20/05/2022
🤗 ჩვენ გეტყვით 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა დაისვენოთ ბაკურიანში გაზაფხულზე 🍃
☀️ თვალს ადევნებთ ბუნების გამოღვიძებას და დამტვერვის სეზონს - სიწყნარე, მწვანე პეიზაჟები, ბუხარი და წიწვოვან ტყეში სეირნობა სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ! სრული იდილია და კომფორტი საუკეთესო არჩევანი იქნება შეყვარებული წყვილისთვის. არ დაგავიწყდეთ თბილი ტანსაცმლის წაღება და ბევრი ფოტოს გადაღება.
🌸 ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი - ის 1910 წელს გაშენდა და თავისი კოლექციების სიმდიდრით და მრავალფეროვნებით ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მაღალი მთის ბოტანიკურ ბაღად მიიჩნევა. განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულის სეზონზე და იდეალურია საინტერესო ლაშქრობის მოსაწყობად, ოჯახთან ერთად.
🦋 გაერთო მეგობრებთან ერთად - თუ მეგობრებთან ერთად გინდათ რამდენიმე დღით სადმე წასვლა, ამ შემთხვევაში რაიმონდ პალასის დაჯავშნა ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. თუ თანხას მეგობრები ერთმანეთში გაინაწილებთ, დასვენებას ძალიან მიზერულ ფასად შეძლებთ კომფორტულ, ლამაზ, მყუდრო გარემოში და ისარგებლებთ დახურული აუზითაც 😊
🐞სასარგებლოა ბავშვებისთვის - ალპური ჰავა, წიწვოვანი ტყე ძალიან სასარგებლოა პატარებისთვის. ბაკურიანში დასვენებას პედიატრებიც უწევენ რეკომენდაციას. განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან და ბრონქებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
⛰ ცალკე აღვნიშნავთ ბორჯომისა და წაღვერის ხეობებს - აქ ტარდება ექსკურსიები, რომელთა დროსაც შეგიძლიათ ნახოთ როგორც მდიდარი ბუნება, ასევე ისტორიული ძეგლები.