Ninnkitchen

Ninnkitchen Mom�From Georgia�
მარტივი და გემრიელი რეცეპტები����������

გემრიელობები

ჩიზქეიქი🥧დაგჭირდებათ:🥧 200 გ დაქუცმაცებული ორცხობილა🥧100 გ გამდნარი კარაქი🥧 250 გრ კრემ-ყველი🥧1 ჭიქა შაქარი🥧1 ცალი ლიმონ...
01/07/2022

ჩიზქეიქი🥧

დაგჭირდებათ:
🥧 200 გ დაქუცმაცებული ორცხობილა
🥧100 გ გამდნარი კარაქი
🥧 250 გრ კრემ-ყველი
🥧1 ჭიქა შაქარი
🥧1 ცალი ლიმონის ცედრა + რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი
🥧 250 გ ნაღები
🥧1 პაკეტი ვანილი
🥧1 ჭიქა მაღალ პროცენტიანი არაჟანი
🥧 2 კვერცხი
🥧2 ს/კ ფქვილი

მომზადება:

გაახურეთ გაზქურა 180 გრადუსზე.

ჩოპერში დააქუცმაცეთ ორცხობილა, საცხობ ფორმას გვერდებზე წაუსვით კარაქი.
ორცხობილას დაუმატეთ გამდნარი კარაქი და სუფრის კოვზით დაპრესეთ ჩიზქეიქის ფორმაში. შედგით გაზქურაში 7-10 წუთით.

როცა გამზადდება, გააგრილეთ ბოლომდე.

ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული კრემ-ყველი თქვიფეთ მანამ, სანამ შედარებით არ გათხელდება და მიიღებს უფრო კრემოვან ტექსტურას. ჩაამატეთ შაქარი, კარგად აურიეთ. დაუმატეთ არჟანი,ნაღები და კარგად შეურიეთ მასას. შემდეგ დაამატეთ ფქვილი
და ვანილი.დაახეხეთ მთლიანი ლიმონის ცედრა.
ბოლოს 2 კვერცხი.

მას შემდეგ, რაც შიგთავსს დაასხამთ ბაზას (რომელიც მანამდე გვქონდა ბოლომდე გაგრილებული) შევდგამთ გაზქურაში 1 საათით და ვაცხობთ 160°ზე.
გამოცზობის შემდეგ კარგად გააგრილეთ და მაცივარში დატოვეთ რამდენიმე საათი.

თუ უფრო მაღალი გინდათ გამოგივიდეთ უფრო პატარა ფორმაში მოათავაეთ, ან ინგრედიენტების რაოდენობა გაზარდეთ.
აუცილებლად სცადეთ👌




#ჩიზქეიქი
#გემრიელირეცეპტები


🍮პანა კოტას ჩემეული ვარიანტი მინდა გაგიზიაროთ, რომლის მომზადებასაც ყველა შეძლებს. 🍮მეტი გემრელობებისთვის ეწვიეთ 👇https:/...
24/06/2022

🍮პანა კოტას ჩემეული ვარიანტი მინდა გაგიზიაროთ, რომლის მომზადებასაც ყველა შეძლებს. 🍮

მეტი გემრელობებისთვის ეწვიეთ 👇
https://www.instagram.com/reel/CfLYDtyLmu8/?igshid=YmMyMTA2M2Y=

🍮არაჟანი_ 350 გ
🍮შედედებული რძე - 100 გ
🍮ჟელატინი _ 1 ს.კ.
🍮წყალი _ 70 მლ.

ნებისმიერი ხილი გემოვნებით

მომზადება:

70 მლ თბილ წყალში გახსენით ჟელატინი და ურიეთ გალღობამდე. ამასობაში გააცხელეთ არაჟანი და შედედებული რძე,შემდეგ კი წყალში გახსნილი ჯელატინი.
დაბალ ცეცხლზე ურიეთ მანამ, სანამ ერთმანეთში სრულად არ გაიხსნება, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე.
ჩაასხით სასურველ ფორმებში და შედგით მაცივარში. გააჩერეთ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში და მზა დესერტს დალაგეთ ნებისმიერი სახეობის ხილი.
გემრიელად მიირთვით🍮❤️



#პანაკოტა


14/05/2022


მექსიკური კარტოფილი🥔დაგჭირდებათ:🥔1კგ კარტოფილი🥔3 ს-კ ზეთი🥔მექსიკური კარტოფილის საკაზმი(აჯიკაც ძალიან უხდება)🥔ორეგანოკარტ...
27/03/2022

მექსიკური კარტოფილი🥔
დაგჭირდებათ:
🥔1კგ კარტოფილი
🥔3 ს-კ ზეთი
🥔მექსიკური კარტოფილის საკაზმი(აჯიკაც ძალიან უხდება)
🥔ორეგანო

კარტოფილი კარგად გარეცხეთ და დაჭერით მოგრძო ფორმებად. დაამატეთ ცხიმი, სუნელები და კარგად აურიეთ.
დაალაგეთ ფატაზე და გამოაცხვეთ 40-50 წუთი 200°ზე.

სოუსი:
მაიონეზი
არაჟანი
წიწაკა
ნიორი
ორეგანო

გემრიელად მიირთვით💜

#მექსიკურიკარტოფილი #რეცეპტები

 #დილამშვიდობისა #ჯანსაღისაუზმე #გემრიელი
19/02/2022

#დილამშვიდობისა
#ჯანსაღისაუზმე
#გემრიელი


უგემრიელესი პასტა კრევეტებით🍤ინგრედიენტები:500 გრ. სპაგეტი 2-3 ს.კ. ზეთი500 გრ. კრევეტები4 კბილი ნიორი1 ლიმონის წვენი4-5...
16/12/2021

უგემრიელესი პასტა კრევეტებით🍤

ინგრედიენტები:

500 გრ. სპაგეტი

2-3 ს.კ. ზეთი

500 გრ. კრევეტები

4 კბილი ნიორი

1 ლიმონის წვენი

4-5ს.კ. კარაქი

15 გრ. ოხრახუში

½ ჭიქა თეთრი ღვინო

წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

დაასხით ტაფაზე ზეთი და შეწვით კრევეტები, 3 წუთი საკმარისია. გადმოიღეთ კრევეტები და ჩაყარეთ იგივე ტაფაში დაკეპილი ნიორი და წითელი წიწაკა, შემდეგ დაასხით ღვინო და ლიმონის წვენი, გააჩერეთ დაახლოებით 3 წუთი. დაამატეთ კარაქი, ჩაყარეთ მოხარშული პასტა და კრევეტები. კარგად ამოურიეთ და მოაყარეთ დაკეპილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით😍


🍤


❤️

  🧡🍁
05/12/2021


🧡🍁


28/10/2021

Address

Maragwa

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ninnkitchen posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share

Nearby travel agencies