11/12/2021
#სომელიე 🔍
სომელიე არის ღვინის სპეციალისტი.
სომელიეს საქმიანობა არის რესტორნისა და ღვინის მომსახურების
სფერო. სომელიე პასუხისმგებელია ღვინის შეძენაზე, შენახვაზე, ხარისხსა და
მომხმარებლისთვის სწორად მიწოდებაზე. პროფესია არის მომსახურებაზე ორიენტირებული.
იგი გულისხმობს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებას. სომელიე
უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისთვის ღვინოსთან
დაკავშირებული ღონისძიებების მოწყობას, ამასთანავე, უზრუნველყოფს დაგეგმილი
მომსახურების ხარისხის კონტროლს.
სომელიეს საქმიანობა უკავშირდება სხვადასხვა ეროვნების მომხმარებლის მომსახურებას, რაც
მოითხოვს უცხო ენის (ენების) ცოდნას, საკუთარი ქვეყნის
ისტორიის, მეღვინეობისა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიის
ზოგად ცოდნას, ბარათების შედგენას, კარგ საკომუნიკაციო
და ინტერპერსონალურ თვისებებს, კარგ მეხსიერებას,
მოვალეობის გაცნობიერების უნარს. სომელიე მომსახურე
გუნდის წევრია, რომლის კვალიფიკაციაზე დამოკიდებულია
როგორც რესტორნის, ასევე ღვინის მომსახურების სფეროს საერთო წარმატება. სომელიეს
უშუალო მოვალეობაა სტუმარმასპინძლობის პრინციპების, მომსახურების ნორმების, ეტიკეტისა
და პროფესიული ეთიკის დაცვა. ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებების მომზადება
(ღვინის დაგემოვნება), ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებით ამომწურავი
ინფორმაციის საინტერესოდ გადაცემა და შესაბამისი ახსნა-განმარტება. ადგილობრივ ბაზარზე
არსებული ღვინისა და მაღალალკოჰოლურ სასმელებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება,
ღვინის საკვებთან შეხამება, სტუმრის მოთხოვნების გათვალისწინება პასუხისმგებლობის
ფარგლებში, ეთიკის ნორმების დაცვა, მომსახურებისთვის მზადყოფნა, სტუმრის
სრულფასოვანი მომსახურება, ღვინის ბარათის შედგენა და სტუმრისთვის გაცნობა.
მნიშვნელოვანი თვისებები. კომუნიკაბელობა, კარგი მეხიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა,
კარგად განვითარებული გემოვნების რეცეპტორები.
ჩვენი გუნდი მზად არის პროფესიონალური მომსახურებისთვის ! 🍷