ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია “ექსპო ბათუმის” ბაზაზე ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ირანის კონსულს შეხვდნენ.
სტუდენტებს ირანის ტურიზმის ინდუსტრია და ირანის უმაღლესი დეწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს.
შეხვედრის მონაწილეებმა 13-15 მაისს ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-13 ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის expo Batumi trevel 2022 -ის შესახებაც ისაუბრეს, გამოფენის ფარგლებში ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას გადიან.
https://ajaratv.ge/article/96080
ტურიზმის ფაკულტეტის 40 სტუდენტი
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენა „EXPO BATUMI TRAVEL 2022“-ის ფარგლებში ერთ თვიან სტაჟირებას გაივლის
კონფერენცია 2017, მაჭახელას ხეობა
Conference 2017, Matchakhela Gorge
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით ორდღიანი VI საერთაშორისო კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ მიმდინარეობს. ,,დილის ტალღაში" გერმანელი ექსპერტი კურტ რაიტცი და ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი მერაბ დიასამიძე სოფლად ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და განათლების სტრატეგიაზე საუბრობენ.🎬🎥📺🏝
With the initiative of Tourism Faculty of BSU 6th international two day conference - "Tourism: Economic and Business" is in process.
In TV show "Dilis Talga" German expert Kurt Reitz and Head Of Quality Asssurance Service of tourism faculty Merab Disamidze are discussing the key issues and educational perspectives of rural tourism development in Georgia. 🎬🎥📺
ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით ორდღიანი VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ მიმდინარეობს.
The two-day VI International Scientific-Practical Conference "Tourism: Economics and Business" is being organized by the Tourism Faculty of Batumi Shota Rustaveli State University.
სტუდენტთა საყურადღებოდ...!
სტუდენტთა საყურადღებოდ...!
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტზე არსებული ბიზნესის სკოლა აცხადებს მსმენელთა მიღებას შემდეგ სპეციალობებზე:
მენეჯმენტი - 3 თვე
ბიზნესის ადმინისტრირება - 6 და 9 თვე
ტურიზმის მენეჯმენტი - 6 თვე
სასტუმროს მენეჯმენტი - 2 თვე
რესტორნის მენეჯმენტი - 2 თვე
ლექციებს წაიკითხავს ადგილობრივი და უცხოელი ლექტორები,
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა საუნივერსიტეტო სერტიფიკატი.
განახორციელე საიმედო ინვესტიცია თქვენს მომავალში!!!
ტელ.: (0422) 27 06 56 მობ.: 593 40 57 40
რუსული ტურისტული სააგენტოები საქართველოში
`ბათუმი - აჭარის ტურისტული საოცრება`- ამ სახელწოდებით ტურისტული მარშრუტის შემუშავება დაიწყეს რუსულმა ტურისტულმა კომპანიებმა. ტურისტული კომპანიების გაერთიანების 16 წარმომადგენელი ამჟამად ბათუმში იმყოფება.
ვიზიტი 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება - ამ პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია ტურები ძველ ბათუმსა და ღამის ბათუმში, ახალი და ძველი ბულვარის დათვალიერება, ვიზიტები ბოტანიკურ ბაღსა და ღვინის სახლში. ჯგუფი მოინახულებს ასევე ზემო აჭარის ღირსშესანიშნავ ადგილებს, გაეცნობა ადგილობრივ სამზარეულოს.
ბათუმისა და მუგლას უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემ
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქეთის რესპუბლიკის მუგლას უნივერსიტეტს შორის გაფორმდა.
მემორანდუმი, რომელსაც ხელი ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ და მუგლას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა იუსუფ ზიია ერდილიმ მოაწერეს, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კონფერენციებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს ითვალისწინებს.
ხელშეკრულების ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტის ბაზაზე სტუდენტები პრაქტიკასაც გაივლიან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურიზმის ფაკულტეტისთვისაა, რადგანაც მუგლა ტურისტული ქალაქია, სტუდენტებს იქ პრაქტიკის გავლა უნივერსიტეტის პარტნიორ სასტუმროებშიც შეეძლებათ.
შეხვედრას დღეს ქალაქ მუგლას ერთ-ერთი სასტუმრო ქსელის ადამიანური რესურსების მენეჯერიც ესწრებოდა.
"ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლება
"ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლება" - ასე ჰქვია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა.
პროექტის დეტალები ბათუმის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პირადად რექტორმა გააცნო.
პროექტის თანახმად, ამოქმედდება ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და გაცვლითი პროგრამები. ამასთან სტაჟირებაზე ნორვეგიაში 1 წლით ტურიზმის ფაკულტეტის 9 სტუდენტი და ბათუმის უნივერსიტეტის 6 პროფესორ-მასწავლებელი გაემგზავრება.
სამი საქართველო
სამი საქართველო: ტაო–კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო.
მოგზაურობა ტაო–კლარჯე?...