30/09/2018
დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა პრინც სულტან ბინ სალმანთან, საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტთან. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდის განმავლობაში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის პერმანენტულ ზრდას, ტურისტთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2017 წელს ვიზიტორთა რიცხვმა 56 ათასი შეადგინა. ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე საუდელ ტურისტთა რაოდენობამ 43 ათასს მიაღწია, რასაც ხელი შეუწყო რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია FlyNas-ის მიერ ივნისის თვიდან დაწყებულმა პირდაპირმა რეისებმა სამეფოს სამი ქალაქიდან - რიადი, ჯედდა, დამამი - თბილისის მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე. ელჩმა დაუდასტურა პრინცს, რომ კვლავ ძალაშია მისი მოწვევა საქართველოში ვიზიტის განხორციელების მიზნით, სადაც იგეგმება აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა. საგულისხმოა, რომ მეფის განკარგულების თანახმად, საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტმა უფლებამოსილება მიანიჭა ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს მხარესთან (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) განიხილოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი მისი შემდგომი ხელმოწერის მიზნით. ასევე, ელჩმა მადლობა გადაუხადა საუდურ მხარეს და პირადად პრინც სულტანს, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.
Today, on 30 September, Ambassador of Georgia to the Kingdom of Saudi Arabia held a meeting with H.R.H. Prince Sultan bin Salman, president of Saudi Commission for Tourism and National Heritage. During the meeting the sides discussed bilateral relations between two countries in the field of tourism and ways to further improve them. The Ambassador mentioned that during January-August 2018 around 43 thousand Saudi tourists visited Georgia, which is partially thanks to direct flight between two countries (from Riyadh, Dammam and Jeddah to Tbilisi) operated by FlyNas from June 2018. The Ambassador once again extended invitation to Prince to visit Georgia and sign the MOU in the field of tourism there.