Traveler's Club - მოგზაურთა კლუბი

Traveler's Club - მოგზაურთა კლუბი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Traveler's Club - მოგზაურთა კლუბი, Travel Agency, ინასარიძის 4, Batumi.

10/12/2023
10/12/2023

ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ესპანეთი, იტალია, ტაილანდი, საქართველო და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამის კუნძულები, ფიჯი, მალდივები, ფილიპინები, სეიშელის კუნძულები ჰავაი.ეს უპირველესად განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა საქმიანობაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, რის შედეგადაც, მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობა დიდწილად კავშირშია ტურიზმთან.

ტურიზმის უამრავი სახე არსებობს, ჩვენთანაც არაერთი ტურისტული შესაძლებლობაა, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებე...
15/10/2023

ტურიზმის უამრავი სახე არსებობს, ჩვენთანაც არაერთი ტურისტული შესაძლებლობაა, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომაც და ქვეყანამაც მთავარ ტურისტულ პრიორიტეტად გასტრონომიული ტურიზმი აირჩიოს. ესაა ჩვენი ერთმნიშვნელოვანი უპირატესობა. რეგიონების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მდიდარი სამზარეულო გვაქვს, ამით ბევრი დიდი ქვეყანაც ვერ დაიკვეხნის, ამიტომ ფლორისა და ფაუნის ეს გულუხვი ძღვენი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ.

მეღვინეობა საქართველოშისაქართველო ღვინის სამშობლოა მსოფლიოში პირველი კულტურული ვაზი სწორედ საქართველოში გვხვდება. საქართ...
12/08/2023

მეღვინეობა საქართველოში
საქართველო ღვინის სამშობლოა მსოფლიოში პირველი კულტურული ვაზი სწორედ საქართველოში გვხვდება.
საქართველო სამართლიანად ითვლება ვაზის სამშობლოდ და მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად.
ეს რომ ასეა, ამას ძირითადად მოწმობს, ძირითადად გარეული და კულტურული ვაზის ჯიშების გასაოცარი სიმრავლე და მრავალფეროვნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ჰავისა და ნიადაგის მხვრივ მეტად ხელშემწყობი პირობები ჩვენში და აგრეთვე ისტორიული ხასიათის მრავალმხვრივი ცნობები.
ხალხის მრავალსაუკუვანი შეგნებული მუშაობის შედეგად ამ მრავალფეროვანი ჯიშებისაგან შეირჩა და ჩამოყალიბდა საქართველოს ცალკეული მხარეების გარემო პირობებთან კარად შეგუებული ვაზის დიფერენცირებული ასორტიმენტი ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმისა და აფხაზეთის ჯიშების სახით.
ისტორიული აღიარება მოიპოვა ვაზის მრავალმა ჟიშმა, ამ ჯიშთა შორის აღსანიშნავია: საფერავი, რქაწითელი, ციცქა, სოლოკაური, კრახუნა, კახური მწვანე, ჩინური, გორული მწვანე, ალექსანდრრეული,ხიხვი, ჩხავერი, ოჯაშელი, ჟანი, თავკერი, უსახელოური, ოცხანური საფერე, თეთრი კაპისტონი, ავასირხვა,ამლახუ, კლოხური ხარისთვალა, კლარჯული, თითა, იშურიდა სხვები.
მევენახეობის არც ერთ კუთხეში არ მოიპოვება ისეთი მდიდარი და მრავალფეროვანი ჯიშები ვაზისა, როგორც საქართველოშია წაროდგენილი.
საფერავს მსოფლიოში არსებულ ვაზის ჯიშებს შორის სამეურნეო დდებით ნიშან-თვისებათა ჯამის მიხედვით(ღვინის ხარისხი, ოსავლიანობა, ყინვების მიმართ გამძლეობა, გარემო პირობებთან შეგუება და სხვა) ბადალი არ ჰყავს, იგი უდაოდ წითელი ვაზის ჯიშების მეთაურად უნდა ვიგულოთ რადგან საფერავმა საერთო მოწონება და კარგი შეფასება დაიმსახრა საქ. ფარგლებს გარეთ, ფრანგი ამპელოგრფი პიულა(pulliat) საფერავის შესახებ წერს: " მოსავლიანობა მუდმივი აქვს, ამასთან უხვი და კარგი ღირსებისა" თუმცა ღვინის ხარისხის მხვრივ რქაწითელს ბევრი მეტოქე ყავს, ამისდა მიუხედავად, თავისი მაღალი მოსავლიანობა და გარემო პირობებთან კარგად შეგუებისა და გამძლეობის გამო, იგი მაინც პირველობას ინარჩუნებს საქართველოსა და სხვა რაიონების ვაზის ჯიშების შორის.

2.საქართველოს საღვინე ვაზის ჯიშებბიდან მხოლოდ გარკვეული უძვირფასესია სამრეწველო ჯიშები: რქაწითელი, მწვანე, ცოლაკაური, საფერავი, ალექსანდრეული, ოჯალეში, უსახელაური, ციცქა, გორული მწვანე, გორული მწვანე, ჩინური, ხიხვი, ჩხავერი, კრახუნა, ხოლო უცხოურებიდან კაბერნე, პინო, მუხრანაული ( ალიგოტე) და სხვა.
დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ვაზის ჯიშებს მევენახეობის განვითარებისათვის.
მევენახეობას საქართველოში უხსოვარი დროიდან მისდევენ. მისი სახახო-სამურნეო მნიშვნელობა ჩვენს სოფლის მეურნეობაში მეტად დიდია.
საქართველოს მთელ რიგ რაიონებში მევენახეობა სოფლის მეურნეობის ძირითადსა და წამყვან დარგს და მოსახლეობის ეკონომიური და კულტურული კეთილდღეობის წყაროს წარმოადგენს.
ქართველი ხალხი მუდამ დიდი სიყვარულით ეკიდებოდა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება-აღორძინების საქმეს.
ღვინო ქართველი ხალხისათვის ცხოვრებაში , მის ჭირსა თუ ლხინში, განსაკუთრებული და განუყრელი მეგობარი იყო. იგი აღაგზნებდა ხალხს შრომისა და ბრძოლისათვის, ეკონომიური და კულტურული შემოქმედებისათვის.
ეს გარემოება კარგად ესმოდათ საქართველოს მტრებსაც. ასე, მაგალითად, თემურ-ლენგის ისტორიკოსი წერდა: "ქარველები უღვინოდ და უხილ-მწვნანილოდ, პურს არ სჭამენ და ცხოვრების სიამოვნებას ვერ ჰგრძნობენო"
ამიტომ თურქი და სპარსელი დამპყრობილები ხშირად ანადგურებდნენ ვენახებსა და ხეხილის ბაღებს, რომ ამით მოესპოთ ქართველი ხალხისთვის არა მარტო ცხოვრების სიამვნება , არამედ დაენგრიათ ის საძირკველი, რომელზედაც აშენებული იყო ხალხის ეკონომიური კეთლდღეობა.
მაგრამ უცხოელმა დამპყრობელებმა ვერ მოუსპეს ხალხს ვაზისადმი სიყვცარული: როგორც კი ქართველები განდევნიდნენ მტრებს თავისი საკუთარი მიწა-წყლიდან, უმალვე შეუდგებოდნენ ბაღ-ვენახების აღდგენას, ახალის გაშენებას.
საქართველოს მევენახეობის მნიშვნელობა მეტად დიდია, ყურძნის მოსავლიანობის შემდგომი გადიდება ვენახების ფართობის განუყრელ ზრდასთან ერთად ჩვენს საბრძოლო ამოცანას წარმოადგენს.
საქართველოს მდებარეობა სამხრეთით, მისი ბუნებრივი პირობების მრავალფერობოვნება და სიმდიდრე ახალ დიდ პერსპექტივებს ქმნის მევენახეობის განვითარებისათვის.
საქართველო ითვლება კულტიურული ვაზის წარმოების ერთერთ პირველ ცენტრად მსოფლიოში.
*** ***
უხსოვარი დროიდანაა საქ-ში ცნობილი 500 მდე ძირი ვაზის ჯიშის სახეობა, აქედან სადღაც 400 მდე დღესაც გამოიყენება. 000 რვაათსიანი
ისტორია აქვს ამ ვაზის მოშენებას საქართველოში და შესაბამისად ღვინის წარმოებას საქ-ში, რითაც დამტკიცებულია არქეოლოგიური გათხრებით მარნეულში, სადაც მეექვსე საუკუნეში აღმოჩენილია ქვევრი რომელიც ჩვენს ერამდე და წელთაღრიცხვამდეა დათარიღებული.
ვირტოალურ სასმელად ითვლებოდა ღვინო უხსოვარი დროიდან, ძველთაგან ჯეროდათ რომ ღმერთი მფარველობდა მეღვინეებს, ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად იცვლებოდა ღვინის როლი და თითოეული ღვინის ღონისიება დაწარმოდგენა გარეშე არ ტარედებოდა.
საქართველოღვინისსამშობლოა მსოფლიოში პირველი კულტურული ვაზი სწორედ საქართველოში გვხვდება.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად დანერგა ევროპული მეთოდი ქართულ მეღვინეობაში.
მსოფლიოში პირველი კულტურული ვაზი სწორედ საქრთველოში გვხდება,მარნეულის ველზე არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვით ათასწლეულების ვაზის წიპნა აღმოაჩინეს, რითაც დადასტურდა ვაზის კულტურული ჟიშის სახეობის წარმოადგენა, მევენახეობასთან დაკავშირებული მრავალი სიტყვა ქართულ ენაში მათ შორის სიტყვა "ქართული ღვინო" ევროპაში საქართველოდან გავრცელდა.
ვაზის წიპწების გარდა აქ აღმოჩენილი იყო თიხის ჭურჭლის ნატეხები,
ეს იმას ნიშნავს რომ იმ პერიოდში ღვინის წარმოება მიმდინარეობდა,ესე იგი ვაზის ჟიშის მოშინაურებული ადგილი იყო სამხრეთ კავკასიის შავ ზღვასა და კასპიის ზღვის შორის. შემდეგ გავრცელდა იორდანიაში და ეგვიპტეში, ამიტომ საქ. რომ ვაზის მოშენების უძველესი კერაა ამით დასტურდება. ღვინო ისტორიულად არ იყო მხოლოდ დასათრობი სასმელი წარმათული მდგომარეობიდან მას ჰქონდა რიტუალური და მისტიკურიდანიშნულება .
ღვინო მაცხოვრის სისხლს დაუკავშირდა ქრისტიანობასთან. წმინდა ნინო საქ-ში ვაზის ლერწებისგან შეკრული ჯვრით შემოვიდა, ქართულ მონასტრებში ღვინო დიდი რაოდენობით მზადდებოდა და დღესაც შემორჩენილია მარნები, ქართველი ხალხი ღვინოს წმინდა სასმელად თვლიდა და სიტყვა ღვინო ყველა ქვეყნაში ძირი ღვინისა არის რიტყვის ფუძე _ღვივილი, ე.ი. რაც დუღს ამოდის ღვინვდება შესაბამისად დუღილის შედეგად მიიღება ,როცა სიტყვა ერთი ენიდან მეორეში გადადის ბგერები აკლდება ,ამიტომ "ვიიინ ვაინ" შეუძლებელია იქცეს ღვინოდ, პირიქით კი სასვსებით შესალებელია, ხოლო მე19 საკ. საქ-ში ერთ-ერთი შესანიშნავი პერიოდია.სწორედ ამპერიოდში ა. ჭავჭავაძის დიდი მონდომებით ქართული ღვინო ევროპელს დაუახლოვდა,დაახლოებით ამავე პერიოდში აშენდა ღვინის ქარხანა ერთ-ერთი ასეთი წარმოებული ღვინის იყო ა. ჭავჭავაძის მამაულები სადაც მზადედოდა ღვინოები: წინანდალი, მუკუზალი, წინანდაული, .
რაც უფრო დაბალ ტემპერატურაზე დუღს ღვინო მით უკეთესია მისი ხარისხი, დუღილის დრო ოჯახის პერიოდში დაახლოებით ერთ- ორ კვირას გრძელდება, დუღილისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 23 გრადუსია. გამოიყოფა დუღილის2 ფრაზა: "წყნარი და მძაფრი" დუღილი. დუღლის პროცესში დიდ მნიშვნელობა აქვს ჭაჭის ჩარევის მეთოდს, მძაფრი დუღილის პერიოდში ჭაჭა 4 სთ-ში უნა ჩაერისო, ჩარევა მიმდინარეობს დღისით და ღამით, რადგან ჩაურევლობით შესაძლოა ამოტივტივებული ჭაჭა გამოშრეს ან სრულად დაიწყოს ამჟავების პროცესეი, დუღილდაუსრულებელი ღვინო დაბალალკოჰულია და ტკბილია, დუღილის დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნახშიროჟანგი, ამიტომ სადაც უნდა ადუღდეს ღვინო ოთახი უნდა იყოს განიავებადი.
*** ***
ქართული ღვინის ასორტიმენტი მრავალფეროვანია:
საქართველოში ტკბილი ღვინოების რამდენიმე ტიპს გამოვყობთ: "უსახელაური", "ხვანჭკარა" ახაშენი" "ტვიში" "ოჯალეში"ხოლო
10 ყველაზე ძვირად ღირებულ და უნიკალურ ქართული ღვინოს სახეობებია: "უსახელოური" მუსკატი "ქისი" ხვანჭკარა " ტვიში" "ოცხანური" " საფერე ახაშენი " კრახუნა" ქინძმარაული" "მუკუზანი",ამ კატეგორიის ქართული ღვინოები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
ბოლო წლების გეგმის თანახმად ბუნებრივი ტკბილი ღვინოების მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია დაწინაურებული ნატურალური ტკბილი ღვინოების გემოთი.
ისტორიული თვალსაზრისით აღწერილია ბუნებრივი ნახევრადტკბილი ღვინოების წარმოების მდგომარეობა და განვითარება როგორც წარსულში ასევე ახლანდელ დროში.
ღვინის მომზადების ტეხნოლოგია შესძლებელს გახდის ღვინის წარმოების განვითარებას საქართველოში,როგორც ქვეყნის გარე ასევე შიდა ბაზარზე რაც ცნობილია გაეროს რეზულტატით.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმა Bloomberg მილიონობით მაყურებელსა და სოციალური ქსელების მომხმარებელს...
05/08/2023

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმა Bloomberg მილიონობით მაყურებელსა და სოციალური ქსელების მომხმარებელს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გააცნობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მასშტაბური კამპანია Bloomberg-ზე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის (ე.წ Lifestyle) შესახებ ორ ვიდეორგოლს განათავსებს, ამ მიზნით პოპულარული გადაცემის “Sorted Food” ორი წამყვანი საქართველოში იმოგზაურებს. კამპანიის ფარგლებში განთავსდება ვიდეორგოლი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ.

მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს შესახებ ორ ახალ სტატიას გამოაქვეყნებს. საქართველოს შესახებ რეკლამა გავრცელდება სოციალურ მედიაში (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok)

Bloomberg-ის აუდიტორიის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისგან შედგება, კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.

24/06/2023

ტურიზმის მომავალი განვითარების ძირითად ფაქტორებად ითვლება საერთო და დარგობრივი ფაქტორები: კონკურენცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავიაგადაყვანები, ტუროპერატორების მომსახურება, ასევე პოლიტიკური და სოციალური პირობები.

24/06/2023

საერთაშორისო ეკონომიკის განვითარება და ცხოვრების დონის ამაღლება განაპირობებს მოთხოვნებს ტურისტულ მომსახურებებზე და მათ მრავალფეროვნებას. დღეისათვის ტურისტული მომსახურებების განვითარების ძირითადი მიმართულებებია: გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სამეცნიერო-ტექნიკური, ეკოლოგიური, სოციალურ-კულტურული, ორგანიზაციული, ხოლო ზემოქმედების ეფექტის მიხედვით: მასტიმულირებელი და დამაბრკოლებელი ფაქტორები. იმ პირობების სპეციფიკას, რომელშიც ფორმირდება ტურისტული შემოთავაზებები, განაპირობებს ერთი მხრივ, გლობალური ტენდენციები და კონკურენციის გამწვავება, მეორე მხრივ ტურისტული მოთხოვნების ტრანსფორმაცია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტურიზმის დარგი მუდმივად ფართოვდება, განიცდის დივერსიფიკაციას და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად დარგად რჩება. სხვადასხვა პერიოდში გარკვეული ეკონომიკური რყევების მიუხედავად, ტურიზმის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მუდმივად იზრდება. ამის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობა. საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის UNWTO-ს მონაცემების მიხედვით 1950 წელს ეს მაჩვენებელი 2,5 მლნ ადამიანს უდრიდა; 1980 წელს - 278 მლნ; 1995 წელს – 527 მლნ, ხოლო 2016 წელს საერთაშორისო ტურიზმის მოცულობა 4%-ით გაიზარდა და 1,235 მილიარდი ტურისტი შეადგინა ანუ დედამიწაზე მცხოვრები ყოველი მეშვიდე ადამიანი კვეთს საერთაშორისო საზღვრებს და თავისი წვლილი შეაქვს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაში.

სამედიცინო ტურიზმის ტექნოლოგია დოქტორ პრემის სამედიცინო ტურიზმის სახელმძღვანელოში დეტალურადაა აღწერილი ტექნოლოგიების როლ...
22/12/2022

სამედიცინო ტურიზმის ტექნოლოგია

დოქტორ პრემის სამედიცინო ტურიზმის სახელმძღვანელოში დეტალურადაა აღწერილი ტექნოლოგიების როლი სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიაში. ტექნოლოგია იყო მთავარი ძალა ჯანდაცვის გლობალიზაციაში, რაც საშუალებას აძლევს ურთიერთქმედებას წარმოიქმნას მსოფლიოს ყველა ასპექტიდან.

საქართველოში აგროტურიზმის განვითარება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელივანია, რადგან  გახდეს  დამატებით...
06/11/2022

საქართველოში აგროტურიზმის განვითარება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელივანია, რადგან გახდეს დამატებითი შემოსავლის წყარო, რომელიც დადებითად აისახება მათ ცხოვრების ხარისხზე.

ECO TOURISM
03/07/2022

ECO TOURISM

medical turizm
29/04/2022

medical turizm

Address

ინასარიძის 4
Batumi
6010

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Traveler's Club - მოგზაურთა კლუბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category


Other Travel Agencies in Batumi

Show All