ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეა

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეა

ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეა Tourism Department Of Educational Mini-Gallery Of Folk Crafts

ხალხური რეწვის სასწავლო სახელოსნო - მინი გალერეა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების სექტორია.
მინი გალერეა აერთიანებს როგორც სასწავლო, ისე ტურისტული მომსახურების
სერვისებს ქართული რეწვის კერძოდ: თექის, ფარდაგის ქსოვის და კერამიკის მიმართულებით.
ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო სახელოსნო - მინი გა

ლერეა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით ევროკავშირის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერილი მცირე ინვესტიციით დაფინანსებული ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" ( THC 1130) ფარგლებში შეიქმნა.

13/12/2024
⚱️გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გორელმა მეწარმეებმა და მხატვრული რეწვის ოსტატებმა მონაწილეობ...
14/10/2024

⚱️გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გორელმა მეწარმეებმა და მხატვრული რეწვის ოსტატებმა მონაწილეობა მიიღეს მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის მეხუთე სამიტში "ეთნიფესტი 2024".

⚱️გამოფენის პარალელურად, სამი დღის განმავლობაში ჩატარდა გიორგი ტატულაშვილის თიხის ამოყვანის მასტერკლასი, ერმილე მაღრაძის საჯარო ლექცია და ნინო აბალაკის მინი გალერეის საჯარო პრეზენტაცია.

🌐 პროექტი განხორციელდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის - „ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა მხატვრული რეწვის ოსტატებისთვის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში განახლდა სასწავლო კურსები 🏺პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპ...
25/09/2024

ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში განახლდა სასწავლო კურსები

🏺პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გოგოები და ქალები 17 წლიდან, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში ეუფლებიან თექის, კერამიკის და ფარდაგების ქსოვის უფასო სამთვიან კურსს.

🎯 აღნიშნული კურსის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისა და გოგოებისთვის ახალი საქმიანობის შესწავლით (კერამიკა, თექა, ფარდაგების ქსოვა) დასაქმების შესაძლებლობების გადაცემა.

🌐 პროექტში მონაწილეობას იღებენ ასევე ფონდი ტასოს პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში შექმნილი სათემო ჯგუფის წევრი ქალები, რომელთა ფინანსური მხარდამჭერია TASO Foundation • ფონდი ტასო

ინფო ტური ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეა 👇🏻
19/09/2024

ინფო ტური ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეა
👇🏻

📣 ტურიზმის განყოფილების ქართული რეწვის მინი-გალერეა თექის, კერამიკის და ფარდაგის ქსოვის  სასწავლო კურსები 16 სექტემბრიდა...
09/09/2024

📣 ტურიზმის განყოფილების ქართული რეწვის მინი-გალერეა თექის, კერამიკის და ფარდაგის ქსოვის სასწავლო კურსები 16 სექტემბრიდან ახალ ჯგუფებს უმასპინძლებს

📍გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და მოზარდებს კერამიკის, თექაზე მუშაობისა და ქართული ფარდაგების ქსოვის ტრადიციული მიმართულებების შესწავლა შეუძლიათ.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მინი გალერეა აქტიური დატვირთვით აგრძელებს მუშაობას.

⚱️⚱️კერამიკას, ფარდაგის ქსოვის და თექაზე მუშაობის კურსების გავლა 10 - დან 17 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ. სასწავლო კურსებით დაინტერესებულმა მოზარდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე - https://forms.gle/qndGTiACTwGedYes6
მინი გალერეაში სასწავლო წრეების შექმნის მიზანია მოზარდების ტრადიციული რეწვით დაინტერესება და სამომავლოდ, კურსისი დასრულების შემდეგ თვითდასაქმების ხელშეწყობა.

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფი...

06/09/2024

🏺ქართული რეწვა დასაქმებისთვის

🗓️ აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 2024 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით

👉 https://shorturl.at/x2Kix

📍გორი, 26 მაისის სანაპირო (ლომჭაბუკის სკვერი)

☎️ საკონტაქტო პირი: ნინი აბალაკი. ტელ: +995 574 112913

📣📣📣 გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი გოგოებისა და ქალებისთვის აგრძელებს ...
02/09/2024

📣📣📣 გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი გოგოებისა და ქალებისთვის აგრძელებს პროექტს - ,,ქართული რეწვა დასაქმებისთვის“.
👇🏻

📣📣📣 გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი გოგოებისა და ქალებისთვის აგრძელებს პროექტს - ,,ქართული რეწვა დასაქმებისთვის“.

🏺პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გოგოები და ქალები 17 წლიდან, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში გაივლიან თექის, კერამიკის და ფარდაგების ქსოვის უფასო სამთვიან კურსს.

🎯 აღნიშნული კურსის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისა და გოგოებისთვის ახალი საქმიანობის შესწავლით (კერამიკა, თექა, ფარდაგების ქსოვა) დასაქმების შესაძლებლობების გადაცემა.

🧶 კურსის გავლის შემდეგ, საქმიანობის საწყის ეტაპზე კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ თექის, კერამიკის და ფარდაგების პროტოტიპები და ნიმუშები ტურიზმის განყოფილების მინი გალერეაში, უსასყიდლოდ დაამზადონ, ასევე მონაწილეობა მიიღონ განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღია ბაზრობებში. გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო კურსდამთავრებულებს დაეხმარება მონაწილეობა მიიღონ მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებში.

კურსის მონაწილეები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.

✔️მონაწილეობის აუცილებელი კრიტერიუმებია:
🟡 აპლიკანტი წარმოადგენდეს გორის მუნიციპალიტეტს
🟡 იყოს მინიმუმ 17 წლის (და მეტი) გოგო/ქალი
🟡 კურსის მიმდინარეობის პერიოდში არ მუშაობდეს

🗓️ აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 2024 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით

👉 https://shorturl.at/x2Kix

📍გორი, 26 მაისის სანაპირო (ლომჭაბუკის სკვერი)

☎️ საკონტაქტო პირი: ნინი აბალაკი. ტელ: +995 574 112913

📍გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს პროექტი  "ქართული რეწვა დასაქმებისთვის" წარმატებით დასრულდა.  💠 სააგენტოს ...
05/07/2024

📍გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს პროექტი "ქართული რეწვა დასაქმებისთვის" წარმატებით დასრულდა.

💠 სააგენტოს წარმომადგენლებმა ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეის მოსწავლეებს (მოზარდებსა და ქალებს) კერამიკის, თექისა და ფარდაგების ქსოვის სამთვიანი კურსის წარმატებით დასრულებისთვის შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
#ხალხურირეწვა #ქალთაგაძლიერება

გუნდურად შესრულებული დავალება ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში
04/06/2024

გუნდურად შესრულებული დავალება ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში

📌 ტურიზმის განყოფილების ქართული რეწვის მინი- გალერეაში 10-17 წლამდე მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ტექნიკებს და იძენენ ...
24/05/2024

📌 ტურიზმის განყოფილების ქართული რეწვის მინი- გალერეაში 10-17 წლამდე მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ტექნიკებს და იძენენ ახალ უნარებს

❇️ პროგრამა ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოსა და ტურიზმის განყოფილების მიერ

📍 ტურიზმის განყოფილების ქართული რეწვის მინი- გალერეა აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო კურსს ,,ქართული რეწვა დასაქმებისთ...
20/05/2024

📍 ტურიზმის განყოფილების ქართული რეწვის მინი- გალერეა აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო კურსს ,,ქართული რეწვა დასაქმებისთვის“

📌 პროექტი ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს მიერ

📣გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტომ მონაწილეობა მიიღო თბილისში, ,,ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ევროპის დღისადმი მი...
12/05/2024

📣გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტომ მონაწილეობა მიიღო თბილისში, ,,ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

🗓️სააგენტოს მიერ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ინტერ-აქტიული საგანმანათლებლო აქტივობები; დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს სერვისებს; მონაწილეობა მიეღო თექის და კერამიკის დამზადების მასტერკლასებში, შეეძინა სააგენტოს მიერ სოციალური მეწარმეობის ფარგლებში შექმნილი ნივთები.

🌍ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სააგენტოს მუნიციპალური განვითარებისა და ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლები.

20/04/2024
📍გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტომ აქტიურ რეჟიმში დაიწყო დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი გოგოებისა და ქა...
15/04/2024

📍გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტომ აქტიურ რეჟიმში დაიწყო დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი გოგოებისა და ქალებისთვის ახალ პროექტი - ,,ქართული რეწვა დასაქმებისთვის“.

🏺პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გოგოები და ქალები 17 წლიდან, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში ეუფლებიან თექის, კერამიკის და ფარდაგების ქსოვის უფასო სამთვიან კურსს.

🎯 აღნიშნული კურსის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისა და გოგოებისთვის ახალი საქმიანობის შესწავლით (კერამიკა, თექა, ფარდაგების ქსოვა) დასაქმების შესაძლებლობების გადაცემა.

🟠 კურსის გავლის შემდეგ, საქმიანობის საწყის ეტაპზე კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ თექის, კერამიკის და ფარდაგების პროტოტიპები და ნიმუშები ტურიზმის განყოფილების მინი გალერეაში, უსასყიდლოდ დაამზადონ, ასევე მონაწილეობა მიიღონ განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღია ბაზრობებში. გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო კურსდამთავრებულებს დაეხმარება მონაწილეობა მიიღონ მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებში

05/04/2024

Address

ქ. გორი 26 მაისის სანაპირო (ლომჭაბუკის სკვერი)
Gori
1400

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 11:00 - 16:00
Sunday 11:00 - 16:00

Telephone

+995574112913

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეა:

Videos

Share