მოგზაურის ფირი - Traveler's Tape

  • Home
  • მოგზაურის ფირი - Traveler's Tape

მოგზაურის ფირი - Traveler's Tape ფირზე აღბეჭდილი მოგზაურობა - Travel on photo tape

13/11/2018

მალე ტოჩინოშინი გამოდის

სადღაც ნორვეგიაში(ლუკა გვაზავა - Luka Gvazava)
20/11/2017

სადღაც ნორვეგიაში

(ლუკა გვაზავა - Luka Gvazava)

ავსტრიის უმაღლესი მწვერვალი(ლუკა გვაზავა)
12/11/2017

ავსტრიის უმაღლესი მწვერვალი

(ლუკა გვაზავა)

სანტორინი - საბერძნეთი
11/11/2017

სანტორინი - საბერძნეთი

       #მოგზაურისფირი 🎬🎥📷📹🛄🛅🚶✈⛵🚉
09/10/2016

#მოგზაურისფირი 🎬🎥📷📹🛄🛅🚶✈⛵🚉

შვედეთიდან ნორვეგიისკენ მიმავალ გზაზე მოგზაურობაზე კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ(ლუკა გვაზავა)
30/08/2016

შვედეთიდან ნორვეგიისკენ მიმავალ გზაზე

მოგზაურობაზე კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

26/08/2016

ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე, თქვენი საყვარელი გუნდების სანახავად წასვლა ვისაც გინდათ იაფად, აქ ვართ ^_^

აბა გვიან შემოდგომაზე სოფიაში მოგზაურობა ჯამში 20 ევროდ ვის უნდა :)მოგზაურობაზე კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ(ლუკა გვაზავა)
20/08/2016

აბა გვიან შემოდგომაზე სოფიაში მოგზაურობა ჯამში 20 ევროდ ვის უნდა :)

მოგზაურობაზე კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

შევხვდეთ გიორგობას მილანში 10 ევროდ?მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ(ლუკა გვაზავა)
19/08/2016

შევხვდეთ გიორგობას მილანში 10 ევროდ?

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

17/08/2016

⚽ აი ასეთი გულშემატკივრობა იციან ჩრდილოეთ ირლანდიელებმა და ზოგადად ბრიტანელებმა. ისინი ძალიან მეგობრულები არიან და მოუხედავად დიდი ხმაურისა და აურზაურისა თუ სადმე გადააწყდით ამ ხალხს აუცულებლად შეუერთდით მათ და მერწმუნეთ რომ დაუვიწყარ დროს გაატარებთ. 😊

მოგზაურობასთან დაკავშირებული კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ.

(გიორგი კალანდია)

🗼🗼🗼🗼🗼🗼🗼🗼🗼🗼🗼🗼🗼🗼🗼

16/08/2016

⭕ მანამ სანამ თქვენს რეისს ელოდებით შეიძლება ძალიან სასიამოვნო ამბებსაც გადააწყდეთ, ამიტომ ნუ დაიღლებით აეროპორტში ხეტიალით, გაიხედ-გამოიხედეთ გაიცანით ხალხი და მოუსმინეთ მათ საინტერესო ისტორიებს.
(გიორგი კალანდია)

✈✈✈✈✈✈✈✈✈✈✈✈✈✈✈✈✈

14/08/2016

რამდენიმე სასარგებლო რჩევა თუ საქართველოში პოლონეთის გავლით აპირებთ ფრენას.
კატოვიცეს აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე იაფი მარშუტია ევროპიდან საქართველოში მოსახვედრად თუმცა ხშირ შემთხვევაში აეროპორტში 24 საათამდე ლოდინი გიწევთ. მსგავსი დისკომფორტის თავიდან ასაციებლად შეგიძლიათ 19 ევროდ იქირაოთ ძალიან კეთილმოწყობილი სასტუმრო სადაც გელოდებათ მყუდრო გარემო, WIFI, ცხელი აბაზანა, ტელევიზორი და ა.შ. პლიუს ამას უფასოდ მიგიყვანენ აეოროპორტში სასტუმროს ავტომობილით.
ვეცდებით სამომავლოდ ხშირად დავდოთ მსგავსი ვიდეოები, რომ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გაგიმარტივოთ მოგზაურობა.

აი ასეთ ადგილებში ტარდება რიოს ოლიმპიადა, გგონიათ რიოში მოხვედრა ძვირია? სულაც არა ;)მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმ...
06/08/2016

აი ასეთ ადგილებში ტარდება რიოს ოლიმპიადა, გგონიათ რიოში მოხვედრა ძვირია? სულაც არა ;)

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

სათვალეში თუ პარიზი არ აირეკლე, რაა სენაი?მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ(ლუკა გვაზავა)
05/08/2016

სათვალეში თუ პარიზი არ აირეკლე, რაა სენაი?

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

არა, არ გეჩვენებათ, ქუთაისიდან დორტმუნდამდე 30 ევროდაც კი გაფრინდებით ^_^ იცით დორტმუნდიდან 2 საათის სავალზე რა არის? - ...
05/08/2016

არა, არ გეჩვენებათ, ქუთაისიდან დორტმუნდამდე 30 ევროდაც კი გაფრინდებით ^_^

იცით დორტმუნდიდან 2 საათის სავალზე რა არის? - მზიანი ამსტერდამი!

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

ვენაში თუ მოცარტის მოსაგონარი არ დალიე, რაა მოგზაურობა? ვენაში ჩასვლა/ჩამოსვლა 150 ევროც კი არ ჯდება, თან უმარტივესია..მ...
05/08/2016

ვენაში თუ მოცარტის მოსაგონარი არ დალიე, რაა მოგზაურობა? ვენაში ჩასვლა/ჩამოსვლა 150 ევროც კი არ ჯდება, თან უმარტივესია..

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

ეს ვენაა, შონბრუნის სასახლე, სრულიად ავსტრიის სიამაყე, მის გვერდზე კი ულამაზესი პარკია გადაშლილი. სექტემბრის მიწურულს ბუ...
05/08/2016

ეს ვენაა, შონბრუნის სასახლე, სრულიად ავსტრიის სიამაყე, მის გვერდზე კი ულამაზესი პარკია გადაშლილი. სექტემბრის მიწურულს ბუდაპეშტამდე ორი გზა სულ რაღაც 140 ევრო ღირს, ხოლო ვენასა და ბუდაპეშტს შორის არც თუ ისე შორია, იქვეა ბრატისლავაც.

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

მხოლოდ ვენაში შეხვდებით ასეთ სისადავეს - სექტემბრის მიწურულს, ბუდაპეშტში გაფრენა/გამოფრენა მხოლოდ 140 ევრო დაგიჯდებათ, ხ...
05/08/2016

მხოლოდ ვენაში შეხვდებით ასეთ სისადავეს - სექტემბრის მიწურულს, ბუდაპეშტში გაფრენა/გამოფრენა მხოლოდ 140 ევრო დაგიჯდებათ, ხოლო ვენა და ბრატისლავა ბუდაპეშტიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა.

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

ათას ლაიქზეც ავედით, ჰოდა ვისაც სექტემბრის მიწურულს 140 ევროდ (ორი ბილეთის საფასური) ევროპის სამი დედაქალაქის ხილვა და 1...
04/08/2016

ათას ლაიქზეც ავედით, ჰოდა ვისაც სექტემბრის მიწურულს 140 ევროდ (ორი ბილეთის საფასური) ევროპის სამი დედაქალაქის ხილვა და 1 კვირიანი დასვენება გსურთ, მოგვწერეთ ^_^

ერთადერთი სკამი რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრებამოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ(ლუკა გვაზ...
04/08/2016

ერთადერთი სკამი რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრება

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

აბა რა გითხრათ? არ მოვსწრებივარ და არ ვიცი მართლა ასეთი კარგი იყო როგორც აღწერენ თუ არა? თუ სიმთვრალის ბრალია? ფაქტია მხ...
04/08/2016

აბა რა გითხრათ? არ მოვსწრებივარ და არ ვიცი მართლა ასეთი კარგი იყო როგორც აღწერენ თუ არა? თუ სიმთვრალის ბრალია? ფაქტია მხოლოდ მაშინ ახსენდებათ როდესაც ნასვამები არიან - 37 მანეთად გადავფრინდებოდი, ვნახავდი ლენაჩკას....

37 ევროდ გადაფრინდებით, ნამდვილად, ლენაჩკასაც ნახავთ და ლენაჩკაზე უკეთესსაც - ანამარიას...

უნგრეთით დავიწყოთ, ამ ბოლო დროს ბუდაპეშტი ხო ქართველთა დანიშნულების წერტილად იქცა, რომივითაა, ორი მნიშვნელობით, თან რაც უფრო ძველდება მით უფრო კარგდება და თან ყველა გზა იქითკენ მიდის, განსაკუთრებით ქუთაისიდან.

დილაუთენია ბუდაპეშტში ჩაფრენილები, აეროპორტიდან ლამაზ ლურჯ ავტობუსს გაჰყვებით, რომელიც ევროპისკენ ჭრიალით გაგიპობთ ჰაერს, და უახლოეს მეტროსთან ჩამოგსვამთ. მეტროში შესულებს თავი უცებ 2006 წლის თბილისში გეგონებათ, იმიტომ რომ ხსენებულ ხაზზე ისეთივე ვაგონებია როგორებიც ჩვენ გვქონდა ადრე, უბრალოდ "თემქ" არ აწერია. არის უკეთესი ხაზებიც, აი იუნესკოს სიაში რომ იწონებენ თავს.

ვინმე გამოვა და იტყვის ბუდაპეშტი დიდი არაფერიაო, მაგრამ არაერთ ქვეყანაში ნამყოფს დამეჯერება, ბუდაპეშტი პრაღასთან ერთად, პარიზს, ამსტერდამს და ბრიუსელს, ერთად აღებულს სჯობს. იმიტომ რომ აქ არის მრავალი სავანე ორივე ტიპის მოგზაურისთვის.. სიმშვიდეც და ღამის ცხოვრებაც.. ღირშესანიშნაობებიც - ორივესთვის.

ჯერ ციტადელის მთაზე თუ ახვალთ, მოგზაურობას მეორე მსოფლიო ომიდან დაიწყებთ, თვალწინ გადაგიდგებათ ის საშინელი კადრები, რომელმაც მეოცე საუკუნის შუაწელში მთელი მსოფლიო მოიცვა, არამარტო სურათებით იგრძნობთ ყველაფერს, ჰაერსაც ჩაისუნთქავთ, მეორემსოფლიომისეულს და იგრძნობთ კიდეც, რომ თანამედროვე მსოფლიოს მოწყობა, ციტადელის მთაზეც წყდებოდა, მარცხნივ გაიხედავთ და ბუდას სასახლეს ნახავთ, რომელიც შემაღლებული ადგილიდან გადმოჰყურებს ბებერ ბუდაპეშტს და ჯერ კიდევ ოდნავ ჩარჩენილ საბჭოთა მენტალიტეტს, რომელიც უნგრელებში ბუდობს, თავისი სიდიადით აპობს. წინ გაიხედავთ და ევროპის კამკამა ძარღვი მიედინება, არ ბობოქრობს, მშვიდია, თქვენც სიმშვიდეს მოგგვრით, სახლში მოგინდებათ, უფროსწორად სასტუმროში და იმდენაც იქნებით სიმშვიდის მორევში ჩაძირული, სულ რომ სტივენ კინგის პირველი მკითხველი იყოთ, მის ამაფორიაქებელ წიგნებს შორს მოისვრით, ბარათაშვილის ლექსებს მოითხოვთ, მართალია ეგეც აგაფორიაქებთ, მაგრამ ფიქრნი დუნაის პირას - გაავლეთ პარალელები, მშვიდი სეირნობა, ბუდაპეშტში, დუნაის პირას - ალბათ ესაა სამოთხე.

ამ სეირნობა-სეირნობაში ერთ უცნაურ და ალბათ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ შენობას წააწყდებით, არ ვიცი ამ შენობაში რა ჯურის ხალხი ზის, იმიტომ რომ პარლამენტია, მაგრამ გარედან მართლაც ლამაზია, აუცილებლად გადმოხედეთ ზევიდან შებინდებისას..

ახლა იტყვით სად ზევიდანო? საიდან და ფიშერმანის ბასტიონიდან, უნგრული ვარძიიდან, რომლის უმაღლეს წერტილში მყოფი ბარიდან, ბუდაპეშტი ხელის გულზე მოჩანს, ხელში ცხელი ყავა დაიჭირეთ და დატკბით.. ეს ევროპაა, შუაგული ევროპა, 37 ევროდ.

ღამის ცხოვრება ხო? ერთი გრძელი ქუჩაა, კლუბებით დახუნძლული, შედიხარ და თვალებს არ უჯერებ, იმიტომ რომ ვისკი 1 ევრო ღირს და კედლებს ზანზარი გააქვს, სკამებიც კი ცეკვავენ.. დათვრები, გაერთობი, რამდენიმე კილოგრამს დაიკლებ, მაგრამ რა გენაღვლება? დილით ბუდაპეშტის ცნობილ, ცხელ აბანოებში წახვალ, ჩაწვები, გახედავ დუნაის და..... გაიღვიძე, არ გაიპარო.

წამოდი ბუდაპეშტიდან, არ დაარღიო ვიზა, ყველანი მოვხვდებით ბუდაპეშტში, 100 წლის შემდეგ. ხო იძახიან რომ არსებობს ჯოჯოხეთი და ბუდაპეშტი, ჰოდა ჩვენ მოგზაურები ზევით მოვხვდებით - ბუდაპეშტში.

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

სადღაც კამბოჯაშიმოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ(ლუკა გვაზავა)
04/08/2016

სადღაც კამბოჯაში

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

ჰოლანდიიდან პარიზში 2 ევროდ ჩასულს, შუა ქუჩაში თვით ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი შემოგვხვდა, ასეთია პარიზი, გასაოცარი სი...
03/08/2016

ჰოლანდიიდან პარიზში 2 ევროდ ჩასულს, შუა ქუჩაში თვით ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი შემოგვხვდა, ასეთია პარიზი, გასაოცარი სიურპრიზებით აღსავსე.

მართალია ფოტოზე მორიდებული უარი გვითხრეს, თუმცა გაგვეცნენ, ხელის ჩამორთმევით, სახელების გაცვლითა და გამოლაპარაკებით დავშორდით ვარსკვლავურ წყვილს, ვისთანაც ეს ფოტო შემოგვრჩა.

თუმცა შეიძლება ითქვას რომ ერთმანეთს ვიცნობთ

(ლუკა გვაზავა)

ბავშვობაში "მიკი მაუსისა" და მისი მეგობრების მულტფილმების ნახვის შემდეგ ალბათ ყველა ჩვენგანის ოცნებად იქცა "დისნეილენდის...
02/08/2016

ბავშვობაში "მიკი მაუსისა" და მისი მეგობრების მულტფილმების ნახვის შემდეგ ალბათ ყველა ჩვენგანის ოცნებად იქცა "დისნეილენდის" ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა.

სამწუხაროდ მსგავსი სიამოვნება საკმაოდ ძვირი ჯდება, დაახლოებით 68 ევრო კაცზე. ჩვენ გვქონდა პარიზის "დისნეილენდის" ერთ კვირიანი აბონემენტები, მაგრამ მიუხედავად ამისა სურვილი გვქონდა გაგვეგო შესაძლებელი იყო თუ არა გაცილებით უფრო იაფად მოვხვედრილიყავით ამ ზღაპრულ სამყაროში და ჩვენ ეს შევძელით!

გაინტერესებთ როგორ? ^_^

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ.

(კალანდია გიორგი)

ამ პიროვნებამ, ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტიდან ბრიუსელამდე და შემდგომ კი პარიზამდე სულ რაღაც 2 ევროდ იმგზავრა. გაინტერესებ...
01/08/2016

ამ პიროვნებამ, ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტიდან ბრიუსელამდე და შემდგომ კი პარიზამდე სულ რაღაც 2 ევროდ იმგზავრა. გაინტერესებთ როგორ?
პასუხია: "ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა". ;)
მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ.

(კალანდია გიორგი)

ისლანდიაში მოხვედრა არც თუ ისე რთულია, თანაც ძალიან იაფადაცაა შესაძლებელი.მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ(...
30/07/2016

ისლანდიაში მოხვედრა არც თუ ისე რთულია, თანაც ძალიან იაფადაცაა შესაძლებელი.

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

ფინეთში, პარკში სეირნობისას შეიძლება ასეთ სურათს გადააწყდეთ.მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ(ლუკა გვაზავა)
30/07/2016

ფინეთში, პარკში სეირნობისას შეიძლება ასეთ სურათს გადააწყდეთ.

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

საფრანგეთი 2 კილომეტრი, გერმანია 1 კილომეტრი - ასეთი კომპაქტურია ლუქსემბურგი.მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვ...
30/07/2016

საფრანგეთი 2 კილომეტრი, გერმანია 1 კილომეტრი - ასეთი კომპაქტურია ლუქსემბურგი.

მოგზაურობის შესახებ კითხვებით მოგვმართეთ ჩვენ

(ლუკა გვაზავა)

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მოგზაურის ფირი - Traveler's Tape posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Travel Agency?

Share