19/11/2014
Around Traveli-ი გთავაზობთ
თბილისი - ნინოწმინდა -დავითგარეჯი
მარშრუტი : თბილისი - ნინოწმინდა -დავითგარეჯი
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლივობა: 1 დღე
მანძილი: 100 კმ
ტურისტების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის
ნინოწმინდა — გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნინოწმინდაში.ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. იგი XVI-XVIII საუკუნეების აგურის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. ქვემო სამ სართულში თითო კამაროვანი ოტახია ისრული სარკმლებით, ნიშებითა და ბუხრებით. მეოთხე სართული საკუთრივ სამრეკლოა — რვაბოძიანი თაღებით გახსნილია ფანჩატური. ფასადები დამუშავებულია აგურის წყობით გამოყვანილი და სიმეტრიულად განლაგებული ისრული თაღებით, რომბებით, ჯვრებით.
დავითგარეჯი -კლდეში ნაკვეთი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარე კახეთში მდებარეობს. გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და 22 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს,
მისამართი :მიცკევიჩის 27 ბ
ტელ : 557 900 880 .597 72 66 82