რამინაშვილების მარანი Raminashvilebis Marani

  • Home
  • Georgia
  • Asuret'i
  • რამინაშვილების მარანი Raminashvilebis Marani

რამინაშვილების მარანი Raminashvilebis Marani შვაბების ქუჩა N23
(4)

09/12/2023
05/12/2023

რამინაშვილების მარანი Raminashvilebis Marani
მამუკა რამინაშვილის ოჯახის კერძო კოლექცია

03/12/2023
03/12/2023

📢 ვაგრძელებთ ჩვენი შემოქმედებითი ტურების უწყვეტ ციკლს. მორიგი არტ-პლენერი ულამაზესი ქვემო ქართლის სოფელ ასურეთში 📍🍂
🍷🍇 პროექტის მხარდამჭერია რამინაშვილების მარანი Raminashvilebis Marani
📲 მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

28/11/2023
27/11/2023
27/10/2023
❣️❣️❣️😘
04/10/2023

❣️❣️❣️😘

თბილისის 217 საჯარო სკოლა
24/09/2023

თბილისის 217 საჯარო სკოლა

ასურეთული შავიასურეთული შავი ნაპოვნი იქნა ასურეთის ზონაში, გერმანელი კოლონისტი შალის მიერ. მას მოეწონა ეს გარეული ფორმა ...
18/09/2023

ასურეთული შავი
ასურეთული შავი ნაპოვნი იქნა ასურეთის ზონაში, გერმანელი კოლონისტი შალის მიერ. მას მოეწონა ეს გარეული ფორმა და მისი რქები ვენახში გაამრავლა. ს. ჩოლოყაშვილმა მას „ასურეთული“ შეარქვა. მისი სინონიმებია: ასურეთული, შალტრაუბენ (შალის ყურძენი), შალშვარც (შალის შავი) და შალასაც ეძახიან (რ. კიკაჩეიშვილი, 1963., მ. რამიშვილი., 1986).
იგი ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. დიდი წვენის გამოსავლიანობით და უხმოსავლიანობით გამოირჩევა. მისგან ღია წითელი ღვინოები მზადდება. გამოირჩევა ხალისიანი მჟავიანობით და კარგი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით. ასურეთული შავი მოხსენიებულია (ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე, 1960) საკმაოდ გავრცელებულ ჯიშად. იგი შედარებით ძველი ჯიშია, რომელიც მიღებულია გარეული ვაზის ლიანებიდან გამორჩევის გზით - აღმოსავლეთ საქართველოში. შორეული მსგავსება აქვს თავკვერთან (ცერცვაძე ნ., 1989). ს. ჩოლოყაშვილი (1939) მარნეულის-აღბულაღის (თეთრი წყაროს) მუნიციპალიტეტების წამყვან ჯიშებად ასახელებს რქაწითელს და შალტრაუბენს (ასურეთული შავი), მისი გავრცელების არეალად ასახელებს ასურეთს, კოდას და სხვა.
ბოტანიკური აღწერა. ახალგაზრდა ყლორტი 10-15 სმ სიგრძისაა. ყლორტის ზრდის კონუსი და მისი ორი ფოთოლაკი შებუსულია თხლად აბლაბუდისებური ბუსუსით, შეფერილია მოთეთრო-მოყვითალოდ, ბრინჯაოსფერი ლაქებით და მოწითალო არშიით. მეორე იარუსის ფოთლები მცირედაა შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით, მომწვანო-მოყვითალოა ბრინჯაოსფერი ელფერით; ხოლო ქვედა მხარე შუბუსავია და ლიმონისფერი. მესამე ზონის ფოთლები ღია მწვანეა და შეუბუსავი. მესამე-მეოთხე და მეხუთე ფოთოლაკი დანაკვთულია საშუალოდ, ყუნწის ამონაკვეთი თაღისებურია.
ყლორტი თითქმის შეუბუსავია, მომწვანო-მოყვითალოა და ღია ყავისფერი ზოლები აქვს. ერთწლიანი რქა მოყვითალო-ყავისფერია, საკმაოდ ძლიერი ზრდისაა, მუხლთაშორის სიგრძე 6-12 სმ შორის მერყეობს, უმეტესად 9 სმ.
ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომისა, მომრგვალოა, სიგრძე დაახლოებით 16-22 სმ, და სიგანე 15-23 სმ აღწევს. სამნაკვთიანია, გვხვდება ხუთ ნაკვთიანიც მაგრამ იშვითად. ზედაპირი გლუვია ან ბადისებურად დანაოჭებული. ფოთოლის ორივე მხარე შიშველია, ზედა შედარებით უფრო მუქი მწვანე შეფერილობისაა. ზედა ამონაკვეთი დახურულია, ღრმა ან საშუალო სიღრმის, ფორმით მომრგვალოა ან ელიფსური, ასევე გვხვდება შეჭრილკუთხისებური ნასვრეტისებური ამონაკვეთიც. ქვედა ამონაკვეთი ღიაა, შეჭრილკუთხა ან ნასვრეტისებური, იშვითად ჩანგისებურია ან პარალელურგვერდებიანი მახვილი ფუძით.
ყუნწის ამონაკვეთი ღრმაა, თაღისებურია, ჩანგისებური ან კვადრატულია. მთავარი კბილები ბლაგვია ან მომრგვალო. გვერდითი კბილებიც იგივე ფორმისაა, მაგრამ შედარებით მცირეა ზომაში. ყუნწი შეუბუსავია, შეფერილია ღია მწვანედ ღვინისფერი ზოლებით.
ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითია. მტევანი დიდი ზომისაა, სიგრძე 17-24 სმ, სიგანე 12-18 სმ, ძლიერ დატოტვილია, ცილინდრულ-კონუსურია ან უფორმო. საშუალო სიკუმსისაა, გვხვდება როგორც მეჩხერი ასევე კუმსი მტევნებიც. ყუნწი ღია მწვანე ფერისაა - იისფერი ზოლებით, სიგრძე შეადგენს 2-4 სმ. მარცვალის ყუნწის სიგრძეა 5-7 მმ.
მარცვალი მომრგვალო და ოდნავ ოვალური ფორმისაა, სიგრძე 14-16 მმ, სიგანე 13-15,5 მმ. დიდი ზომის მარცვლების სიგრძე-სიგანე 20-22 მმ შეადგენს, შეფერილობით შავია, იისფერი ელფერით. მასზე უხვად არის შეფენილი ცვლისებრი მასა. რბილობი ხორციან-წვნიანია, ადვილად ცილდება კანს, ხოლო წიპწა შედარებით უფრო ძნელად, გემო სასიამოვნო აქვს, შაქარ-მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდებით. წვენი შეუფერავია. კანი - საშუალო სისქის, ელასტიური, საღებავი ნივთიერებებით მდიდარი, მარცვალში უმეტესად 2 წიპწა გვხვდება, იშვიათად 1 და 4 ცალი.
წიპწა წვრილია, სიგრძე 6-7 მმ, სიგანე 2-2,5 მმ. ზურგის მხარე ღია წაბლისფერია. ქალაძა მოგრძო ან ოვალურია. მცირედ არის ამოზნექილი და სხეულის შუა ზონაში მდებარეობს. მუცლის მხარე შედარებით ღია ფერისაა, ღარები ღრმაა და მთელს სიგრძეზე გასდევს. ნისკარტი ბრინჯაოსფერია.
აგრობიოლოგიური დახასიათება. ასურეთული შავი საშუალო სიმწიფის პერიოდის ვაზის ჯიშია; იგი თავკვერთან შედარებით 6-8 დღით ადრე მწიფდება. კვირტის გაშლას 22 აპრილიდან იწყებს, ყვავილობას 2 ივნისს, შეთვალებას 13 აგვისტოს, სრულ სიმწიფეს 18 სექტემბერს აღწევს. კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 150 დღე და 3100° ტემპერატურათა ჯამია საჭირო. რქაზე მეტწილად ერთი მტევანი ვითარდება, ორი მტევანი რქაზე იშვიათად გვხვდება, მაგრამ მტევანი დიდი ზომისაა (180-600 გ), მისი საშუალო მასა 250-300 გ. ჰექტარზე გადაანგარიშებით მისი საშუალო მოსავლიანობა არის: 100-180 ც, ეს დამოკიდებულია მის დამტვერვაზე.
სოკოვანი დაავადებების მიმართ ასურეთული შავი შედარებით გამძლეობით გამოირჩევა. მ. რამიშვილის (1986) მიხედვით იგი ამ მხრივ რქაწითელს უტოლდება. სხვლა ფორმირებიდან უკეთ ეგუება ორმხრივ ქართულ ფორმას. სანაყოფეს სიგრძეს 8-10 კვირტს უნდა შეადგენდეს.
ნიადაგისა და კლიმატური პირობების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეობით გამოირჩევა. სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება. პროცენტულად მტევნის მექანიკური შედგენილობაა: წვენი 79, კანი და რბილობის ნაწილაკები 15,1, კლერტი 3,2, წიპწა 2,7. ასურეთული შავისგან მზადდება საკმაოდ ხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინო. ღვინო შეფერილობით ლალისფერია, ჯიშური არომატებით, ხალისიანი სიმჟავე 6,7, საკმაოდ სხეულიანია (ექსტრაქტი 24-26 გ/ლ). სრულ სიმწიფეში ყურძნის წვენის შაქრიანობა საშუალოდ 19-21%-ია, ხოლო მჟავიანობა 6-7 გ/ლ. რაც იძლევა 10,5-12 მოც.% სიმაგრის ღვინოს.

ავტორი- შორენა გიორგობიანი.👍🏻🤎💙💜🧡♥️მადლობა შორენას✌️✌️

15/09/2023

საყვარლები🤩👍❣️❣️

შვაბები 🚻 შვაბების🔝 2️⃣3️⃣
05/09/2023

შვაბები 🚻 შვაბების🔝 2️⃣3️⃣

03/09/2023

მარი როკაშვლი. გუშინ ვიყავით თქენთან მარანში მოვიხიბლე თქვენი მასპინძლობით სითბოთი და იმ გარემოთი რაც გაქვთ სასწაულია პირდაპირ მინდა წარმატებები გისურვოთ და კიდევ გეწვევით აუცილებლად❤️🥰რამოდენიმე ფოტო მქონდა და ესეც გამოგიგზავნეთ..

Address

Asuret'i

Telephone

+995595226700

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რამინაშვილების მარანი Raminashvilebis Marani posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share

Category