In Toscana con Dudana/ტოსკანა დუდანასთან ერთად

  • Home
  • In Toscana con Dudana/ტოსკანა დუდანასთან ერთად

In Toscana con Dudana/ტოსკანა დუდანასთან ერთად საავტორო ექსკლუზიური მოგზაურობა ტოს?
(4)

ამ დროისთვის აქტიური ტური 17-22 ოქტომბერი, ტოსკანა.ფრენა ლუფთჰანზას ავიახაზებით თბილისი-ბოლონია-თბილისი. შიდაგადაადგილებ...
02/06/2024

ამ დროისთვის აქტიური ტური 17-22 ოქტომბერი, ტოსკანა.

ფრენა ლუფთჰანზას ავიახაზებით თბილისი-ბოლონია-თბილისი. შიდაგადაადგილება კომფორტული მინივენით, პროგრამით გათვალისწინებული ყველა მიმართულებით. უცვლელი ვილა კრისტინა ფრანჩესკოსთან კასტელინა ინ კიანტიში.

1. ჩაფრენა ბოლონიის აეროპორტში, ტრანსფერი, დაბინავება ვილაში, ღვინის დეგუსტაცია საოჯახო მეღვინეობაში (კიანტი კლასიკო, ზეითუნის ზეთი, ხემსები)
2. მონტეფიორალე-ფლორენცია
3. სიენა, საღამოს ვახშამი დარიო ჩეკინისთან
4. ვალ დ'ორჩა, პიენცა, პიკნიკი მეყველეობაში, მონტეპულჩანო
5. სან ჯიმინიანო, მასტერკლასი: (ან სერჯო დონდოლის ჯელატოს მასტერკლასი, ან ალესანდროს ბრუსკეტას მასტერკლასი), თეთრი ღვინის დეგუსტაცია მეღვინეობაში (ვერნაჩა დი სან ჯიმინიანო, ზეითუნის ზეთი, ხემსი)
6. ტრანსფერი ბოლონიის აეროპორტში.

დეტალებისთვის მომმართეთ.

ასეთი იყო ოქტომბრის 3 ჯგუფის ტოსკანური თავგადასავალი - დადებითი ემოციების ზღვა, ახალი მეგობრები და წარუშლელი მოგონებები....
07/11/2023

ასეთი იყო ოქტომბრის 3 ჯგუფის ტოსკანური თავგადასავალი - დადებითი ემოციების ზღვა, ახალი მეგობრები და წარუშლელი მოგონებები. ახლა უკვე აპრილისთვის ვიწყებ მზადებას. სიახლეც მაქვს, გაზაფხულზე გოგა ჩანადირი ჩემი პარტნიორი ხდება. მოსალოდნელს გადააჭარბა მისმა ფაქტორმა კულტურულ-შემეცნებითი თვალსაზრისით, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მან კიდევ უფრო სრულყოფილი უნდა გახადოს ტოსკანა ჩემთან ერთად. ვინაიდან, ახლა უფრო დიდი მანქანის საშუალება გვაქვს, გვექნება ფორმატი - მე, გოგა და 10 მსურველი.

მაშ ასე: 8-13 აპრილი, ტოსკანა. ფრენა ლუფთჰანზათი, ვილა კრისტინა კასტელინა ინ კიანტიში. პროგრამა ასე გამოიყურება:

8 აპრილი: ჩაფრენა ბოლონიის აეროპორტში, ტრანსფერი, დაბინავება ვილაში. საღამოს დარიო ჩეკინის რესტორანში ვახშამი
9 აპრილი: დილიდან ქალაქი მონტეფიორალე, შემდეგ ფლორენცია გოგას არაჩვეულებრივი თანხლებით.
10 აპრილი: სიენა, ისევ და ისევ გოგას საინტერესო საუბრების ფონზე. საღამოს საოჯახო მეღვინეობა აგრიტურისმო როკა.
11 აპრილი: ვალ დ'ორჩა, პიენცა, პიკნიკი მეყველეობაში და მონტეპულჩანო.
12. სან ჯიმინიანო: ექსკურსია გოგასთან, ჯელატოს მასტერკლასი სერჯო დონდოლისთან, მეღვინეობა კოლომბაიო.
13 აპრილი: გამგზავრება ბოლონიის აეროპორტში

დარჩენილია 5 ადგილი.
მოგზაურობის ღირებულება გახლავთ 1700 ევრო და შეიცავს პოსტში მოცემულ ყველა პუნქტს. გადახდა ხდება ორ ეტაპად.. ტურის ფარგლებში ხელმისაწვდომია მხოლოდ 2-ადგილინი ნომრები.

პოსტში გამოყენებულია გოგა ჩანადირის, გელა რიაბუხას და ჩემი გადაღებული ფოტოები.

ჩემი და გოგა ჩანადირის ოქტომბრის ტოსკანურ ტურში ჯერ კიდევ არის ადგილები, თარიღებისა და ავიაკომპანიის ცვლილებით. გოგა ფლო...
16/07/2023

ჩემი და გოგა ჩანადირის ოქტომბრის ტოსკანურ ტურში ჯერ კიდევ არის ადგილები, თარიღებისა და ავიაკომპანიის ცვლილებით. გოგა ფლორენციასა და სიენაში საინტერესო ექსკურსიებზეა პასუხისმგებელი. მე - ჩემი საყვარელი ადგილების, ხალხის, მეღვინეობებისა და რესტორნების გაცნობით. მთელი მოგზაურობის განმავლობაში მოგვემსახურება კომფორტული მოკროავტობუსი აეროპორტიდან აეროპორტამდე.

იხილეთ ტურის აღწერილობა:

26-31 ოქტომბერი

დღე 1: ჩაფრენა ბოლონიის აეროპორტში ლუფთჰანზას ავიახაზებით. გამგზავრება კასტელინა ინ კიანტიში, დაბინავება ვილაში. 17:00-ზე ღვინისა და ზეითუნის ზეთის დეგუსტაცია საოჯახო ფერმაში.

დღე 2: ფლორენცია - ექსკურსია გოგა ჩანადირთან ერთად, საღამოს ქალაქი მონტეფიორალე

დღე 3: გასეირნება სიენაში, შემდეგ ღვინის დეგუსტაცია ვილა ანტინორიში, 20:00-ზე ვახშამი დარიო ჩეკინის რესტორანში.

დღე 4: სან ჯიმინიანო, კულინარიული მასტერკლასი ალესანდროს ბრუსკეტერიაში, ქალაქში გასეირნება, 15:30-ზე დეგუსტაცია მეღვინეობაში.

დღე 5: კრეტე სენესისა და ვალ დ'ორჩას კოსმოსური ხედები, გასეირნება ქალაქ პიენცასა და მონტეპულჩანოში, პიკნიკი მეყველეობაში მონტეპულჩანოსთან.

სურვილისამებრ, საღამოს 20:00-ზე კასტელინა ინ კიანტის ცენტრში რესტორანში ვახშამი.

დღეებისა და აქტივობების რიგითობა შესაძლებელია შეიცვალოს, თუმცა, პროგრამის მიხედვით გათვალისწინებული ყველა პუნქტი შესრულდება.

შენიშვნა: ამ ტურის ფარგლებში მხოლოდ ორადგილიანი ნომრებია ხელმისაწვდომი..

დეტალებისთვის მომმართეთ პირად შეტყობინებებში ან ტელეფონის ნომერზე 598233832

ყოველ ჩასვლაზე ვცდილობ რაიმე ახალი აღმოვაჩინო - ტოსკანა ხომ ამოუწურავია. ამგვარად, ფლორენციის დღეს დესერტად ციცქნა, მაგრ...
21/06/2023

ყოველ ჩასვლაზე ვცდილობ რაიმე ახალი აღმოვაჩინო - ტოსკანა ხომ ამოუწურავია. ამგვარად, ფლორენციის დღეს დესერტად ციცქნა, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი მონტეფიორალე დაემატა. მონტეფიორალე კიანტის უძველეს დასახლებად მიიჩნევა, რომელიც ციხესიმაგრის გარშემო ჯერ კიდევ XI საუკუნეში გაჩნდა. მონტეფიკალეს სახელწოდებით ქალაქი 1088 წელსაა ნახსენები, ახლანდელი სახელწოდება კი 500 წლის მერე მიიღო.

ციხესიმაგრე ასწლეულების განმავლობაში ტოსკანურ სხვადასხვა დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნოდა: რიკაზოლი, ბენჩი, დაბოლოს, გერარდინის გვარს, რომელსაც ლიზა გერარდინი მიეკუთვნება, დღეს ცნობილი როგორც მონა ლიზა. ქალაქის გვერდზე სასაფლაოა, რომლის შესასვლელთან წარწერა გვამცნობს, რომ აქ ამერიგო ვესპუჩის უკანასკნელი შთამომავალია დაკრძალული.

სხვათა შორის, თავად სოფელში მოგზაურის ოჯახის სახლიცაა, სადაც ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ის დაიბადა. თუმცა, ფლორენცია ამ ვერსიას კატეგორიულად არ ემხრობა.

გადავწყვიტე ოქტომბრის ტურები შემდეგნაირად დავალაგო. მესმის, რომ ასე ადრე დაგეგმვა ზოგისთვის რთულია, თუმცა, ტოსკანა მიწურ...
25/04/2023

გადავწყვიტე ოქტომბრის ტურები შემდეგნაირად დავალაგო. მესმის, რომ ასე ადრე დაგეგმვა ზოგისთვის რთულია, თუმცა, ტოსკანა მიწურულში არაფრით გამოვა. ვილა, მძღოლი, მეღვინეობები, სხვა აქტივობები აქ თვეებით და ზოგჯერ ერთი წლით ადრეც იჯავშნება. თან ავიაბილეთის ფასი იცვლება კატასტროფულად. დღეს რომ გაზაფხულის ტურებზე მსურველები მწერენ, გასული წლის აგვისტოშია უკვე შევსებული. თუ წინა ოქტომბერს მეტი კონცენტრაცია მეღვინეობებზე მქონდა, ამჯერად, ფლორენციასა და სიენას დავტოვებ და მეტად დავაბალანსებ ამ მოგზაურობას. გზადაგზა უკეთ ვსწავლობ და მსურს, უფრო დახვეწილი, სწორად გათვლილი და შთამბეჭდავი გამოვიდეს. მოკლედ, ასე გამოიყურება ჩვენი ხუთი დღე:

10-15 ოქტომბერი

დღე 1: ჩაფრენა ბოლონიის აეროპორტში თურქეთის ავიახაზებით. გამგზავრება კასტელინა ინ კიანტიში, დაბინავება ვილაში. 17:00-ზე ღვინისა და ზეითუნის ზეთის დეგუსტაცია საოჯახო ფერმაში.

დღე 2: ფლორენცია, თავისუფალი დღე.

დღე 3: გასეირნება სიენაში, შემდეგ ღვინის დეგუსტაცია ვილა ანტინორიში, 20:00-ზე ვახშამი დარიო ჩეკინის რესტორანში.

დღე 4: სან ჯიმინიანო, კულინარიული მასტერკლასი ალესანდროს ბრუსკეტერიაში, ქალაქში გასეირნება, 15:30-ზე დეგუსტაცია მეღვინეობაში.

დღე 5: კრეტე სენესისა და ვალ დ'ორჩას კოსმოსური ხედები, გასეირნება ქალაქ პიენცაში, 15:30-ზე პიკნიკი მეყველეობაში მონტეპულჩანოსთან.

სურვილისამებრ (ეს სურვილი ჩემი სტატისტიკის მიხედვით სულ არის), საღამოს 20:00-ზე ფრანჩესკოს რესტორანში ვვახშმობთ.

P.S. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ 5 დღე-ღამე მოგზაურობისთვის საკმარისი არ არის, თუმცა, მრავალწლიანი გამოცდილებითა და ყოველი დეტალის სწორად გათვლით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად იტვირთები ამ დღეებში ემოციურად (იტვირთები და არა იღლები), იმ ტოსკანისთვის, რაც მე შევარჩიე ამ დიდი რეგიონიდან, არის იდეალური. ვინც ჩემთან უკვე ნამყოფია, დამემოწმება.

დეტალებისთვის მომმართეთ პირადში ან დამიკავშირდით: 598233832

ტოსკანა დუდანასთან ერთად: მოგზაურობის პერიოდი: 4-9 აპრილი⚜️დღე პირველი: ჩაფრენა ბოლონიის აეროპორტში, დაბინავება Villa Cr...
19/11/2022

ტოსკანა დუდანასთან ერთად: მოგზაურობის პერიოდი: 4-9 აპრილი

⚜️დღე პირველი: ჩაფრენა ბოლონიის აეროპორტში, დაბინავება Villa Cristina-ში, საღამოს ღვინის (Chianti Classico) დეგუსტაცია 500 მეტრში მდებარე საოჯახო მარანში Agriturismo Rocca

⚜️დღე მეორე: სან ჯიმინიანო, ჯელატოს მასტერ-კლასი სერჯო დონდოლისთან, ქალაქში გასეირნება

⚜️დღე მესამე: მონტეპულჩანო - მეყველეობა პიკნიკით, შემდეგ ვალ დ'ორჩასა და პიენცაში გასეირნება

⚜️დღე 4: ფლორენცია (პროგრამის გარეშე, სურვილისამებრ, მუზეუმების წინასწარი ჯავშანი, ბობოლის ბაღები - ჩემი რეკომენდაცია - გლიცინიების ყვავილობის პერიოდში საუკეთესო სანახაობაა)

⚜️დღე 5: სიენაში გასეირნება, საღამოს ვახშამი დარიო ჩეკინის რესტორანში.

დღე 6: ტრანსფერი ბოლონიის აეროპორტში.

დეტალებისთვის, რა თქმა უნდა, მომმართეთ

ჩემი გადაღებული ფოტო ტოსკანისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გვერდზე 🌻🇮🇹❤️
09/04/2019

ჩემი გადაღებული ფოტო ტოსკანისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გვერდზე 🌻🇮🇹❤️

Pienza ❤️

Photo credits: Dudana Zakaraia

მონტეპულჩანო, ვალ დ’ორჩა, სატურნია ა 1-კვირიანი მოგზაურობის მცირე ნაწილი; ადგილები, რომლებიც თავადაც პირველად აღმოვაჩინე...
25/03/2019

მონტეპულჩანო, ვალ დ’ორჩა, სატურნია ა 1-კვირიანი მოგზაურობის მცირე ნაწილი; ადგილები, რომლებიც თავადაც პირველად აღმოვაჩინე და ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ბოლომდე ვერ ასახავს მობილურით გადაღებული ფოტოები რეალობას, ბევრად მასშტაბური, შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია ტოსკანა...

იტალიური ლეგენდის თანახმად, ქვეყანაში სასოფლო ტურიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც ქალაქებისა და სოფლების უ...
16/11/2018

იტალიური ლეგენდის თანახმად, ქვეყანაში სასოფლო ტურიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც ქალაქებისა და სოფლების უმეტესობა ნანგრევებად იქცა.

თუმცა, შენარჩუნდა არაჩვეულებრივი ბუნება და კლიმატი, ასევე სოფლელი გლეხების გულწრფელი სტუმართმოყვარეობა, რომლებიც მზად იყვნენ ძალიან დაბალი საფასურის სანაცვლოდ მიეღოთ ნებისმიერი უცხოელი სტუმარი.

იტალიური ფერმერები ტურისტებს ოთახებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სთავაზობდნენ. ეს გახლდათ გლეხების მეურნეობა, რომელთაც აგრიკოლა ეწოდებოდა. მოგვიანებით კი გაჩნდა მასერიები.

ფრთხილად! ტოსკანაში ადამიანები იკარგებიან! კიანტის რეგიონის ერთ-ერთი აგროტურიზმის მფლობელის მონაყოლიდან: "ნორვეგიელი პენ...
14/11/2018

ფრთხილად! ტოსკანაში ადამიანები იკარგებიან!

კიანტის რეგიონის ერთ-ერთი აგროტურიზმის მფლობელის მონაყოლიდან: "ნორვეგიელი პენსიონერი წყვილი მოგზაურობდა ტოსკანაში და პირველ ღამეს ჩემთან დარჩნენ. 1 კვირის შემდგეგ პენსიონრების შვილებმა მომწერეს, რომ მშობლები დაიკარგნენ და კონტაქტზე არ გამოდიან. საქმეში პოლიცია ჩაერთო. მოხუცები კიანტის ღვინის მწარმოებელ ერთ-ერთ ფერმაში იპოვეს არც თუ ისე ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ ფრიად კმაყოფილი სახეებით. დიდად არ ეპიტნავათ, რომ მიაგნეს და ცოცხალი თავით არ სურდათ მოგზაურობის შეწყვეტა" :)

ტოსკანური მწვანე ხალიჩები 💚
11/11/2018

ტოსკანური მწვანე ხალიჩები 💚

08/11/2018

სატურნია, ტოსკანა. კასკატე დი მულინო - მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ბუნებრივი სპა

ვილა სან ანდრეა - 50 ჰექტარზე გადაჭიმული 4 მამული ვენახებით, ზეთისხილის ბაღებითა და ტყით, სადაც ირმები ბუდობენ. სწორედ ე...
08/11/2018

ვილა სან ანდრეა - 50 ჰექტარზე გადაჭიმული 4 მამული ვენახებით, ზეთისხილის ბაღებითა და ტყით, სადაც ირმები ბუდობენ. სწორედ ეს ადგილი შევარჩიე ტოსკანაში მოგზაურობის ფარგლებში.

პირველი ჯგუფი უკვე დაკომპლექტდა, მეორე ჯგუფის გასვლა დაგეგმილია 2019 წლის 24 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით.

დეტალებისთვის მომმართეთ პირად შეტყობინებებში ან ტელეფონის ნომერზე 598233832ა

ტოსკანას სიმბოლო - კვიპაროსები, უკვე ათას წელზე მეტია, რეგიონის ეკლესია-მონასტრების განუყოფელი ნაწილია. XIV საუკუნიდან ე...
06/11/2018

ტოსკანას სიმბოლო - კვიპაროსები, უკვე ათას წელზე მეტია, რეგიონის ეკლესია-მონასტრების განუყოფელი ნაწილია. XIV საუკუნიდან ეს ულამაზესი ხეები ტოსკანელი დიდგვაროვნებისა და ფლორენციელი ვაჭრების მამულებსა და ვილებს ამშვენებს.

ქალაქი მონტეპულჩანო “კეთილშობილი ღვინოს” (ვინო ნობილე) სამშობლოა. ასევე განთქმულია აქაური სპაგეტი და ყველი.ამ ქალაქის სა...
03/11/2018

ქალაქი მონტეპულჩანო “კეთილშობილი ღვინოს” (ვინო ნობილე) სამშობლოა. ასევე განთქმულია აქაური სპაგეტი და ყველი.

ამ ქალაქის სახელი ყველამ არ იცის, მაგრამ თითქმის ყველამ იცის ფილმი “ბინდი. საგა. ახალი მთვარე”, რომელიც მის ქუჩებში გადაიღეს 2009 წელს. ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლი – XVI საუკუნის ეკლესია მადონა დი სან-ბიაჯო მიჩნეულია აღოძინების ეპოქის “იდეალად”

“შუასაუკუნეების მანჰეტენად” მონათლული სან ჯიმინიანო 15 ძველი კოშკით. XIV საუკუნის შუა წლებში სან ჯიმინიანოში კოშკების რა...
02/11/2018

“შუასაუკუნეების მანჰეტენად” მონათლული სან ჯიმინიანო 15 ძველი კოშკით. XIV საუკუნის შუა წლებში სან ჯიმინიანოში კოშკების რაოდენობა 72-ს აღწევდა.

სხვა ღირშესანიშნაობებს შორისაა კოლეჯიატის ბაზილიკა უამრავი ფრესკით და ქალაქის კედელი ბასტიონით.

განსაკუთრებით კი ცნობილია კოშკი, რომელიც ადილობრივი ლეგენდით ეშმაკის მიერაა დაკაწრული. “ნაკაწრის” ხილვა მართლაც შესაძლებელია ერთ-ერთ კედელზე.

ვალ დ'ორჩა, ტოსკანა - ადგილი, რომელიც ფერმწერებისა და ფოტოგრაფების მთავარი მუზაა ამ რეგიონში და სწორედ ეს ხედები ასოცირდ...
01/11/2018

ვალ დ'ორჩა, ტოსკანა - ადგილი, რომელიც ფერმწერებისა და ფოტოგრაფების მთავარი მუზაა ამ რეგიონში და სწორედ ეს ხედები ასოცირდება პირველ რიგში ტოსკანასთან. ვალ დ'ორჩას ლანდშაფტები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის.

ამბობენ, ალპებში ვენასა და ვენეციას შორის რკინიგზა ჯერ კიდევ მაშინ გაიყვანეს, როცა მატარებელი არც კი არსებობდა, რომელიც ...
29/10/2018

ამბობენ, ალპებში ვენასა და ვენეციას შორის რკინიგზა ჯერ კიდევ მაშინ გაიყვანეს, როცა მატარებელი არც კი არსებობდა, რომელიც მასზე გაივლიდა. მათ იცოდნენ, რომ ასეთი მატარებელი აუცილებლად გამოჩნდებოდა.

"ტოსკანის მზის ქვეშ" ❤️

ეს არის მოგზაურობა, სადაც მასპინძლობის ყოველი დეტალი დაგეგმილი და გათვლილია – გადაფრენის, სასტუმროს, გადაადგილების ჩათვლ...
26/10/2018

ეს არის მოგზაურობა, სადაც მასპინძლობის ყოველი დეტალი დაგეგმილი და გათვლილია – გადაფრენის, სასტუმროს, გადაადგილების ჩათვლით.

ამ 1 კვირის განმავლობაში მე პირადად გაგაცნობთ ისეთ ტოსკანას, როგორსაც ადგილობრივები იცნობენ. მაშ ასე, გთავაზობთ პროგრამას მიმოხილვით:

იხილეთ ვრცლად ბმულზე: https://bit.ly/2Q1UHiB

გარკვეული ადგილისადმი ფანატიკური მიჯაჭვულობა, ჩემს შემთხვევაში უკურნებელია და დაავადებას ჰქვია ტოსკანა. ტოსკანის სრულად ...
25/10/2018

გარკვეული ადგილისადმი ფანატიკური მიჯაჭვულობა, ჩემს შემთხვევაში უკურნებელია და დაავადებას ჰქვია ტოსკანა.

ტოსკანის სრულად შესაგრძნობად, მხოლოდ ერთი მოგზაურობა არ კმარა. ფლორენცია, სიენა, მონტეპულჩანო, მონტერიჯონი, სან ჯიმინიანო... ფოტოები სხვადასხვა წლებშია გადაღებული, თუმცა, ვერცერთი ფოტო სრულად ვერ ასახავს ამ მხარის მშვენიერებას. ეს ის ადგილია, რომლის ერხელ ხილვის შემდეგ მუდმივად გიჩნდება დაბრუნების სურვილი.

გაზაფხულზე, იტალიის ყველაზე ლამაზ და რომანტიკულ რეგიონში, ტოსკანაში, გლიცინია ყვავილობს. ამ დროს ტოსკანაში გასეირნება ჯა...
25/10/2018

გაზაფხულზე, იტალიის ყველაზე ლამაზ და რომანტიკულ რეგიონში, ტოსკანაში, გლიცინია ყვავილობს. ამ დროს ტოსკანაში გასეირნება ჯადოსნურ სიზმარს ემსგავსება, სადაც სევდისა და პრობლემებისთვის ადგილი არ არის.

ტოსკანა ბორცვებზეა გაშლილი და ბევრ მათგანზე ქალაქებია, რომლებიც საინტერესოა ისტორიის, არქიტექურის და ფერწერის ნებისმიერი...
24/10/2018

ტოსკანა ბორცვებზეა გაშლილი და ბევრ მათგანზე ქალაქებია, რომლებიც საინტერესოა ისტორიის, არქიტექურის და ფერწერის ნებისმიერი მოყვარულისთვის. თითოეულ ქალაქს აქვს საკუთარი განუმეორებელი ატმოსფერო და მრავალი ღირშესანიშნაობა. ყველასთვის საერთო კი არის საკვირველი უშფოთველობისა და სიმშვიდის განცდა, რომელიც აქაურ ქუჩებში სეირნობისას ეუფლება სტუმარს...

24/10/2018

აი ეს არის ხედი ერთი ჩვეულებრივი ბენზინგასამართი სადგურიდან, სადაც უბრალოდ ყავის დასალევად გავჩერდით. აი ეს არის ერთი ჩვეულებრივი ტოსკანა, სადაც მსგავსი სილამაზე ყოველ ნაბიჯში გხვდება.

ფლო­რენ­ცი­ა­ში პირველად ყოფ­ნი­სას უც­ნა­უ­რი რამ და­მე­მარ­თა - და­მე­წყო თავ­ბრუს ხვე­ვა, გული ამიჩ­ქარ­და, ვიგ­რძე­ნ...
23/10/2018

ფლო­რენ­ცი­ა­ში პირველად ყოფ­ნი­სას უც­ნა­უ­რი რამ და­მე­მარ­თა - და­მე­წყო თავ­ბრუს ხვე­ვა, გული ამიჩ­ქარ­და, ვიგ­რძე­ნი, თუ არ ჩა­მოვ­ჯდე­ბო­დი, გული წა­მი­ვი­დო­და. პირ­და­პირ მო­კირ­წყლულ ქუ­ჩა­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი და ყვი­რი­ლი მოვ­რთე: "მი­ქე­ლან­ჯე­ლო, ვერ გი­ტან! ვერ ვი­ტან ამ ქა­ლაქს, ასე­თი დი­ა­დი რომ არის!". ბედ­ზე, შუ­ა­ღა­მე იყო და ამ ამ­ბის მომსწრე­ნი მხო­ლოდ ჩემი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მათ კი ეცი­ნე­ბო­დათ, მაგ­რამ მე კი­დევ დიდ­ხანს ვერ მოვ­დი­ო­დი გონს. ცოტა ხან­ში შე­ვი­ტყვე, რომ ეს თურ­მე სტენ­და­ლის სინ­დრო­მი ყო­ფი­ლა.

სტენ­და­ლის სინ­დრო­მი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო რამაა, თუმ­ცა, მისით შე­პყრო­ბი­ლებს სა­ხუ­მა­როდ ნამ­დვი­ლად არ აქვთ საქ­მე (გა­მოც­დი­ლია სა­კუ­თარ თავ­ზე). სტენ­და­ლის სინ­დრო­მი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თავ­ბრუს ხვე­ვით, გუ­ლის წას­ვლით, გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბით და ხან­და­ხან ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი­თაც კი. მი­ზე­ზი: გარ­შე­მო ხე­ლოვ­ნე­ბის უამ­რა­ვი ნი­მუ­ში და ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა!

სინ­დრო­მის სა­ხელ­წო­დე­ბა სტენ­და­ლის წიგ­ნი­დან "ნე­ა­პო­ლი და ფლო­რენ­ცია: მოგ­ზა­უ­რო­ბა მი­ლა­ნი­დან რე­ჯი­ო­ში" მომ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც მწე­რა­ლი ფლო­რენ­ცი­ა­ში ვი­ზი­ტის სა­კუ­თარ გან­ცდებს აღ­წერს: " რო­დე­საც სან­ტა მა­რია დელ ფი­ო­რეს ტაძ­რი­დან გა­მო­ვე­დი, გული ამიჩ­ქარ­და, მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს სი­ცო­ცხლის წყა­რო და­მეშ­რი­ტა, მოვ­დი­ო­დი და მე­ში­ნო­და, გული არ წამ­სვლო­და... ვხე­დავ­დი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­რებს, რის მე­რეც ყვე­ლა­ფერ­მა აზრი და­კარ­გა, ყვე­ლა­ფე­რი და­პა­ტა­რავ­და, შე­ზღუ­დუ­ლი გახ­და, ისე­ვე, რო­გორც ვნე­ბა­თა ქარი წყვეტს იალ­ქნის რხე­ვას, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სულს ამოძ­რა­ვებს".

ამ­გვა­რი შე­ტე­ვე­ბი უამ­რავ ტუ­რისტს აღე­ნიშ­ნე­ბა, ვინც ფლო­რენ­ცი­ის უფი­ცის გა­ლე­რე­ას სტუმ­რობს. სინ­დრო­მი 1979 წელს იტა­ლი­ელ­მა ფსი­ქი­ატრმა გრა­ცი­ე­ლა მა­გე­რი­ნიმ გან­სა­ზღვრა, რო­მელ­მაც ფლო­რენ­ცი­ის ტუ­რის­ტებს შო­რის 100-ზე მეტი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა შე­ის­წავ­ლა. დი­აგ­ნო­ზი პირველად 1982 წელს დასვეს.

არსებობს ძველი რომაული ლეგენდა იმის შესახებ, რომ მიწათმოქმედების ღმერთი, სატურნი სერიოზულად გაბრაზდა ერთმანეთში მუდმივად...
23/10/2018

არსებობს ძველი რომაული ლეგენდა იმის შესახებ, რომ მიწათმოქმედების ღმერთი, სატურნი სერიოზულად გაბრაზდა ერთმანეთში მუდმივად მეომარ ხალხზე და მეხი დაატეხა მათ. მეხის დაცემის ადგილას კრატერი წარმოიშვა, საიდანაც თბილი წყლები ამოიფრქვა. რამდენიმე ხანში მასთან ახლოს დასახლება სატურნია გაჩნდა. დღეს აქ, ისევე როგორც ათასობით წლების წინ, მიწიდან სასწაულმოქმედი გოგირდის წყალი ამოდის, რომელიც ძალას მძინარე ვულკანის კრატერში იკრებს.

ამ წყლების შესახებ ჯერ კიდევ ეტრუსკებმა და რომაელებმა იცოდნენ, თუმცა, სრულფასოვანი კურორტი აქ მხოლოდ 2001 წელს დაარსდა. ამჟამად, სატურნიას მიდამოებში ფუნქციონირებს პარკი აუზით, კასკადებით, სასტუმროებითა და სხვა ინფრასტრუქტურით. მიუხედავად არც თუ ისე მოხერხებული გეოგრაფიული განლაგებისა, გროსეტოს პროვინციის მიყრუებულ სოფელს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ.

სატურნიას მთავარი ღირსშესანიშნაობა - ბუნებრივი კასკადური აუზი კასკატე დელ მულინო გახლავთ. რთული დასაჯერებელია, რომ ეს საფეხურებიანი ჩანჩქერი ბუნებამ შექმნა. აქ მუდამ ხალხმრავლობაა, რადგან შესვლა უფასოა. კასკატე დელ მულინოს წყლების ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 37 გრადუსს შეადგენს.

ტერმე დი სატურნიას სამკურნალო თვისებები:

🔹კანისა და ვენერიულ სნეულებათა მკურნალობა
🔹გამწმენდი და ანტისეპტიკური მოქმედება
🔹არტერიული წნევის ნორმალიზება
🔹ღვიძლის მდგომარეობის გაუმჯობესება
🔹კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის ღრმა აღდგენა

22/10/2018

სან ჯიმინიანო, ტოსკანა. ხედი სასტუმრო La Cisterna-დან, სადაც ლეგენდარულმა ფრანკო ძეფირელიმ ფილმი "ჩაი მუსოლინისთან" გადაიღო. სულ ორი წუთით შევირბინე ამ მშვენიერების დასაფიქსირებლად :)

თითოეულ ქვეყანას ორი მხარე აქვს: ღია ბარათებზე სარეკლამოდ აღბეჭდილი და ცოცხალი, რომლითაც იგებ, თუ როგორია ის სინამდვილეშ...
22/10/2018

თითოეულ ქვეყანას ორი მხარე აქვს: ღია ბარათებზე სარეკლამოდ აღბეჭდილი და ცოცხალი, რომლითაც იგებ, თუ როგორია ის სინამდვილეში.

დააკვირდე ქვეყნის ყოველდღიურ მრავალფეროვან ცხოვრებას, დააგემოვნო ის, რითაც ადგილობრივები იკვებებიან, უბრალოდ შეიგრძნო სურნელი და ეროვნული კოლორიტი – ეს ყველაფერი დღესდღეობით ძალზედ მოდური აგროტურიზმის საშუალებით არის შესაძლებელი.

იტალიური ლეგენდის თანახმად, ქვეყანაში სასოფლო ტურიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც უმეტესობა სოფელი თუ ქალაქი ნანგრევებად იქცა. თუმცა, შენარჩუნდა არაჩვეულებრივი ბუნება და კლიმატი, ასევე, სოფლელი
გლეხების გულწრფელი სტუმართმოყვარეობა, რომლებიც მზად იყვნენ ძალიან დაბალი საფასურის სანაცვლოდ მიეღოთ სტუმრად ნებისმიერი უცხოელი.

Address


Telephone

+995598233832

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when In Toscana con Dudana/ტოსკანა დუდანასთან ერთად posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to In Toscana con Dudana/ტოსკანა დუდანასთან ერთად:

Videos

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Alerts
  • Contact The Business
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share