წნისი შენი სოფელი/Tsnisi/Цниси

წნისი შენი სოფელი/Tsnisi/Цниси IV ს-ის მეორე ნახევრით, ზედა – ძვ. წ.

წნისი
მონასტერი (ქც 4: 663,3,5,9).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 663,3,5,9), XVI ს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 385; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 262), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 12, 37).

ვახუშტი ბაგრატიონი წნისის შესახებ გადმოგვცემს: აბანოსხევის „ზეით წნისს ერთვის მტკუარს წნის

ის ხევი, გამომდინარე ფერსათის მთისა ... ამ ხევზედ არს, წნისს ზეით, მონასტერი მაღალს კლდესა ზედა, კეთილშენი, გუმბათიანი და აწ უქმი ... წნისს არს მტკუარზედ ხიდი კარგი“ (ქც 4: 663,3,5,9).

მდებარეობს ახალციხის მუნიც-ში, ახალციხიდან აღმოსავლეთით 8 კმ-ზე, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. წნისის ტერიტორიაზე.

წნისი შედიოდა ისტორიული სამცხის შემადგენლობაში. წყაროებში მოიხსენიება XVI ს-დან. 1595 წლისათვს წნისი თითქმის გაუკაცრიელებული იყო. იგი აწყურსა და ახალციხეს შორის არსებულ გზაზე მდებარეობდა, გურჯისტანის ვილაიეთის დავთრის მიხედვით წნისი გადასახადებისაგან თავისუფლდებოდა ამ გზის მოვლისა და შენახვის სანაცვლოდ (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 60).

1981 წ. სოფ. წნისის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირიდან 500 მ-ზე აღმოჩნდა ადრეელინისტური ხანის სამაროვანი და შუა საუკუნეების ნამოსახლარი. სამაროვანი ორიარუსიანია. ქვედა ჰორიზონტი თარიღდება ძვ. წ. III ს-ის პირველი ნახევრით. სამაროვანზე გაითხარა 67 სამარხი: ორმოსამარხები, ქვისსამარხები, ქვევრსამარხი (მცირე ზომის ორყურა დერგი). სამარხები ინდივიდუალურია ან წყვილადი. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი, თავით ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით, დასავლეთით ან სამხრეთ-დასავლეთისაკენ.

სამაროვანზე აღმოჩნდა ლეგა-მონაცრისფროდ და მოწითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი: ხელადები, დოქები, სასმისები, ყურმილიანი ხელადები, ქოთნები, კოჭბები, ჯამები, ფიალები. ლითონის ნივთებიდან აღსანიშნავია: რკინის დანები, ბრინჯაოსა და ვერცხლის ფარაკიანი ბეჭდები, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, ბრინჯაოსა და ვერცხლის სხივანა საყურეები, ბრინჯაოსა და რკინის საკისრე რკალები, რკინის ენიანი ბრინჯაოს ფიბულა, ბრინჯაოს გვერდჩაჭრილი ზარაკები და სხვ. სამაროვანზე მრავლად აღმოჩნდა სარდიონის, გიშრის, მინის, მინისებური პასტის მძივები და იოტები. იქვე აღმოჩნდა კოლხური თეთრი – ვერცხლის ნახევარდრაქმები (ღამბაშიძე, კვიჟინაძე ... 1984: 19-20; კვიჟინაძე 1987: 32-35; კვიჟინაძე 1983: 28-32).

სამაროვნს მთელ ტერიტორიაზე ფარავს შუასაუკუნეების ნამოსახლარი, რომელმაც დააზიანა სამაროვანი. ნამოსახლარზე გაითხარა 5 ნაგებობა. №1 სათავსო შემორჩენილია ფრაგმენტულად. ნაგებია ფლეთილი ბაზალტის ქვით და შელესილია კირით. სათავსოში აღმოჩნდა თლილი ბაზალტის ქვით ნაგები ბუხარი და პურის საცხობი, რომელსაც აქვს გუმბათისებური გადახურვა. იქვე აღმოჩნდა მოჭიქული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. №2 სათავსო სათონეს წარმოადგენს (4,3X3,3 მ). ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში დგას თონე, რომელიც სათავსოსაგან გამოყოფილია ოვალური კედლით. №3 სათავსოში (8,4X2,7 მ) აღმოჩნდა რიტუალური კერა – იატაკში ჩადგმული დოქი, რომელსაც შიდაპირზე აქვს 3 ერთმანეთში ჩახაზული მცირე წრე. კერაში აღმოჩნდა ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. №4 სათავსო (8X6,8 მ) მიშენებულია №3 ნაგებობაზე და კარით უკავშირდება მას. №5 სათავსოში (4,7X4,55 მ) აღმოჩნდა იატაკში ჩადგმული ქვევრი, კერამიკის ფრაგმენტები. აქვე დაფიქსირდა თონე, რომელიც ნაგებია მოყავისფროდ გამომწვარი ოვალური თიხის ფილებისაგან (ღამბაშიძე, კვიჟინაძე 1985: 31-33; კვიჟინაძე 1986: 27-29).

სოფ. წნისის ჩრდილოეთით XX ს-ის 20-იან წლებში შემორჩენილი იყო ეკლესიის ნანგრევები და კოშკი (ბოჭორიძე 1992: 43).

სოფლის მახლობლად მდ. მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯები.


ბიბლიოგრაფია: ბოჭორიძე 1992: 43; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 12, 37; 1958: 60; კვიჟინაძე 1983: 28-32; 1986: 27-29; 1987: 32-35; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 262; ქრონიკები ... 1897: 385; ქც 4: 663,3,5,9; ღამბაშიძე, კვიჟინაძე ... 1984: 18-21; ღამბაშიძე, კვიჟინაძე, აბრამიშვილი 1985: 31-37. See also: ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.

Წნისის კოლორიტები
03/08/2024

Წნისის კოლორიტები

01/06/2023
17/04/2023
26/09/2021

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა,
აფხაზეთი საქართველოა,
დიდება გმირებს !!!!!

22/07/2021
07/12/2020
11/09/2020
02/06/2020
20/08/2018

:D

20/08/2018
20/08/2018

პოლიტიკური ტერორისტი.. :) ამ ქალს ხმა იმიტომ უნდა მისცე, რომ ბოლომდე დაიქცეს ეს ქვეყანა, თუმცაღა ამის შემხედვარე, ყოველთვის იქნები ამაყი საკუთარი თავის და ღმერთს ეტყვი მადლობას, რომ ასეთი არ ხარ :D

Address

წნისი
Akhaltsikhe

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წნისი შენი სოფელი/Tsnisi/Цниси posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share

Category