06/06/2023
საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია „სგტა“ს მიმართვა
მოგახსენებთ რომ საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია „სგტა“ მონაწილეობას იღებდა საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებულ „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისა და დამუშავების პროცესში.
ჩვენი მხრიდან გაიცა არაერთი რეკომენდაცია თუ შენიშვნა კანონპროექტის იმ მუხლებზე, რომლებიც პირდაპირ შეუსაბამობაში მოდის გამყვანი ტურიზმის არსებულ სტანდარტებთან, კერძო ბიზნესის ინტერესებთან და საფრთხეს უქმნის გამყვანი ტურიზმის სფეროს არსებობას საქართველოში.
სამწუხაროდ, ჩვენს მიერ გაცემული არცერთი რეკომენდაცია თუ შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული და მოხდა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება პირველადი სახით.
დაინიცირებული კანონპროექტი არსებული სახით აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოში დარეგისტრირებული და მოქმედი გამყვანი ტურისტული კომპანიებისთვის, რომელსაც წარმოვადგენთ საქართველოს გამყვანი ტურისმის ასოციაცია „სგტა“.
შეუძლებელია კანონი აძლევდეს საშუალებას მომხმარებელს, არაკეთილსინდისიერად ან არასამართლიანად მიიღოს სარგებელი ტურისტული კომპანიისაგან, რომელსაც თავის მხრივ არ ეძლევა თავის დაცვის საშუალება.
შესაბამისად, მოვითხოვთ შეხვედრას კანონის ინიციატორებთან,იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ფორმულირებით კანონის მიღება, სადაც მხოლოდ მომხმარებლის უფლებებია გათვალისწინებული და უგულვებელყოფილია ჩვენი როგოც ბიზნესის უფლებები.
აქვე მოგახსენებთ რომ „საქართველოს გამყვანი ტურისმის ასოციაციის“ შექმნა 2020 წელს, მაშინ როდესაც ინდუსტრიას ყველაზე მეტად უჭირდა და ძირითადი მიზანი იყო, ჩვენი სფეროს წარმომადგენების და ზოგადად ბიზნესის მხარდაჭერა.