12/07/2022
გამარჯობა,
"მე შენი ახალი მეგობარი და შენი ცხოვრების ბედნიერი წუთების თანამონაწილე ვარ.შექმენი ჩემთან ერთად ყველაზე ძვირფასი,დასამახსოვრებელი მომენტები და გადაეშვი თავგადასავლების მორევში. "
კოტეჯი პულსი მდებარეობს ამბროლაურის რ-ნი სოფ.სადმელ-ში მდინარე რიონის მარჯვენა და მდინარე რიცეულას მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 760 მეტრი სიმაღლეზე.
კოტეჯი არის ორ სართულიანი, სამი საძინებლით. ორი საძინებელი მეორე სართულზე და ერთი პირველ სართულზე. სტუდიოს ტიპის სამზარეულო და დიდი ეზო. კოტეჯი აჭღურვილია ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ინვენტარით.
აქ არის სიწყნარე, სიმშვიდე, წყლის ხმა, ჩიტების ჭიკჭიკი და თავისუფლება, რაც დაუვიწყარს გახდის თქვენს დასვენებას.
ჩვენგან შეგიძლიათ რაჭის ნებისმიერი წერტილი მოინახულოთ.
კოტეჯის აღწერა და პირობები:
კოტეჯი გათვლილია 6 ადამიანზე თავისუფალი განთავსებით. ასევე პირველ სართულზე დამატებით გასაშლელი სავარძელი.
კოტეჯში დაგხვდებათ:
✅WI-FI
✅თეთრეული და პირსაწმენდები
✅ცივი და ცხელი წყალი
✅სამზარეულო და ინვენტარი (მაცივარი, ინდუქციური ელ-ქურა, ტაფა/ქვაბი, ელ-ჩაიდანი, ყავის აპარატი, ჭურჭელი, სარეცხი საშუალება)კონდიციონერი მისაღებში, დინამიკი) ყავა და ჩაი 😉
✅კომფორტული და სრულად აღჭურვილი აბაზანა.
როგორ მოვიდეთ სადმელში?
კოტეჯამდე თავისუფლად მოხვალთ ნებისმიერი ავტომობილით.არის კარგი გზა.
თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან არის ამბროლაურისაკენ მიმავალი საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები და მინივენები.
ფასზე და დეტალებზე მოგვწერეთ პირადში!
აიჩქარე "პულსი" რაჭაში და შეირგე ცხოვრების ყველა წამი!