Geo Tourguide- Nataly Andronikashvili

  • Home
  • Geo Tourguide- Nataly Andronikashvili

Geo Tourguide- Nataly Andronikashvili Travel to Georgia, Caucasus

11/04/2024
GTG Tour при поддержке NGO Туристическая Гильдия Грузии - объявляет:с 5.02.2024 годаНабор слушателей на базовый русскояз...
14/01/2024

GTG Tour при поддержке NGO Туристическая Гильдия Грузии - объявляет:
с 5.02.2024 года
Набор слушателей на базовый русскоязычный Курс Гида – Экскурсовода общего профиля.
Тренинг продлится 6 недель
Занятия ежедневные, по 3 часа в день.
Один из выходных дней- практика.
Что предлагаем Мы -
Вы изучите :
История профессии , навыки и обязанности гида- экскурсовода.
История Сакартвело
География и региональные маршруты.
Виноградарство и виноделие как неотъемлемая часть культуры и истории страны.
Храмовая архитектура и паломнические туры
Составление и расчет туров.
Оказание первой не медицинской помощи. საქართველოს სამარიტელთა კავშირი (SSK, Georgia) выдается сертификат международного образца.
Как всегда , будут и бонусные лекции по разной тематике.
Что мы ждем от ВАС :
Желание обучиться новой профессии
Владение Грузинским , Русским ( или другим иностранным языком)
Наличие гражданства Грузии , ВНЖ , (ПМЖ)
Регулярное посещение лекций (допускается всего 1 пропуск по каждой теме)
По окончании курса сдаются два экзамена- письменный (тесты + составление и подсчет тура) и устный ( проводите экскурсию самостоятельно ) - Выдается сертификат на грузинском и английском языках.
Все наши менторы являются не просто профессионалами в преподаваемых дисциплинах но и активными гидами. Более 80% наших выпускников стали успешными и востребованными профессионалами.
стоимость курса : 800 лари. Оплата на банковский счет.
по всем вопросам обращаться 577-789-787

GTG Tour არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ტურისტული გილდიის მხარდაჭერით აცხადებს:მსმენელთა მიღებას გიდი-ეკსკურსია...
14/01/2024

GTG Tour არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ტურისტული გილდიის მხარდაჭერით აცხადებს:
მსმენელთა მიღებას გიდი-ეკსკურსიამძღოლის საბაზისო კურსზე 5.02. 2024-დან.
ტრენინგი გაგრძელდება 6 კვირა.
ლექციები ჩატარდება ყოველ სამუშაო დღეს 3 საათის განმავლობაში.
დასვენების დღეებიდან 4 დღე დაეთმობა პრაქტიკას.
რას გთავაზობთ ჩვენ :-
თქვენ შეისწავლით:
გიდის პროფესიის ისტორია, უნარ-ჩვევები და მოვალეობები.
საქართველოს ისტორია
გეოგრაფია და რეგიონალური მიმართულებები
მევენახეობა-მეღვინეობა, როგორც ქვეყნის კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილი.
სატაძრო არქიტექტურა და მომლოცველთა ტურები;
ტურის მომზადება და გაანგარიშება.
პირველადი არასამედიცინო დახმარების გაწევა. საქართველოს (SSK, Georgia- სამარიტელთა კავშირი)-გაიცემა ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატი.
როგორც ყოველთვის, იქნება ბონუს ლექციები სხვადასხვა თემაზე.
რას ველით თქვენგან:
ახალი პროფესიის სწავლის სურვილი,
ქართული და ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა,
საქართველოს მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა, (მუდმივი ბინადრობის ნებართვა)

ლექციებზე რეგულარული დასწრება (დაშვებულია მხოლოდ 1 გაცდენა თითო თემაზე)

კურსის ბოლოს ტარდება ორი გამოცდა - წერილობითი (ტესტები + ტურის მომზადება და დათვლა) და ზეპირი (თავად ატარებთ ექსკურსიას). გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

ყველა ჩვენი მენტორი არის არა მხოლოდ პროფესიონალი იმ დისციპლინებში, რომლებსაც ასწავლიან, არამედ აქტიური გიდიც. ჩვენი კურსდამთავრებულების 80%-ზე მეტი წარმატებული და მოთხოვნადი პროფესიონალია.
კურსის ღირებულება: 800 ლარი.

თანხის გადახდა მხოლოდ საბანკო ანგარიშზე.
საკონტაქტო ნომერი 577789787

GTG Tour при поддержке NGO Туристическая Гильдия Грузии - объявляет:
с 5.02.2024 года
Набор слушателей на базовый русскоязычный Курс Гида – Экскурсовода общего профиля.
Тренинг продлится 6 недель
Занятия ежедневные, по 3 часа в день.
Один из выходных дней- практика.
Что предлагаем Мы -
Вы изучите :
История профессии , навыки и обязанности гида- экскурсовода.
История Сакартвело
География и региональные маршруты.
Виноградарство и виноделие как неотъемлемая часть культуры и истории страны.
Храмовая архитектура и паломнические туры
Составление и расчет туров.
Оказание первой не медицинской помощи. საქართველოს სამარიტელთა კავშირი (SSK, Georgia) выдается сертификат международного образца.
Как всегда , будут и бонусные лекции по разной тематике.

Что мы ждем от ВАС :
Желание обучиться новой профессии
Владение Грузинским , Русским ( или другим иностранным языком)
Наличие гражданства Грузии , ВНЖ , (ПМЖ)
Регулярное посещение лекций (допускается всего 1 пропуск по каждой теме)

По окончании курса сдаются два экзамена- письменный (тесты + составление и подсчет тура) и устный ( проводите экскурсию самостоятельно ) - Выдается сертификат на грузинском и английском языках.

Все наши менторы являются не просто профессионалами в преподаваемых дисциплинах но и активными гидами. Более 80% наших выпускников стали успешными и востребованными профессионалами.
стоимость курса : 800 лари. Оплата на банковский счет.
по всем вопросам обращаться 577-789-787 Меньше

16/12/2023

ვინ იყიდა ქრისტეს საფლავი?!

ისტორიული წყაროების მიხედვით, ბოლოს ვინც გამოისყიდა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იერუსალიმში, გახლდათ ლევან კახთა მეფე. მეფე ლევანმა იყიდა დანგრეული ტაძარი და აღადგინა, რომელიც დაწვეს 1808 წელს. ასე რომ ბოლო შემსყიდველიც მეფე ლევანია.

16/12/2023

მაშინ როდესაც საქართველო არნახულ უბედურებაში იყო, (ყოველგვარი პათეტიკის გარეშე) აი ამ კაცმა, რომელიც ფრესკაზე მარცხნივაა გამოსახული, ვახტანგ მეექვსეს რუმინეთიდან გამოუგზავნა სტამბა, რათა ჩვენი მომავალი აგვეგო განათლებასა და წიგნიერებაზე. და აი 1709 წელს საქართველოში პირველი წიგნიც დაისტამბა. Ანთიმოზ ივერიელი, ვლახეთის მიტროპოლიტი, რუმინეთის განმანათლებელი. Ფრესკაც რუმინეთშია, კოზიას მონატერში.

16/12/2023
06/07/2023
22/06/2023

იტალიური გამოცემა Wine News საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს.

22/06/2023

ფარშევანგი წარმოადგენს ქრისტეს ფერიცვალების, აღდგომის, უკვდავებისა და ყოვლისმხედველობის სიმბოლოს.

წინარეხის მაღალაანთ ეკლესიის ფარშევნაგი, კასპი, შიდა ქართლი. უფრო ვრცლად იხილეთ კომენტარი

22/06/2023

საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის

08/06/2023

საქართველოში რუსთა მეოხებით პირველი ბორდელი მაშინ გაიხსნა, როდესაც რუსეთის იმპერიის პირველი სამხედრო შენაერთები ჩამოვიდნენ თბილისში 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის გათვალისწინებით.

ამ ორ რუსულ ბატალიონს თან ჩამოჰყვნენ რუსეთის მეძავები, ამ მოვლენით კი სათავე დაედო "ქეიფისა და დროსტარების" პოპულარიზაციის გზით, ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლის ჟინის ჩახშობის მცდელობას რუსეთის მიერ.

მანამდე, მსგავსი მცდელობა არა ერთ დამპყრობელს ჰქონია, რადგან ეს საზოგადოების დამონების კარგადნაცადი, ეფექტური სტრატეგიაა. რუსეთმაც, - ჩვეულებრივმა იმპერიალისტურმა სახელმწიფომ, იგივე, მაცდური, ეშმაკური და მათრობელა იარაღის გამოყენება გადაწყვიტა ქართველი ხალხის გასაბრუებლად, რათა შემდეგ დაექსაქსა, გაეძარცვა და გაერუსებინა ისიცბდა მისი კულტურა და ისტორიაც.

საქართველოში დუქნების, საროსკიპოების და რესტორნების რაოდენობა რუსეთის იმპერიის და შემდეგ, სსრკ-ს პერიოდში უზარმაზარი რიცხვით გაიზარდა.

მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან, მივიღეთ ის სურათი, რომ მეიდანსა და სოლოლაკში მდებარე, სომეხ ვაჭართა მფლობელობაში არსებული სიძვის სახლები გაივსო მოტაცებული, ან თავად-აზნაურების მიერ ნამუსახდილი გლეხი გოგონებით. საქართველოში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ მეძავების უცხო ქვეყნიდან ჩამოყვანაც კი აღარ იყო საჭირო.

ქვეყანაში გაუპატიურებებისა და ქალზე ძალადობის რიცხვმა მკვეთრად იმატა, რადგან დროებითი მშვიდობიანობის პერიოდში, აგრეთვე, გლეხების გათავისუფლების შემდეგ გაღატაკებული და უსაქმოდ დარჩენილი თავად-აზნაურობის გამოისობით, დამკვიდრდა უკონტროლო ღრეობისა და "ღვინოში თავით გადაშვების ტრადიცია", რის შემდეგაც, თავზე კონტროლდაკარგული მამაკაცები ათას სისაძაგლეს სჩადიოდნენ.

თავდაპირველად, იმპერატორის მეფისნაცვალ გრაფ ვორონცოვის გეგმის თანახმად, საქართველოს ქალაქებში თეატრებისა და ოპერის მშენებლობა დაიწყეს, რასაც მისი აზრით, ქართველი კაცის ყურადღება უნდა მოედუნებინა და გადაეტანა თავისუფლების იდეიდან - გასართობ საშუალებებზე.

გეგმამ არ გაამართლა, რადგან ქართველთა შემართება, ბრძოლის ჟინი და თავისუფლების წყურვული ოპერისა და თეატრის დახმარებით, კიდევ უფრო გამძაფრდა. ქართველი სტუდენტები აღფრთოვანებულნი იყვნენ იტალიელთა ბრძოლით თავისუფლებისათვის, რომლებიც ბრძოლის ველზე პირდაპირ ოპერიდან მიემართებოდნენ. ნელ-ნელა თბილისის ოპერის თეატრში თავისუფლებისაკენ მოწოდების შეძახილები გაისმა. ამის გამო, 1874 წელს თბილისის ოპერის შენობა "დაიწვა".

როგორც თქმულა, კაცის გულისკენ გზა კუჭზე გადისო, და რუსებმაც მოგვცეს ბევრი პური, ბევრი ღვინო, მაგრამ წაგვართვეს თავისუფლება.

დაიწყო ქართული ღვინის ფალსიფიკაცია და ღვინის სმის, ასევე, სუფრის ტრადიციის მოშლა-დამახინჯება, რადგან მათ სჭირდებოდათ ღვინო, არა როგორც ღვთიური სასმელი, როგორც ეს იყო ძველ ქართველებში, ბერძნებში, თუ რომაელებში, არამედ, როგორც - დამთრობი სპირტიანი სითხე, რისი მიღების შემდეგაც ადამიანს ავიწყდება თავი, მისამართი, პატიოსნება და რაც მთავარია, - ღირსება!

მთვრალ კაცს კი ყველაზე მეტად რა უნდება? დიახ, თქვენ მართალი ხართ, - ჩხუბი და სიყვარულით დაკავება.

აქ კი მოვიშველიებ სალადინის (1137-1193) სიტყვებს, - "თუ გსურს ერის განადგურება ბრძოლის გარეშე, სიშიშვლე უნდა გაავრცელო მასში."

და რუსებმაც მშვენივრად აუღეს ალღო ამ სტრატეგიას თავიანთი მაცდური პეიტოს მსგავსი ქალების დახმარებით. მათ არა მხოლოდ მიგვაჯაჭვეს რუსეთს თავიანთი ნატაშების მეშვეობით, არამედ გაგვრყვნეს და უკულტუროებადაც კი გვაქციეს, აი რატომ:

საბჭოთა კავშირში საქართველო სექს-ტურიზმის მთავარი მიმართულება გახლდათ. სლავი ქალები აქით მოიჩქაროდნენ ქართველი "მუჟიკების" დასაპატრონებლად. ვიღაცისთვის ეს დღესაც საამაყოა, მაგრამ რეალურად აი, რა ხდება:

ქართველი "ვაჟკაცების" დიდი ნაწილი ისევ რუს "ნაშებს" მისტირის და გააზრებულად, თუ გაუაზრებლად მიგვათრევს უკან, რუსეთში. ამ დროს კი, არც ერთი ქერა რუსი, ქართველი ქალის ფრჩხილის სილამაზედაც კი არ ღირს. საქმე კი უბრალოდ ისაა, რომ რუსი ნაშა ყოველთვის მარტივი "საშოვნელია", ქართველი ქალის გულის მოგება კი არასოდეს ყოფილა მარტივი საქმე, და მინიმუმ რაღაცას უნდა წარმოადგენდე, რომ ზედ შემოგხედოს.

ეს ცუდი სულაც არ არის, - ქალის მიერ დაწესებული მაღალი სტანდარტი მამაკაცს მოტივაციას აძლევს, რომ უკეთესი გახდეს, პიროვნულად გაიზარდოს, გაძლიერდეს, ჭკუა მოიმატოს და ქალს თავი მოაწონოს.

"ბაზარზე" უფრო "იაფი" და მარტივად საშოვნელი "ტავარის" შემოსვლის შემდეგ კი, ბევრ მამაკაცს ნებისყოფა არ ჰყოფნის და რთულად მოსანადირებელი ქართველი ქალის გულის ნაცვლად, რუს "ნაშებს" მისდევს, რომლებსაც დაბალი სტანდარტები და ნაკლები მოთხოვნილებები აქვთ. ამის გამოა, რუსი კაცი უფრო ჯაბანი, და თუ სლავი ქალებისკენ მიდრეკილების ტენდენცია გაგრძელდა, ქართველი კაციც იმ რუსს დაემსგავსება, რომლებსაც გაურბიან თავად რუსი ქალები.

ეს კი, არა მხოლოდ ქართველი მამაკაცის საერთო სურათს ამახინჯებს, არამედ ქართველი ქალის დიდებულებასა და სილამაზესაც აყენებს საფრთხის ქვეშ.

რადგან რუსი ქალისთვის მამაკაცის შერჩევის სტანდარტები ბევრად დაბალია, ვიდრე ქართველი ქალისა, - ის ქართველი მამაკაცები, რომლებსაც სუსტი ნებისყოფა აქვთ და მარტივად ემონებიან საკუთარ ცხოველურ სურვილებს, უშინდებიან ჩვენებურთა მაღალ მოთხოვნებს და უცუცქდებიან რუს ქალებს და ვინაიდან, ქალისთვის თავის მოწონება აღარ სჭირდებათ, აღარც განვითარებაზე, უკეთესად გახდომაზე ფიქრობენ, აღარც ფორმასა და გონებრივ აღზრდაზე ზრუნავენ. ზულუქდებიან და ეძლევიან სმა-ჭამასა და დროსტარებას.

მათ ფონზე კი ქართველი ქალის ზოგადი სურათიც კნინდება, რადგან მაღალი კონკურენციის პირობებში, მასაც უწევს სტანდარტების ქვემოთ დაწევა, რათა პარტნიორის გარეშე, გაუთხოვარი არ დარჩეს და ამ დაწეული სტანდარტების გამო ხშირად იძულებულია გაჰყვეს მურთხს, ნაგავს, არარაობა მამაკაცს, რომელიც მასაც შებღალავს და მათს მომავალ თაობასაც! ზოგი ქალი კი საერთოდ გათხოვებაზე გულს იცრუებს, ან უცხოელს მიჰყვება ცოლად და ეს მაშინ, როცა ერის გენოფონდი სულ უფრო და უფრო მცირდება.

საბოლოოდ, ვიღებთ ქართული ოჯახის ასეთ სურათს: ხინკლითა და წყალწყალა ღვინით ღიპ-გასიებულ ღორმუცელა მამაკაცს, რომელსაც ოფლისა და ალკოჰოლის მჭახე სუნი დაჰკრავს, მასთან მიცუცქნულ ქერათმიან, გოჭივით დაზაგრულ რუს ტანიას, რომელიც აღტაცებული უკრავს ტაშს რესტორნის "ქართული ცეკვების ბიჭუნათა ანსამბლს"; ამ კაცის ცოლს, რომელიც სახლში დიასახლისობს, საჭმელს ამზადებს, რეცხავს, აუთოვებს, ბავშვებს ზრდის და საკუთარ ბედს წყევლის, გაჭირვების ჟამს კი ძიძად ან მცხობელადაც მუშაობს და ოჯახში მთავარი შემომტანიც ის არის. მათი შვილები კი... ასეთი მამების შემხედვარე ზოგი ჰომოსექსუალი გახდება, ზოგი გაიქცევა, ოჯახს განერიდება და დამოუკიდებლად ცხოვრებას განაგრძობს, ზოგი კი ისევ მამის კვალს გაჰყვება...

მხოლოდ თავისუფლებაში გაზრდილ ბავშვებს ძალუძთ ძლიერი, წმინდა და პატიოსანი საზოგადეობის შექმნა. სუსტი ნებისყოფისანი ყოველთვის მარტივად მოექცევიან ცდუნებებისა და მარტივი საკბილოების გავლენის ქვეშ, ისინი ვერ შესძლებენ განვითარებას და მურთხებად იქცევიან. მურთხი კი საზოგადოების ჩირქია, რომელიც მოკვეთას საჭიროებს, რათა მთელი ცოცხალი ორგანიზმი არ დააინფიციროს. თუმცა პირველ რიგში, ის ტალახი უნდა ჩამოვიბანოთ, რომელიც ამ ჩირქს წარმოშობს, ეს კი არის ის ბინძური და მანკიერი ზნე-ჩვეულებები, რომლებიც ბოლო ორი საუკუნის მანძილზე დამკვიდრდა ჩვენს მენტალიტეტში.

(აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი, რომ გარკვეულწილად ბორდელი, როგორც დაწესებულება საჭიროა, რათა იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ ჰყავთ არც ცოლი და არც პარტნიორი, ბუნევრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეძლონ და ამისთვის ქალზე ძალადობა არ გამოიყენონ, პრობლემას ვხედავ იმაში, რომ მთელი ქვეყანა იქცა ბორდელად და ერთ დიდ საქეიფო ადგილად)

საბედნიეროდ, საქართველოში ყველა მამაკაცი "კუჭის/პენისის მონა" არ არის. არსებობენ თავისუფლების იდეის დამცველი, რაინდული ბუნებით დაჯილდოვებული ადამიანები და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ვარსებობთ, ქართველები გვქვია, ქართულ ენაზედ ვსაუბრობთ და თავისუფლებაში ცხოვრების შესაძლებლობაც გვაქვს, თუკი მოვინდომებთ.

უდიდესი მადლობა ასეთ ადამიანებს და ვუსურვებდი ქართველ ერს, მეტი ილიასნაირი, ოტია იოსელიანისნაირი, ჯემალ ქარჩხაძისნაირი, გია მურღულიასნაირი და დათო ტურაშვილისნაირი პიროვნება ჰყოლოდეს, რადგან ერის სულიერი და ფიზიკური ძლიერება სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას.

📷"რუსული ბორდელი". XIXს.- ის ფოტო

მადლობელი ვიქნები თუ გააზიარებთ.
პატივისცემით, #ჯორჯო

08/06/2023
03/06/2023

ამბროსი ხელაია დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1896 წელს დაქვრივდა.

მისი მეუღლე კესარია მერჩულე, მშობიარობას გადაყვა, მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია; თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი. ასეთი მზრუნველი მამა იყო და შემდგომ… ასეთივე პატრიარქი.

1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა.

არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინებისთვის. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში „ჭელიშის ოთხთავის“ სახელით ცნობილი. აი, ერთი იმდროინდელი ჩანაწერი: „მამა ამბროსი – სულ წელიწადი არ არის, რაც აქ წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისთვის ეს დროც საკმაო ყოფილა, რომ წრფელი გულით შეეყვარებინა ხალხს. „ღვთის ენა-პირი ასხიაო“, – ამბობდნენ იქაურები. „ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისთანა ქადაგება გაგვიგონიაო“.

1904 წელს არქმიანდრიტი ამბროსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამის გამო, 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს – ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს.

გადის წლები და ყოველი მისი თხოვნა დაბრუნებაზე უპასუხოდ რჩება. ამასობაში საქართველოში ვრცელდება ხმები, რომ ამბროსი ხელაია მატერიალურად კარგად არის უზრუნველყოფილი და უბრალოდ არ უნდა დაბრუნება. ამაზე გულისტკივილით წერს თავის წერილში: „ჩემი ექსორიანი“: „ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს და ვითომ მატერიალურად კარგად მოვეწყვე. ამ წერილის დამწერთ ალბათ ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა, – არ გამოუცდიათ ის სიმწვავე, რასაც განიცდის სამშობლოდან გადახვეწილი, თუ კი გადაგვარების გზაზე არ არის დამდგარი და გული შესტკივა სამშობლოს მდგომარეობაზე“.

1917 წელს წმიდანი საქართველოში ბრუნდება. მას ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხებენ. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

საქართველოს გასაბჭოებიდან რამდენიმე თვეა გასული. ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის გამო იგი აგზავნის დოკუმენტებს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში, თუმცა უშედეგოდ. 1922 წელს აგზავნის მოწოდებას გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე. „ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას“, – ამბობს კათოლიკოსი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვს.

გენუის კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური აღდგენის საშუალებების გამოძებნა. სინამდვილეში, ის მიზნად ისახავდა, დაებრუნებინა ნედლეულით მდიდარი რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე, ასევე, საბჭოთა რუსეთის მთავრობისთვის მოეთხოვა მეფის რუსეთის ვალები. ამიტომ საქართველოს გამო ისინი რუსეთს არ დაუპირისპირდნენ. პატრიარქის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა. სამშობლოში კი გაძლიერდა მისი დევნა.

მალევე, ამბროსი ხელაია დააკავეს, გაასამართლეს და, მისი მხცოვანების გამო, სიკვდილით დასჯის ნაცვლად, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მძიმე პირობებში, სასტიკი იზოლაციით. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამნისტიით კათოლიკოსს სასჯელს უხსნიან.

კათოლიკოსი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.

1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.

წყარო: ამონარიდი გაზეთიდან "საპატრიარქოს უწყებანი" № 12 (166), 2002 წ.

Address


Telephone

+995577789787

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Geo Tourguide- Nataly Andronikashvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Geo Tourguide- Nataly Andronikashvili:

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Alerts
  • Contact The Business
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share