TurEli • ტურელი

  • Home
  • TurEli • ტურელი

TurEli • ტურელი თუ გიყვარს მოგზაურობა, გართობა, ახალი ადგილების აღმოჩენა და უბრალოდ ბუნებით ტკბობა გამოგვყევი..
(14)

თქვენთან გატარებული თითოეული წუთი საუკეთესო მოგონებაა♥️♥️ რადგანაც ტურელი არის ურთიერთობა♥️♥️ 📸 Irakli Khelashvili
19/04/2024

თქვენთან გატარებული თითოეული წუთი საუკეთესო მოგონებაა♥️♥️ რადგანაც ტურელი არის ურთიერთობა♥️♥️

📸 Irakli Khelashvili

ფშავიც მოვინახულეთ♥️ ტრადიციულად ყველაზე ყველაზე მხიარული, ენერგიული და თბილი ვიზიტორები ყავს ტურელს♥️ დამუშავებული ფოტო...
30/03/2024

ფშავიც მოვინახულეთ♥️ ტრადიციულად ყველაზე ყველაზე მხიარული, ენერგიული და თბილი ვიზიტორები ყავს ტურელს♥️

დამუშავებული ფოტოების ავტორი Zubashvili N Photography♥️

-რას ვნახავთ 24 მარტს ფშავის ტურზე? 📍იახსარი   — ზეციური მოციქულად ითვლებოდა, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდ...
18/03/2024

-რას ვნახავთ 24 მარტს ფშავის ტურზე?

📍იახსარი — ზეციური მოციქულად ითვლებოდა, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. იახსარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვ. მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავს როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ისე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა. შ.) გარდაცვლილთაგან. ამ ფუნქციების გამო და ასევე მოსახლეობის მიგრაციის შედეგად იახსარის კულტმა ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ერწო-თიანეთში და სხვა რაიონებში.
იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათ ქალებს, კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა მთიელებმა თავიანთ ღვთაებებს მიმართეს და სთხოვეს დახმარება დევების განდევნაში. ღმერთის კართან სათათბიროდ შეკრებილმა ხვთისშვილებმა უზენაეს ღმერთს დევების დასჯა სთხოვეს. წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა ძალა გამოსცადა. შეჯიბრში იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ჩაუდგნენ კიდევაც ლაშქრობას სათავეში. მათ გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს მათი გოლიათები მუზა და ბეღელა. ამის შემდეგ დევები უხილავნი გახდნენ და სამუდამოდ მიატოვეს მათი მიწები.

📍ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში მდებარეობს. იგი 1961 წელს დაარსდა. 1976 წელს აღადგინეს მწერლის მამა-პაპისეული სახლი, 1987 წელს კი მუზეუმის საგამოფენო შენობა აიგო ოთხი საგამოფენო დარბაზითა და ერთი ფონდსაცავით. მუზეუმის შესასვლელის წინ დგას ვაჟა–ფშაველას ბრინჯაოს ბიუსტი. სახლ-მუზეუმში 2000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, აქ ნახავთ პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მემორიალურ ნივთებს, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალებს, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემებს, პოეტისადმი მიძღვნილ ფერწერულ, გრაფიკულ და სკულპტურულ ნამუშევრებს, საინტერესო ფოტომასალასა და ა.შ.

📍ვაჟას მამის საფლავი და წმინდა გიორგის ეკლესია

📍ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი - მაღაროსკარში

❄️გაყინული ჩანჩქერები მაგრამ სითბოთი სავსე გულები💞💞💞 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე ერთად
21/02/2024

❄️გაყინული ჩანჩქერები მაგრამ სითბოთი სავსე გულები💞💞💞 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე ერთად

ტურელი არის ურთიერთობა💕💕❄️გუდაურის ერთ დღიანი ტური საკმაოდ სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა 💕📸 Luka Maisuradze
23/01/2024

ტურელი არის ურთიერთობა💕💕

❄️გუდაურის ერთ დღიანი ტური საკმაოდ სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა 💕

📸 Luka Maisuradze

🔊იყავი ტურელის ერთგული ვიზიტორი ⭐️გვესტუმრე ტურზე, მიიღე 1 ვარსკვლავი, ვარსკვლავებს დააგროვებ ტურზე ყოველი ვიზიტისას, ყვ...
10/01/2024

🔊იყავი ტურელის ერთგული ვიზიტორი ⭐️

გვესტუმრე ტურზე, მიიღე 1 ვარსკვლავი, ვარსკვლავებს დააგროვებ ტურზე ყოველი ვიზიტისას, ყველაზე მეტი ვარსკვლავის მქონე ვიზიტორს ყოველ შემდეგ ტურზე ექნება ფასდაკლება, რადგანაც წელს პირველი ტური გვაქვს , ფასდაკლება დაიწყება 3 ვარსკვლავიდან❤️ ყოველ გაცდენილ ტურზე ჩამოგაკლდება 0,5 ვარსკვლავი⭐️

გისურვებთ წარმატებებს⭐️❤️

კიდევ ერთი ახალი ლოკაცია ტურელებისთვის😳🎉 არშას ჩანჩქერი, ულამაზესი ბუნება და უსაყვარლესი ვიზიტორები❤️❤️
24/12/2023

კიდევ ერთი ახალი ლოკაცია ტურელებისთვის😳🎉 არშას ჩანჩქერი, ულამაზესი ბუნება და უსაყვარლესი ვიზიტორები❤️❤️

🎉 Eventful •ერთგულ ტურელებს , რომლებიც ყველაზე ხშირად არიან ტურელის ტურის ვიზიტორები გადასცემს მეოთხე დასის ივენთის მოსა...
30/11/2023

🎉 Eventful •ერთგულ ტურელებს , რომლებიც ყველაზე ხშირად არიან ტურელის ტურის ვიზიტორები გადასცემს მეოთხე დასის ივენთის მოსაწვევებს/ბილეთებს 🎉🎉🎉ივენთი გაიმართება ხვალ

გულდაწყვეტილს არ დაგტოვებთ არც იშვიათ სტუმრებს და ნებისმიერ ტურელზე მოქმედებს ფასდაკლება, თუ ბილეთს შეიძენთ ტურელის ფეიჯიდან და გამოიყენებთ ტურელის პრომოკოდს

გელოდებით ყველას❤️‍🔥 ცხელი საღამო გველოდება

13 ნოემბერს ტურელი 1 წლის გახდა❤️‍🔥 ეს დღე დახურული წვეულებით აღვნიშნეთ, რომელზეც მოვიწვიეთ ყველა ის ტურელი, ვინც ჩვენი ...
19/11/2023

13 ნოემბერს ტურელი 1 წლის გახდა❤️‍🔥 ეს დღე დახურული წვეულებით აღვნიშნეთ, რომელზეც მოვიწვიეთ ყველა ის ტურელი, ვინც ჩვენი ერთგულია გაცნობის დღიდან 💫

ტურელებო, მადლობა რომ არსებობთ❤️ მინდა კიდევ არაერთი წელი აღვნიშნოთ ერთად და რაც მთავარია, ჩვენი ეს ურთიერთობა რაც ტურებით დაიწყო უსასრულოდ გაგრძელდეს🥂❤️‍🔥

წამოდი 26 ნოემბერს ტურზე და მიიღე IV დასის კონცერტის ბილეთზე ფასდაკლება ❤️‍🔥❤️‍🔥❤️‍🔥 ამისათვის საჭიროა იყო •არშას ჩანჩქე...
10/11/2023

წამოდი 26 ნოემბერს ტურზე და მიიღე IV დასის კონცერტის ბილეთზე ფასდაკლება ❤️‍🔥❤️‍🔥❤️‍🔥

ამისათვის საჭიროა იყო •არშას ჩანჩქერი•დარიალი•სნო• ტურელისაგან ტურის ვიზიტორი, შემდეგ მოგვწერო ტურელის გვერდზე და ჩვენგან შეიძინო ბილეთი (ჩვენმა ვიზიტორებმა იცით რომ ამ იდეალური საღამოს ორგანიზატორი არის iventful- ის დამაარსებელი ჩვენი სტაფი Aleksandre Potskhveria , ამიტომაც იყიდე ბილეთი ტურელის ფეიჯიდან და მიიღე ფასდაკლება❤️‍🔥❤️‍🔥

ტურელი ყოველთვის ზრუნავს საკუთარ ვიზიტორებზე❤️

10/11/2023

კიდევ მოვასწრებთ წელს გერგეთზე ასვლას❤️

ტურელების მოგზაურობა რაბათსა და ბორჯომში საკმაოდ დასამახსოვრებელი იყო❤️ შემოგვიერთდი, ერთად შევქმნათ ლამაზი მოგონებები❤️
09/11/2023

ტურელების მოგზაურობა რაბათსა და ბორჯომში საკმაოდ დასამახსოვრებელი იყო❤️ შემოგვიერთდი, ერთად შევქმნათ ლამაზი მოგონებები❤️

ჩვენი მოგზაურობა პანკისის ხეობაში❤️‍🔥 Zubashvili N Photography 📸
28/10/2023

ჩვენი მოგზაურობა პანკისის ხეობაში❤️‍🔥
Zubashvili N Photography 📸

დღეს ტურელმა კომპანია გვირილა რითეილს უმასპინძლა 🎉✅გუდაურის გადმოსახედი✅ყაზბეგის ტრავერტინები✅გერგეთის სამება✅დარიალის მ...
21/10/2023

დღეს ტურელმა კომპანია გვირილა რითეილს უმასპინძლა 🎉
✅გუდაურის გადმოსახედი
✅ყაზბეგის ტრავერტინები
✅გერგეთის სამება
✅დარიალის მონასტერი, მარანი და ბიბლიოთეკა
✅სნოს ტაძარი
✅სნოს ციხე
✅სნოს ქანდაკებები

❤️ უსაყვარლესი გუნდი

რას ვნახავთ 15 ოქტომბერს პანკისის ხეობაში? 🟢პანკისის ხეობა- მდებარეობს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში კავკასიონის ...
01/10/2023

რას ვნახავთ 15 ოქტომბერს პანკისის ხეობაში?

🟢პანკისის ხეობა- მდებარეობს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში კავკასიონის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. რელიეფში ძირითადად ეროზიულია. ხეობის ფერდობები 2000-2200 მეტრამდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.

🟢მახვალას (ხადორის) ჩანჩქერი - მდებარეობს პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის მხარეში.

🟢ჯოყოლოს კვირაცხოვლის ეკლესია — მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს ცენტრში. აგებულია XIX საუკუნეში.
ეკლესია დარბაზულია ,ნაგებია რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობით დუღაბზე. ეკლესიას გარს უვლის შემდგომი პერიოდის გალავანი.
2006 წელს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

🟢ბალთაგორის საბრძოლო კოშკი- თარიღდება XVI საუკუნით, მდებარეობს სოფელ ჯოყოლოს სამხრეთ დასავლეთით, 1.5 კმ-ზე ბალთაგორად წოდებულ მთაზე. სამსართულიანი კოშკი ნაგებია რიყის ქვით, საინტერესოა , რომ კოშკს შესასვლელი მეორე სართულიდან ჰქონდა.

ესეც ხადას ულამაზესი ხეობა 💗💗 ფოტოზე უამრავ ახალ სახეს ხედავთ💗ყოველი ახალი ტური ახალი მეგობრების და ურთიერთობების საწყის...
29/09/2023

ესეც ხადას ულამაზესი ხეობა 💗💗 ფოტოზე უამრავ ახალ სახეს ხედავთ💗ყოველი ახალი ტური ახალი მეგობრების და ურთიერთობების საწყისია💗 შემოგვიერთდი

📸
ტრადიციულად, უნიჭიერესი Zubashvili N Photography

ტურელი თრუსოს ხეობას ესტუმრა🥳 ახალი სახეები, ახალი მეგობრები და ახალი ლამაზი მოგონებები ჩვენი მუდმივი მახასიათებელია❤️🥳📸...
08/09/2023

ტურელი თრუსოს ხეობას ესტუმრა🥳

ახალი სახეები, ახალი მეგობრები და ახალი ლამაზი მოგონებები ჩვენი მუდმივი მახასიათებელია❤️🥳

📸 Mancho Balkhamishvili

ტურელი ბორჯომს ეწვია❤️ განწყობა, ხალისი და ხასიათი ტრადიციულად უმაღლესი❤️ ტურელს უყვარხართ
04/08/2023

ტურელი ბორჯომს ეწვია❤️ განწყობა, ხალისი და ხასიათი ტრადიციულად უმაღლესი❤️ ტურელს უყვარხართ

📍გერგეთის სამება “ერთ გუნდად უკვე ერთი გული ცემს, ერთ მუშტად ერთი სიყვარულის ქვეშ” ❤️🫂80📸 Zubashvili N Photography
08/07/2023

📍გერგეთის სამება “ერთ გუნდად უკვე ერთი გული ცემს, ერთ მუშტად ერთი სიყვარულის ქვეშ” ❤️

🫂80

📸 Zubashvili N Photography

ვახუშტი ბატონიშვილი გერგეტის შესახებ გადმოგვცემს: "არაგუს იქით კიდესა. ზეით ამისსა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერ...
29/06/2023

ვახუშტი ბატონიშვილი გერგეტის შესახებ გადმოგვცემს:
"არაგუს იქით კიდესა. ზეით ამისსა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესსუენა ნინოს ჯვარი, შუენიერნაშენი, შუენიერს ადგილს“.

📷 Giorgi Kirikashvili

-რას ვნახავთ ბორჯომში 23 ივლისს? 🔵მწვანე მონასტერი ან ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი — IX საუკუნის მამათა მონასტერი ...
23/06/2023

-რას ვნახავთ ბორჯომში 23 ივლისს?

🔵მწვანე მონასტერი ან ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი — IX საუკუნის მამათა მონასტერი სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში. მეცნიერთა ნაწილის აზრით მონასტერი წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია.სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო სამრეკლო. ეკლესია მონასტრის დაარსების თანადროულია და IX საუკუნის შუახანებით თარიღდება.

🔵ღირსი სერაფიმე საროველი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანია. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით რამდენიმე წელია წმ. სერაფიმე საროველის ტაძარია აგებული.

🔵ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი: 1938 წელს დაარსებული მუზეუმი განათავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის, რომანოვების, კანცელარიის შენობაში, რომელიც გერმანელმა არქიტექტორმა ვ. შვეიერმა1890 წელს ფსევდოგოთურ სტილში ააგო

აქ ნახავთ: მუზეუმში დაცულ მრავალფეროვან კოლექციებს, რომელთა შორის ექსპონირებულია არქეოლოგიური მასალა, მზის ღვთაებასთან დაკავშირებული ჭვირული დისკოები (ძვ.წ. II ათასწ.), ბრინჯაოს ბალთები, ფიბულები და სხვ.; რომანოვების საიმპერატორო ოჯახის (XIX ს.) პირად ნივთებს – გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და მხარის ბუნების ამსახველ მასალებს.

🔵ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს ქმნის. მისი საერთო ფართობი 107,649 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1,5%-ზე მეტია. ბორჯომ- ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ექვს მუნიციპალიტეტს მოიცავს. ესენია: ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს, ქცია-ტაბაწყურის, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს მართავს.

ოდნავ მიგვიანებით გიზიარებთ ბატეთის ტურის ფოტოებს😂❤️ ცოტა ტალახი, ცოტა წვიმა, ბევრი მხიარულება და ღიმილიანი სახეები❤️ ტუ...
20/06/2023

ოდნავ მიგვიანებით გიზიარებთ ბატეთის ტურის ფოტოებს😂❤️ ცოტა ტალახი, ცოტა წვიმა, ბევრი მხიარულება და ღიმილიანი სახეები❤️ ტურელის დევიზიც ხომ ესაა, უამრავი ბედნიერი და მხიარული სახე ტურზე❤️

გელოდებით 2 ში ყაზბეგის ტურზე ❤️ არ დაგავიწყდეთ ჩვენი ფოტოგრაფის გვერდის გამოწერა 📸 Zubashvili N Photography

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when TurEli • ტურელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to TurEli • ტურელი:

Videos

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Alerts
  • Contact The Business
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share