05/03/2024
რა სახის დოკუმენტები უნდა იქონიოთ იტალიის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად და რა საბუთები უნდა წარადგინოთ საზღვარზე
ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში:
📌 მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
📌 დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
📌 სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
📌 სამოგზაურო დაზღვევა;
📌 დღიური მინიმალური თანხა: 50 ევრო
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება უნდა მოხდეს ნაღდი ფულის მეშვეობით
ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
მოწვევის წერილი: მოქალაქეს მოწვევის წერილის წარდგენა შეიძლება ეთხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი ვერ წარადგენს სასტუმროს, ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს (მაგ. ნათესავთან ან მეგობართან ცხოვრების შემთხვევაში). სხვა შემთხვევაში მოწვევის წერილი არ განეკუთვნება სავალდებულო დოკუმენტთა სიას. იტალიის რესპუბლიკაში დადგენილი წესით მოწვევის წერილის ფორმა მომწვევმა პირმა უნდა ჩამოტვირთოს შემდეგი ბმულიდან:
https://vistoperitalia.esteri.it/Moduli/it/DICHIARAZIONEALLOGGIOGARANZIA.PDF
შეავსოს და დაამოწმოს საცხოვრებლის მიხედვით შესაბამის მერიის სამსახურში (კომუნე). მოწვევის წერილი საზღვარზე შეიძლება წარდგენილი იქნეს როგორც დედნის, აგრეთვე ელექტრონული ან მატერიალური ასლის ფორმით.
#იტალია #მოგზაურობა #დოკუმენტები #მოწვევა #პასპორტი #ემიგრანტი #ემიგრანტები #ჯეოგრუოთრეველი
Geo Group Travel