ქვემო ქართლი - Kvemo Kartli

  • Home
  • ქვემო ქართლი - Kvemo Kartli

ქვემო ქართლი - Kvemo Kartli ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია

01/05/2024
01/05/2024

სტუდენტები ქმნიან თანამედროვე საქართველოს, ჩვენს მომავალს, სწორედ ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტია მათი მხარდაჭერა.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მრავალი წლის განმავლობაში პირველად გაორმაგდეს როგორც სტუდენტთა სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა, ასევე, სტიპენდიატთა რაოდენობა.

დღეიდან ყოველ სასწავლო წელს 2 500-ის ნაცვლად 5 000 წარმატებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერი სტუდენტი მიიღებს, 150 ლარის მაგივრად, 300 ლარიან სტიპენდიას.

ეს არის ერთ-ერთი ჩემი დანაპირები, რომელიც შესრულდა. ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ სტუდენტთა ხელშეწყობაზე ზრუნვას და მათთვის მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზების კუთხით აქტიურ მუშაობას.

01/05/2024

🔹ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა

19/11/2023
19/11/2023
19/11/2023
18/11/2023
18/11/2023
18/11/2023
18/11/2023

🎓გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!

მოხარული ვარ, რომ საქართველო ტრადიციულად უერთდება მსოფლიო ინიციატივას და ყოველ წელს ერთად აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს.

სტუდენტობა არის ის უმთავრესი ძალა, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვე დემოკრატიულ ფასეულობებს და ჩვენი ქვეყნის პროგრესულ მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტუდენტებს და შევთავაზოთ მათ სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მომავალში არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ყველა სტუდენტისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო ზრდისა და მათი დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.

მეამაყება, რომ დღეს საქართველოში უამრავი ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე სტუდენტი გვყავს და მჯერა, რომ თითოეული ახალგაზრდა, თავისი ცოდნითა და შემართებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. მსურს, მივმართო ჩვენს სტუდენტებს – პირადად მე, ყოველთვის ვიდგები თქვენ გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი თქვენი ინოვაციური იდეებისა და საინტერესო ინიციატივების განხორციელების საქმეში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, მინდა, რომ არ შეუშინდეთ გამოწვევებს და ყოველთვის გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, უამრავ ბედნიერ წელს და ბევრ გამარჯვებას ცხოვრების გზაზე!

18/11/2023

დღეს გალაკტიონი დაიბადა!

18/11/2023
18/11/2023

🔹საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც აკადემიური წრის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროგრამებში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

🔹გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების კუთხით განათლების სისტემაში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ მოსწავლეებში სასკოლო ასაკიდანვე შეუწყოს ხელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მათი ანგარიშვალდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

🔹როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რათა მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი შეხედულებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური განხორციელება, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, საერთაშორისო ვალდებულებები, პლატფორმები, საერთაშორისო კონვენციები და სხვა.

💬 გიორგი ამილახვარი: „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დგას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება და ამ მიზნით ისეთი დამოუკიდებელი ძლიერი ორგანოს ჩამოყალიბება, როგორიც არის ახალშექმნილი ანტიკორუფციული ბიურო.

ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებსა და სტუდენტებს თავიდანვე ავუხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან ბრძოლას და რა მექანიზმები და სამართლებრივი საფუძვლები არსებობს ამ მიმართულებით.

დღევანდელი კონფერენციის მთავარი განსახილველი თემაც სწორედ ეს გახლავთ - საგანმანათლებლო პროგრამებში, უნივერსიტეტებში და, მათ შორის, სკოლებში აქტიურად დავგეგმოთ ანტიკორუფციული სწავლების მიმართულება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მთავარი საფუძვლების, საწყისებისა და სამართლებრივი აქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ანტიკორუფციული საკითხების განათლებაში ინტეგრირების შედეგად, გვეყოლება უფრო მომზადებული ახალგაზრდა თაობა, რაც უსაფრთხო, დემოკრატიული და კორუფციისგან დაცლილი ქვეყნის შენების მყარ საფუძველს ქმნის.‘‘

🔸შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებმა.

🔸შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებმა, პროფესორებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში განათლების როლზე გაამახვილეს ყურადღება და ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მხარდაჭერის მიზნით, ხელი მოაწერეს შესაბამის დეკლარაციას.

18/11/2023

🔹საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2023 წლის მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

🔹მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და სპეციალური პრიზები, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად, გადასცა.

🔹2023 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტები სპეციალურად დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა: გრანპრით დაჯილდოვდნენ პროექტის „რეგულირებადი ფოკალური სიგრძის მქონე ბიუჯეტური რეფლექტური ტელესკოპი“ ავტორები – ირაკლი ვეშაპელი, საბა კუტიბაშვილი, ანასტასია კიკალია.

🥇პირველი ადგილი დაიკავა პროექტმა „ტვინით მართვადი დრონი“, რომლის ავტორებიც გახლავთ ნიკა ყუფარაძე, კონსტანტინე გოტიაშვილი, მარიამ პერანიძე.

🥈მეორე ადგილზე გავიდა პროექტი „ადგილობრივი ნედლეულიდან არანიუტონისებრი თიხის მიღება და გამოყენება“. ავტორები – ანასტასია დეკანოსიძე, მარიამ ლომინაშვილი, ნიკოლოზ ბურდული.

🥉მესამე ადგილი დაიმსახურა პროექტმა „ფუტკრის შხამის მიღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა“, რომლის ავტორები არიან – ნინო გურეშიძე, ზურაბ რეზესიძე, სანდრო ჩიქოვანი.

🔹 დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები. გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორები 10 000 ლარის მფლობელები გახდნენ, პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორებს - 5 000 ლარი, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორებს - 3000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის შემქმნელებს - 2000 ლარი გადაეცათ.

🧩კონკურსის წარმატებული მონაწილეები ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“, მთაწმინდის პარკის, სულაკაურის გამომცემლობისა და საქართველოს ქიმიკოსთა ასოციაციის სპეციალური პრიზებით.

🔹 დაჯილდოების ღონისძიების დაწყებამდე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის” დასკვნითი ეტაპი – ინოვაციური პროექტების, მოდელების გამოფენაც გაიმართა. ამასთან ჩატარდა მოკლე პრეზენტაციები კონკურსის ფინალში გასული პროექტების შესახებ.
2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჯამში 29 საპროექტო განაცხადი შემოვიდა. მეორე ეტაპზე გადავიდა 16 პროექტი. აქედან, დასკვნით, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის შესაძლებლობა 12-მა პროექტმა მოიპოვა.

🔹აღსანიშნავია, რომ კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პროექტია, რომელსაც ფონდი სამინისტროს ხელშეწყობით 2011 წლიდან ახორციელებს.

✔️კონკურსის მიზანია სკოლებში სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

✔️კონკურსი არის ღია და მის ფარგლებში ყოველწლიურად ჟიური, თანასწორი კონკურენციის პირობებში, გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს. ამასთან, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

✔️კონკურსი ხორციელდება ორი – სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით.
კონკურსს აფასებს 7 დარგობრივი ექსპერტებისგან შემდგარი საკონკურსო კომისია. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება რამდენიმე კრიტერიუმის (საკვლევი საკითხი, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულება, კრეატიულობა, პრეზენტაციის უნარი) და კონკურსის ეტაპებზე მოპოვებული ქულების გათვალისწინებით.

✔️კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა სახელმწიფო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქვემო ქართლი - Kvemo Kartli posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share