ბორჯომის ცენტრალური - ისტორიული პარკი.Borjomi Central - Historical Park

  • Home
  • ბორჯომის ცენტრალური - ისტორიული პარკი.Borjomi Central - Historical Park

ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის არსებობის ისტორია საუკუნეებს ითვლის, თვით მინერალური წყლის აღმოჩენა და მისი გამოყენება კი პარკის დაარსებამდე მოხდა...
მე17 – 18 საუკუნეებში ამ მხარის გაუკაცრიელების გამო მინერალური წყლები მივიწყებას მიეცა, ხოლო მისი ,, ხელმეორედ“ აღმოჩენა მე -19 საუკუნის დასაწყისში რუსი ჯარისკაცების სახელთანაა დაკავშირებული. 1828 წელს, როცა რუსეთის იმპერიის პოლკოვნიკი პ. პო

პოვი, გორში მდგარ გრენადერთა პოლკს ხელმძღვანელობდა, ჯარისკაცებისაგან გაგონილი ჰქონდა ბორჯომის ხეობაში არსებული მინერალური წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ,სადაც სამკურნალოდ ჩამოსულა.
მოგვიანებით, 1841 წელს, ბორჯომში, მთავარმართებელი ე. გოლოვინი ჩამოდის ავადმყოფ ქალიშვილთან ერთად სამკურნალოდ, მის გამოჯანმრთელების შემდეგ კი, გასცემს განკარგულებას ბორჯომის უკეთ მოსაწყობად, რათა შექმნილიყო მკურნალობისთვის სათანადო პირობები.იმ პერიოდისათვის მთავარ წყაროს დაერქვა გოლოვინის ქალიშვილის ეკატერინეს, ხოლო მეორე წყაროს ევგენი გოლოვინის სახელი.
მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი სრულიად ჩაერთო პარკის მოვლა -პატრონობაში. 1850წელს, გერმანელი ინჟინრის მოლდენგაურის პროექტით, მდინარე ბორჯომულას ხეობაში, იქ სადაც მინერალური წყლის წყაროები და გოგირდის აბანოები იყო,15 ჰა მიწის ფართობზე მშენებლობა დაიწყო, აშენდა შენობა ნაგებობები, მოსასვენებელი ადგილები, საზაფხულო და ზამთრის ბაღები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, დაირგო მსოფლიოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები.
იმ დროისათვის საუკეთესო ინფრასტრუქტურა შეიქმნა. პარკმა თანდათან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის მისაღები იერ-სახე შეიძინა. პარკის ტერიტორიაზე აშენდა, დღეს უკვე ისტორიული, მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა და ამავე დროს, ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტოსადგურიც.
მას შემდეგ პარკმა რამდენჯერმე განიცადა რეკონსტრუქცია, იგი იზრდებოდა და მშვენდებოდა მდინარე ,,ბორჯომულას“ ხეობაში .
მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლული ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის, ფართობი ამჟამად 20 ჰექტარს შეადგენს, პარკში ფუნქციონირებს კაფეები, მცირე კვების ობიექტები, ატრაქციონები, საცურაო აუზი, პარკის ტერიტორიის ბოლოს, ასევე ისტორიული გოგირდოვანი აბანოებია.

Address

9 აპრილის N 50
ბორჯომი
1200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბორჯომის ცენტრალური - ისტორიული პარკი.Borjomi Central - Historical Park posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ბორჯომის ცენტრალური - ისტორიული პარკი.Borjomi Central - Historical Park:

Videos

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Contact The Business
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share