▲ NGG ბუტიკები ▲
NGG - არის ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის LUX კლასის მრავალბრენდიანი ბუტიკების ქსელი, რომელიც წარმოდგენილია კომპანია NG Georgia-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ წარმოვადგენთ VERSACE, VERSUS, ROBERTO CAVALLI, JITROIS, ALEXANDER MCQUEEN, ETRO, RALPH LAUREN, GAETANO NAVARRA, BLUMARINE, BARBARA BUI, CASADEI და სხვა მაღალი მარკების ექსკლუზიურ დისტრიბუტორებს საქართველოში. ა
მიტომაც ჩვენს ბუტიკებში შემოდის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების უახლესი კოლექციები. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოდის ინდუსტრიას და პირველები ვგებულობთ თუ როგორი სახეობები ჩნდება მსოფლიო პოდიუმებზე შემდეგ სეზონში. NGG ბუტიკებში თქვენ იხილავთ არა მარტო კონსულტანტებს, არამედ სტილისტებსაც, რომლებიც დაგეხმარებათ გარდერობის იდეალური ნივთის შერჩევაში ან მთელი იმიჯის შექმნაში.
▲NG არქიტექტურა ▲
NG Georgia –ს მიერ წარმოდგენილი საარქიტექტურო ბიურო წარმოადგენს კომპანია NG Galaxy (Germany) წარმომადგენლობას საქართველოში, რომელიც უკვე ორი ათეული წელია საერთაშორისო პროექტების უშუალო შემსრულებელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რაც იქმნება არქიტექტორ ნანა ერნანდეს-გეტაშვილის მიერ. ასევე ის არის მრავალრიცხოვანი გარიგებების აგენტი აქსესუარების და დეკორირების VIP-კლასის შესყიდვებში; იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ და კორპორატიულ პროექტის უშუალო დამკვეთს მთელი მსოფლიოს მწარმოებლებთან;
ბიუროს შესაძლებლობები ითვალისწინებს VIP-ობიექტის სრულ მართვას შეკვეთის მომენტიდან მის ჩაბარებამდე. ზუსტი ფსიქოლოგიური მიდგომა და ავტორის მაღალი პროფესიონალიზმი იძლევა საშუალებას შეიქმნას დამკვეთისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობები, შემოკლდეს მინიმუმამდე შეხვედრების და კონსულტაციების რაოდენობა, საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის დროის უკმარისობის გამო, შეიქმნას პროექტი უმოკლეს ვადაში, რომელიც მოიცავს:
- ქალაქის, რაიონის, დასახლების არქიტექტურას;
- გამოსაფენი სივრცის არქიტექტურას;
- შენობის არქიტექტურას;
- შენობის ინტერიერს;
- იახტის ინტერიერს;
- თვითმფრინავის ინტერიერს;
- ავეჯის და დეკორის დიზაინს;
- სივრცის კორპორატიული და ინდივიდუალური სტილის შექმნა;
დღეს NG Project კლიენტთა სიის სათავეში არიან სახელმწიფოთა მეთაურები, კომპანიათა პრეზიდენტები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ადამიანები, რომლებიც აფასებენ საკუთარ დროს, დახვეწილ გემოვნებას და ტაქტს, რაც პროექტის ავტორის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. NG ყველა პროექტი, უპირველესად არის დამკვეთის შინაგანი სამყაროს განსახიერება ნანა ერნანდეს-გეტაშვილის იდეაში, რომელიც არის თითოეული პროექტის უშუალო ავტორი.
ჩვენ ყოველთვის ვართ შენობის არქიტექტურის და ინტერიერის ტენდენციების საქმის კურსში, რადგანაც ჩვენი თანამშრომლები ესწრებიან ყველა მნიშვნელოვან მსოფლიო საგამოფენო ღონისძიებებს.
ჩვენი პროექტები არ რჩება მხოლოდ ქაღალდზე, რადგანაც ჩვენ მივყვებით ყველა შემდგომ ნაბიჯებს ბოლომდე მათ განსახორციელებლად.
სადაც ჩვენ ვართ, იქ არის სტილი, ესთეტიკა და წარმატება, ვინაიდან სწორად ჩამოყალიბებული ცხოვრებისეული სივრცე დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე მისი შემოქმედების ყველა სფეროში.
▲ NG BAU ▲
NG BAU GMBH წარმოადგენს კომპანია HUF HAUS (მოდულური სახლების მშენებლობა) ექსკლუზიურ წარმომადგენლობას რუსეთში, დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, დღეს კი NG Georgia-ს ეგიდით უკვე საქართველოშიც.
კომპანია HUF HAUS უკვე საუკუნეზე მეტია რაც ბაზარზეა და ამ ხნის განმავლობაში მან მოიპოვა საყოველთაო აღიარება და უმწიკვლო რეპუტაცია თავისი განუმეორებელი სტილით, უცვლელი მაღალი ხარისხით და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. HUF მოდულური სახლები ესაა:
- მზა გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს დიზაინს, წარმოებას და მშენებლობას.
- უნიკალური არქიტექტურა, რომელიც მოიცავს ხის კონსტრუქციებს და შუშის ზედაპირს.
- მაღალი ხარისხის გერმანული მასალები და ბოლო თაობის პროფესიული აღჭურვილობა;
- მშენებლობის მოკლე ვადები, რაც მოიცავს სულ 6 თვეს (დიზაინ-პროექტის დამუშავებიდან ობიექტის საექსპლუატაციოდ ჩაბარებამდე).
- ხარისხის გარანტია;
HUF HAUS კონსტრუქცია იწარმოება კომპანიის საკუთარ ქარხნებში და მიეწოდება საბოლოო პუნქტს, სადაც სპეციალისტები ამონტაჟებენ შენობის კარკასს, ასევე ასრულებენ ტექნიკურ სამუშაოებს და შიდა მოპირკეთებას.
ჩვენ ვუზრუნველვყოფთ სამშენებლო პროცესის ყველა ეტაპს, რაც იძლევა არა მარტო ფინანსური დანახარჯების შემცირების, არამედ შესრულების ვადების მინიმალიზირების საშუალებას.
▲ NGG ელიტარული ავეჯის ბუტიკი ▲
კომპანია NG TRADE (GEORGIA) წარმოადგენს შუამავალს და აგენტს მრავალრიცხოვანი გარიგებების VIP-საგნების მოწყობის შესყიდვასა და დეკორირებაში. ასევე ის არის მთელი მსოფლიოს მწარმოებლების ინდივიდუალური და კორპორატიული შემკვეთი. დღეისთვის NG TRADE (GERMANY) მოიცავს არა მხოლოდ ინფორმაციას ბაზარზე ამა თუ იმ სეგმენტის წარმომადგენლობების არსებობის, არამედ მათი საწარმოო სიმძლავრეების ხარისხის და საიმედოობის შესახებ. ორი ათეული წელი გავიდა NG TRADE (GERMANY)-ის დაფუძნებიდან რაც სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციის განყოფილება გარდაიქმნა მის ცალკეულ დამოუკიდებელ ჰოლდინგად. NG TRADE (GERMANY)- ასრულებდა კომპანიის კლიენტებისთვის დამკვეთის ფუნქციას პროექტების “გასაღები” ფარგლებში. თუმცა ამჟამად კომპანიას უფლება აქვს ისაუბროს ნებისმიერ დონეზე შემსყიდველის უფლებით შეკვეთის ნებისმიერი მოცულობით ნაკადური მეთოდების ჩათვლით.
დღეს, NG GEORGIA-ს საშუალებით NG TRADE GERMANY)- ის მომსახურეობით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოშიც. ამისთვის საჭიროა ეწვიოთ ექსკლუზიური ავეჯის ბუტიკს ან ელექტრონულ ბიბლიოთეკას, რომლის მონაცემთა ბაზა მოიცავს მსოფლიო საუკეთესო 2000-ზე მეტი მწარმოებლის ავეჯს და აქსესუარებს ინტერიერისთვის.
▲ ელექტრონული ბიბლიოთეკა ▲
დღეს, NG Georgia-ს საშუალებით ქ. თბილისის მაცხოვრებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ მსოფლიოს საუკეთესო მწარმოებლების ავეჯი და ინტერიერის სხვა საგნები მხოლოდ ტაბლეტების ეკრანის შეხებით.
ჩვენ წარმოგიდგენთ NG Library პროექტს, რომელიც არის ინტერიერის დიზაინსა და სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი შემოქმედების და დამკვეთთან ურთიერთობის გამოცდილების შედეგი. ჩვენი კომპანიის მიერ შექმნილია და პროგრესული პროგრამირების პროცესშია მონაცემთა ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 2000 ფაბრიკა-მწარმოებლის მიერ წარმოებულ ავეჯს, განათების მოწყობილობებს, ტექსტილს, ხალიჩებს, ლოგინის თეთრეულს და სხვა აქსესუარებს. NG Library ელექტრონული ბიბლიოთეკა მისაწვდომია მომხმარებლისთვის ბუტიკებსა და ოფისებში.
მის შექმნას საფუძვლად უდევს შემდეგი ფაქტორები:
1. ბაზარზე მათი სრულიად არარსებობა, ან ავეჯის ბრენდების მრავალსახეობის არარსებობა გეოგრაფიული სივრცის სხვადასხვა სფეროების მაღაზიებში, მათ შორის საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში.
2. ერთიანი დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზის არარსებობა, სადაც მომხმარებელი შეარჩევდა საქონელს.
3. მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ინტერნეტ-მომსახურეობის გამოყენების დაბალი აქტივობა (მაშინ, როცა ინტერნეტშოპინგი და კონსიერჟის მომსახურეობა ხდება სულ უფრო აქტუალური). NG Library ელექტრონული ბიბლიოთეკა წარმოადგენს მყუდრო სივრცეს, სადაც ფინჯან არომატულ ყავასთან ან კენკრის ჩაისთან რამდენიმე საათში შესაძლებელია ბინის ან საოფისე ფართის, აგარაკზე მდებარე სახლის ან შენობის მთელი კომპლექსის კეთილმოწყობა. ამისთვის საკმარისია ტაბლეტში შეარჩიოთ თქვენს მიერ მოწონებული ინტერიერის საგნები, გააფორმოთ შეკვეთა და მიიღოთ საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც საშუალებას იძლევა ნებისმიერ მომენტში შეამოწმოთ შეკვეთის სტატუსი, მიმართოთ მოთხოვნით ელ. ფოსტით ან დარეკოთ ტელეფონით NG ცხელ ხაზზე. ჩვენი მენეჯერები არამარტო გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, არამედ კლიენტთან რჩებიან შეკვეთის მიღების მომენტამდე.
▲ NG Gloss ▲
NG Georgia წარმოადგენს უპრეცენდენტო beauty-პროექტს საქართველოს ტერიტორიაზე. NG Gloss - არის არა მარტო სალონი, არამედ სილამაზის მთელი ლაბორატორია, რომელიც მდებარეობს NGG ბუტიკის პირველ სართულზე თბილისის გულში, თავისუფლების მოედანზე. სტანდარტული კოსმეტიკური პროცედურების გვერდით ჩვენს სალონში გათვალისწინებულია პროფესიონალური სტილისტების, მანიკიურის და პედიკიურის ოსტატების, და ასევე მაღალკვალიფიციური მასაჟისტების მომსახურეობა. NG Gloss-ში შეიძლება მიირთვათ ფინჯანი ბალახეულის ჩაი ან დააგემოვნოთ NGG ერთ-ერთი საფირმო ფიტნესს-კოკტეილი, გაიგოთ fashion-ინდუსტრიის უკანასკნელი სიახლეები ან უბრალოდ გაატაროთ დღე სასიამოვნო გარემოში.
აღსანიშნავია ისიც, რომ NG Gloss და ქალისა და მამაკაცის მოდური ტანსაცმლის NGG ბუტიკი შემთხვევით არ მდებარეობს ერთმანეთის გვერდით.
ეს არის საშუალება ნებისმიერი მომხმარებლისთვის რომელიც NGG ბუტიკს ეწვევა, არა მარტო შეარჩიოს სასურველი სამოსი, არამედ დაასრულოს გარეგნობაზე ზრუნვა საღამოს მაკიაჟით და შესანიშნავი მანიკურით, ულტრამოდური ვარცხნილობით ან თმის შეჭრით.
ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურეობას NGG კარებიდან გაუსვლელად, რაც უთუოდ გულისხმობს დროის ეკონომიას და კომფორტს.
▲ მშრალი ქიმწმენდა ▲
კომპანია NG GEORGIA წარმოადგენს პროფესიონალური ქიმწმენდის ქსელს NGG DRY CLEANING საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიყენებთ მაღალი კლასის გერმანული წარმოების ფირმა "KOBLENZ & PARTNER"-ის მოწყობილობას, რომელიც არის ლიდერი პრემიუმ-სეგმენტის მომსახურეობაში. "KOBLENZ & PARTNER "-ის სამრეწველო სამრეცხაო ტექნიკა აღიარებულია საუკეთესოდ 5-ვარსკვლავიან ისეთ ცნობილ სასტუმროებს შორის, როგორიცაა: MARRIOTT, SHERATON, KEMPINSKI, HILTON, HOLIDAY INN და სხვა. ჩვენ მომსახურეობას ვუწევთ კერძო და კორპორაციულ კლიენტებს და ვაწარმოებთ არა მხოლოდ დელიკატური ქსოვილების, არამედ ბეწვეულისა და ტყავის საქონლის ქიმწმენდასაც. NGG DRY CLEANING სპეციალისტები ყოველი 6 თვის შემდეგ გადიან სტაჟირებას და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და იციან ყველაფერი თანამედროვე სარეცხი საშუალებების და ქიმწმენდის ტექნოლოგიების შესახებ. ამიტომაც, ჩვენ ვიღებთ ნებისმიერი სირთულის შეკვეთებს და ვასრულებთ სამუშაოს უმაღლეს დონეზე.