საქართველოს დაცული ტერიტორიები / Protected Areas in Georgia

  • Home
  • საქართველოს დაცული ტერიტორიები / Protected Areas in Georgia

საქართველოს დაცული ტერიტორიები / Protected Areas in Georgia საქართველო

30/01/2017
კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდა...
15/11/2016

კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.

ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.

ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი
06/10/2015

ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი

დაარსებულია 1935 წელს. ფართობი 3,0 ათ. ჰა-ზე მეტი. ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის - უთხოვრის ხელუხლებელი კორომები, რო...
05/10/2015

დაარსებულია 1935 წელს. ფართობი 3,0 ათ. ჰა-ზე მეტი. ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის - უთხოვრის ხელუხლებელი კორომები, რომლითაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, უთხოვარი შერეულია წიფლნარში. ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვა: ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა, ფრინველებიდან - ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვა.

ამჟამად ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომბს გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, იუნესკო ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს.

13/09/2015
13/09/2015

CNF- ის დაფინანსებით, საქართველოს 9 დაცულ ტერიტორიაზე (მტირალა, ბორჯომ-ხარაგაული, თუშეთი, ვაშლოვანი, ლაგოდეხი, ჯავახეთი, ყაზბეგი, კინტრიში, ალგეთი) ინფრასტრუქტურის აღდგენა, საოპერაციო ხარჯების თანადაფინანსება და აღჭურვილობის განახლება ხორციელდება.

საქართველოს დაცული ტერიტორიები — საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტ...
13/09/2015

საქართველოს დაცული ტერიტორიები — საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს, როცა საქართველო ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.
The South Caucasian nation of Georgia is home to several protected areas, which receive protection because of their environmental, cultural or similar value. The oldest of these – now known as the Lagodekhi Protected Areas – dates back to 1912, when Georgia was part of the Russian Empire.

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთბზე, საქართველოს ტერიტორიაზე. დაარსდა 1912 წელს. უჭირავს 17668 ჰა, აქედან ტყით დაფარულია 12346 ჰა (72 %), დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია. ზღვის დონიდან სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (450-3500 მ), მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას. აქ მკვეთრადაა გამოსახული ტყის სარტყელი (ზღვის დონიდან 450—2300 მ-მდე) ქართული მუხის მუხნარებით და აღმოსავლური წიფლის წიფლნარებით და ალპური სარტყელი (ზღვის დონიდან 2300-3500 მ) მდელოებით, „ხალებით“ და დეკიანებით. ამ სარტყლებს შორის განლაგებულია სუბალპური მეჩხერი (მაღალმთის მუხისა და ბოკვის) და ტანბრეცილი (არყის) ტყეების სარტყელი (ზღვის დონიდან 1700—2300 მ). ალპური სარტყლის მაღლა სუბნივალური სარტყელია (ზღვის დონიდან 3000 მ) ძლიერ მეჩხერი ბალახნარით.

საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან — გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები: ლაფანი, კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, დიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა). ნაკრძალში აღრიცხულია 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ბევრია კავკასიური არჩვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ფოცხვერი, გარეული ღორი, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური ტყის კატა და სხვა. ფრინველებიდან (აღრიცხულია მათი 120 სახეობა) აღსანიშნავია კავკასიური როჭო და შურთხი, დიდტანიანი მტაცებელი ფრინველები და მრავალი სახის მგალობელი ფრინველი, რეგისტრირებულია აგრეთვე ამფიბიის 4 და ქვეწარმავლების 8 სახეობა. ნაკრძალში მოწყობილია ფლორისა და ფაუნის მუზეუმი, მაღამთის მეტეოროლოგიური სადგური. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი დაჯილოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით

Address


Telephone

Phone

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს დაცული ტერიტორიები / Protected Areas in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Alerts
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share