ლილე მოგზაური • Lile the Traveller

  • Home
  • ლილე მოგზაური • Lile the Traveller

ლილე მოგზაური • Lile the Traveller აღმოაჩინე საქართველო ლილესთან ერთად
(2)

დათოვლილი ჰაწვალი ⭐🫶
21/12/2023

დათოვლილი ჰაწვალი ⭐🫶

შინ ევროპისკენ ❤️
15/12/2023

შინ ევროპისკენ ❤️

უშგული დღეს 🫶© Ni Na Ni Na  #ლილემოგზაური #მოგზაურობასვანეთში #უშგული
11/12/2023

უშგული დღეს 🫶

© Ni Na Ni Na

#ლილემოგზაური
#მოგზაურობასვანეთში
#უშგული

სამყაროს ცენტრი 🫶📸 Ni Na Ni Na
09/12/2023

სამყაროს ცენტრი 🫶

📸 Ni Na Ni Na

16/11/2023
შემოდგომა დმანისის ნაქალაქარში
13/11/2023

შემოდგომა დმანისის ნაქალაქარში

ბოლნისი-დმანისის ტურს სვანურ ოჯახში ტრადიციული სადილი აგვირგვინებს. ეს კი ისეთი დაუვიწყარი კულინარიული ნეტარებაა,  ფოტოგ...
08/11/2023

ბოლნისი-დმანისის ტურს სვანურ ოჯახში ტრადიციული სადილი აგვირგვინებს. ეს კი ისეთი დაუვიწყარი კულინარიული ნეტარებაა, ფოტოგრაფმა, რომელიც ჩვეულებრივ ყველას და ყველაფერს უამრავ ფოტოს უღებს, ამჯერად მოიბოდიშა, ჭამაში გავერთე და გადაღება დამავიწყდაო 🙄

© ანნა ვეშაგურიძე 🙃❤️

#ლილემოგზაური
#დმანისისტური
#სვანურიკერძებისდეგუსტაცია

დმანისისა და ბოლნისის ტურის ფარგლებში, ტრადიციულად, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მუზეუმსაც ვესტუმრეთ, სადაც ...
07/11/2023

დმანისისა და ბოლნისის ტურის ფარგლებში, ტრადიციულად, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მუზეუმსაც ვესტუმრეთ, სადაც შესაძლებელია ვიზიტორი დეტალურად გაეცნოს არქოლოგიური გათხრების ისტორიას, რეგიონის ისტორიულ წარსულს და აღმოჩენების ეროვნულ და საერთაშორისო მნიშვნელობას. გიდობას კი არაჩვეულებრივი Nani Narsavidze გვიწევდა

ლილე მოგზაური • Lile the Travellerის სტუმრების მოგზაურობა ზეზვას და მზიას სამშობლოში :)ანნა ვეშაგურიძე #ლილემოგზაური #დმ...
06/11/2023

ლილე მოგზაური • Lile the Travellerის სტუმრების მოგზაურობა ზეზვას და მზიას სამშობლოში :)

ანნა ვეშაგურიძე

#ლილემოგზაური
#დმანისი
#დმანისისნაქალაქარი

დმანისისა და ბოლნისის ტურის მოგზაურებმა კარგად იციან, რომ ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის მამათა ...
04/11/2023

დმანისისა და ბოლნისის ტურის მოგზაურებმა კარგად იციან, რომ ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის მამათა მონასტრიდან ყველა სეზონზე ულამაზესი ხედები იშლება :)

©ანნა ვეშაგურიძე

#ლილემოგზაური
#ბოლნისი
#ელიასმთა
#დმანისი

ლილე მოგზაური • Lile the Travellerის ფერადი სტუმრები 🧡Tamar Gabroshvili 🧡
04/11/2023

ლილე მოგზაური • Lile the Travellerის ფერადი სტუმრები 🧡

Tamar Gabroshvili 🧡

ბოლნისი-დმანისის ტურით წუღრუღაშენის ხუთშაბათის წმინდა გიორგის ჯვრის სახელზე აგებულ ეკლესიასაც ვესტუმრეთ, რომლის მსგავსი ...
02/11/2023

ბოლნისი-დმანისის ტურით წუღრუღაშენის ხუთშაბათის წმინდა გიორგის ჯვრის სახელზე აგებულ ეკლესიასაც ვესტუმრეთ, რომლის მსგავსი სახელის ტაძარიც ერთადერთია ქართულ არქიტექტურაში.

ეს წვრილგუმბათოვანი ტაძარი 1212-1222 წლებშია აგებული, ლაშა-გიორგის მიერ.

ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით და ასევე აღფრთოვანებას იწვევს .განსაკუთრებული სიფაქიზით გამოყენებული ქვების სიფერადე: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი.

ანნა ვეშაგურიძე

#ლილემოგზაური
#ბოლნისი
#დმანისი
#წუღრუღაშენი

დმანისისა და ბოლნისის ტური ლილე მოგზაური • Lile the Travellerს მეგობრებს შორის განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს. ჩვე...
01/11/2023

დმანისისა და ბოლნისის ტური ლილე მოგზაური • Lile the Travellerს მეგობრებს შორის განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს. ჩვენც ყოველთვის სიხარულით ვასრულებთ მათ სურვილს და ამ სეზონზე კიდევ ერთხელ, ამჯერად შემოდგომისფერ მოგზაურობაში წავედით. ტური კი, ტრადიციულად, ბოლნისის სიონით დავიწყეთ.

ანნა ვეშაგურიძე

#ლილემოგზაური
#დმანისისტური
#ბოლნისი

კახეთის ოქროსფერი შემოდგომის შთაბეჭდილებები უსასრულოა, თუმცა ტურის ამბებს დიდებული შუამთისა და და ტყის გულში შეყუჟული უნ...
31/10/2023

კახეთის ოქროსფერი შემოდგომის შთაბეჭდილებები უსასრულოა, თუმცა ტურის ამბებს დიდებული შუამთისა და და ტყის გულში შეყუჟული უნიკალური კვეტერას ციხე-ქალაქით ვასრულებთ.

ანნა ვეშაგურიძე

#ლილემოგზაური
#კახეთი
#შუამთა
#კვეტერა

ოქროსფერი მატანი, ალავერდი და იყალთო
30/10/2023

ოქროსფერი მატანი, ალავერდი და იყალთო

ზღაპრული საჩუქარი ლილე მოგზაური • Lile the Travellerს თამარ გაბროშვილისგან ❤️"ალბათ ძალიან დიდი უნდა გახდე, რომ სამყაროს...
30/10/2023

ზღაპრული საჩუქარი ლილე მოგზაური • Lile the Travellerს თამარ გაბროშვილისგან ❤️

"ალბათ ძალიან დიდი უნდა გახდე, რომ სამყაროს მშვენიერება ისე ჩაიტიო, გული არ გაგისკდეს"

© Tamar Gabroshvili 🧡

30/10/2023

"Ამბობენ, რომ არსებობენ სულერთია დღეები, ისე რა დღეები, უფერული დღეები... Და ასე შემდეგ.. მათ საპირწონედ არსებობენ მზით სავსე დღეები.. Კისკისა და მოცეკვავე დღეები.. Ჭრელაჭრულა Დღეები, რომლებიც საწვავით უნდა მოიმარაგო ცივი ზამთრის გადა- Საგორებლად.. Აი Ასეთი იყო ორი დღე თქვენთან ერთად 💜🩷ჩვენს ლამაზ სამშობლოში ხეტიალისას.. Აუტანლად თბილი და სასწაულებით სავსე.. Მარტო ის რად ღირს, ნეტა იმერეთზეც იმღერონთქო, რომ ვინატრე და დასრულებული არ მქონდა სიტყვა, რომ თვით გიორგი უშიკაშვილმა ამიხდინა ნატვრა 😊😊 ან საოცარი კვეტერა, როგორ შემოგვეფეთა შემოდგომის ტყეში, ულამაზესი ცისფერი გუმბათით.. Მადლობა ამ წუთებისთვის, წამებისთვის, სიყვარულისთვის💜🩷"

© ნანა აფხაიძე ❤️

რა სჯობს შემოდგომის აუჩქარებელ დილას, განსაკუთრებით ისეთ ზღაპრულ გარემოში, როგორიც გიორგი უშიკიშვილის შატო -მარანია.© ან...
29/10/2023

რა სჯობს შემოდგომის აუჩქარებელ დილას, განსაკუთრებით ისეთ ზღაპრულ გარემოში, როგორიც გიორგი უშიკიშვილის შატო -მარანია.

© ანნა ვეშაგურიძე

#ლილემოგზაური
#კახეთი
#გიორგიუშიკიშვილისმარანი

გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანი/Giorgi Ushikishvili's Chateau-Marani ❤️

ბოლნისის სიონი 🧡
29/10/2023

ბოლნისის სიონი 🧡

კახეთის ოქროსფერი ტურის მასპინძელი გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანი/Giorgi Ushikishvili's Chateau-Marani იყო, სადაც ტურის ...
28/10/2023

კახეთის ოქროსფერი ტურის მასპინძელი გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანი/Giorgi Ushikishvili's Chateau-Marani იყო, სადაც ტურის მონაწილეებს მყუდრო გარემოში პურის ცხობისა და კახური ჩურჩხელის მასტერკლასი, ადგილობრივი, უგემრიელესი ვახშამი და უნიკალური ქართული სიმღერები ელოდათ.

© ანნა ვეშაგურიძე

#ლილემოგზაური
#გიორგიუშიკიშვილისმარანი
#ახმეტა
#კახეთისტური

კახეთის ოქროსფერი ტურის ფარგლებში ბოდბეს დედათა მონასტერიც მოვილოცეთ, სიღნაღიც მოვიარეთ და ზღაპრულ დაისს დიდებულ გრემში ...
27/10/2023

კახეთის ოქროსფერი ტურის ფარგლებში ბოდბეს დედათა მონასტერიც მოვილოცეთ, სიღნაღიც მოვიარეთ და ზღაპრულ დაისს დიდებულ გრემში შევხვდით.

©ანნა ვეშაგურიძე

#ლილემოგზაური
#კახეთი
#გრემი
#სიღნაღი
#ბოდბე

„კვალად ხორნაბუჯის ჩრდილოთ არის ხირსას მონასტერი, რომელი ჰყო 13 მამათაგანმან წმიდა სტეფანემ, დიდ კეთილ-შენი. დაფლულ არს ...
25/10/2023

„კვალად ხორნაბუჯის ჩრდილოთ არის ხირსას მონასტერი, რომელი ჰყო 13 მამათაგანმან წმიდა სტეფანემ, დიდ კეთილ-შენი. დაფლულ არს მუნვე წმიდა სტეფანე. ზის წინამძღვარი.“ - წერს იოანე ბატონიშვილი.

ხირსის სტეფანწმინდის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ღირსმა სტეფანემ (552-557 წწ.), რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს.

ეტიმოლოგიურად თითქმის აუხსნელია ხირსის სახელწოდება. ერთი მოსაზრებით ხირსა უნდა წარმოდგებოდეს სიტყვა „ღირსი“-დან, რომელიც შემდეგ იქცა ხირსად, ხოლო მეორე მოსაზრებით მას სახელწოდება უნდა მიეღო იქვე გამომავალი პატარა მდინარე ხირსიდან. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის მოსაზრებით კი ამ სახელის მატარებელი იყო ადგილი პალესტინაში და შესაძლოა სირიიდან მოსულ წმინდა მამას მის აღსანიშნავად ეწოდებინა მონასტრისთვის.

ხირსის მონასტერი სამისიონერო ცენტრს წარმოადგენდა საუკუნეების მანძილზე. იგი ერთ-ერთი ის სავანე იყო, საიდანაც ქართველი სასულიერო მოღვაწეები ცდილობდნენ ქრისტიანობა შეეტანათ დაღესტნელ ლეკებში. ამ მონასტრის წინამძღვართაგან განსაკუთრებით ცნობილია XVIII საუკუნის მოღვაწე იოანე მანგლელი, გვარად სააკაძე, რომელიც ჩრდილო კავკასიის მთიანეთში სამისიონერო მოღვაწეობას მისდევდა.

კომუნისტების პერიოდში აქ მონასტრული ცხოვრება შეწყდა. გაიძარცვა ყველაფერი, საფლავებიც კი. თავად ტაძარს საწყობად იყენებდნენ. ბერების საცხოვრებელ ორსალთულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მონასტერი კვლავ მოქმედი გახდა.

ხირსის მონასტერი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს. მთავარია სტეფანწმინდის სახელობის ტაძარი, რომელიც ბაზილიკის სახით აუშენებია სტეფანე ხირსელს. IX-X საუკუნეების მიჯნაზე, როგორც თავად ტაძრის წარწერა ამბობს, კახეთის ქორეპისკოპოსს კვირიკეს ბრძანებით ბაზილიკა გადაუკეთებიათ გუმბათოვან ტაძრად. შემდეგ იგი არაერთხელ დანგრეულა და აღუდგენიათ (XI ს., XVI ს., XIX ს.).

ტაძარი კაპიტალურად შეკეთებულა 1822 წელს ეგზარქოს იონას დროს.

ანნა ვეშაგურიძე

#ლილემოგზაური
#ხირსა
#კახეთი
#კახეთისტური

ხორნაბუჯი - შუა საუკუნეების ციხე-ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნა...
24/10/2023

ხორნაბუჯი - შუა საუკუნეების ციხე-ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას.

ციხე ქალაქი ისეთ მიუვალ კლდოვან მთის წვერზეა განლაგებული, სულს რომ შეგიკრავს, გულს და მუხლებს აგიკანკალებს მისკენ მიმავალი ფრიალო ბილიკები.

მიდიხარ და სიამაყით ივსები, რომ ეს შენი ისტორიაა. მწვერვალიდან არა მარტო შთამბეჭდავი, თვალწვდენელი ხედები იშლება, არამედ მთლი სისავსით იგრძნობა მისი სტრატეგიულად მოსახერხებელი მდებარეობაც. იგი ერთდროულად უწევდა კონტროლს ივრისა და ალაზნის ველებს.

ხორნაბუჯი ძველ ირანულად თურმე „მზის საყრდენს“ ნიშნავს, ხალხი კი მას თამარის ციხესაც უწოდებს.

©ანნა ვეშაგურიძე

#ლილემოგზაური
#კახეთი
#ხორნაბუჯი
#მოგზაურობა

კახეთის ტური დაპირებისამებრ ოქროსფერი რომ გამოგვივიდა, ამაზე გვინდა მოგიყვეთ. დაწყებით კი დედოფლისწყაროში წმ. ელია თეზბი...
23/10/2023

კახეთის ტური დაპირებისამებრ ოქროსფერი რომ გამოგვივიდა, ამაზე გვინდა მოგიყვეთ.

დაწყებით კი დედოფლისწყაროში წმ. ელია თეზბიტელის მონასტრით დავიწყეთ, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი სიძველით, სისადავით და მისტიურობით.

მონასტერი დედოფლისწყაროს სამხრეთით აღმართულ ორმწვერვალიან მთაზეა აგებული. ორივე მწვერვალი კირქვის მღლავრი მასივია, რომელთაც გაბატონებული ადგილი უკავიათ დედოფლისწყაროს ზეგანზე და რელიფის საოცარ, განუმეორებელ შტრიხებს ქმნიან.

ელიას მონასტრის ზემოთ, მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე სამკუთხა მოყვანილობის ბუნებრივი ეხია, რომელიც წმინდა ელიას სამლოცველოს წარმოადგენს.

მონასტრის აგების ზუსტი დრო უცნობია. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ იგი მინიმუმ მეექვსე საუკუნეში უკვე არსებობდა, აღდგენა კი 2006 წელს მოხერხდა.

©ანნა ვეშაგურიძე

23/10/2023

დილა მშვიდობის 🧡

Eva Nana 🧡

ნანა - "ლილე, სად მოძებნე ეს ხალხი, როგორ შეკარი გუნდი? ან ასეთი ანზორი როგორღა იპოვე? "

Anzor Vadatchkoria 🧡

22/10/2023

ლილე მოგზაური • Lile the Travellerის უხუცესი სტუმარი, უკეთილშობილესი ნანა 🧡

Eva Nana ❤️

22/10/2023

ოქროსფერი დილა გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანი/Giorgi Ushikishvili's Chateau-Marani ში 🧡

ბოდბე ❤️© ანნა ვეშაგურიძე ლილე მოგზაური • Lile the Traveller
21/10/2023

ბოდბე ❤️

© ანნა ვეშაგურიძე

ლილე მოგზაური • Lile the Traveller

ლილე მოგზაური • Lile the Travellerთან ერთად თავგადასავლებს სხვადასხვა ფორმა და ფერი აქვს. მათ შორის ასეთიც 🧡© ანნა ვეშაგ...
16/10/2023

ლილე მოგზაური • Lile the Travellerთან ერთად თავგადასავლებს სხვადასხვა ფორმა და ფერი აქვს. მათ შორის ასეთიც 🧡

© ანნა ვეშაგურიძე ❤️

#ატენისხეობა
#ლილემოგზაური
#მოგზაურობა
#ნიკავაჩეიშვილისმარანი

ატენის ხეობის ტურის ფარგლებში კიდევ ერთი ლაშქრობის შესახებ გვინდა მოგითხროთ. დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესიაში ასვლა ს...
15/10/2023

ატენის ხეობის ტურის ფარგლებში კიდევ ერთი ლაშქრობის შესახებ გვინდა მოგითხროთ. დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესიაში ასვლა სწორედ რთული, საცალფეხო ბილიკებით ლაშქრობას გულისხმობს, როცა გზა ხან მთის ფერდობს მიუყვება და ხან ტყიან აღმართებს.

დიდი ატენის ნათლისმცმელის ეკლესია სოფელ დიდი ატენის სამხრეთით მდებარე პატარა ხოების ტყიან ფერდობზე მდებარეობს. განვითარებული ფეოდალური ხანის გარდამავალ პერიოდში ნატეხი ქვით აგებული ეს ეკლესია მცირე ზომისაა, დრო ჟამისგან მნიშვნელოვნად დაზიანებული. ერთ დროს კი ეკლესია მთლიანად მოხატული ყოფილა, რომელთაგან ახლა ფრაგმანტებია შემორჩენილი და მნახველს მოწიწებით და სევდით ავსებს.

როგორც ძეგლის დახასიათებაში ვკითხულობთ: ფერადოვანი ლაქები შეიმძნევა კამარაში, სარკმლის ჭრილში, შესასვლელის ლუნეტში. მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში დარბაზის კედლებზე. საკურთხევლის მოხატულობა სამ რეგისტრად იყოფა. პირველში (კონქში) წარმოდგენილი ვედრების კომპოზიცია გავრცობილი სქემისაა:მთავარი პერსონაჟების გარდა, გამოსაულია ექვსფრთები და ანგელოზები. მეორე რეგისტრში წარმოდგენილია მოციქულები. მესამე რეგისტრში გაირჩევა ეკლესიის მამათა მოწითალო-აგურსფერი აბრისები. დაკვირვებული თვალი საკურთხევლის სარკმლის წირთხლების მცენარეულ ორნამენტსაც გაარჩევს.

© ანნა ვეშაგურიძე ❤️

ლილე მოგზაური • Lile the Traveller 🧡

Nika Vacheishvili's wine Celler - ნიკა ვაჩეიშვილის მარანი 💛

რა შეიძლება იყოს თონეში ახალგამომცხვარ პურზე უფრო არომატული და გემრიელი? -საკუთარი ხელით გამომცხვარი პური. "ლილე მოგზაურ...
12/10/2023

რა შეიძლება იყოს თონეში ახალგამომცხვარ პურზე უფრო არომატული და გემრიელი? -
საკუთარი ხელით გამომცხვარი პური.

"ლილე მოგზაურის" სტუმრებს ატენის ხეობის ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად ნიკა ვაჩეიშვილის მარანში პურის და ჭახრაკინას ცხობის მასტერკლასიც შევთავაზეთ.

მასტერკლასი კი რა იქნებოდა უნიკალური ატენური ღვინოების დეგუსტაციის გარეშე.

© ანნა ვეშაგურიძე ❤️

ლილე მოგზაური • Lile the Traveller ❤️

Nika Vacheishvili's wine Celler - ნიკა ვაჩეიშვილის მარანი ❤️

Nika Vacheishvili ❤️

#ლილემოგზაური
#ნიკავეჩეიშვილისმარანი
#ატენი

ატენის სიონის ისტორიული გზა.
11/10/2023

ატენის სიონის ისტორიული გზა.

ატენის ხეობაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოსანახულებელი ატენის სიონია. ლილე მოგზაური • Lile the Travellerს და ჩვენს სტ...
11/10/2023

ატენის ხეობაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოსანახულებელი ატენის სიონია.

ლილე მოგზაური • Lile the Travellerს და ჩვენს სტუმრებს განსაკუთრებით გაგვიმართლა, რომ მეგზურობას თავად
ნიკა ვაჩეიშვილი გვიწევდა. უსმენ ნიკას და თანდათან სიამაყით ივსები, ერთი მხრივ,
შენი ისტორიის გამო, მეორე მხრივ, იმ იშვიათი ცოდნისა და ამბების გამო, რომელთა
გაზიარებაც მხოლოდ ნიკა ვაჩეიშვილს შეუძლია.

გაგვიმართლა ამინდშიც, რადგან ცალკე
სიამოვნებაა მდინარე ტანას ნაპირებზე ძველი გზის გავლა, სადაც მდინარის ჩხრიალით გაჯერებულ სიჩუმეში ოქროსფრად ანთებულ ხეთა შრიალი და უძველესი ტერასებისა და წყალსადინრების ნაშთები თითქოს შლიან ზღვარს წარსულსა და აწმყოს შორის.

ატენის სიონი კი იმ ძეგლთაგანია, რომლის ისტორიას და რომლის მიერ მოყოლილ
ისტორიასაც ალბათ ვერასოდეს ამოწურავ.

უძველეს გზათა შესაყარზე აგებული ტაძარი
ათასი ამბის მიქცევა-მოქცევის მომსწრეა, თავის კედლებზე რომ შემოუნახავს.
სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და
ცნობები.

წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც; ისინი
მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ, კულტურულ, ენისა
თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.

ზღაპარი სახელად "ნიკა ვაჩეიშვილის მარანი" :) ამ უქმეებზე ატენის ხეობას ვესტუმრეთ. ეს ის ტურია, როცა დაუსრულებლად შეიძლებ...
10/10/2023

ზღაპარი სახელად "ნიკა ვაჩეიშვილის მარანი" :)

ამ უქმეებზე ატენის ხეობას ვესტუმრეთ. ეს ის ტურია, როცა დაუსრულებლად შეიძლება ისაუბრო ატენის ხეობის სილამაზესა თუ ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობაზე, ატენის მიკროზონასა და ღვთაებრივ ღვინოზე, მაგრამ თხრობა მასპინძლების - ნიკას, დიანას და ილო ძიას - შესახებ საუბრით და მადლობით გვინდა დავიწყოთ.

ჩვენი ტურის მასპინძელი სწორედ ნიკა ვაჩეიშვილის ღვინის მარანი იყო, სადაც დამსვენებელს ბედნიერების მრავალფეროვანი ბუკეტი ელის - მასპინძლების ყურადღებით, გულისხმიერებით, სითბოთი და გამორჩეული ისტორიებით; მარნის სიკოხტავითა და დახვეწილობით, სადაც ყველა კენჭიც კი ფოტოგენურად უქცევია მასპინძელს; სამზარეულოს თავბრუდამხვევი გემოებითა და არომატებით და, რა თქმა უნდა, გავიმეორებთ, ღვთაებრივი ღვინით.

„ნიკა ვაჩეიშვილის მარანი" განაახლებს ისტორიულ, ტერასებზე გაშენებულ ვენახებს, ადგილობრივ ტრადიციებს და უნიკალურ, ბუნებრივ ღვინოს ქმნის მცირე ვენახებიდან. გამორჩეული ოსტატობით არის განზავებული თითოეულ ღვინოში ჯიშების ხასიათი და არომატები, ტრადიციები და თანამედროვეობა, ტანას გრილი ჩქეფები და ვულკანური ფერდობებიდან არეკლილი მზის სიმწველე, სიცოცხლის სიხარული და ბუნების მშვენიერება.

Nika Vacheishvili's wine Celler - ნიკა ვაჩეიშვილის მარანი ❤️
Nika Vacheishvili ❤️
Diana Bolotashvili ❤️
Lily Begiashvili ❤️
Anna Bendeliani ❤️
Shorena Jankhoteli ❤️
Mamuka Shengelia ❤️

© ანნა ვეშაგურიძე

ლილე მოგზაური • Lile the Traveller ამჟამად მუშაობს სამეგრელოს ტურის დაგეგმვაზე და შესაბისად, DMO - მიერ საინფორმაციო ტურ...
02/10/2023

ლილე მოგზაური • Lile the Traveller ამჟამად მუშაობს სამეგრელოს ტურის დაგეგმვაზე და შესაბისად, DMO - მიერ საინფორმაციო ტურის ორგანიზება და მასში "ლილე მოგზაურის" წარმომადგენლის მიწვევა იყო დროული და აბსოლუტურად აუცილებელი დამთხვევა, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდით Samegrelo DMOს და განსაკუთრებით კი Zviad Karchavaს.

სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზებით ჩატარდა სამეგრელოს რეგიონში საინფორმაციო ტური. ტურის ფარგლებში ვეწვიეთ სამეგრელოს რეგიონში არსებულ ეკლესია-მონასტრებს, დაცულ ტერიტორიებს, კვებისა და განთავსების ობიექტებს. ტური იყო გაცნობითი ხასიათის და ძირითადი ობიექტები იყო ის ლოკაციები, რომლებიც ტურისტულ კომპანიებს ნაკლებად აქვთ ჩართული მარშრუტში.

დმანისი, 16 სექტემბერი. ნაწილი მეორე
26/09/2023

დმანისი, 16 სექტემბერი. ნაწილი მეორე

ლილე მოგზაური • Lile the Traveller გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანი/Giorgi Ushikishvili's Chateau-Marani ში, მალე...🧡😊
24/09/2023

ლილე მოგზაური • Lile the Traveller გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანი/Giorgi Ushikishvili's Chateau-Marani ში, მალე...

🧡😊

Address


Telephone

+995577112035

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლილე მოგზაური • Lile the Traveller posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Alerts
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share