30/03/2023
სალვადორ დალის მუზეუმი, ბესალუ, კლდეზე აშენებული ქალაქი, ვულკანები და კიდევ ბევრი თავგადასავალი 23 აპრილს
ბარსელონადან გავდივართ 09:00 - Figueres - ის მიმართულებით, სადაც ვნახავთ სალვადორ დალის ყველაზე დიდ მუზეუმს, რომლის დიზაინიც მასვე ეკუთვნის.
14:00 - გავემგზავრებით ქალაქ Besalú - ში, რომელიც შუა საუკუნეებშია აშენებული და მდებარეობს ჟირონას პროვინციაში.
16:00 - Castellfollit de la Roca. ეს არის ჟირონას პროვინციაში ყველაზე პატარა ქალაქი, რომელიც გაშენებულია კლდეზე და მოიცავს 1 კვადრატულ კილომეტრ ფართობს.
17:00 - ტყე და ვულკანები!!! La Fageda d’en Jordà - ეს არის ყველაზე ჯადოსნური ადგილი La Garrotxa-ს რეგიონში, რომელიც გაშენებულია Croscat-ის გაციებულ ლავაზე და გარს არტყავს 21 ვულკანი
La Garrotxa - ს ნატურალური ვულკანური პარკი არის ერთ-ერთი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ უნდა ნახო და სულაც არაა საჭირო შორს მოგზაურობა ამ უჩვეულო პეიზაჟების დასათვალიერებლად. ესაა იბერიის ნახევარკუნძულის საუკეთესო ვულკანური ლანდშაფტი და ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ევროპაში.
დაინტერესდი?
მაშინ შემოგვიერთდი 23 აპრილს ამ დაუვიწყარ თავგადასავალში.
ღირებულება - 42€
ფასში შედის მიკროავტობუსით მგზავრობა
წყალი
ბევრი ფოტო
და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები
ფასში არ შედის მუზეუმის ბილეთები, რომელიც ღირს 17€ და უნდა დაჯავშნოთ წინასწარ, რადგან ძალიან მალე იყიდება და არ გვინდა ვინმე ნაწყენი დაგვრჩეს.
ადგილების დასაჯავშნად აუცილებელია თანხის ნახევრის წინასწარ გადახდა ბიზუმით, ბანკით ან პირადად.