22/05/2021
🗺🧭🚙🚕🚗🚓🚘 მათთვის, ვინც პირველად მიდის #თუშეთშისაკუთარიავტომობილით.
👉 ნებისმიერი მთები არის დაბალი ატმოსფერული წნევა რაც გავლენას ახდენს როგორც მძღოლის კეთილდღეობაზე, ასევე ავტომობილის გამართულ მუშაობაზე. აბანოს უღელტეხილისთვის რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, დამახასიათებელია ტემპერატურის ცვლილებები დღე-ღამის სხვადასხვა პერიოდში, ძლიერი ნისლი და უხვი ნალექი. მთის კალთები ზოგიერთ ადგილზე საკმაოდ ციცაბოა, გზები მიხვეულ-მოხვეული, ერთ მხარეს კლდე და მთა მეორე მხარეს ნაპირი და ლამაზი პეიზაჟი. გზის ზოგიერთი მოსახვევი შეზღუდული ხილვადობით გამოირჩევა და შეიძლება იყოს 180 გრადუსიანი შემობრუნებით.
👆👆წავედით.
ძირითადი წესები.
მთაში მოქმედებს როგორც საგზაო მოძრაობის შესახებ კანონით დადგენილი წესები ასევე არაფორმალური წესები, რომლებიც წლების განმავლობაში შემუშავებულია გამოცდილი მძღოლების მიერ. რეკომენდირებულია, რომ თქვენი ავტომობილი იყოს მაღალი გამავლობის, ორივე ხიდი ყოველთვის გქონდეთ ჩართული (4 X 4, ჯიპი) და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი გამაძლიერებელის („რაზდატკა“) ჩართვაც მოგიწიოთ. ვიწრო ადგილებზე მოძრაობისას უპირატესობა ენიჭება ავტომობილს რომელიც აღმართზე ან ხრამთან ახლოს მოძრაობს. ძლიერი ნისლის დროს, შეზღუდული ხილვადობის პირობებში გადაადგილდით რაც შეიძლება მთის ან კლდის მხარეს. მუდმივად უნდა აკონტროლეთ სიტუაცია გზაზე და თვალი ადევნეთ მართვის ინსტრუმენტების მაჩვენებელ პანელს (პრიბორებს).
🚗🚕🚓🏔აღმართი.
აღმართზე მოძრაობისას ავტომობილის გამწეობის რეზერვის შესანარჩუნებლად შეეცადეთ ძრავი ამუშავოთ მაქსიმალური ბრუნვის სიახლოვეს. მექანიკურ გადაცემათა კოლოფიანი ავტომობილის მართვისას ციცაბო აღმართზე მოძრაობის დროს მოერიდეთ სიჩქარის გადართვას. წინასწარ ჩართეთ ისეთი გადაცემა (დაბალი, I ან II გადაცემა), რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიაროთ სერპანტინის მკვეთრი მოსახვევები და ციცაბო აღმართი გაჩერების გარეშე. "ავტომატური" გადაცემათა კოლოფიან ავტომობილით მოძრაობისას გამოიყენეთ სიჩქარის იძულებითი გადართვა (რეჟიმები D1 ან L ). თუ ციცაბო და ვიწრო აღმართზე თქვენი ავტომობილის წინ მოძრაობს სხვა ავტომობილი, დისტანცია გაზარდეთ ან შეამცირეთ მხოლოდ მას შემდეგ როდესაც დარწმუნდებით, რომ ის გასცდა გზის საშიშ მონაკვეთს.
თუ ინსტრუმენტების პანელზე წყლის მაჩვენებელმა დაიწყო აწევა, სალონში ჩართეთ ყველა გამათბობელი მაღალ ტემპერატურაზე (ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოქმედებს). თუ ტემპერატურა კვლავ მაღლა იწევს შეწყვიტეთ მოძრაობა, არ გამორთოთ ძრავი და დაელოდეთ ტემპერატურის ნორმალურ მდგომარეობამდე დაწევას. შედეგის არ ქონის შემთხვევაში შეეცადეთ დაბრუნდეთ უკან (სავარაუდოდ დაღმართზე წყალს აღარ „ასწევს“) ან დახმარება სთხოვეთ ნებისმიერ გამვლელ ავტომობილის მძღოლებს.
🚗🚓🚕🏔დაღმართი.
ციცაბო დახრილ გზაზე მოძრაობა კიდევ უფრო საშიშია ვიდრე აღმართზე ასვლა. კატეგორიულად არ შეიძლება დაგორებით მოძრაობა (N -ზე გადართვა). წინასწარ ჩაერთეთ დაბალი გადაცემა და საჭიროების შემთხვევაში ძრავის დასახმარებლად გამოიყენეთ მუხრუჭი, პედალზე პერიოდული დაჭერით. სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც აქვთ ავტომატური გადაცემათა კოლოფი ჩართეთ ერთ – ერთი დაბალი გადაცემა ძრავის უფრო ეფექტური დამუხრუჭებისთვის.
🚗🚓🚕გასწრება.
თუ პირველად მიდიხართ თუშეთის გზაზე უმჯობესია საერთოდ უარი თქვას გასწრებაზე. ზოგჯერ თქვენს წინ შეიძლება ნელი სვლით მოძრაობდეს სატვირთო (კამაზი) ან სხვა ავტომობილი და გადაწყვიტეთ გასწრება. ამის შესახებ აუცილებლად ანიშნეთ ფარებით ან ხმოვანი სიგნალით ავტომობილის მძღოლს. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად და წინასწარ შეაფასეთ გასწრების თქვენი შესაძლებლობები.
👆👆👆ვამუხრუჭებთ მუხრუჭების გარეშე.
კარგად გამართულ ავტომობილშიც კი გადახურების გამო სამუხრუჭე სისტემა შეიძლება ადვილად გამოვიდეს მწყობრიდან. ხშირი დამუხრუჭება აცხელებს სამუხრუჭე ხუნდებს და გარკვეულ ტემპერატურის მიღწევისას შეიძლება გამოიწვიოს სამუხრუჭე სითხის ადუღება. შედეგად, სითხეში ორთქლის ბუშტუკები ადვილად იკუმშება და აღარ მოქმედებს სამუხრუჭე სისტემაზე (პედალი "ვარდება"). ასეთ სიტუაციაში უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და სწორად. უპირველეს ყოვლისა ჩავრთოთ „ავარიული შუქი“ რათა სხვა ავტომობილის მძღოლებს აჩვენოთ, რომ პრობლემები გაქვთ. ამუხრუჭეთ ძრავით, პედალზე პერიოდული დაწოლით და „ხელის მუხრუჭით“. თუ ავტომობილი აგრძელებს აჩქარებას, ეცადეთ, რომ ავტომობილის გვერდი "გაუსვათ" მთის ქანს ან კლდეს. მსგავს სიტუაციაში ნუ იფიქრებთ ძვირადღირებულ ავტომობილის რემონტზე - ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია!
👉👉გაითვალიწინეთ !
1. არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი, ფსიქოტროპული ან სხვა ნარკოტიკული საშუალებები.
2. გადაადგილდით აუცილებლად მაღალი გამავლობის (4 X 4, ჯიპი) ავტომობილით.
3. მთაში გამგზავრებისას მზად იყავით იმისთვის, რომ შეიძლება მოვიდეს ძლიერი წვიმა, სეტყვა, თოვლი, იყოს ქვათაცვენა და ტემპერატურამ იკლოს მკვეთრად.
4. თუშეთის ლამაზმა ბუნებამ შეიძლება ყურადღება მოგიდუნოთ. მაქსიმალურად გაამახვილეთ ყურადღება გზაზე და ავტომობილის (ძრავის) გამართულ მუშაობაზე.
5. მოერიდეთ ღამით მგზავრობას.
6. საპირისპირო შემხვედრი ტრანსპორტის შემჩნევისას მაშინვე იზრუნეთ გზის ფართო ადგილზე ავტომობილის გასაჩერებლად (შეიძლება მოძრაობის უპირატესობა გქონდეთ თქვენ მაგრამ მაინც).
7. თუშეთში არ არის ავტოგასამართი სადგური და ვულკანიზაცია. გამგზავრების წინ ყოველთვის შეამოწმეთ სათადარიგო საბურავი და მისი შესაცვლელი შესაბამისი მოწყობილობები.
8. კარგია თუ თან გექნებათ მცირე ნიჩაბი.
9. ნისლში მოძრაობის დროს თუ ხილვადობა ნულია გაჩერდით. ნებისმიერი ნისლის დროს უნდა ჩართოთ ნისლსაწინაარმდეგო და შორი განათების ფარები.
10. თუ ხვდებით, რომ გიჭირთ და სიტუაციას ვერ მართავთ, დარეკეთ 112 -ზე და დახმარება სთხოვეთ ნებისმიერ გამვლელს.
🚩🚩გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას თუშეთში!🚘🚘🚗🚕
#უსაფრთხომგზავრობა თუშეთში.