17/07/2023
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და საქართველოს
ტურისტული საგანძურების მოყვარულ-დამფასებლებო🚵🏜
გთავაზობთ სამ და ორ დღიან სათავგადასავლო, შემეცნებით,ექსტრემალურ მოგზაურობას იმერეთსა და სამეგრელოში.🏕🏞
3 დღიანი ტური: 21, 22 და 23 ივლისი.
2 დღიანი ტური, შესაბამისად: 22 და 23 ივლისი.
მოვინახულებთ მარტვილს, ხონს, სენაკს და კიდევ სხვა განსაკუთრებულ,
ულამაზეს, შთამბეჭდავ ადგილებს.🌴🌳🌲
ფეხით სიარული, რა თქმა უნდა მოგვიწევს, მაგრამ არ დაფრთხეთ: გასავლელ
გზებსა და ბილიკებს, ბავშვიც კი ადვილდ გაუმკლავდება 🧍♂️🚶🚶♀️
🤔რას ვნახავთ? კინჩხას ჩანჩქერს, ოკაცეს კანიონს, მარტვილის
მონასტერს და მარტვილის კანიონს. აუცილებლად შევალთ მარტვილის
მუზეუმში,ოღუეშის ჩანჩქერს,
დადიანების სასახლეს თავისი ბზების ხეივნებით, დადიანების მარანს,
აბედათის ციხეს (სუნთქვისშემკვრელი ადგილია), კაღუს ჩანჩქერს,
ნოქალაქევის (ციხე გოჯის, ქუჯის) ციხე-სიმაგრეს, რუხი ყანჩების (Ardea cinerea)
საბუდარს, გოგირდის ცხელ წყლებს, ეთნო სოფელ დობეროს.🏔⛰️🏰🌄⛺️
მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ დავკმაყოფილდებით.
ასევე, თქვენ გელოდებათ მეგრული ფოლკლორი და კულინარული
მასტერკლასები.🥣🍜🍝
შეგიძლიათ, თქვენს ფანტაზიას ფრთები გამოასხათ, გაქანება მისცეთ და
მეგრული სუფრა წარმოიდგინოთ 🥂🥙🥩🥓
არ დგავიწყდეთ საცურაო კოსტიუმების წამოღება🏊♀️🏊♂️.ჩანჩქერებზე ყოფნისას, გაგრილების საშუალება მოგეცემათ
(გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი, ჩანჩქერის წყალი
საკმაოდ ცივია).
ახლა ვისაუბროთ ტურის ფასზე. მისი ღირებულება 650 ლარს შეადგენს
სამდღიანი ტურის შემთხვევვაში.
ორ დღიანი ტურის შემთხვევაში 320 ლარი.
ტურის ფასი მოიცავს მგზავრობას თბილისი-მარტვილი-თბილისი. ასევე მგზავრობას კანიონებზე, მუზეუმების
გადასახადს, შვიდჯერად კვებას(სამდღიანის შემთხვევაში) (ორდღიან ტურზე ოთხჯერადი კვება)გიდის მომსახურებას, სასტუმროში განთავსებას.
ორ დღიან ტურში ზემოთ ჩამოთვლილთაგან ამოღებულია,ეთნო სოფელი დობერო,ოკაცესა და კინჩხის კანიონები. დანარჩენი უცვლელი რჩება.
ჩვენი გიდი გახლავთ ონისე ჯანაშია. ონისე სერტიფიცირებული გიდია
(გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული გრანტით, გაირა სპეციალური
მომზადების კურსი). ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში,
შეუძლია კვალიფიციური პირველადი დახმარების გაწევა
(სერტიფიცირებულია წითელი ჯვრის მიერ). მუშაობს ტელეკომპანია
„რუსთავი 2“- ში დილის გადაცემაში; მიჰყავს საკუთარი რუბრიკა „მოგზაურობა
საქართველოში“, გახლავთ სასტუმრო „რიზორტ-მარტვილის" ადმინისტრატორი
და საერთოდ, ახალგაზრდა, ჭკვიანი, საკუთარ მხარეზე შეყვარებული
ადამიანია. მასზე უკეთეს გიდს ვერც ინატრებდით.
ცოტა რამ ჩემზე: მე გახლავართ ქეთი კრებსერ-წიქორიძე. თბილისიდან
მარტვილამდე თქვენი მეგზური მე ვიქნები. გპირდებით, გზაში არ მოგაწყენთ.
თქვენთვის მომზადებული მაქვს საინტერესო, სახალისო, გასართობი
პროგრამა, რომელიც მარტვილამდე გასავლელ გრძელ გზას მხიარულად
გაგვატარებს.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. ჩვენი ტელეფონებია:
+995 598 358 458 - ონისე
+995 591 290 007 - ქეთი