Shalva Bolotashvili Travel Blog

  • Home
  • Shalva Bolotashvili Travel Blog

Shalva Bolotashvili Travel Blog Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Shalva Bolotashvili Travel Blog, Travel Company, .

10/04/2024

380 ლარად სტამბოლში მოგზაურობის სეზონი დავიწყეთ 🚌 აღმოაჩინე აქვე შენს გვერდით აღმოსავლური ჰიტი 💚🔥🔥🚌

სტამბოლი გიგანტური სანახაობაა რომელის მსგავს ულამაზეს ქალაქს მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავ 🚌💙☀️

ასევე შეგიძლია შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღი და ჩვენი ქართველი გიდი დაგეხმარებათ მართებულად და მოგზაურობის დაგეგმვაში 💙🚌

შემდეგი მოგზაურობის თარიღები:

🔹️️8-9-10-11-12 მაისი

🔹️️15-16-17-18-19 მაისი

🔹️22-23-24-25-26 მაისი

🔹️5-6-7-8-9 ივნისი

🔹️12-13-14-15-16 ივნისი

🔹️19-20-21-22-23 ივნისი

🔹️26-27-28-29-30 ივნისი

🔹️3-4-5-6-7 ივლისი

🔹️10-11-12-13-14 ივლისი

🔹️17-18-19-20-21 ივლისი

🔹️24-25-26-27-28 ივლისი

🔹️7-8-9-10-11 აგვისტო

🔹️14-15-16-17-18 აგვისტო

🔹️21-22-23-24-25 აგვისტო

🔹️28-29-30-31აგვისტო-1სექტემბერი (მარიამობის ტური)

🔹️4-5-6-7-8-9 სექტემბერი

🔹️11-12-13-14-15 სექტემბერი

🔹️18-19-20-21-22 სექტემბერი

ახლა კი გაეცანი პროგრამას რაც გამოგადგება სტამბოლში წამოსვლამდე : ☀️💙🌸🌷

სტამბოლში გაზაფხული დადგა, ნელ-ნელა ამინდი თბება და ბუნებაც ყვავის. ქალაქში ამ პერიოდში მოგზაურობა განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან ირგვლივ ყველაფერი აფერადებული და სავსეა ულამაზესი სურნელოვანი ყვავილებით. ვნახოთ, სტამბოლი გაზაფხულის სეზონზე რა მარშრუტებს გვთავაზობს და რითი აპირებს იგი მოგზაურების მოხიბვლას.

უმშვენიერესი სტამბოლი

სტამბოლში, რომელიც აზიისა და ევროპის კვეთაზე მდებარეობს, ერთ-ერთ ულამაზეს ხედად მიიჩნევა ბოსფორის სრუტე. აქ თქვენ შეგიძლიათ ნავით გაისეირნოთ და დატკბეთ სანაპიროებზე მდებარე ისტორიული სასახლეებისა და შენობების დათვალიერებით, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. თუნდაც ქალწულის კოშკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ საკულტო ნაგებობად მიიჩნევა. საინტერესოა სტამბოლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (Istanbul Museum of Modern Art), რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან არქიტექტურულ პლატფორმაზე, ArchDaily-ზე კულტურული არქიტექტურის კატეგორიაში „წლის შენობად“ იქნა დასახელებუილი.

ტიტების ფესტივალი და ულამაზესი სანახაობა სტამბოლში

სტამბოლში ყოველ გაზაფხულზე ტიტების სახით საოცარი სანახაობა ეწყობა. ყვავილების ამოსვლა ქალაქში ადამიანებს გაზაფხულის დადგომას აუწყებს. ისინი საოცრად ალამაზებენ სტამბოლის ყველაზე პოპულარულ ადგილებს, ცენტრალურ ქუჩებს, პარკებს, ბაღებს, ხეივნებსა და სახლის ეზოებს. საინტერესოა ყველასთვის ცნობილი პრინცის კუნძულები, რომელიც გამოირჩევა აყვავებულ მწვანე ბორცვებით, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით და მრავალფეროვანი თავგადასავლებით.

სტამბოლი კულტურული მემკვიდრეობების ქალაქია და რა თქმა უნდა სათავეში ულამაზესი აიასოფია დგას :

აია-სოფია (ბერძ. Ἁγία Σοφία) — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმალთა მიერ, შემდეგ მუზეუმი იყო, ამჟამად კი მეჩეთია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს 🌷🌸

წმინდა სოფიას ტაძრის შესახებ ბიზანტიელი ავტორი პროკოფი კესარიელი წერდა: ”ის (ტაძარი) ბრწყინვალე ჩუქურთმებითა და ზომების ჰარმონიით განთქმულია. მასში ზედმეტი არაფერია, მაგრამ არც არაფერი აკლია. მისი ყველა ნაწილი ჩვეულებრივზე უფრო დიდებულია და იმაზე უფრო ჰარმონიული, ვიდრე ეს ასეთი საზოგადოებისგან არის მოსალოდნელი”.

აია სოფია ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის ბრძანებით ააგეს. ტაძარი 537 წელს აკურთხეს. ის ორ კონცეფციას - სამნავიან ბაზილიკასა და ცენტრალურგუმბათოვან ეკლესიას აერთიანებს. პირდაპირი მნიშვნელობით, გუმბათი უზარმაზარი ნაგებობის თავზე ჰკიდია. ეს ეფექტი გუმბათოვანი თაღებითა და მის საყრდენში გამოჭრილი 40 ფანჯრით არის მიღწეული.

ცხრა საუკუნის განმავლობაში ტაძარი იმპერიასთან ერთად იზრდებოდა, იცვლებოდა და ვითარდებოდა. თითოეული ეს ეტაპი აია სოფიას მრავალფეროვან მოზაიკაშია შენარჩუნებული ✈️🌸🌷🌷🌷✈️✈️✈️

აქ ასევე დაგხვდებათ განახლებული კულტურული ადგილები, ცნობილი არქიტექტორების მიერ აშენებული მუზეუმები და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობები. მათ შორისაა დიდებული აია სოფია, მის მოპირდაპირედ მდებარე სულთან აჰმედის მეჩეთი, თოფქაფის სასახლე და ბაზილიკის ცისტერნა. ტურისტებისთვის საყვარელ ადგილს წარმოადგენს ასევე სტამბოლის ეგვიპტური ბაზარი, სადაც უამრავ ხელნაკეთ ნივთს თუ სხვადასხვა ტკბილეულობას ნახავთ. გაზაფხულის მზის ქვეშ დაინახავთ ქალაქის დინამიკას და მის ცოცხალ ქუჩებს, რომლებიც ბუნების ჰარმონიაში ყვავის

ჩვენთან ერთად სტამბოლში მოგზაურობისას ასევე ნახავ:

ქალიშვილის კოშკს - რომელიც თურქეთის კულტურული საგანძურია

თურქეთი რომ ულამაზესი ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული ქვეყანაა, ამაზე არავინ დაობს. დღეს მინდა გაგაცნოთ ქალაქ სტამბოლის სიმბოლო - ქალიშვილის კოშკი (Kız Kule), იგივე ქალთა ციხე-კოშკი, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ კულტურულ ძეგლად ითვლება.

ისტორიის მანძილზე, მისი სახელი მრავალ ლეგენდასთან და თქმულებებთან იყო დაკავშირებული. როგორც სახელიდან ჩანს, კოშკი გაუშენებიათ ერთ-ერთი დედოფლის დასაცავად. ძველად წინასწარმეტყველს ბიზანტიის იმპერატორი გაუფრთხილებია, რომ მისი ქალიშვილი გარდაიცვლებოდა გველის კბენის შედეგად. შეშფოთებულ მეფეს, ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც გველები არ არსებობდა, აუშენებია ქალთა ციხე- კოშკი და იქ განუთავსებია საკუთარი ქალიშვილი. თუმცა, საუბედუროდ, კოშკზე, დედოფლისთვის წასაღებ კალათაში შემძვრალი გველი უკბენს დედოფალს და ის მაინც ამ ცხოველის ნაკბენით მომკვდარა. მამამისს კი, ხედარი აია სოფიას შესასვლელთან, რკინის კუბოში დაუსვენებია, რომელზეც დღეს ორ ნახვრეტს შეამჩნევთ. ლეგენდის თანახმად, გველებს დედოფლისთვის არც კუბოში მიუციათ მოსვენება. ქალთა ციხე-კოშკი ანადოლუს სანაპიროსგან ორასი მეტრის მოშორებით მდებარე პატარა კუნძულზეა გაშენებულ. მასთან დაკავშირებით, მრავალი ლეგენდა არსებობს, თუმცა მე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგიყევით, რაც მის თავისებურებასა და განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.

ისტორიაში სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებული ქალთა ციხე-კოშკი, თანამედროვე პერიოდში, მუზეუმთან ერთად რესტორანის სახითაც გემსახურებათ. დღეს, კოშკამდე მისვლა შესაძლებელია საზღვაო ძრავებითა და კატარღებით.

აღსანიშნავია, რომ ეს ციხე-კოშკი ბოსფორის სრუტეს დაუვიწყარ სილამაზეს სძენს და ქმნის საოცარ ხედს. ეს ის ადგილია, რომლის მონახულებაც ყველაზე მეტად აინტერესეთ სტამბოლში ჩასულ ტურისტებს.

ქალწულის კოშკის მუზეუმში შესვლა უფასოა. ის ღიაა ყოველდღიურად დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე 🙏🙏✈️

შემდეგი ჩვენი მოსანახულებელი ადგილი ულამაზესი თოფქაფის სასახლეა

სტამბოლის კიდევ ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა არის თოფქაფის სასახლე. ამ სტატიაში სიამოვნებით მოგიყვებით მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და გაგიზიარებთ სხვადასხვა პრაქტიკულ ინფორმაციას მის შესახებ. სასახლე მდებარეობს სტამბოლში ფატიჰის რაიონში, სულთანაჰმედის კვარტალში, სადაც ქალაქის მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს.

სანამ სასახლის დათვალიერებას გადაწყვეტთ, აუცილებელია კარგად შეისწავლოთ მისი განლაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიკარგოთ ან ერთ წრეზე მოგიწიოთ სიარული. იგი ორ ნაწილად იყოფა: პალასი და ჰარემი.

სტამბოლში თოფქაფის სასახლე ოსმალეთის 25 სულთნის რეზიდენციად ითვლებოდა, რომლებიც ქვეყანას 400 წლის მანძილზე მართავდნენ - 1465 წლიდან 1853 წლამდე. ახლა იგი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. სასახლის მშენებლობა მეჰმედ მე-2-ის ბრძანებით დაიწყო და ფორმალურად დასრულდა 1479 წელს, თუმცა რეალურად მშენებლობა დიდხანს გაგრძელდა, რადგან ცვლილებების გამო წლიდან წლამდე იზრდებოდა მისი ფართობი. საბოლოოდ, მისმა ფართობმა 700 000 კვადრატული მეტრი შეადგინა.

იგი შედგება ოთხი ცალკეული ეზოსგან, რომლებიც გადაჭიმულია ხუთ კილომეტრზე.
1923 წლიდან კი თოფქაფის სასახლე მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანებით გაიხსნა როგორც მუზეუმი, სადაც საზოგადოებისთვის წარმოდგენილი ექსპონატების რაოდენობა დღესდღეობით 65 000 ერთეულს შეადგენს.
პირველი მოედანი მთელ სარაგლიოზეა გადაჭიმული და მაღალი გალავნითაა შემორტყმული. მთავარ ჭიშკარს იმპერიული კარიბჭე ჰქვია. სალამის დიდ კარიბჭეს მთავარი სასახლისკენ და მეორე მოედნისკენ მივყავართ, სადაც ნახავთ საცხობებს, საჯინიბოსა და საიმპერატორო ჰარამხანას.

ასევე ამაოებათა კარიბჭეს შევყავართ მესამე მოედანზე, რომელიც სასახლის შუაგულს წარმოადგენს. აქ თვალწარმტაც ბაღს გარს ერტყმის უმაღლესი პალატის დარბაზები, რომლებშიც მოთავსებულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი საუცხოო საგანძური, მცირე ჰარამხანა, რამდენიმე პავილიონი და აჰმედ III-ის ბიბლიოთეკა.
მეოთხე მოედანს რაც შეეხება, სულთნის პირადი ბაღი იყო, რომელიც შედგება რამდენიმე პავილიონის, ბაღისა და ტერასისგან 🚌👉🖐

გადავდივართ სტამბოლის ძირითად ნაწილში სადაც ვნახავთ სულთან აჰმედის მეჩეთს - თურქეთის ულამაზეს ღირსშესანიშნაობას:

თურქეთის ქალაქი სტამბოლი სილამაზის, ისტორიის და მეგობრული ხალხის ქალაქია, სადაც დაუვიწყარი დასვენება და განტვირთვა გელოდებათ.
ამ ქალაქში მოგზაურობა არ იქნება სრულყოფილი, თუ მეჩეთებს არ ეწვევით. ყველაზე დიდი სულთან აჰმედის მეჩეთია, ე.წ. “ლურჯი მეჩეთი” (თურქ. Sultanahmet Camii). ეს არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო.
იგი შენდებოდა 1609-1616 წლებში სულთანი აჰმედ I-ის ბრძანებით, რომლის სახელსაც ის ამჟამად ატარებს. მეჩეთის განსაკუთრებულობას ისიც უსვამს ხაზს, რომ სულთანი დაკრძალულია ამ შენობის აკლდამაში. იგი სტამბოლის უძველეს რაიონში მდებარეობს, რომელიც 1453 წლამდე კონსტანტინოპოლის, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის ცენტრს წარმოადგენდა. მის გვერდით მდებარეობს უძველესი იპოდრომი, ხოლო მოშორებით აია სოფია, ყოფილი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ამჟამად მეჩეთად არის გადაკეთებული.
მეჩეთის მდებარეობა აია სოფიას პირდაპირ წინასწარ განზრახული იყო, იმის დემონსტრაციისთვის, რომ ოსმალურ და ისლამურ არქიტექტორებს და მშენებლებს შეეძლოთ მათი ქრისტიანი წინამორბედების ქმნილებებთან პაექრობა. თუმცა არქიტექტორმა ვერ მოახერხა აია სოფიაზე უფრო დიდი გუმბათის შექმნა, ნაცვლად მან მეჩეთს დიდებული იერი მისი მინარეთების, ნახევარგუმბათებისა და გუმბათების უზადო პროპორციებით შესძინა. მიუხედავად ამისა, ნაგებობამ აია სოფიას ზომაში ვერ გაუსწრო, რამაც დიდად განარისხა სულთან აჰმედი. შედეგად, ეს ორი ნაგებობა უნიკალურ ისტორიულ და არქიტექტურულ ჩარჩოს ქმნის.
სულთან აჰმედ I–ის ბრძანებით მეჩეთი იზნიქში წარმოებული 210 000 ფილით იქნა შემკული. შთამბეჭდავია უპირველეს ყოვლისა, თავად ფილების დეკორი, ყვავილოვანი ორნამენტების წალკოტი – მოყვავილე ვარდებით, ტიტებით, მიხაკებით. ფერთა გამაში უმეტესწილად ნათელი მწვანე და ლურჯი ტონები ჭარბობს. გასაკვირი არცაა, რომ სულთან აჰმედის მეჩეთი ევროპაში სწორედ ცისფერი მეჩეთის სახელითაა ცნობილი 🖐👉🙏

სრული დღის ერთ მონაკვეთში აუცილებლად დავაგემოვნებთ სტამბოლის ყველაზე ცნობილ ქუჩის საკვებს 🍜🫕🥣🥗

გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი სტამბოლი საკმაოდ მრავალფეროვანი ქუჩის კვების კულტურით გამოირჩევა. სტამბოლი თავის სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ კულინარიულ მოგზაურობას თავისი გურმანი ქუჩის საკვებით. როგორც ცნობილია, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნებიდან დაწყებული რეგიონალური კერძებით დამთავრებული, თურქული სამზარეულო საერთაშორისო მასშტაბით არის აღიარებული და განსაკუთრებული ადგილი აქვს დამკვიდრებული კულინარიაში.

საუზმიდან ვახშამამდე...

ცალკე აღნიშნის ღირსია თურქული საუზმე, რომელიც საკმაოდ ნოყიერია. ბევრ კაფეში, რესტორანსა და სასტუმროში საუზმეზე მოგართმევენ ტრადიციულ ნაკრებს: შემწვარი ან მოხარშული კვერცხი, ყველი, კარაქი, თაფლი, მურაბა, რამდენიმე სახეობის ზეთისხილი, ძეხვეული. საუზმის მთავარი და განუყოფელი ნაწილი კი არის ყველასთვის ცნობილი სიმითი. მისი დაგემოვნება ქუჩაში სპეციალურ ჯიხურებსა თუ ნებისმიერი ტიპის კვებით დაწესებულებებში შეგიძლიათ.

კოკორეცი

სტამბოლელებს განსაკუთრებით უყვართ თურქული კერძი – კოკორეცი, რომელიც ჩვეულებრივ, სტამბოლის ქუჩებსა და მაღაზიებში იყიდება. ეს არის ცხვრის ნაწლავებისგან დამზადებული და ღია ცეცხლზე შემწვარი სენდვიჩი. ზოგიერთ რესტორანში აღნიშნული კერძის ცხარე ვერსიასაც გვთავაზობენ, რომელიც საოცრად გემრიელია. აქედან გამომდინარე, სტამბოლი ამ კერძის გასინჯვის გარეშე, უბრალოდ არ უნდა დატოვოთ!

დონერ-ქაბაბი

მსოფლიოში დღეს ყველაზე პოპულარულ ქუჩის კერძებს შორისაა დონერ-ქაბაბი, რომელიც ძირითადად თხელი პურისგან, სტეიკისგან, პომიდვრისგან, ხახვისგან და მწვანილისგან შედგება. იგი მზადდება ცხვრის, ძროხის ან ქათმის ხორცისგან. მას რესტორნებში ხშირად მიირთმევენ ბრინჯთან ერთადაც. დონერ-ქაბაბის ასე დაგემოვნება შეგიძლიათ სულთანაჰმედის, ემინონუს, ბეშიქთაშისა და უსკუდარის კულტურულ რაიონებში.

მიდიები

ჩაყრილი მიდიები უგემრიელესი და პოპულარული საჭმელია თურქეთის ყველა სანაპირო ქალაქში და მთელ სტამბოლში. მიდიის ნაჭუჭები ივსება ბრინჯით, ქიშმიშით, მარილითა და სანელებლებით, რაზეც ლიმონს აწურავენ ზედ და ისე მიირთმევენ. ასევე ცნობილია ბალიქ-ექმექი და კუმპირიც 🍇🍈🍉🍊🍞🥐🥖🍖

სტამბოლში მოგზაურობისას არც საყიდლები და სუვენირები დაგვტოვებს გულგრილს:

სტამბოლის დიდი ბაზარი

ულამაზესი სტამბოლი ყოველთვის ახერხებს სტუმრების მოხიბვლასა და გაოცებას თავისი ენერგიული და სიცოცხლით სავსე ცხოვრების სტილით, გამორჩეული არქიტექტურით, კულტურით, უგემრიელესი კერძებით და სხვა. ეს ის ქალაქია, რომლის ერთხელ მონახულების შემდეგ წარმოუდგენელია უკან დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეთ.

დავიწყოთ იქიდან, რომ ბაზრები და ვაჭრობა თურქეთის განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე სავაჭრო ცენტრების გაჩენის მიუხედავად, ბაზრების ჯიხურების კვლავ დიდი მოთხოვნა არსებობს როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში. აქ გიგანტური ბაზრები გამორჩეულია თავისი კულტურული და ისტორიული ტრადიციებით, რის გამოც აქ ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. თურქეთში ქვეყნის მასშტაბით მრავალი ბაზარი არსებობს, თუმცა დღეს ვისაუბრებთ სტამბოლის ყველაზე დიდ დახურულ - გრანდბაზარზე.

გრანდბაზრის (Grand bazar) აშენების იდეა მე –15 საუკუნეში მეჰმედ II– ის დროს გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ იდეა ამ არქიტექტურული სტილისა, ოსმალებმა ბიზანტიელი ინჟინრებისგან ისესხეს. თანამედროვე ბაზრობის ადგილზე ადრე ორი დიდი ქვის ნაგებობა დაიდგა გუმბათოვანი ჭერით. შემდეგ სულეიმან I– ის დროს ბაზარმა დაიწყო გაფართოება ხის დამატებითი შენობებით, თუმცა მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, ბაზარი არაერთხელ აღმოჩნდა მიწისძვრისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების ეპიცენტრში, რამაც დიდი ზიანი მიაყენა. მოგვიანებით, სარემონტო სამუშაოების პირობებში იგი აღადგინეს. აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში შეიცვალა არა მარტო ბაზრის იერსახე, არამედ შეთავაზებული საქონელიც.

ბაზრის სტრუქტურა

სტამბოლის დახურული ბაზარი (დიდი ბაზარი) მდებარეობს ქალაქის ცენტრში ბეიაზითის, ნუროსმანიესა და მერჯანის უბნებს შორის. იგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი დახურული ბაზარი. მასში დაახლოებით 4000 მაღაზიაა განთავსებული, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათას კაცს აჭარბებს. სავაჭრო კომპლექსი გადაჭიმულია 110 ათას კვადრატულ მეტრზე, საიდანაც 45 ათასი დახურულ სივრცეს ეთმობა, ასევე არის 12 მეჩეთი და სკოლაც კი

ჩვენი მოგზაურობის ფავორიტი სტამბოლის უნიკალური მინიატურული პარკია:

იდუმალი, დიდებული და ხმაურიანი - სწორედ ამ სიტყვებით შევაფასებთ ქალაქ სტამბოლს, რომელიც ერთდროულად ორ კონტინენტზე, ევროპასა და აზიაში მდებარეობს.
აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოემართებიან ტურისტები, რათა გაეცნონ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და დატკბნენ უძველესი ისტორიული შენობებით.

აქ მრავალი კულტურული ძეგლია, რომლებიც უძველესი იმპერიების კვალს ატარებს და მნახველს შორეულ წარსულში ამოგზაურებს.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია სტამბოლის მინიატურული პარკი, რომელიც "ოქროს რქის" სანაპიროზე მდებარეობს. პარკი გთავაზობთ მინი კულტურულ ძეგლებს, რომლებშიც გაერთიანებულია აზიური, ევროპული და ანტიკური სტილის მინი შენობები. მათ შორის არის ოსმალებისა და ბერძნების პერიოდიან აშენებული ცნობილი მეჩეთები, ტაძრები, ასევე ანტიკური არტემიდეს ტაძარი და სხვ. ამ მინიატურულ ფიგურებს შორის ზოგიერთი არის ხელით შექმნილი, ზოგიერთი კი ძველი პერიოდიდან მოყოლებული, რომელიც ისევ ინარჩუნებს თავის განსაკუთრებულობას. გპირდებით, რომ გაოგნდებით ამ პარკში ყოფნისას, რადგან თქვენს წინაშე მინი შენობებით უდიდესი ისტორია გადაიშლება.

სტამბოლში სანახავი ობიექტები:
1) აია სოფიას ტაძარი
2) სულთან აჰმედის (ცისფერი) მეჩეთი
3) თოფქაფის სასახლე
4) ჰარემის სასულთნო აპარტამენტები
5) გალათას კოშკი
6) გალათას უბანი (GalataSarayi)
7) სტამბულის აკვარიუმი (მსოფლიოში ერთერთი უდიდესი)
😎 ბოსფორის ხიდი
9) ეგვიპტური ბაზარი
10) წმინდა ირინეს სახელობის ტაძარი
11) კონსტანტინეპოლის გალავანი
12) "დოლმა ბაჰჩე" (დროის დარჩენის შემთხვევაში)
13) ბაზილიკა ცისტერნა.
და სხვა კიდევ არაერთი საოცარი ისტორიული და ძალიან ლამაზი ადგილი!!
14) პრინცის კუნძულები

საერთო ჯამში მუზეუმების მოსაკრებელი შეადგენს 450 ლარს
-------------------------

⭕ღირებულებაში შედის:

✅მგზავრობა მაღალი კლასის ავტობუსით
✅ კომფორტულ 4 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება აიასოფიასთან ახლოს
✅საუზმე
✅ქართულ ენოვანი გამყოლი -გიდი
✅ქალაქის ტური
✅ფოტოგადაღება

⭕ღირებულებაში არ შედის :
❌მუზეუმების მოსაკრებელი
❌საუზმის გარდა სხვა კვება

ასევე თავისუფალ დროს შეგვიძლია გავისეირნოთ არაერთ ცნობილ ადგილზე, ვიშოპინგოთ, დავაგემოვნოთ სუპერ კერძები ადგილობრივ თევზის რესტორნებში და ა.შ.

TRAVELER GE გისურვებთ სასიამოვნო და კომფორტულ მოგზაურობას.

დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

599 42 82 39 შალვა Whatsapp

599 27 77 47 მარიამი

595 33 02 23 დათო

10/04/2024

პერუ მოგზაურობა ინკების კვალდაკვალ ✈️ ბოლო ადგილები 4 აგვისტოდან და 20 აგვისტოს ✈️✈️

ჩაეწერე ისტორიულ მოგზაურობაზე მერე შვილიშვილებს მოუყვებით ამ ამბავს : 📞599 42 82 39 Whatsapp საზღვარგარეთიდან მსურველებმა

📍 მოემზადე ეს იქნება ყველაზე იაფად ყველაზე ძვირო სანახაობა, ნახე ცისარტყელას მთები პერუში და არა მარტო ეს 🙏☀️

ნახე მაჩუ-პიქჩუ და ტიტიკაკას ტბა 🙏

ესაუბრე მდინარე ამაზონის სათავეს და იგრძენი წყნარი ოკეანის იდუმალება 🙏✈️

📍 Rainbow mountains in Peru 🔥😍

📍 პერუში მოგზაურობა იაფად , შეგვეხმიანე ჯგუფი გავდივართ აგვისტოში ✈️

📍 ნახე ცისარტყელას მთები პერუში 🙏☀️დაგვიკავშირდით 📞 599428239

ჩვენთან შეგიძლია გადაიხადო ცოტა და იმოგზაურო ბევრი 📍 Rainbow mountains in Peru 🔥😍

პერუ ! Huachacina წაიკითხე და თქვი, ღირს თუ არა 3200 დოლარი

აგვისტო მოვა მალე, ჯგუფში კი ვართ შვიდნი 🇬🇪🌍👉✈️✈️ 1

თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი მოგზაურობა ინკების უძველესი ცივილიზაციის კვალდაკვალ.
პერუს უძველესი ისტორიის, ბუნებრივი სილამაზისა და კულტურული ვიბრაციის შერწყმა ჯადოსნურ ადგილად აქცევს მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ მრავალფეროვან გამოცდილებას

ჩვენთან მოგზაურობის დროს შესაძლებელი იქნება არქეოლოგიური საოცრებების შესწავლა, კულინარიული სიამოვნებებით ტკბობა თუ თვალწარმტაცი ლანდშაფტების მეშვეობით ტრეკინგი. პერუ ატრაქციონების მირიადს გვთავაზობს

---დღიან მოგზაურობაში აღმოაჩინე მაჩუ პიკჩუს საოცარი უძველესი ციტადელი The Voyager Inca Rail Train-ის მეშვეობით და დაათვალიერე ქალაქი ლიმა თავისი 2000 წლიანი ისტორიით

ჩაიძირეთ პერუს ანდების საოცარ სილამაზეში, როდესაც ჰორიზონტზე სოფლებსა და თვალწარმტაც მთის უღელტეხილებს გადაჰყურებთ

ერთად შევისწავლოთ ანდელი ხალხის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და გავხდეთ მათი ტრადიციული ცხოვრების წესის მოწმენი

ბოლოს მივაღწევთ გასაოცარი მაჩუ პიქჩუს მისტიკური სილამაზით ცნობილ პეიზაჟებს, სადაც მზე პირდაპირ ჩვენ თვალწინ ამოვა უძველეს ციტადელზე,
რა თქმა უნდა, მწვერვალზე ტბა ტიტიკაკა და ულამაზესი ქალაქი კუსკო, ცივილიზაციის აკვანი, გველოდება

ეს მხოლოდ ნაწილია დიდებული ჩამონათვალისა

შემოგვიერთდი და შექმენი შენი ცხოვრების ყველაზე გამორჩეული თავგადასავალი !

პირველი დღე- ჩაფრენა პერუში. შევისვენებთ და ლიმა იწყება ...........
ჰეი, დიადი ინკების მოხეტიალე სულებო! ჩვენ ლიმაში ვართ, მოდით, ჩავიძიროთ ბარანკოს მომაჯადოებელ რაიონში ლიმაში, პერუს ულამაზეს დედაქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი ცოცხალი ხელოვნების სცენით, ფერადი ქუჩებითა და ბოჰემური ატმოსფეროთი ✈️👉🌍

ჩვენ ნამდვილად ის მოგზაურები ვართ, რომლებიც ეძებენ უნიკალურ კულტურულ გამოცდილებას. გავისეირნებთ იმ ცნობილი Bajada de los Ba ños-ის გასწვრივ, რომელიც კიდევ უფრო ამშვენებს ქალაქს საოცარი ქუჩის ხელოვნებით. ადგილობრივთა ცხოვრების გაცნობასთან ერთად არც მომხიბლავი ხელოვნების გალერეების, ტრენდული კაფეებისა და სიგსის საკულტო ხიდის დათვალიერებას გამოვტოვებთ

ბარანკო ნამდვილი ძვირფასი ქვაა, რომელიც დაბუდებულია ლიმაში, რომელიც გთავაზობთ ისტორიის, კრეატიულობისა და სანაპირო სილამაზის სრულყოფილ ნაზავს. მზად ხართ ჩაიძიროთ ამ ეკლექტიკურ უბანში? გააგრძელე კითხვა აქ და შენი მოგზაურობა რეალობად იქცევა იქ, ოკეანის მიღმა, მეორე ოკეანის სანაპიროსთან!
ლიმა მოვინახულეთ და იწყება Huacachina & Paracas ულამაზესი სოფელი და ოაზისი უდაბნოში.
ჰუაკაჩინა ქუეჩუაში ნიშნავს "მტირალ ქალს". ლეგენდის თანახმად, ეს ლაგუნა წარმოიშობა იმ ლამაზი მწვანეთვალება ქალის ცრემლებისგან, რომელმაც საყვარლის სიკვდილი იგლოვა

მაგრამ ლაგუნა სიცოცხლეს განაგრძობს და პალმის ხეებითა და ჰუარანგებით, ულამაზესი ფერადი ფრინველებით გაოცებას იწვევს

ლა ჰუაკაჩინა არის ოაზისი, რომელიც მდებარეობს პერუში, იკას უდაბნოში. იგი ცნობილია თავისი ლამაზი ტბით, რომელიც გარშემორტყმულია მაღალი ქვიშის დიუნებით, სადაც შეგვიძლია დავკავდეთ გასართობი სპორტით, როგორიცაა სენდბორდინგი. ადგილზე ასევე განთავსებულია სასტუმროები, რესტორნები და მაღაზიები ტურისტებისთვის. მისი ბუნებრივი სილამაზე და ამაღელვებელი აქტივობები მას პოპულარულ ადგილად აქცევს მოგზაურებისთვის, რომლებიც სამხრეთ ცენტრალურ პერუს იკვლევენ

შემდეგი, რასაც გავაკეთებთ, შევისწავლით პარაკასის ეროვნულ ნაკრძალს, სადაც ბუნება თავის ტილოს ხატავს მომაჯადოებელი ბალესტასის კუნძულებიდან საკულტო წითელ სანაპირომდე. მოწმენი გავხდებით ველური ბუნების სიმფონიისა, მათ შორის ვნახავთ მოთამაშე ზღვის ლომებსა და ეგზოტიკურ ფრინველებს.
ნება მიეცით პარაკასის თვალწარმტაც პეიზაჟებსა და კულტურულ სიმდიდრეს, დაიპყროს თქვენი გრძნობები. გაათავისუფლეთ თავგადასავლების სული და შექმენით მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება.
შემდეგი სრული დღე ნასკას ხაზებს ეთმობა :
Palpa Lines, რომელიც მდებარეობს ცნობილი ნაცკას ხაზების ჩრდილოეთით პერუში, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ერთნაირად მომხიბლავი გეოგლიფებია, რომლებიც შეიქმნა პარაკასის კულტურის პერიოდში, დაახლოებით, 1000 წლის წინ.
დაახლოებით, 1600 ხაზი და გეოგლიფები გაფანტულია პალპას პროვინციაში. ეს ფიგურები წარმოადგენს ადამიანისა და ცხოველების გამოსახულებებს და გორაკის სახითაა ამოტვიფრული

პირველი ხაზი 2014 წელს აღმოაჩინეს გრინპეისის კონტრავერსიული ინციდენტის შემდეგ.
ეს გეოგლიფები, რომლებიც გამორჩეულია Nazca ხაზებიდან, წარმოადგენს იმ ადამიანების გამოსახულებებს, რომლებსაც აქვთ სხივური თავსაბურავები, ეს ყოველივე იმსახურებს ისეთ მეტსახელს, როგორიცაა "სამეფო ოჯახი"

მოდით, ახლოს დავათვალიეროთ Nazca-ს ხაზები და მათი დიზაინი.
(1) ერთ-ერთი ნახატი ასახავს ვეშაპს მთლიანად. როგორ დახატა ვეშაპი უდაბნოს პირას მცხოვრებმა მთის ხალხმა დიდი სიზუსტით? ამასთან, ზოგიერთი დიზაინი, როგორიცაა მაიმუნები და ობობები, არ ეკუთვნოდა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ცხოველებს. თუ იციან ამ ცხოველების სახეობები, საიდან გაჩნდა ნაცკა? გარდა ამისა, ობობის სასქესო ორგანო, რომელიც გამოსახულია, მის ფეხზე მდებარეობს და მსოფლიოში ობობის მხოლოდ ერთ სახეობას აქვს ამგვარი რამ. გარდა ამისა, ეს არის დეტალი, რომელიც მხოლოდ გამადიდებელი შუშით ჩანს. საიდან ჰქონდა ნაცკას ისეთი ღრმა ცოდნა იმ ტერესტრიული ფაუნის შესახებ, რომელიც, თეორიულად, მას შეიძლება არასდროს შეხვედროდა?
ვეშაპის გვერდით აქ ვნახავთ მთელ კომპოზიციაში ერთადერთ "ანთროპოიდულ" გამოსახულებას, რომელსაც მკვლევრებმა "ასტრონავტი" უწოდეს

სინამდვილეში, ჩაფხუტით და კოსტუმით ,,გამოდის" ადამიანი. "ასტრონავტის" ქვემოთ იხატება "სამკუთხედების" სერია, რომელიც საკმაოდ ჰგავს მფრინავ "შავ სამკუთხედებს", რომლებიც ბევრმა სამხედრო მფრინავმა შეამჩნია ბოლო წლებში. ოდნავ მარცხნივ კომეტის ფორმაციაა. დიზაინის ეს ნაწილი, როგორც ჩანს, გვეუბნება, რომ კომეტის გავლის დროს Nazca-მ ცაში „სამკუთხედები“ და მის ახლოს „ასტრონავტები“ დაინახა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხაზები ათასწლეულების განმავლობაში არსებობდა, შეუძლებელია, რომ ნაცკაზე ჰოლივუდს ან სამეცნიერო ფანტასტიკას გავლენა მოეხდინა. აშკარად დახატეს რაღაც, რაც მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ეს ამბავი იგივეა, რაც გიბეკლის ტეპეს სვეტებშია მოთხრობილი. ისინი, თურმე, დაბომბვისას ცაში "ნახევრადადამიან, ნახევრად ჩიტ" არსებებს ხედავდნენ. უბრალოდ დამთხვევაა? რის თქმას ცდილობდნენ ნაცკები ამ გიგანტური ნახატით?
ვბრუნდებით დედაქალაქში, რათა ვიფრინოთ და უფრო დავუახლოვდეთ ჩვენს მთავარ სამიზნეს
ფრენა- Sacred Valley ტური და იქმნა დღესასწაული მოგზაურობა! ულამაზესი კუსკო.
კუსკო, პერუს ისტორიული დედაქალაქი, რომელიც დაარსდა, დაახლოებით, მე-11 და მე-12 საუკუნეებში Inca Manco C ápac-ის მიერ, იყო ინკანის იმპერიის რელიგიური და ადმინისტრაციული დედაქალაქი, რომელიც მოიცავდა იმჟამად ეკვადორს, კოლუმბიას, პერუს, ბოლივიას, არგენტინასა და ჩილეს.
კუსკოში ყველა კუთხე-კუნჭული სავსეა ისტორიით, ვინაიდან პერუს უძველესი დედაქალაქი (ინკას იმპერიის დროს) ჯერ კიდევ ინარჩუნებს კვალს იმისა, თუ რა იყო ამ უძველესი ცივილიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა. ყოველი ნაბიჯი, რომლებსაც შენ ქალაქების ქუჩებში გადადგამ, გაჩვენებს, რომ ეს ადგილი სუნთქავს ათასწლოვანი ისტორიით, რომელიც თითქოს დროში გაჩერდა. მათი ქალაქები ისეთი მისტიკითაა გაჯერებული, რომ წამოსვლა არასდროს მოგინდება. და თუ წასვლა მოგიწია, ყოველთვის გექნება ის სურვილი, რომელიც შიგნიდან გჭრის, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდე. პირველი ნაბიჯი კუსკოში მოხვედრაა. და ამისათვის რა არის ყველაზე მარტივი გზა? გადაფრენა! მაღალი ტურისტული მოთხოვნის გამო შეუძლებელი იყო, კუსკოში საერთაშორისო აეროპორტი არ ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ფრენების უმეტესობა საიმპერატორო ქალაქში ჩასვლამდე ლიმას გავლით სრულდება. პერუს დედაქალაქიდან არჩეულ ადგილზე მისვლას საათი და 15 წუთი სჭირდება.
შემდეგი დღე უკვე ტრიუმფის დასაწყისია: მაჩუ-პიქჩუ მთებში ვართ და აქ იმდენი სული და ცოცხალი ენერგიაა, იძულებული ხარ, ფიქრი დაიწყო, რომ შენ არასდროს ყოფილხარ ის ადამიანი, რომლადაც თვლიდი თავს! ეს არის გრანდიოზული მეტამორფოზის დასაწყისი
"ეს მეტამორფოზა უკან დახევას არ ნიშნავს. ეს დაწინაურებაა, ცხოვრების შემცვლელი მოგზაურობის ნაწილი" და ეს აღწერა აბსოლუტურად გამართლებულია! როგორც თავგადაკლული მოლაშქრე და თავგადასავლების მოყვარული

აქ რწმუნდები, რომ მაჩუ პიკჩუ სანახავი ადგილების სიაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შემთხვევით არ ყოფილა. ის სულ გეძახდა და მე სამუდამოდ მადლობელი ვარ შემოქმედი ძალებისა ამ ოცნების გაცოცხლებისთვის. მიუხედავად იმისა, ველოდი, ფიზიკურად შევიგრძნობდით რაღაც განსაკუთრებულს, უფრო მეტი მოხდა, ჩვენ ფრენა დავიწყეთ
მაჩუ პიქჩუზე ინკების სულები მეგზურობას გვიწევენ და გვაჯილდოებენ. მაჩუ პიქჩუს ნახვის შემდეგ განსაცვიფრებელი პეიზაჟების ფონზე სულიერი აღმაფრენით

დავრწმუნდებით, რომ ეს მოგზაურობა იყო უფრო მეტი, ვიდრე ის მოგზაურობა, რომელზეც ვფიქრობდით
ვბრუნდებით დაღმართიდან. სულის სიღრმეში შამანური, ცერემონიული განწყობა გვაქვს. თითქოს, დაუსრულებელ ასვლამდე ვორმივანუსკაზე (მკვდარი ქალის უღელტეხილი),მისტიკურ და ჯადოსნურ ვიზიტამდე წმინდა ქალაქ მაჩუ პიკჩუში და ყველა სხვა გაჩერებამდე ინკას ბილიკსა და მის მიღმა ვცხოვრობდით... ეს მოგზაურობა ჩვენს გულსა და სულში სამუდამოდ აცოცხლებს

დიად გრძნობასა და განცდას. დიდება შესანიშნავ ინკებს, რომ ცხოვრობდნენ აქ და გაგვიზიარეს თავიანთი დაუოკებელი ცოდნა პერუს მდიდარი ისტორიის, მიკროკლიმატების და ყველა საოცარი არქეოლოგიური ადგილის შესახებ. ცხოვრება ნამდვილად იცვლება!
ასე რომ, გამოსცადე ცხოვრების შემცვლელი მოგზაურობა ჩვენთან ერთად და აღმოაჩინე შენი თავი ჩვენს საკრალურ მოგზაურობაში მაჩუ პიკჩუში

შემდეგი დღე სასწაული ეძღვნება ,,ცისარტყელას მთაზე“, იმავე rainbow mountain-ზე ლაშქრობას.
RAINBOW MOUNTAIN არის ბუნებრივი მარველი, რომელიც ადგილობრივებში ვინიკუნკას სახელითაა ცნობილი. მის მიერ შემოთავაზებული ფერების პალიტრა იმდენად ცოცხალი ჩანს, რომ სიურეალისტური გეგონება. #ჩვენვართყველაზეველურები
ბუნების ულამაზესი ნაშტი პერუული ანდების გულში, კუსკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 100 კმ-ზე, მდებარეობს. ,,ცისარტყელას მთა“ ჩვენი პლანეტის თვალწარმტაცი სილამაზის აღქმაა. მისი უნიკალური შეფერილობა დროთა განმავლობაში მინერალების ,,წყალობით“ მოხდა. წითელი, ყვითელი და მწვანე მილიონობით წლის განმავლობაში განლაგებული სედიმენტალური მინერალური დეპოზიტების ფენებია. ახლა ეს ყველა მოგზაურის აღტაცებას იწვევს. ეზიარეთ და გასინჯეთ ცისარტყელა

ამ შესანიშნავი ადგილის მონახულებას ცოტაოდენი მომზადება სჭირდება. მოგზაურობა ,,ცისარტყელას მთაზე“ მაღალ სიმაღლეზე (ზღვის დონიდან 5000 მეტრზე მეტი) მოგვიწევს. ეს ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება კუსკოდან ერთდღიანი მოგზაურობის მეშვეობით, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ წინასწარ აკლიმატიზაცია გადამწყვეტია. ადგილობრივი ტურ-ოპერატორები გვთავაზობენ გიდურ ლაშქრობებს, ისინი უზრუნველყოფენ გზის უსაფრთხოდ გავლას და ამ ადგილის გაცნობას გეოლოგიური და კულტურული მნიშვნელობის ყველა გაგებით.
და, რა თქმა უნდა, მოგზაურობის დასასრულს პუნო - ტიტიკაკას ტბა:
ვიწყებთ ტიტიკაკას ტბის საოცრებების გაცნობას. გამოვავლენთ ანდების კიდევ ერთ გასაოცარ ფენომენს, თავგადასავალი Titicaca-ს ტბის (სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი ტბა და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნავიგირებადი ტბა 3,812მ-ზე) შესწავლით გრძელდება.
ვნახავთ საკულტო უროსის მცურავ კუნძულებს, რომლებიც გვთავაზობს დიდ გამოცდილებას და ქმნის უდიდეს კონტრასტს მაჩუ პიკჩუსთან

პუნოდან მივდივართ "ღმერთების ტბაზე". სილუსტანის ტური, უროსის მცურავი კუნძულები და ტაკილე, - ესაა ჩვენი საექსპედიციო კულტურული გასვლა. პუნო ლეგენდების ქალაქია, პერუული ფოლკორის დედაქალაქი. ადრე პუნო იყო ინკამდელი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცივილიზაციის ცენტრი. ტიავანაკო, უძველესი აიმარა ხალხის უზენაესი გამოხატულებაა და მათი ჟრიამული ჩვენში აღტაცებას იწვევს.
ლეგენდის თანახმად, ტიტიკაკას ტბიდან პირველი ინკი მანკო კაპაკი და მისი მეუღლე დედა ოკლო ამოვიდნენ. მამამისმა, მზის ღმერთმა, ბრძანა ინკას იმპერიის ანუ ტავანტისუიოს დაარსება, რომელიც ოთხ რეგიონად იყო გაყოფილი, პუნომ დაიკავა კოლასუიოს რეგიონი, რომელიც მოიცავდა მთელ კოლაოს

პუნოდან ძალიან მალე მივალთ მსოფლიოს ყველაზე მაღალ ტბაზე. აქ რიდებისგან შემდგარი სოფელი დგას, სადაც იენტი ხალხი ჯერ კიდევ იცავს თავიანთ კულტურას, წეს-ჩვეულებებსა და რწმენას. ისინი ცხოვრობენ თევზაობით, ქსოვითა და ვაჭრობით. ისინი თამამად იცვამენ ნათელი ფერის სამოსს, ესალმებიან ტურისტებს, აცნობენ თავიანთ ძველ ისტორიებს. ისინი უროსები არიან, ტბის ხალხი, ამაყები და თავისუფლები. .
ღირებულებაში შედის:
✅ყველა სასტუმრო, საუზმით
✅ავიაბილეთები
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅პროფესიონალი გიდი

ღირებულებაში არ შედი:
❌მუზეუმების მოსაკრებელი
❌საუზმია გარდა სხვა კვება
❌ნაციონალური პარკები მოსაკრებელი
❌საემიგრაციო მომსახურება

☎️დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞599 27 77 47
📞595 330 223
📞599 428 239

ასე რომ დაფიქრდი და ნუ გადაიხდი 5500 დოლარს !

🇦🇪 დუბაი + აბუ დაბი ✈️ 650 ლარიდან  ჯგუფური მოგზაურობები გრძელდება ✈️💚❤️  🇦🇪🇦🇪🇦🇪🇦🇪ნაადრევი ჯავშნები ტურის თარიღებზე:🔰6-7...
09/04/2024

🇦🇪 დუბაი + აბუ დაბი ✈️ 650 ლარიდან ჯგუფური მოგზაურობები გრძელდება ✈️💚❤️ 🇦🇪🇦🇪🇦🇪🇦🇪

ნაადრევი ჯავშნები ტურის თარიღებზე:

🔰6-7-8-9 ივნისი - 650 ლარი
🔰13-14-15-16 ივნისი - 780 ლარი
🔰20-21-22-23 ივნისი - 650 ლარი
🔰27-28-29-30 ივნისი - 830 ლარი

🔰4-5-6-7 ივლისი - 670 ლარი
🔰11-12-13-14 ივლისი - 660 ლარი
🔰18-19-20-21 ივლისი - 650 ლარი
🔰25-26-27-28 ივლისი - 820 ლარი

🔰1-2-3-4 აგვისტო - 690 ლარი
🔰8-9-10-11 აგვისტო - 650 ლარი
🔰15-16-17-18 აგვისტო - 700 ლარი
🔰22-23-24-25 აგვისტო - 650 ლარი

🔰5-6-7-8 სექტემბერი - 800 ლარი
🔰12-13-14-15 სექტემბერი - 880 ლარი
🔰19-20-21-22 სექტემბერი - 680 ლარი
🔰26-27-28-29 სექტემბერი - 740 ლარი

🔰3-4-5-6 ოქტომბერი - 900 ლარი
🔰10-11-12-13 ოქტომბერი - 850 ლარი
🔰17-18-19-20 ოქტომბერი - 830 ლარი
🔰24-25-26-27 ოქტომბერი - 920 ლარი

🔰7-8-9-10 ნოემბერი - 900 ლარი
🔰14-15-16-17 ნოემბერი - 900 ლარი
🔰21-22-23-24 ნოემბერი - 900 პარი

🔰5-6-7-8 დეკემბერი - 870 ლარი
🔰12-13-14-15 დეკემბერი - 850 ლარი
🔰19-20-21-22 დეკემბერი -1100 ლარი
🔰26-27-28-29 დეკემბერი 1250 ლარი

🔰2-3-4-5 იანვარი - 1100 ლარი
🔰9-10-11-12 იანვარი - 900 ლარი
🔰16-17-18-19 იანვარი - 900 ლარი
🔰23-24-25-26 იანვარი - 900 ლარი

🔰6-7-8-9 თებერვალი - 980 ლარი
🔰13-14-15-16 თებერვალი - 760 ლარი
🔰20-21-22-23 თებერვალი - 800 ლარი

🔰6-7-8-9 მარტი - 650 ლარი
🔰13-14-15-16 მარტი - 680 ლარი
🔰20-21-22-23 მარტი - 780 ლარი
🔰27-28-29-30 მარტი - 800 ლარი

მოგზაურობის აღწერა:

პირველი დღე:
✈️ფრენა ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით

პირველივე დღეს ვნახავთ შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთს, მსოფლიოში მეორე უდიდესი შიიტური მეჩეთია 🌍

🚌 განთავსება დუბაის სასტუმროში

მეორე დღე
🥐🥖🥗 საუზმე

🌷 Dubai Miracle Garden, სასწაულების ბაღი-ყვავილების ბაღი, დუბაი ლენდის უბანში

🌃 Dubai Marina - დუბაის ტექნოლოგიური და ყველაზე გამჭვირვალე კვარტალი თბილი სანაპიროთი, ოქროსფერი მზის ჩასვლით და საუკეთესო არაბული სამზარეულოთი

⛵️⛵️ დუბაის უფრო სრულყოფილად ნახვის შესაძლებლობა იახტის ტურით შეგიძლიათ, სურვილის შემთხვევაში სპარსეთის ყურეში იახტით გავისეირნოთ, მცირე დაივი, ზღვის სამყაროზე დაკვირვება, ჭყუმპალაობა კამკამა ზღვაში, თვალი ადევნეთ ბურჯ- -ალ - არაბის, პალმ ჯუმეირას ულამაზეს პანორამას და დატკბით დუბაის მომხიბვლელობით ღია ზღვიდან

🌃 საღამოს კი ბურჯ ხალიფას მიმდებარედ მოცეკვავე შადრევნების ფონზე ულამაზეს სანახაობას დავესწრებით

მესამე დღე:

🌄 Sky Observatory უზარმაზარი 53 სართულიანი ხედით დუბაიზე, ექსტრიმის მოყვარულებს შეგიძლიათ მინაზე დასრიალდეთ და ასე გადაითოთ ფოტო ბურჯ ხალიფას ფონზე

🌪 შემდეგი სანახაობა Wings of Mexico იგივე მექსიკური ფრთები ყველას აქვს აქ ფოტო გადაღებული და ჩვენც გადავიღებთ ფოტოებს 🔥

🏖🚙 ჯიპ-ტური უდაბნო საფარში, დუბაიდან ჯიპებით, არაბული ყავა სასმელები, ტკბილეული და დავიწყებთ რბოლას ჯიპებით შემდე არაბული მუცლუს ცეკვები, ცეცხლოვანი შოუ და კიდევ უამრავი გასართობი 🔥🔥

🌃 სასტუმრო დასვენება ❤️💙

მეოთხე დღეს გამგზავრება აბუ დაბიში, ფრენა ქუთაისის აეროპორტში

🔸მოკლედ სანახაობები ასე გამოიყურება ⬇️

➡️გლობალური სოფელი ;
➡️ყვავილების საოცრებათა ბაღი ;
➡️საფარის ტური-შოუ პროგრამა, ვახშამი ბედუინებთან ერთად;
➡️დუბაის ჩარჩო;
➡️პალმის გადმოსახედი;
➡️პალმ ატლანტისი;
➡️ჯუმეირა
➡️ოქროს ბაზარი;
➡️გემით გასეირნება
➡️სკაი ობსერვატორია- ალადინის ხალიჩა;
➡️შეიხ ზაედის მეჩეთი;
➡️ფინიკების ბაზარი;
➡️ემირატების სასახლე;

❕❕გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად ❕

⚠️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე საჭიროა ავიაბილეთის თანხის ჩარიცხვა დაახლოებით 5პ %

☑️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს
☑️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი.

🔸ღირებულებაში შედის:
✔️ორმხრივი ავიაბილეთები მხოლოდ ზურგჩანთა (40-30-20 ზომის 10 კგ)
✔️ქუთაისი-აბუდაბი-ქუთაისი
✔️სასტუმრო 5 ვარსკვლავიანი
✔️საუზმე
✔️სამოგზაურო დაზღვევა
✔️გამყოლი გიდი ქართული და ინგლისურენოვანი

🖐 ფასში არ შედის სანახაობების ბილეთების ფასები

🖐 აბუ დაბიდან დუბაიმდე და პირიქით ავტობუსი რომლის მუნიციპალური ღირებულება 9 დოლარს შეადგენს, ანუ ორი გზა 18 დოლარი..

გაითვალისწინეთ : ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ვისარგებლოთ კერძო ტრანსპორტითაც

ინფორმაციისთვის და უფრო მეტი დეტალისთვის დაგვირეკეთ:

599 42 82 39 შალვა
599 27 77 47 მარიამი
595 33 02 23 დათო

Address


Telephone

+995599428239

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Shalva Bolotashvili Travel Blog posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Alerts
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share