Telavi Tourism Info

  • Home
  • Telavi Tourism Info

Telavi Tourism Info თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრ?

29/12/2023

3️⃣0️⃣ დეკემბერს, თელავში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

📌 ღონისძიების ადგილი: ბატონის ციხის მიმდებარედ

🕑 საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00

☃️🎉 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი და საახალწლო ტკბილეული.

☃️🎉 14:00–19:00 - ელფების სახელოსნო: საახალწლო ფიგურების დამზადება.

☃️🍭🍬 14:00–19:00 საბავშვო გასართობი სივრცე: თამაშები ყველა ასაკის ბავშვისთვის, თოვლის პაპა და საჩუქრები.

🧙‍♂️🎭 14:00-18:00 - მუსიკალური კარნავალი, თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირებით.

🎅 14:00-18:00 - თოვლის პაპას ფოსტა: საახალწლო ღია ბარათების გაგზავნა საქართველოში და საზღვარგარეთ.

🎬 14:00-18:00 - ღია კინოთეატრი: საახალწლო ფილმების ჩვენება.

🎉🎉 18:00–20:00 - კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით: ნინი ქარსელაძე, რუსა მორჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე; ჯგუფები „სახე“ და „ქუჩის ბიჭები“.
ღონისძიების წამყვანი - ეკო ფანგანი.

🎆 20:00 - საზეიმო ფოიერვერკი.

🎉 ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში.
#ახალიწლისდღეები2024

07/12/2023

💥💥💥 23 დეკემბერს, 19:00 საათიდან, თელავის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვისხისა და საახალწლო ილუმინაციების ანთების ცერემონიალზე გიწვევთ!

ღონისძიების პროგრამა:

💥🥳 საახალწლო შოუ ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით;

💥🥳 ნაძვისხის ანთების ცერემონიალი;

💥🥳 სიურპრიზი, რომელიც ყველა პატარას გაახარებს.

💥🥳 ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა, ერთად გავანათოთ ჩვენი ქალაქი!

06/11/2023

🎉 7 ნოემბერს, გელით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ერეკლე მეფის იუბილე სატახტო ქალაქში!

🎉 ღონისძიებების პროგრამა:

▶️ 09:00-11:00- წირვა სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში;

▶️ 11:00-12:00- მეფის სასახლის საელჩო დარბაზში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების მიღება, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მისალმება და საქართველოს ჰიმნი თელავის ქალთა კამერული გუნდის შესრულებით;

▶️ 12:30- 13:00 - სამეფო ოჯახის მიერ მეფე ერეკლე მეორეს სახელობის ორდენით დაჯილდოვების ცერემონიალი;

▶️ 13:00- 17:00 - სადღესასწაულო გამოფენები ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე:
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მიერ ორგანიზებული პავილიონები ;
ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა ;
ადგილობრივი კომპანიების, მცირე მეწარმეთა პროდუქტისა და ნაკეთობების პავილიონები;
გერმანელ სტუმართა პავილიონი ბიბერახიდან ;
საბავშვო კუთხე და გასართობი ატრაქციონები;
ტურისტული და საინფორმაციო პავილიონები პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟის“, „დინა თრეველისა“ და „ონკოლაინ-ჯორჯიას“ მონაწილეობით.

▶️ 13:00-15:00 - კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების, სამუსიკო სკოლებისა და სტუდიების მონაწილეობით;

▶️ 12:00 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ღონისძიებები თელავის ისტორიულ მუზეუმში.

სასახლე მემორიალის საელჩო დარბაზში გაიმართება სოსო ბიჭიკაშვილის საავტორო წიგნის - ,, ერეკლე II „ პრეზენტაცია.

ასევე, სასახლე მემორიალის საელჩო დარბაზში , ქართული ჭიდაობის საერთაშორისო აკადემია , ქართული ჭიდაობის საერთაშორისო დონეზე აყვანასთან დაკავშირებით ჩამოიტანს პრიზს ,,ოქროს საწმისი“ , რომელიც დროებით გამოიფინება სასახლე - მემორიალის საგამოფენო სივრცეში. ამავე ღონისძიების ფარგლებში ბატონის ციხის ეზოში მოეწყობა ქართული ჭიდაობა.

თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნება იარაღის გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მუზეუმის ფონდსაცავში დაცული იარაღი. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე.

მუზეუმში წარმოდგენილი იქნება მხატვარ - დიზაინერის ნინო მრელაშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით, " ისტორიული ფეხსაცმლის მოდელები გასული საუკუნიდან". კოლექცია არის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდიბის სამინისტროს კონკურსის "მუსიკალური ინსტრუმენტების,ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსასუარები) ოსტატთა ხელშეწყობა"-ის გამარჯვებული პროექტი. კოლექცია მოიცავს ისტორიული ფეხსაცმლისა და ხელთათმანის იდენტურ მოდელებს .

▶️ 15:00 – 15:30 - თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ მომზადებული მეფე ერეკლესადმი მიძღვნილი სანახაობა „პატარა კახი“ (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი) - თეატრის ფოიე;

▶️ 17:00 -19:00 - გალა- კონცერტი ანსამბლ „ალილოს,, და ჯგუფ „მიქსტურას“ მონაწილეობით.

📢 ასევე, მეფის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაგეგმილია მცხეთაშიც.

▶️ 07:00 სთ - თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან გასვლა მცხეთაში მეფე ერეკლე მეორეს საფლავზე ;

▶️ 09:00- 10:00 - სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მცხეთაში;

02/11/2023

🎉 ყოველწლიური ფესტივალი „ჭაჭა“ – 2023

▶️ 4 ნოემბერი, თელავი, ერეკლე მეფის მოედანი
▶️ ღონისძიების დასაწყისი - 12:00 სთ

🎉 მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განსაკუთრებული თანადგომით, ერთადერთი რეგიონული ყოველწლიური ფესტივალი საქართველოში „ჭაჭა“ გაიმართება.

↪️ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპლიტეტის ფერმერები, გლეხები და მცირე მარნები, რომლებიც ჭაჭას აწარმოებენ.

✔️12:00 სთ - მუსიკალურ-თეატრალური კოსტიუმირებული მსვლელობა.

✔️ 12:00 – 18:00 სთ - კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მცირე მარნების, ფერმერების, გლეხების და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა.
კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი კუთხეების წარდგენა.
კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე და ტრადიციული კერძების გამოფენა.
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

✔️ 12:15-12:30 სთ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ - საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია.

✔️16:00 სთ - დაჯიდლოების ცერემონია: 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების გადაცემა.

✔️ 16:20 სთ - 2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტის დაჯილდოება, რომელსაც ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან გადაეცემა მის ტერიტორიაზე არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ფულადი ჯილდო.

✔️ 16:30-18-00 სთ - დასკვნითი კონცერტი: ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ სპექტაკლები „გაყრა“ და „შეყრა“.

ფესტივალის ორგანიზატორები:
- საქართველოს კულტურის პალატა
- ტურიზმის განვითარების ასოციაცია
- კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
- თელავის მუნიციპალიტეტის მერია

ფესტივალის მხარდამჭერები:
- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“
- საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო
- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

↪️ ღონისძიებას ტრადიციულად წარუძღვება საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეტარის მსახიობი ვანო იანტბელიძე.

06/10/2023

🎉მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7 ოქტომბერს, 14:00 საათიდან, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გელოდებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები.

↪️ ღონისძიების პროგრამა:

🎉 14:00–18:30 მეღვინეების კუთხე, ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

🎉 15:00–17:00 „ქართული ღვინის ისტორია და მნიშვნელობა“ - საუბრები ღვინოზე ქართველ მეღვინეებთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად.

🎉 14:00–18:30 კვების სივრცე: მწვადი, ყველი, თაფლი, ჩურჩხელა, ადგილობრივი მზარეულების ტრადიციული კერძები.

🎉 14:00-18:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, თათარას მომზადება.

🎉 14:30-18:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და სახალისო გაკვეთილები: ღვინისთვის განკუთვნილი თიხის ჭურჭლის მოხატვა.

🎉 14:00-18:30 საგამოფენო სივრცე - “ყურძნის ჯიშები საქართველოში”.

🎵 15:00-16:00 “თეატრალური კვარტეტი“.

🎵 16:15-17:15 მუსიკალური გაფორმება: მომღერალი ანა უზნაძე.

🎵 18:30-20:00 გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: „ბასიანი“, „შვიდკაცა“, მიშო ჯავახიშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, „სუხიშვილები“, ნუკრი კაპანაძე, დათო შანიძე, კოტიკო ყიფიანი, „თეატრალურის კვარტეტი“, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი.

🎉 შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.

#ღვინისდღეები2023
#ჩვენიდღეები

06/10/2023
იყალთო - Vl   საუკუნის  ძეგლი. მდებარეობს თელავის ჩრდილოეთით , 7-8 კმ-ზე
15/08/2023

იყალთო - Vl საუკუნის ძეგლი. მდებარეობს თელავის ჩრდილოეთით , 7-8 კმ-ზე

ძველი შუამთა მდებარეობს თელავიდან 7 -კმ -ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის V საუკუნის ბაზილიკა.
15/08/2023

ძველი შუამთა მდებარეობს თელავიდან 7 -კმ -ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის V საუკუნის ბაზილიკა.

12/01/2023
12/01/2023

🧡💙

09/01/2023
29/11/2022

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში.
სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე

11/11/2022

15 ნოემბერს, 19.00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილი იქნება ლაშა თაბუკაშვილის "ათვინიერებენ მიმინოს". რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი.

07/11/2022

გილოცავთ ერეკლეობას!

07/11/2022

7 ნოემბერს, თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნება.

მობრძანდით, დაათვალიერეთ ისტორიულ-შემეცნებითი კუთხეები;

დააგემოვნეთ ღვინო და შეფ მზარეულების მიერ მომზადებული კერძები.

ბავშვებს ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი აქტივობა დახვდებათ.

ისიამოვნეთ ქართული მრავალხმიანი სიმღერით, ტრადიციული თამაშობებით და დაესწარით საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ წარმოდგენას.

საღამოს, სახალხო დღესასწაულს კონცერტი დაასრულებს.

პარალელურად, დღის განმავლობაში, თელავში, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება.

22/09/2022

25 სექტემბერი, 19:00 საათი

ინსტრუმენტული კონცერტების საღამო

ტიმოთი ჩოი

შთამბეჭდავი და ნატიფად ნიუანსირებული ინტერპრეტაციები, საუცხოო ჟღერადობა და ძლიერი სასცენო მომხიბლაობა - ასე ახასიათებენ საერთაშორისოდ აღიარებულ მევიოლინე ტიმოთი ჩოის მუსიკის კრიტიკოსები.

ტიმოთი ჩოის მიერ მოპოვებულ ბოლოდროინდელ ჯილდოებს შორისაა მეორე პრიზი დედოფალი ელისაბედის კონკურსში 2019 წელს ბელგიაში, პირველი პრიზი იოზეფ იოაჰიმის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსში 2018 წელს გერმანიაში და პირველი პრიზი შადის სიმებიან საკრავთა კონკურსში 2018 წელს აშშ-ში.

ალექსეი შადრინი

უკრაინელი ჩელისტი, ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2022 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.

მიკოლა ლისენკოს სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველი პრიზის მფლობელი, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „პრაღის გაზაფხული“, დავიდ პოპერის მე-3 საერთაშორისო ფესტივალის (უნგრეთი) და მინსკის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.

საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი

ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ჩვენი მხარდამჭერები: STEINWAY&SONS; თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“; ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი; თელავის დრამატული თეატრი; თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯი; თელავის მერია; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; ჟურნალი „კულტურა პლუსი“; რადიო 1; რადიო „ფორტუნა“; საინფორმაციო სააგენტო GHN; AT.ge; სასტუმრო „თელა“; სასტუმრო „ალაზნის ველი“.

ბილეთები იყიდება:
https://biletebi.ge/telavi-international-music-festival/2509-instrumentuli-kontsertebis-saghamo-2509-evening-of-violin-and-cello-concerts?

For English, click ‘See More’

25 September, 7 p.m.

Timothy Chooi

Powerful and finely nuanced interpretations, sumptuous sonorities, and a compelling stage presence are just a few of the hallmarks of internationally acclaimed violinist Timothy Chooi.

Recent honors of Timothy Chooi include Second Prize, Belgium’s world-renowned 2019 Queen Elisabeth Competition, First Prize, the 2018 Joseph Joachim International Violin Competition in Germany, and the First Prize, the 2018 Schadt Violin Competition in the USA.

Aleksey Shadrin

The laureate of the 2022 Queen Elisabeth International Competition in Brussels.

Aleksey Shadrin won the first prize of the 4th M. Lysenko International Music Competition. He is a laureate of the Prague Spring competition, the 3rd David Popper International Competition in Hungary, and the International Competition in Minsk.

The Festival Orchestra, Conductor - Ariel Zuckermann

The Festival is conducted under the auspices of Classical Music Center and Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia.

Our supporters: STEINWAY&SONS; Tbilisi State Chamber Orchestra Georgian Sinfonietta; Evgeni Mikeladze Georgian National Philharmonic Orchestra; Tbilisi State Opera and Ballet Theatre; Telavi State Drama Theatre; Telavi Niko Sulkhanishvili Music College; Telavi Mayor’s Office; Georgian Public Broadcaster First Channel; Magazine Kultura Plus; Radio 1; Radio Fortuna; Information agency GHN; AT.ge; Tela Hotel; Alazani Valley Hotel.

Tickets:
https://biletebi.ge/telavi-international-music-festival/2509-instrumentuli-kontsertebis-saghamo-2509-evening-of-violin-and-cello-concerts?

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

18/07/2022

ხვალ 19 ივლისია, ერთი წლის წინ წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ მუზეუმი მსოფლიო საგვარეულო სასახლეების რუკაზე დაჯდა. ჩვენ ვიყავით პირველი ქართული მუზეუმი, რომელიც ევროპასა და ინდოეთს შორის ამ რუკაზე მოინიშნა.

http://www.palaceday.com/

ხვალ მუზეუმში სტუმრობა უფასოა, გვეწვიეთ და პირადად გაეცანით ამ ადგილის ისტორიას. გაიგეთ, როგორ აღმოჩნდა წინანდალი რომანოვების საუფლისწულო მამულის ხელში და რა გზა გამოიარა დღემდე მოსასვლელად?
#მოდიმუზეუმში
19th July, Tsinandali Museum celebrates adding on the world palace map for the second year. admissions will be free on 19th of July for everyone.
Come to take a photo and tag us tomorrow. Lets make this special for each other!

17/07/2022

22 ჰა ტერიტორიაზე, რომლის ათვისებაც 10 წლის განმავლობაში მოხდება, უკვე არის 3 კოტეჯი

10/07/2022
თელავი❤️
25/06/2022

თელავი❤️

17/06/2022

22 ივნისს, 14:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, გაიხსნება თვითნასწავლი ხელოვანის - ნაირა აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა .
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ალმასის მოზაიკით, თევზის ფხით და მირინოსის მატყლით შექმნილი ნამუშევრები.

გთხოვთ მობრძანდეთ!

25/05/2022

📢 26 მაისის აღსანიშნავად, თელავში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება:

✔️ მუსიკალური და თეატრალური
წარმოდგენები;
✔️ისტორიული გამოფენები;
✔️ქართული-ხალხური ტრადიციების
კუთხეები;
✔️სპორტული აქტივობები;
✔️კონკურსები;
✔️საბავშვო სპექტაკლები და შოუები;
✔️17 საათსა და 10 წუთზე, დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის საზეიმო აღნიშვნა;

11:00 საათზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის შემკობა;

თელავის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიებები 11:00 საათიდან ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვით, ანიმატორების შოუთი და სხვადასხვა საბავშვო აქტივობებით გაიხსნება.

13:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება ბავშვთა მუსიკალური სტუდიების კონცერტი.

14:00-დან 15:00 საათამდე სცენა დაეთმობა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტს.

14:00 საათზე თელავის მე-4 საჯარო სკოლის დარბაზში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?,, ფინალური თამაში ჩატარდება, გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თელავის მუნიციპალიტეტის მერის თასი.

საღამოს 18:00 საათზე კი ღონისძიებებს ანსამბლ ,,თეატრალური კვარტეტის,, და ჯგუფ ,,გუფი ლენდის,, მონაწილეობით დასკვნითი კონცერტი დაასრულებს.

ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა!
გილოცავთ 26 მაისს!
ეს დღე ჩვენია
#ევროპისკენ

20/05/2022

200 წლის წინ, გერმანელების 50-მდე ოჯახი საცოხვრებლად ჩამოვიდა საქართველოში... ისინი ლუთერანული ეკლესიისაგან განდგო.....

17/05/2022

✔ ხვალ, 18 მაისს, ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თელავში 12:00 საათიდან დაიწყება.

🔵12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრის მიმართულებით, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეების, თელავის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების
მსვლელობა მოეწყობა.

🔵13:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში თელავის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

✔ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაფუძნდა. 2016 წლიდან, ყოველი წლის 18 მაისს, საქართველოს ყველა ქალაქში, მათ შორის თელავშიც იმართება კულტურული ღონისძიება - ,,საქართველოს ეროვნული სამოსის დღე,,.

Address


Telephone

+995350275317

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Telavi Tourism Info posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Telavi Tourism Info:

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Alerts
  • Contact The Business
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share