FOODY tourism

  • Home
  • FOODY tourism

FOODY tourism WELCOME TO GEORGIAN ACTIVITIES
(1)

20/01/2021

გიფიქრიათ თუ არა ხაჭაპურის ტურებზე ?

შესაძლოა კი ან შესაძლოა არა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბანალური ხაჭაპურიც შეიძლება ვაქციოთ თემატურ გასტრო ტურად, რომელიც დაინტეტრესებას გამოიწვევს, როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ტურისტებში. ხაჭაპურის ტური დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გაეცნონ ტრადიციებსა და კულტურას, რაც მთავარია დააგემოვნოთ იმ კონკრეტული ადგილისთვის დამახასიათებელი ხაჭაპური. მაგ: სამეგრელოში-მეგრული, აჭარაში-აჭარული, იმერეთში-იმერული, მესხეთში-მესხური ა.შ. ხაჭაპურს კიდევ ბევრი ვარიაცია გააჩნია. ეს არის უბრალო მაგალითი თუ როგორ შეიძლება გავცდეთ ჩარჩოებს და შევქმნათ საინტერესო პროდუქტი.

20/01/2021

რა უნდა ვიცოდეთ გასტრონომიული ტურიზმის შესახებ

გასტრონომიულ ტურიზმის წარმატების გარანტი საქართველოში ქართული სამზარეულოა. ქართულ სამზარეულოს უფრო საინტერესოს და მომხიბვლელს ხდის თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების, უმეტეს შემთხვევაში რადიკალური განსხვავება. საკვირველია, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, სადაც რეგიონები ერთმანეთთან შესაძლოა საფეხმავლო ბილიკებითაც უკავშირდებოდეს, სადაც ყოველ რამდენიმე მეტრში იცვლება თითოეული მხარის კულტურა, ტრადიციები, წეს–ჩვეულებები, ყოფა–ცხოვრება… გვაძლევდეს ასეთ მრავალფეროვან კულინარიულ არჩევანს.

20/01/2021

არის გასტრონომიული ტურიზმი?
გასტრონომიული ტურიზმი – მოიცავს ყველა იმ აქტივობას, რაც დაკავშირებულია კვებასთან. ეს შიძლება იყოს კულინარიული მასტერკლასები, კულინარიული ტურები ა.შ. ამ მიმართულებით ძირითადად კულინარიის მოყვარული ადამიანები

ვინ შეიძლება იყოს კულინარიული
კულინარიული ტურისტი არის ის ადამიანი, რომლის მამოტივირებელი ფაქტორი ქვეყნის გასაცნობად, არის საკვები და სასმელი. იგი ყოველთვის მიზანმიმართულად ირჩევს ლოკალურ, ადგილობრივ, ავთენტურ საკვებს და არასდროს არ შედის მასობრივ კვების ობიექტებში.

საქართველოში, გასტრონომიული ტურიზმი ნელ-ნელა ვითარდება. ამას კი ხელს უწყობს ადგილობრივი, უნიკალური და განსხვავებული სამზარეულო, მრავალფეროვანი ადგილობრივი ვაზის ჯიშები, რომლისგან დამზადებული ღვინოებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გასტრონომიულ ტურიზმში.

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when FOODY tourism posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share