06/03/2023
🌞 დაიწყე ზაფხული ბარსელონაში:
ბარსელონა - იორე დე მარ
📍ტურის ჩატარების თარიღი: 6-12 ივნისი.
ტურის აღწერა:
I დღე:
✈️05:10 - გაფრენა თბილისის აეროპორტიდან ბარსელონას მიმართულებით (საქ. დროით).
✈️09:30 - ჩაფრენა ბარსელონის აეროპორტში (ესპ. დროით).
🚌ტრანსფერი სასტუმროში.
🏨განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო.
16:00 - ქალაქის საფეხმავლო მიმოხილვითი 2 საათიანი ტური.
რას ვნახავთ:
გავისეირნებთ ქალაქის მთავარ ქუჩაზე ლა რამბლა და თვალს შევავლებთ რამბლას ქუჩის არქიტექტურას. ვეწვევით უძველეს ბაზარს ლა ბოკერია და პლასა რეიალს. მოვინახულებთ გოთიკური კვარტლის უძველეს ვიწრო ქუჩებს. ვნახავთ მე-14-ე საუკუნის სანტა მარია დელ პის ეკლესიას. ტურის დასასრულს ვნახავთ კოლუმბის ძეგლს და გავისეირნებთ პორტში.
18:00 - დაბრუნება სასტუმროში. თავისუფალი დრო.
II დღე:
09:00 - საუზმე სასტუმროში.
10:30 - ტურის დაწყება: ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება - მოვინახულებთ საგრადა ფამილიას, გავისეირნებთ დიაგონალის გამზირით ბარსელონას მთავარ საშოპინგო ქუჩაზე პასეიჯ დე გრასია, სადაც დავათვალიერებთ და სურვილისამებრ ვესტუმრებით ანტონი გაუდის არქიტექტურულ შემოქმედებას. სანახავი ადგილები:
კასა მილა, კასა ბატიო, კასა ამატიერ, კასა იეო მორერა.
დავისვენებთ ქალაწის ყველაზე მშვიდობიან (მტრედებიან) მოედანზე პლასა დე კატალუნია. ბარსელონას ტურს დავასრულებთ ქალაქის მთავარი მოედნის, პლასა ესპანიას მონახულებით.
დაბრუნება სასტუმროში. თავისუფალი დრო.
III დღე:
09:00 - საუზმე სასტუმროში.
10:30 - ქალაქის ტური:
ვნახავთ გაუდის კიდევ ერთ ნიმუშს: გუელის სასახლეს (შესვლა სურვილისამებრ), გავისეირნებთ ბარსელონას ეგზოტიკურ უბანში ელ რავალ. ვნახავთ ულამაზეს კატალანური მუსიკის სასახლეს. ბარსელონას კათედრალს და გოთიკური კვარტლის ვიწრო ქუჩებით გავალთ მეფის მოედანზე. გავისეირნებთ პარკ სიუტადელაში და ტურს დავასრულებთ 1888 წელს მსოფლიო ბაზრობის კარიბჭესთან - ტრიუმფალურ თაღთან.
IV დღე:
09:00 - საუზმე სასტუმროში
🚄10:30 - გამგზავრება ბარსელონადან კოსტა ბრავას მიმართულებით.
🏨13:00 - განთავსება იორე დე მარში სასტუმროში.
🌊თავისუფალი დრო
V დღე:
09:00 - საუზმე სასტუმროში
🌊თავისუფალი დრო
VI დღე:
09:00 - საუზმე სასტუმროში
🌊თავისუფალი დრო
VII დღე:
09:00 - ჩექ აუთი. გამგზავრება ბარსელონის აეროპორტში.
✈️13:35 - გაფრენა თბილისის მიმართულებით (ესპ. დროით).
✈️04:10 (მომდევნო დღე - 13 ივნისი) - ჩაფრენა თბილისის აეროპორტში. ტურის დასასრული.
📍ტურის ღირებულება 1 ადამიანზე: 1100 ევროს ექვივალენტი ლარში.
ღირებულებაში შედის:
✅ ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისიდან).
✅ 8 კგ. ხელბარგი.
✅ 3*** სასტუმროში განთავსება 1 ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში ბარსელონასა და კოსტა ბრავაზე საუზმით.
✅ ქართულენოვანი გიდის მომსახურება ბარსელონაში.
✅ ტურში მოცემული ბარსელონას მიმოხილვითი და საფეხმავლო ტურები.
✅ საგრადა ფამილიას მუზეუმის მოსაკრებელი.
✅ ტურში მოცემული ყველა ტრანსფერი.
‼️ტურში არ შედის:
🔴 სადილისა და ვახშმის ღირებულება.
🔴 ტურში მოცემული მუზეუმების მოსაკრებელი (გარდა საგრადა ფამილიასი).
🌟ფასები ცვალებადია თარიღების ცვლილებასთან ერთად და ბარგის დამატების შემთხვევაში.