19/10/2022
გაიცანით კოლუმბიის 🇨🇴 კარიბის ზღვის 🏖 სამხრეთ ნაპირას, ⛰ სიერა ნევადას მკვიდრი - მინიატურული, ნამდვილი, სუფთა და მარტივი ხალხი - კოგი (kogi).. არავინ იცის თავის დაბ. დღე და შესაბამისად ასაკი. 🤗😊 "რა მნიშვნელობა აქვსო". არც კვირის დღეებით იტვირთავენ თავს. 🐮 ძროხები და ხარები ყავთ "მეგობრად" - ძაღლი/კატასავით. არ ართმევენ არც რძეს არც ხორცს. ოჯახს რომელსაც ვეწვიეთ 28 ჩლიქოსანი მეგობარი ყავდა. 😂🤪 აწარმოებენ კაკაოს. სხვადასხვა ნაკეთობებს (სამკაულები, ჩანთები და სხვ.) ძირითადი საქმიანობა ტყის დაცვა და (მდინარე პალომინოს ხეობა) მოვლაა. შემოსული თანხებით სახელმწიფოსგან ყიდულობენ ტყეს და იცავენ გაჩეხვისგან. ❤️ რითაც ჩვენც კი თბილისში ვსარგებლობთ.
👀 დიდად სტუმრები არ უყვართ, რადგან "ცივილიზაცია" საფრთხეს უქმნის მათ კულტურას. მამოს (ტომის ბელადი) ნებართვით რამდენიმე დღე დავრჩით და ცოტა ვეზიარეთ ამ საოცარი ხალხის კულტურას. 🤗 და რა თქმა უნდა არ აქვთ: სამსახურები, კრედიტები, ციხეები, პოლიცია, უფროსები, სტრესი, რეკლამები, ტელევიზია, მოდა, დოლარის კურსი და "ჯანქ ფუდი".. ✌️