Adjara tour • აჭარა ტური

  • Home
  • Adjara tour • აჭარა ტური

Adjara tour • აჭარა ტური Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Adjara tour • აჭარა ტური, Travel Company, .

https://www.facebook.com/tourgito/photos/a.2256915151106662/2256915124439998/
13/05/2021

https://www.facebook.com/tourgito/photos/a.2256915151106662/2256915124439998/

ოქროს ციხე | ადიგენი
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито ---------------------------------------------------------- ოქროს ციხე – ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად. იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში. _____________________________ 595917916 ( Gito tour • გიტო ტური )
----------------------------------------------
#ოქროსციხე #ადიგენი #გიტო #გიტოტური #მოგზაურობა #ტურები

01/07/2020

• კესელოს ციხე - თუშეთი -ახმეტა

📷 #გიორგინიკოლავა
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито
---------------------------------------------

თუშეთი, კესელო
კესელოს ციხე მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს ჩრდილოეთით, კლდოვან ბორცვზე, განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

ციხისაგან შემორჩენილია სამი ოთხკუთხა კოშკი და გალავნის ფრაგმენტები. სამივე კოშკი ნაგებია ფიქალი ქვით. კოშკები დაზიანებულია: ორი კოშკის სახურავი, სართულშუა გადახურვა და ზედა სართულის კედლების ნაწილი ჩამოშლილი აქვს.

ზედა კოშკი (4,8 X 4,2 მ) ოთხსართულიანია (შემორჩენილი სიმაღლე 9,3 მეტრია). პირველ სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მეორე სართულზე - დასავლეთიდან. მეორე სართულზე კედლები შიგნიდან მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. ჩრდილოეთ კედელში ერთი სათოფურია, აღმოსავლეთისაში - ორი სათოფური და ერთი სარკმელი. მესამე სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელი და ორი სათოფურია, ჩრდილოეთ კედელში - ორი სათოფური. მეოთხე სართულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთისაში - ერთი. კოშკის ბოლო ორი სართული სათავდაცვო იყო. აღმოსავლეთის ფასადის ზედა ნაწილში, კედლის წყობაში, ერთ ხაზზე, მთის ბროლის ხუთი ქვაა ჩასმული. კოშკი გადახურულია ფიქლის ორფერდა სახურავით.

შუა კოშკი (5,1 X 5,1 მ) სამსართულიანია (სიმაღლე 7,75 მ), პირველ სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, მეორე სართულზე - ჩრდილოეთიდან. მეორე სართულზე აღმოსავლეთ კედელში სათოფურია, სამხრეთისაში - სარკმელი. მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელში კარის წირთხლია შემორჩენილი. სამხრეთ კედელში ორი სათოფური და ერთი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი სათოფური.

ქვედა კოშკი (5,2 X 4,2 მ) ოთხსართულიანია (შემორჩენილი სიმაღლე 7,25 მეტრია). პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა, ამ კედელში ერთი სათოფურიცაა. მეორე სართულზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში - სარკმელი და ორი სათოფური. მეორე და მესამე სართულები ნაკელნარევი თიხითაა შელესილი. მესამე სართულზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ამ სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სამხრეთ-დასავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში - ორი სათოფური და სარკმელი. მეოთხე სართულის ჩრდილო-დასავლეთ კედელში დიდი ზომის ღიობია, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში - ერთი სათოფური, სამხრეთ-აღმოსავლეთისაში - ერთი სარკმელი და ორი სათოფური, სამხრეთ-დასავლეთ კედელში - ორი სათოფური.

სამივე კოშკში სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია კოჭების ბუდეები). სართულები ერთმანეთს ხის მისადგმელი კიბით უკავშირდებოდნენ.

📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------

#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი #გიტოტური #კესელოსციხე #თუშეთი #ახმეტა

30/10/2019

ორთუბანი - დედათა მონასტერი - ქარელი
📷 #ბადრივადაჩკორია
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

ძამის ხეობისკენ მიმავალ გზას ბერმონაზონთა სავანეებისკენ მივყავართ. ქარელის რაიონში მდებარე ეს ხეობა მართლაც რომ დახუნძლულია ეკლესია-მონასტრებით და ბერმონაზონთა სიმრავლით გამოირჩევა. ირგვლივ საოცარი მადლი იგრძნობა... ხეობაში ამ ეპარქიის მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულ მონასტრებში ბერმონაზვნები ტიპიკონის მიხედვით ერთდროულად აღავლენენ ღვთისმსახურებას და ასე ერთობით ადიდებენ უფალს.
როგორც კი სოფელ ორთუბანში შეხვალთ, ღვთისმშობელის შობის სახელობის უძველესი ეკლესია შეგხვდებათ. მეუფე იობის ლოცვა-კურთევით, აქ დედათა მონასტერია დაფუძნებული. მონასტრის წინამძღვარია, მონაზონი მარიამი (ჩხაიძე). სტუმარი რომ ღვთისაა, ეს მონასტერში კარგად იციან და ღვთის სახლის ზღურბლთან მისულებს ყველას სიყვარულით ეგებებიან. მონასტრის წინამძღვარს აქაურობა წალკოტად უქცევია...
წარსულს თუ გადავხედავთ, გავიგებთ, რომ ეს ულამაზესი ადგილი მზოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსია, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან ერთად. სახელწოდება "მზოვრეთი" წარმოსდგება სიტყვა "საზუერედან", რაც საბაჟოს ნიშნავს. X საუკუნეში ძამელი მთავრის ადარნასეს რეზიდენცია იყო. XIV საუკუნეში მას გამრეკელ კახას ძე და მისი მემკვიდრეები ფლობდნენ. XVI-XVII საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდნ თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. XVIII საუკუნიდან ქალაქის სტატუსი ქვეითდება და იწოდება "მცირე ქალაქად". XIX საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას. მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა. დღეს მოსახლეობისგან დაცარიელებულ სოფელს დედების მიერ აღვლენილი ლოცვა აძლიერებს.

#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი #გიტოტური #ორთუბანი #ქარელი #ძამასხეობა #тур #Грузия #格魯吉亞

21/10/2019

ქოზიფას მონასტერი - ძამას ხეობა - ქარელი
📷 #ბადრივადაჩკორია
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

ქოზიფას მამათა მონასტერი ქარელის რაიონიდან 35 კმ-ის დაშორებით მდ. ძამას ხეობაში მდებარეობს. მონასტერი დაარსებულია VII-IX სს-ში. მონასტერი მოქმედი ყოფილა XVII ს-მდე. XIII ს-ის II ნახევარში ქოზიფას მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა.

ქოზიფას მონასტერში სულ შვიდი ტაძარია, ტაძრები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. ყველა ტაძარი დღესდღეობით უკვე აღდგენილია და მიმდინარეობს ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა.

მონასტრის შესახებ გვესაუბრება ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი ისაია გოგიბერიძე:

ქოზიფას მონასტერიქოზიფას მონასტერში თავდაპირველად ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია აუგიათ. XIII ს-ის II ნახევარში ქოზიფას მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა. ამ პერიოდს განეკუთვნება მონასტრის გალავანი და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი. ეს უკანასკნელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენებით, კომპლექსის მთავარი ნაგებობაა. ტაძარი აშენებულია ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით. შემორჩენილია გალავნის “გარე ბჭის” წარწერა, რომელშიც საუბარია კომპლექსის მთავარი ტაძრის აგებასა და შემკობაზე (წარწერა ამჟამად ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება).

XV-XIV სს-ში კომპლექსს კიდევ ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია შეემატა.

დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIXს.), იასონ ციციშვილისა (XIX ს.) და სერგი მაკალათიას (XXს.) აღწერის თანახმად სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკები გახლდათ. მათივე ცნობით, გალავანის შიგნით შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები. აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა.

მონასტერი მოქმედი ყოფილა XVII ს-მდე. ვახუშტი თავის აღწერაში წერს: “გუჯარეთს ქვეით არს მონასტერი ქოზიფას, უგუმბათო, კეთილ-შენი, მთასა შინა და აწ უქმი”. ჟამთა სვლამ მიტოვებული მონასტერი ძლიერ დააზიანა. ხუთივე ტაძარი.

1997 წლის 17 ივნისს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მონასტერში აღდგა სამონასტრო ცხოვრება.

XX ს-ის ბოლოს ქოზიფაში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები: აიგო ბერების საცხოვრებელი სენაკები, სატრაპეზო, მოწესრიგდა მონასტრის შიდა სივრცე და მრავალი სხვა.

ქოზიფას მონასტერში სულ შვიდი ტაძარია, ყველა ტაძარი დღესდღეობით უკვე აღდგენილია და მიმდინარეობს ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა.

ტაძრები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის.

ქოზიფას საძვალეღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების გარდა აქ არის წმ. შიო მღვიმელის, მართალი ლაზარესი, ყოველთა ქართველთა წმიდათა და წმ. გიორგის ეკლესიები.

მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში არის საძვალე, სადაც მრავალი წმიდა ნაწილია დასვენებული.

დღეისათვის მიმდინარეობს დამატებითი სენაკების მშენებლობა.

#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი #გიტოტური #ქოზიფასმონასტერი #ძამასხეობა #тур #Грузия #格魯吉亞

26/09/2019

ელარჯი- სამეგრელო -📷 #გიორგინიკოლავა
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

სამეგრელო — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.
#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი #გიტოტური #ელარჯი #Самегрело #тур #Грузия #格魯吉亞

08/09/2019

• კვეტერა - ახმეტა - კახეთი 📷 #ბადრივადაჩკორია
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

კვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 12 კმ-ზე. ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია.

წყაროებში პირველად კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037) დროიდან, XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება[1], თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. იყო კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდან ისპობა და შემდეგ წყაროებში იგი აღარ იხსენიება.

1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ. ლომთათიძე. გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა, რომელიც ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
---------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------

#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი

04/09/2019

• წვერის წმ. გიორგის ეკლესია - ქვემო ქართლი
-თეთრიწყარო 📷 #ბადრივადაჩკორია
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

წვერის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ეკლესია სოფელი წვერიდან 6 კმ-ში, მაღალ კლდოვან კონცხზე დგას. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. აგებულია XI საუკუნეში. კონცხიდან ძალიან ლამაზი, ვრცელი ხედები იშლება.

ეკლესია ნაგებია აგურით, ქვითა და დუღაბით. სამშენებლო წყობა შერეულია. ნახევარწრიულ აფსიდში განთავსებულია ტრაპეზის ქვა. საკურთხევლის ნიშა თაღოვანია. კედელზე ფრესკაა შემორჩენილი. შიდა გადახურვა ცილინდრული კამარაა (კამარა რომელიც ნახევარი წრის მოხაზულობისაა), აფსიდისა კი - კონქი (მეოთხედსფეროს მოყვანილობის გადახურვა ჩვეულებრივ ნახევარცილინდრული სადგომისა). გადახურულია თუნუქით. იატაკი კერამიკულია.
---------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------

#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი

01/09/2019

წმ. ელია თეზბიტელის მამათა მონასტერი.
-📷 #გიორგინიკოლავა
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

ელიაობა ყოველწლიურად 2 აგვისტოს აღინიშნება. განსაკუთრებულად ამ დღეს დედოფლისწყაროში დღესასწაულობენ, სადაც ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს, მისი აღდგენა კი 2006 მოხერხდა. მრევლი სპეციალურად ამ დღისთვის დედოფლისწყაროში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადის. ღამეს იქვე ათევენ და ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას.

ამჯერადაც ტაძარში ღამისთევა იყო. წმ. ელია თეზბიტელის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმსახურებმა აღავლინეს.

ერთადერთი წერილობითი ცნობა შემოგვინახა ალექსანდრე დიუმამ, რომელსაც ელიას კლდე უნახავს 1858 წელს კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობის დროს და მოკლე ჩანაწერიც გაუკეთებია: „თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომლის შესახებ გადმოცემა არსებობს. ამ მთას ელიას მთა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მიჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა" (ა.დიუმა. კავკასია, თბილისი, 1970, გვ. 259_260).

ადრეული ქრისტიანული საუკუნეებიდან მოყოლებული მრავალი რელიგიური მითი ვრცელდებოდა ელიის შესახებ. ჭექა-ქუხილის დროს ელია წინასწარმეტყველი ცაში თავის ეტლს დააქროლებდა და ეტლის თვლების გრიალი ჭექა-ქუხილის ხმას გამოსცემდა, ელვა კი იმ ეტლში შებმული ცხენების ფლოქვების დარტყმით წარმოშობილი ნაპერწკლები იყო. ამიტომ ელიას წვიმის, ჭექა-ქუხილის ღმერთს უწოდებდნენ.
---------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------

#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი

23/07/2019

ლეღვა - ქობულეთი 📷 © #გიორგინიკოლავა
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

ლეღვა — სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ლეღვა, სკურა, ცხრაფონა). მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 120 მეტრი, ქობულეთიდან 14 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2 081 კაცი. სოფელში გადის ქობულეთი-ოზურგეთი-ჩოხატაური-საჯავახოს საავტომობილო გზა. სოფელში გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 4000ლ/დ. საბჭოტა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. ლეღვას სსასოფლო საბჭოშიო შედიოდა ასევე სოფელი ჯიხანჯური.

---------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------

#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი #ლეღვა #ქობულეთი

19/07/2019

კახეთი • KAXETI 📷 ©
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

კახეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში.
კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერდი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი. თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.

---------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------

#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი

11/06/2019

დავითგარეჯა საქართველოა • კახეთი • 📷 Miridianprod 🎬 • #გიტო

22/05/2019

ცხვარიჭამია - მცხეთა-მთიანეთი 📷 © #ნოდოკოშაძე
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

ცხვარიჭამია — სოფელი საქართველოში, მცხეთა მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: თეზამი, კევლიანი, მშრალხევი, ლელუბანი, მამკოდა). მდებარეობს საბადურის ქედზე, მდინარე თეზმის ხეობაში, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. ცხვარიჭამია ითვლება რეკრეაციულ-კლიმატურ საკურორტო ზონად, სასუნთქი ორგანოების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. მდიდარია მცენარეული საფარით. ზაფხული თბილი და ხანგრძლივია.
---------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------
#თეზამი #ცხვარიჭამია #მამკოდა

02/05/2019

კოჯორი • თბილისი 📷 ©
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

• მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოებაზე, თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1350 მ-ის სიმაღლეზე, თბილისის რკინიგზის სადგურიდან 20 კილომეტრში. კოჯორს ჩრდილოეთიდან აკრავს უძოს, სამხრეთიდან კი აზეულას მთები. ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ზაფხული აქ ხანგრძლივია და გრილი (ივლისის საშუალო ტემპერატურა 18,1°C), ზამთარი — ცივი (იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,6°C), საშუალო წლური ტემპერატურა 7,4°C, აბ.ს მინიმუმი -26°C, აბს. მაქსიმუმი 33°C. ნალექების საშუალო რაოდენობა 875 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ.
---------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------
#ქართლი #კახეთი #იმერეთი #გურია #აჭარა #აფხაზეთი #მცხეთამთიანეთი #რაჭალეჩხუმი #სამეგრელო #სვანეთი #ჰერეთი

20/04/2019

სვანეთი • SVANETI 📷 ©
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით — ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით —აფხაზეთი, ჩრდილოეთით — ყარაჩაი და ბალყარეთი. 3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 201 მ), თეთნულდი (4 974 მ), შოთა რუსთაველი (4 960 მ), უშბა (4 710 მ), აილამა (4 525 მ), ლალვერი, ლაცგა და სხვა.
---------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------

16/04/2019

Robbie RG commercial

360🚀

09/04/2019

სამეგრელო-აბაშა-სეფიეთი 📷 #გიორგინიკოლავა
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

აბაშა — ქალაქი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეებს აბაშასა და ნოღელას შორის, ზღვის დონიდან 23 მ სიმაღლეზე. ქალაქ თბილისადან მდებარეობს დაახლოებით 258 კმ-ში. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. ქალაქში არის რკინიგზის სადგური, სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. აბაშაში არის ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენცია.
----------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------
#აბაშა #სეფიეთი #სამეგრელო #გიტო #გიტოტური #ვიმოგზაუროთსაქართველოში #შემოვიაროთსაქართველო #ტურებისაქართველოსი #იმოგზაურე #მოინახულე

07/04/2019
Why Georgia (the Country) Belongs on Your Travel Wish List

Gito tour • გიტო ტური

Some useful packing advice: Bring loose-fitting clothes and pants with elastic waistbands. The food in this former Soviet republic, at the crossroads of Europe and Asia, is superb. And wildly abundant.

25/03/2019

ქვა რომელიც იზრდება - ჭიათურა
მღვიმევის დედათა მონასტერი
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

მღვიმევის დედათა მონასტერი — მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად.

მონასტერში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით.

სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვ. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.

მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში.
----------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------
#მონასტერი #მღვიმევი #ჭიათურა #გიტო #გიტოტური #ვიმოგზაუროთსაქართველოში #შემოვიაროთსაქართველო #ტურებისაქართველოსი #იმოგზაურე #მოინახულე

25/03/2019

აბანოთუბანი - თბილისი -📷 #გიორგინიკოლავა
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

აბანოთუბანი, აბანოების უბანი — საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.

ისტორია
ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X ს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში] არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV სს. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII ს. რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში ექვს აბანოს ითვლის.

XVII-XIX სს. თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდა.

ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.
----------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------
#თბილისი #აბანოთუბანი #გიტო #გიტოტური #ვიმოგზაუროთსაქართველოში #შემოვიაროთსაქართველო #ტურებისაქართველოსი #იმოგზაურე #მოინახულე

06/03/2019

საღამოს ტბა - სამცხე-ჯავახეთში 📷 #ბადრივადაჩკორია
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა გვაქვს საქართველოში #გიტო
---------------------------------------------
- ვიცოდეთ რა არის ქართული
----------------------------------------------
- შემოვიაროთ საქართველო #гито

საღამოს ტბა — ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში, ზღვის დონიდან 1996 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 4,8 კმ², უდიდესი სიღრმე 2,3 მ. საშუალო სოღრმე 1,6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 528 კმ². ტექტონიკური წარმოშობისაა. ტბის წყალშემკრები აუზი მდებარეობს სამსრის ქედის აღმოსავლეთ და ჯავახეთის ქედის დასავლეთ ფერდობებზე. ტბის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაპირები, აგებული ანდეზიტებით, მაღალი, ციცაბო და ჩამონგრეულია. ჩრდილოეთიდან ტბისკენ დამრეცად ეშვება ვულკანური შემაღლება, რომელიც არ ქმნის მაღალ ნაპირს. ტბის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირები დაბალია. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური — სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4ºC. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბის საშუალო წლიური დონეების ამპლიტუდა 61 სმ-ს, მაქსიმალური კი 92 სმ-ს შეადგენს. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო.
----------------------------------------------
📞 595917910 • [email protected]
----------------------------------------------
#საღამოსტბა #სამცხეჯავახეთი #გიტო #გიტოტური #ვიმოგზაუროთსაქართველოში #შემოვიაროთსაქართველო #ტურებისაქართველოსი #იმოგზაურე #მოინახულე

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when Adjara tour • აჭარა ტური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Adjara tour • აჭარა ტური:

Videos

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Contact The Business
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share

Gito tour • გიტო ტური

გვერდის მიზანია ტურიზმის პოპულარიზაცია. მხარეების, რეგიონების, ქალაქების, კულტურული ძეგლების, ეკლესია-მონასტრების, ტაძრების და ყველა ღირებული ტურისტული ატრაქციის წარმოდგენა და მისი პოპულარიზაცია. ასევე იმ ტურისტული ვალდებულებების შესრულება და შეთავაზება, რაც გაზრდის ტურიზმით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობას. მიზანია გავაცნოთ, წარმოვაჩინოთ, შევთავაზოთ: - თუ რა გვაქვს საქართველოში და რა არის ქართული. ______________________________________________________________ ● აფხაზეთის რეგიონი - გამორჩეული 38 ძეგლით, 19 კურორტით და 72 სამკურნალო წლით. აფხაზეთის თითოეული რაიონი მდიდარია პოტენციური საკურორტო ზონებით, მაგალითად გუდაუთის რეგიონი, 25 ძეგლითა და 3 კურორტით. ______________________________________________________________

● კახეთის რეგიონი - გამორჩეული 8 კურორტით, 52 სამკურნალო წყლით და 73 კულტურული ძეგლით. სამკურნალო დანიშნულების მნიშვნელოვან ადგილს ახტალა და მისი სამკურნალო ტალახები წარმოადგენს. კულტურული ძეგლების ძირითადი ნაწილი შორეული ისტორიის მქონეა. ვაზის კულტურით უდაოდ გამოირჩევა ეს მხარე, რასაც თან ახლავს ამ დარგის მნიშვნელოვანი განვითარება. მხარეს ხელს უწყობს დედაქალაქთან სიახლოვე, რაც ტურისტს აძლევს შესაძლებლობას დროის მცირე მონაკვეთში მოინახულოს რეგიონი და სრულად გაეცნოს მას. ______________________________________________________________

● აჭარის რეგიონი - შავი ზღვის სანაპირო ზოლში არსებული კურორტი, გამორჩეული საკურორტო ზონებით და ძეგლებით. მოცემულ რეგიონში 6 კურორტი, 44 ძეგლი და 38 სამკურნალო წყალია. გამორჩეულია ქობულეთი, სადაც ასეთ მცირე ტერიტორიაზე 10 ძეგლი და ორი კურორტია განლაგებული. ______________________________________________________________

● გურიის რეგიონი - ზღვისპირა კურორტებიდან გურიას ეკუთვნის ურეკი, რომელიც გამოირჩევა მაგნიტური ქვიშებითა და გაჯანსაღებისთვის შესანიშნავი კლიმატური პირობებით. გურია გამოირჩევა 27 კულტურული ძეგლით, 29 სამკურნალო წყლით და ცნობილი ორი მთის კურორტით, როგორიცაა ნაბეღლავი და ბახმარო, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. სულ გურიის რეგიონში 6 კურორტია. ______________________________________________________________