

პოეზია
მელა და ყურძენი (იგავი)
(თარგმანი აკაკი წერეთლისა)


დამშეული კუდა - მელა

ვენახში მიიპარება...

მიცუნცულებს ნელა - ნელა,

ღობე - ყორეს ეფარება.

ბოლოს შეძვრა... ნახა კარი,

მაგრამ აზრი კი წაუხდა:

ბაღი იყო სულ მაღლარი

და დაბლარი არ დაუხვდა.

ყურძენი რომ მაღლა ნახა

მიმწიფებულ - მინაბდული,

დაუღო მას წუწკმა ხახა,

აუძგერდა მსუნაგს გული.

მაღლა - მაღლა იყურება,

იგრიხება, იწურება...

აქეთ - იქით დატრიალებს,

თვალებს სისხლით აბრიალებს.

ხან დაწვება, ხან ადგება,

ნდომის ნერწყვი პირს ადგება,

კბილები მთლად აექავა,

მაგრამ მაღლა ხომ ვერ გავა?

სწორედ ჭირის დღე დაადგა,

დაიქანცა, დაიღალა,

მაგრამ აღარ გამოადგა

აღარც ხერხი, აღარც ძალა.

დარჩა ამოძუებული...

მაგრამ აღარ გაიტეხა

კუდიანმა ვითომ გული

და ურცხვად ეს დაიკვეხა:

„რომ არ ვსჭამე, კარგი ვქენი,

გეფიცებით შვილებსაო:

მკვახე იყო ის ყურძენი

და მომკვეთდა კბილებსაო!“

- იცი, რომელი გზა მიყვარს? ბავშვობის ტკბილ მოგონებებში რომ მიყავხარ...- ეგ რომელი გზაა?- სოფლისკენ მიმავალი გზაა მასეთი....
06/12/2024

- იცი, რომელი გზა მიყვარს? ბავშვობის ტკბილ მოგონებებში რომ მიყავხარ...
- ეგ რომელი გზაა?
- სოფლისკენ მიმავალი გზაა მასეთი. მიდიხარ და ყველა ტკბილი წუთი თვალწინ ფილმივით ცოცხლდება.
ია კარგარეთელი.

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახატი... ფედორ რეშეტნიკოვის ნახატი, რომელიც 1952 წელს დახატა, სახელწოდებით "ისევ დაბალი ნი...
05/12/2024

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახატი...

ფედორ რეშეტნიკოვის ნახატი, რომელიც 1952 წელს დახატა, სახელწოდებით

"ისევ დაბალი ნიშნები"

ბიჭი, რომელმაც გამოცდა ვერ ჩააბარა და ოჯახი უყურებს ისე, როგორც დამნაშავეს

ძმა კი - გაბრწყინებული

მხატვარი მათ ეუბნება:

-მოექეცით მას ისე, როგორც ძაღლი ექცევა.

უყვარს ის, წარმატებულიც და წარუმატებელიც

ეს არის ხელოვნება, რომელიც ასწავლის ადამიანებს სწორად მოქცევას.

- ახალი წლის საღამოა,ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,თოვლის საბანს რომ იხურავ,ნაძვის ხეო, არა გცივა?- არა მცივა, პატარებო,მე ღი...
05/12/2024

- ახალი წლის საღამოა,

ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,

თოვლის საბანს რომ იხურავ,

ნაძვის ხეო, არა გცივა?

- არა მცივა, პატარებო,

მე ღიმილი თქვენი მათბობს

და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც

არასდროს არ დაიზამთროს.

ზამთარია, მაგრამ გული

არ გითბებათ ყველას განა?

ხედავთ? თოვლის ბაბუამაც

საჩუქრები მოგიტანათ.

უღრან ტყიდან მოვიჩქარი,

ისე ძლიერ შემიყვარდით,

მე მოვედი, რომ ახალი

მოგილოცოთ წელიწადი. ნოდარ დუმბაძე❤️

წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე ❤️
04/12/2024

წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე ❤️

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gio's page posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share