29/06/2015
უნიკალური საავტორო ტური პერუში: ,,ინკების ნაკვალევზე“
მოგზაურობის პერიოდი 30.04.16 – 13.05.16 (13 ღამე -14 დღე)
ლიმა - პარაკასი - არეკიპა - იანკე - კოლკინის კანიონი - ტიტიკაკას ტბა - კუსკო - მაჩუ პიკჩუ - ლიმა
ტურის პროგრამა:
1 დღე: ჩაფრენა ლიმაში. ტრანსფერი სასტუმროში.ღამისთევა
ლიმა-პერუს დედაქალაქი,შემოსაზღვრულია წყნარი ოკეანით,მდებარეობს ზღვის დონიდან 150 მეტრში.ეს ქალაქი ,რომელსაც ადრე მეფეების ქალაქს უწოდებდნენ- გულგრილს ვერავის დატოვებს.
მე-2 დღე: დილით 8.00 ნავებით გამგზავრება ბალესტასის კუნძულისკენ . გასეირნების ხანგრძლივობა დაახ. 2 საათი. გზაზე შეგვხვდება მრავალი ზღვის ლომი,ზღვის კატები და პინგვინები.
პარაკასის ნაკრძალი -აქ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, დაახლოებით ასი უძველესი დასახლებაა.
გამგზავრება ნასკაში( 3სთ. 40 წთ. მდებარეობს 588 მეტრში ზღვის დონიდან)
მე-3 დღე: ნასკა.
პალპა,კაუაჩის ნანგრევებინ (ნასკას ხეობა, ნასკას ქალაქიდან 24 კმ.ში), ჩაუჩილის ნეკროპოლი (30 კმ.ქალაქ ნასკადან).სან-ფერნანდოს ნაკრძალი.კანტაიოკის სარწყავი-აკვედუკი,რომელიც ღრმა სპირალს წარმოადგენს.შესაძლებლობა გვექნება საჰაერო ბურთით გასეირნების და ზემოდან გადმოვხედავთ ნასკას უდაბნოს.ღამისთევა ქალაქ ნასკაში.
მე-4 დღე: გამგზავრება არეკიპაში ( 570 კმ, 10 საათი)
არეკიპა-სიდიდით მე-2 ქალაქი პერუში,მდებარეობს 2335 მეტრზე ზღვის დონიდან.ქალაქის ცენტრალური მოედანი აგებულია თეთრი ვულკანური ქვისგან,რაც ქალაქს არაჩვეულებრივ შეფერილობას და გარემოს ანიჭებს.ღამისთევა არეკიპას სასტუმროში.
მე-5 დღე: სოფელი იანკე
სანტა-კატალინას მონასტერი და სხვა ღირსშესანიშნაობები არეკიპაში. გამგზავრება იანკეში( 170 კმ,3 სთ.მდებარეობს 3650 მეტრზე ზღვის დონიდან).სადილის შემდეგ ბანაობა მთის მდინარეებში.ღამისთევა იანკეში
მე-6 დღე: მდინარე კოლკას კანიონი
კრუსდელ კონდორი- ( 40 კმ. -30 წთ).ყველაზე თვალისმომჭრელი მომენტი მთელი ექსკურსიის მანძილზე. აქედან იშლება დაუვიწყარი სანახაობა კანიონებზე,,ხოლო 1200 მეტრის სიღრმეზე მიედინება მდ.კოლკა.მოპირდაპირე მხარეს აღმართულია მისტის მთა. უკან დაბრუნებისას გავივლით მაკას დასახლებაზე.გადმოსახედი მოედანი - ჩოკეტიკო (ქარის სარკმელი). გამგზავრება პუნოში (270 კმ-4 სთ)
გზად ვნახავთ მდ.უმაიოს სანაპიროზე ბელადების სამარხებს. ე.წ. ,,ჩულპასები“- ცნობილი დასაკრძალი კოშკები,რომელთა სიმაღლე 6 მ.-ს აღწევს.ღამისთევა პუნოს სასტუმროში
მე-7 დღე: პუნო /ტიტიკაკას ტბა
კუნძული -Taquile o Intika,რომლის მაცხონრებლებშიც დღემდე შემორჩენილია უძველესი ყოფა-ცხოვრების ტრადიციები. კუნძული უროსი,აქაური მაცხოვრებლები სიამოვნებით ათვალიერებინებენ მომსვლელებს თავიანთ საცხოვრებელს.შესაძლებელია ტრადიციული ნავებით ტბაზე გასეირნების. ღამისთევა პუნოში.
მე-8 დღე: კუსკო ( 400 კმ/ 7 საათიანი გზა)
გამგზავრება კუსკოში მარშრუტით ,,მზის გზა“. გზად გავივლით ადგილოიბრივ დასახლებებს.ვინახულებთ პუკარას მუზეუმს.
სადილის შემდეგ ვაგრძელებთ გზას ,,ლა- რაია“-ს უღელტეხილისაკენ,ესაა საზღვარი კუსკოსა და პუნოს შორის. დავტკბებით ულამაზესი ხედები.
შემდეგი გაჩერება გვექნება რაკჩიზე-ღვთება უირაკოჩის ტაძარი..ადრე აქ იყო ინკების საკონტროლო გამშვები პუნქტი. ვიდრე კუსკომდე მივალთ ღამის გასათენებლად შევჩერდებით ანდაუაილიასში.
მე-9 დღე: კუსკო (3309 მ. ზღვის დონიდან)
ექსკურსია ქალაქში. ინკების არქეოლოგიური მუზეუმი,კორიკანჩას ტაძარი (Qoricancha). იგი აგებულია მზის ღმერთის ინტის საპატივცემულოდ,ამიტომაც ტაძრის კედლები მოპირკეთებულია ოქროს ფირფიტებით და ძვირფასი ქვებით. აქ შემონახულია სახელოვანი ინკების მუმიები,რომელთაც გამოიყენებდნენ რელიგიურ ცერემონიებში.
კოკის მუზეუმი.კოკის ფოთლები დღემდე დიდი მნიშვნელობის მქონე ელემენტია ანდების კულტურაში.შოკოლადის მუზეუმი.
სან -პედროს ცენტრალური ბაზარი.-ეს უნდა ნახოთ-აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი-ხილი,რომლის ათასობით სახეობაა წარმოდგენილი,მაგიური ამულეტები,კრისტალები,კაკტუსები.
მე-10 დღე. კუსკოს შემოგარენი
კუსკო შემთხვევით არ აურჩევიათ ინკებს თავიანთი მთავარი ღვთაების ინტის საკულტო ცენტრად. 2006 წელს მეცნიერებმა დაადგინეს ,რომ ულტრაიისფერი გამოსხივების დონე აქ ყველაზე მაღალია მთელ მსოფლიოში. აქაური შენობები მნახველებს აოცებს დიდი ქვების უჩვეულო განლაგებით კედლებში, აგრეთვე ტრაპეციული ფორმის ფანჯრები და შესასვლელები.კვადრები ერთმანეთზე მჭიდროდაა დაწყობილი ყოველგვარი კირისა და ცემენტის გარეშე.
არქიტექტურული კომპლექსი: საკსაიუამანის ციხე-სიმაგრე,კენკოსა და წყლის ტაძარი. კენკო წარმოადგენდა ინკების უდიდეს სიწმინდეს,რომლის სიღრმეშიც არის საკურთხეველი- მსხვერპლშეწირვისთვის.; პუკა-პუკარა -მზვერავთა სიმაგრე-აქედან ხებოდა შემოსვლა ქალაქში.
ტიპონი -მიწათმოქმედების ცენტრი.გასაოცარი თავისი გეომეტრიული სიზუსტით აგებული ტერასებით.
დაახ. 30 კმ.-ში კუსკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მდებარეობს პიკილიაკის ნანგრევები.კეჩუას ენაზე ეს ნიშნავს- რწყილების ქალაქს.
მე-11 დღე / ინკების ხეობა
ექსკურსია იწყება ჩინჩეროდან (3780 მ. ზღვის დონიდან),ულამაზესი დასახლება ინკების არქეოლოგიური კომპლექსებით.
მორაი -ესაა პატარა ქალაქი 3500 მ. ზღვის დონიდან, ინკების დროინდელი კოლოსალური ამფითეატრის ფორმის ტერასებით. ამ ტერასების დანიშნულება იყო შეექმნა 20 ზონა სხვადასხვა მიკროკლიმატით,რაც ნაყოფიერი მოსავლის გარანტია იყო ინკების დროს.
მარასი- 3375 მ. ზღვის დონიდან თავისი განთქმული ინკების დროინდელი მარილის ტერასებით. უმაღლესი ხარისხის მარილი აქ ხელით მოიპოვება, რომელიც გამოიყენება საუკეთესო რესტორნებში.
ოლაინტაიტამბოს არქეოლოგიუი კომპლექსი- ინკებისთვის მაგიური დანიშნულების ადგილი.მზის ტაძარი,რომლის დასრულაც არ მოხერხდა შიდა ომების გამო. გიგანტრი ქვის კვადრები იდეალურადაა დამუშავებული და გაპრიალებული.
ტრანსფერი რკინიგზის სადგურშიდა გამგზავრება მაჩუ-პიქჩუსკენ კომფორტული ტურისტული მატარებლით( 1,5 საათი).ჩასვლისას განთავსება სასტუმროში და ღამისთევა
მე-12 დღე: მაჩუ-პიქჩუ (2490 მ. ზღვის დონიდან)
იგი ითვლება ერთ-ერთ დიდ საოცრებად მსოფლიოში რელიგიური დანიშნულების ნაგებობებით, ტერასებით და ქვის კიბეებით. შექმნილია 1400-იან წლებში.
დღის მეორე ნახევარში ნელა დავეშვებით ქალაქ აგუას კალენტესში.
დანიშნულ დროს დაბრუნება მატარებლის სადგურში და გამომგზავრება სასტუმროში.
მე-13 დღე: გადაფრენა ლიმა.ექსკურსია ქ.ლიმაში
პლასა მაიორი-- ქალაქ ლიმას მთავარი მოედანი-აქ თავმოყრილია საინტერესო და ღირსშესანიშნავი არქეოლოგიური ობიექტები.მე-16 სკ.-ის კოლონიალური სტილის შენობები.არქიეპიკოპოსის სასახლე ულამაზესი აივნებიტ,ტაძარი. ადგილობრივი თვითმმართველობის სასხლე.წმ.ფრანსისკას კომპლექსი ცნობილი ხატვრობით ,,საიდუმლო სერობა“
გასეირნება ლიმას ყველაზე ლამაზ რაიონში,რომელიც მნახველებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.მირაფორესი,ბარანკო,სან -ისიდორო: აქ ვნახავთ ულამაზეს პარკებს,დახვეწილი არქიტექტურის შენობებს,რესტორნებს პერუს სამზარეულოს განთქმული კერძებით,მუზეუმებს,ტაძრებს,ბაზრობებს და გალერეებს.
Parque de la Reserva -ფანტანების კომპლექსი,რომელიც მსოფლიოში ველაზე დიდადაა აღიარებული და შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში.
მე-14 დღე. ტრანსფერი აეროპორტში და გამოფრენა თბილისში
ტურის ღირებულებაა 1525 $
ფასში შედის :
ყველა შესასვლელი ბილეთი
ტრანსფერები
2 და 3 *-იან სასტუმროებში ცხოვრება
დილის საუზმე
რუსულენოვანი გიდის მომსახურება
მატარებლის ბილეთები
დაზღვევა
ტურის ღირებულებაში არ შედის:
ავიაბილეთები
შიდა გადაფრენა ლიმა-კუსკო
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გააგრძელოთ ტური და მოინახულოთ აღდგომის კუნძულებიც
ტურის ღირებულებას ემატება 300 $
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
555 149-148 ; 2 43-05-58;