19/05/2024
🌻ბრძოლას ყოველთვის არა აქვს აზრი.
🌻არც წასვლა ღირს ყოველთვის და არც დარჩენა.
🌻არც ერთგულებაა დიდი ნიჭი...
🌻ღალატიც შეიძლება ზოგჯერ, ვიღაცას რომ ეტკინო იმიტომ.
🌻ტყუილსაც არა აქვს მოკლე ფეხები, დიდხანს და გრძლად გრძელდება, უსასრულობამდეც კი.
🌻არც ის გვაძლიერებს, რაც არ გვკლავს...
🌻სისულელეა, რომ ღმერთი იმხელა ტკივილს ანიჭებს ადამიანს, რისი ტარებაც შეუძლია...
🌻სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერებაც გრძელდება თურმე დიდხანს...
🌻ისიც ტყუილია რომ გემოვნებაზე არ დაობენ... მერედა როგორ იდავეს?!
🌻ქრისტეს კვართივით განიყვეს და დაანაწევრეს სული ჩემი, იმ ერთადერთი მიზეზით, რომ ვიღაცის გემოვნებაში ვერ ჩავჯექი.
🌻არც ის დაიჯეროთ, რომ ღმერთი მაღალია და ყველაფერს ხედავს.
🌻არც ის, რომ გიჟი თავისუფალია, მე ვარ გიჟი, მაგრამ მონობაში ვრჩები, ჩემივე თავის მონობაში...
🌻ისიც ტყუილია რომ მთავარი სიყვარულია.
ერადერთი სიმართლე ის არის რომ სამყარო ლაჩარი,მოღალატე და უგულო ადამიანებისააა... გამარჯვება ყოველთვის ადამიანობა დაკარგული ადამიანებისა...
და მეც ვიცი, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.
არც სჯიან გამარჯვებულებს.
მათ ღმერთიც გადაიბირეს."...