ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი - მარტვილი Martvili Tourism Information Center

  • Home
  • Georgia
  • Martvili
  • ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი - მარტვილი Martvili Tourism Information Center

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი - მარტვილი Martvili Tourism Information Center ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი-მარტვი?

📢საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  ტურიზმის ინდუსტრიის წარმომ...
01/06/2020

📢საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს გიწვევთ ტრენინგზე
✅ "როგორ დავნერგოთ Covid-19-თან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები განთავსების ობიექტებში"
✅ძირითადი თემატიკა:
• პრევენციული ღონისძიებები/ სოციალური დისტანცია
• უსაფრთხოების დაცვის საშუალებები
• სტუმრის მიღებისა და მომსახურების წესები
• კვებისა და სასმელების ბლოკის ოპერირება
• სპორტულ-გასართობი სივრცეების მართვა
• დასუფთავება/დალაგების წესები
✅ I ეტაპი - ონლაინ ტრენინგები, 3 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, ტრენინგი ორგანიზებულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ და დასწრება უფასოა.

✅რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით:

[email protected]

16/05/2020
ვინ თქვა რომ წვიმიან ამინდში მარტვილში არ უნდა წახვიდეთ❓💦 ასეთი ნისლიანი და მისტიურია მარტვილი წვიმისას❗
24/07/2019

ვინ თქვა რომ წვიმიან ამინდში მარტვილში არ უნდა წახვიდეთ❓

💦 ასეთი ნისლიანი და მისტიურია მარტვილი წვიმისას❗

17/06/2019

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტელეარხზე CNN სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.
საქართველოს შესახებ კამპანია მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის სეზონს და ზამთარს. საიმიჯო კამპანია CNN-ზე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი.
საქართველოში CNN-ის გადამღები ჯგუფი ჩამოვა და 5 საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება.
ინფორმაცია ვრცლად: http://bit.ly/2Fa8Neh gnta.ge

07/06/2019

„გაიცანი საქართველო“ – პროექტი ტურიზმის განვითარებისთვის და მისი შედეგები; ▶ მედიატურები და მათი მნიშვნელობა; .....

✅ კურორტი ლებარდე -1951 წელი. ეკის კოლმეურნეობის თავმჯდომარე კაკო ადამიაექიმი აპალონ ხუნჯუაკოლმეურნეები კოსტა ადამია, და...
10/05/2019

✅ კურორტი ლებარდე -1951 წელი.

ეკის კოლმეურნეობის თავმჯდომარე კაკო ადამია
ექიმი აპალონ ხუნჯუა
კოლმეურნეები კოსტა ადამია, დათიკო ჟვანია, მათი მეუღლეები და შვილები (იმ პერიოდში, ზაფხულობით, სოფლის მოსახლეობის ნაწილთან ერთად კოლმეურნეობის საქონელიც დაჰყავდათ გრილ კურორტებზე)

წყარო: #ონოსტური

07/05/2019

ყურადღება

ორშაბათს, 13 მაისს, სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის გიმნაზიაში ტარდება საჯარო ლექცია

თემა - ტურიზმი

მოწვეული სტუმარი - პროფესორი ნანა ახალაია

დასწრება თავისუფალია

✅ მარტვილის კანიონი 1977 წელიℹ 1977 წელს მარტვილის კანიონს ესტუმრა გადამღები ჯგუფი რომელმაც გადაიღო სიუჟეტი იური სენკევი...
07/05/2019

✅ მარტვილის კანიონი 1977 წელი

ℹ 1977 წელს მარტვილის კანიონს ესტუმრა გადამღები ჯგუფი რომელმაც გადაიღო სიუჟეტი იური სენკევიჩის საავტორო გადაცემისთვის "მოგზაურთა კლუბი"
გადაღებულ იქნა კანიონი გაჭედილის ხიდიდან (ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი) ქვევით მარტვილის კანიონამდე (დღეს არსებული სანაოსნო მონაკვეთი) და აგრეთვე აბჰესი ხიდიდან დადიანების საბანაომდე.

❗ მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ სიუჟეტმა საერთაშორის კონკურსზე დაიკავა მესამე ადგილი.

ფოტოზე: ანატოლ ჭიჭაღუა, გია წოწორია და გადამღები ჯგუფი

23/04/2019

📹 მარტვილის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და მონაწილეობით წლების განმავლობაში არაერთი სიუჟეტი თუ გადაცემა მომზადებულა მარტვილზე.

📺 პირველი სიუჟეტი 2014 წელს მომზადდა დათუნა მგელაძის და თაკო ხელაიას მიერ ტელეკომპანია ჯიდიესისთვის⬇️

18/04/2019

14 აპრილს, მარტვილის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის და ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო ტური.

ტურის მიზანი იყო ტუროპერატორები გაცნობოდნენ მარტვილის ტურისტულ პოტენციალს და ახალ ტურისტულ ლოკაციებს.

ტელეკომპანია მეგაTV შეუერთდა ორგანიზატერების წამოწყებას და საეთერო დრო დაუთმო მათ, სადაც შეჯამებულ იქნა ინფოტური, ორგანიზატორებმა ისაუბრეს ტურის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე. მარტვილის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი მადლობას უხდის ახალგაზრდა გიდების ასოციაციას და მის ხელმძღვანელს ლაშა ბერეკაშვილს, ტელეკომპანია მეგაTV-ს და ტუროპერატობს.

ასევე მადლობას ვუხდით თორნიკე ჯანაშიას, ბაჩანა კორთხონჯიას და ზურა თაფლაძეს გაწეული დახმარებისათვის

 #მადლობათავისუფლებისთვის
09/04/2019

#მადლობათავისუფლებისთვის

ℹ საინტერესო ფაქტი ⬇️✅ სამეგრელოს 1860 წ კამერალური აღწერის ნუსხის მიხედვით სამეგრელოში ყოფილა:✅ 25 479 კომლი, მათ შორის...
08/04/2019

ℹ საინტერესო ფაქტი ⬇️

✅ სამეგრელოს 1860 წ კამერალური აღწერის ნუსხის მიხედვით სამეგრელოში ყოფილა:

✅ 25 479 კომლი, მათ შორის I მაღალი უხარკო წოდება,
✅ თავადები სამი კომლი
✅ აზნაურები 2 073
✅ სასულიერო წოდება 469
✅ სულ 2855 კომლი
✅ 2 დაბალი, მოხარკე წოდება
✅ აზატი 575 კომლი
✅ მსახური 3 989
✅ გლეხი 17 060
✅ მოჯალაბე 990
✅სულ 22 614

ამ ნუსხიდან აშკარად ჩანს, რომ მაღალი წოდება დაბალ წოდებასთან ისეთივე
დამოკიდებულებაშია როგორც 1 გაყოფილი რვაზე ე ი 8 მშრომელს კისერზე აწვა
მებატონე, რომელიც მისი ოფლით ცხოვრობდა.

რუკა: გიორგი მელაშვილი

❤ გულის ფორმის ჩანქერი მარტვილში #აუხსენისიყვარულიმარტვილში
05/04/2019

❤ გულის ფორმის ჩანქერი მარტვილში

#აუხსენისიყვარულიმარტვილში

01/04/2019

ℹ გუშინ, პირველ აპრილს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ხუმრობის და სიცრუის დღე.

არსებობს მოსაზრება, რომ ამ დღეს საფუძველი მე-16 საუკუნეში დაედო, კერძოდ: მეფე შარლ IX-ეს ბრძანების თანახმად, 1 აპრილს ახალი წლის აღნიშვნის წესი 1 იანვარს გადავიდა – რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე პაპი გრეგორი ახალ კალენდარულ სტილზე გადასვლას გამოაცხადებდა. ბუნებრივია, ცნობამ კალენდარული წესის ცვლილების შესახებ ყველგან მალევე ვერ მიაღწია. ამიტომაც, საფრანგეთში ბევრი ახალ წელს კვლავ აპრილით იწყებდა. ზოგიერთს უბრალოდ არ სურდა ახალ ჩვეულებასთან შეგუება. ამ ადამიანებს ფრანგები საპირველაპრილოდ ყალბ საჩუქრებს ურიგებდნენ. ასე გაჩნდნენ აპრილის სულელები, იგივე აპრილის თევზები – poisson d’avril. მზე, თევზის ზოდიაქოს ნიშნის ეტლს, სწორედ აპრილის დასაწყისში ტოვებს, სავარაუდოდ, დასახელებაც ამას უკავშირდება. ტრადიციულად, ფრანგები ამ დღეს ერთმანეთს მკვდარ თევზებს უდებდნენ სკამზე; დღეისთვის ნამდვილი თევზი ქაღალდისგან დამზადებულმა შეცვალა, რომელიც მეგობარს ისე უნდა მიაკრა ზურგზე, რომ ვერ შენიშნოს.

✅ კოომუნიკაციების განვითარებამ კიდევ უფრო მეტი ადამიანის გაცურება გახადა შესაძლებელი. შესაძლოა, სულელის დღე მართლაც საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ ბრიტანეთმა გაზარდა: 1976 წელს BBC-ის რადიოს პირდაპირ ეთერში სტუმრად მიწვეულმა ასტრონომმა, პატრიკ მურმა, მშობლიურ ბრიტანეთს ამცნო, რომ ზუსტად 9:47 წუთზე პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან ჩაივლიდა, რაც დედამიწის გრავიტაციას შეასუსტებდა. მურის მტკიცებით, ამ დროს ჰაერში ახტებოდით, უცნაურ ფარფატს იგრძნობდით და რამდენიმე მილიწამით ჰაერშიც გაჩერდებოდით. 9:47-ის შემდეგ, რადიოში ზარები გაისმა, სადაც მრავალი ადამიანი ამტკიცებდა, რომ ამის გარდა, ფრენაც კი გამოუვიდა.

❕ რათქმაუნდა არც ეს ვიდეო არ არის გადაღებული 1964 წელს და არც არქივში უპოვით 😊

01/04/2019

🎬 უიშვიათესი კადრი 📽

➡️ ონიორეს ჩანქერის კადრი ნაპოვნი იქნა 1964 წელს გადაღებულ ფირზე 📼🎞

ℹ იცოდით რომ მდ. აბაშას და მდ. ცხენისწყალს სახელი  VIII საუკუნეში დაერქვათ? ⬇️✅ 735 წელს სამცხეში, ოძრიხის ციხესთან დამა...
30/03/2019

ℹ იცოდით რომ მდ. აბაშას და მდ. ცხენისწყალს სახელი VIII საუკუნეში დაერქვათ? ⬇️

✅ 735 წელს სამცხეში, ოძრიხის ციხესთან დამარცხებული ქართლის მთავრები მირი და არჩილი ეგრისს გაიხიზნენ, რომელთაც კვალდაკვალ გაყვა არაბთა ლაშქარი.
მურვანს განეზრახა ციხეგოჯის აღება და აქედან კლისურ ცხუმზე გალაშქრება რითაც იგი შვა ზღვაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა.

✅ ლაშქარი ჭყონდიდის (მარტვილის) მისადგომებთან, ორი მდინარის კალაპოტში დაბინავდა.

✅ამ მოვლენებს მემატიანე ასე აღწერს:
.. და ვიდრე განთენებამდე მოავლინა უფალმან სარკინოზთა ზედა რისხვა ერსა და ბანაკსა და ეტლებსა მისსა ზედა რამეთუ აბაშთა ნათესავი იყო დაბანაკებული მდინარესა მას ზედა....
.. ხოლო უნები და ეტლები მდინარისა კიდესა...
..და დაიბანაკეს წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა, და გარდამოჴდა წჳმა ფიცხელი, აღდგეს მდინარენი სასტიკად; და მიმართა უმცროსმან წყალმან სპასა აბაშთასა, და წარიღო მათგან მკჳრცხლი ოცდასამი ათასი. და მიმართა უფროსმან წყალმან მჴედართა, რომელთა-იგი ბანაკი იყო უჭალაკე, რომელნიმე ივლტოდეს ადგილითა და რომელნიმე ხეთა ზედა გაჴდეს, და წარიღო ცხენი ოცდათხუთმეტი ათასი. და მიერითგან სახელ-ედვა ორთა მათ მდინარეთა: ერთსა ცხენისწყალი და ერთსა აბაშა.

ქართლის ცხოვრება (1955 წ. სტრ 237-238)

ფოტოზე:

წითლად აღნიშნულია მდ. ცხენისწყალი, ლურჯად მდ აბაშა.

1. ციხეგოჯი (ნოქალაქევი)
2. აბედათის ციხე
3. ჭყონდიდი (მარტვილის მონასტერი)
4. ქექუთის ციხე

არის მოსაზრება რომ ეს წერტილები ქმნიდნენ ციხეგოჯის თავდაცვით სარტყელს

ℹ ოჯალეში ⬇️✅ "აქ არის ღვინო ზარდაგი ფერისთვის ეგრეთ წოდებული, ფრიად კეთილი, ძალიანი და ქებული ყოველთა შინა". - ასე აღწე...
28/03/2019

ℹ ოჯალეში ⬇️

✅ "აქ არის ღვინო ზარდაგი ფერისთვის ეგრეთ წოდებული, ფრიად კეთილი, ძალიანი და ქებული ყოველთა შინა". - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ოჯალეშს წიგნში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" რომელიც გამოიცა 1745 წელს. 📌ეს არის პირველი წერილობითი ცნობა ოჯალეშზე. ვახუშტი ბატონიშვილი ქვეყნის აღწერისას ნამყოფია სალხინოში, მან მოინახულა სახარიას ციხე (წაჩხურუს ციხე) და დადიანის სასახლე, სადაც დააგემოვნა კიდეც ოჯალეში.
✅ უფრო ადრე, XVII საუკუნეში ლამბერტი, შარდენი და სხვა მოგზაურებიც აღწერენ სამეგრელოში მევენახეობას, ღვინის დაყენების და შენახვის წესს მაგრამ სახელდობრ ოჯალეშს არ ახსენებენ, მაგრამ ცნობილი მეცნიერები მაქსიმე რამიშვილი და გიორგი ბერიძე იზიარებენ აზრს რომ ეს მოგზაურებიც ოჯალეშზე საუბრობდნენ, რადგან ეს იყო ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ჯიში სამეგრელოში.
✅ 1934 წელს გამოცემულ წიგნში "სამეგრელო" ავტორი (ბოროზდინი) წერს: " დადიანებს ეკუთვნოდათ მთელი ზეგანი სოფ. შხეფიდან სოფ. სალხინომდე. ამ ზეგანზე მოსული ღვინო საუკეთესო ღვინოდ ითვლებოდა არამც თუ სამეგრელოში, არამედ თითქმის მთელ კავკასიაში. შხეფში, თამაკოს, ნახუნუს, სკურდუს, თარგამეულს, აბედათს, უშაფათში საუკეთესო ღვინო დგებოდა და ყველაზე უკეთესი-ოჯალეში მთავრის ვენახებში სოფ. სალხინოს მოდიოდა"
✅ საქართველოს ამპელოგრაფიის მიხედვით სახელწოდების ფუძეა "ჯა" (მეგრულად ხე) "ო" და "ლე" პრეფიქს სუფიქსებია, ხოლო "ში" გვიჩვენებს კუთვნილებას, შესაბამისად "ოჯა-ლეში" ხეზე ასაშვებ ვაზს ანუ სახეივნოს ნიშნავს
✅ იქვე არის აღნიშნული რომ სალხინოს ოჯალეში თავისი სპეციფიკური ნიშნებით სრულიად განსხვავდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (მაგ. ლეჩხუმში, გურიაში) გავრცელებული ოჯალეშისგან და მათ არაფერი აქვთ საერთო.
✅ ღვინოს პოპულარობა და საერთაშორისო აღიარება განაპირობა მიურატების ჭკვიანურმა მიდგომამ: თუ დადიანები ოჯალეშს სალხენად აწარმოებდნენ, მიურატებმა მას კომერციული ხასიათი მისცეს. მათ ღვინო ჩამოასხეს, სამეფო გვირგვინით გაფორმებული ეტიკეტი დააკრეს და არამარტო რუსეთში არამედ ევროპის ბაზარზეც გაიტანეს.
✅ 1912 წელს პარიზის საერთაშორისო სოფლის მეურნეობის გამოფენაზე სალხინოს ოჯალეშმა პირველი ოქროს მედალი მიიღო

სურათი: საქართველოს ამპელოგრაფია

ℹ მეგრული ოდა ⬇️✅ ოდის განსხვავებული ტიპია გავრცელებული დასავლეთ საქართველოში: კვადრატული გეგმით აგებული, 3-6-ოთახიანი, ...
27/03/2019

ℹ მეგრული ოდა ⬇️

✅ ოდის განსხვავებული ტიპია გავრცელებული დასავლეთ საქართველოში: კვადრატული გეგმით აგებული, 3-6-ოთახიანი, ფანჯრებიანი ფიცრული სახლი, რომელსაც ხის აივანი და ჭერ-იატაკი აქვს. ოდას ჰქონდა ოთხფერდიანი სახურავი. გადასახურავად იყენებდნენ ყავარს და კრამიტს, იდგა ქვის ან ხის ბოძებზე. არსებობს ქვითკირის სართულზე (პალატებზე) გამართული ოდა, ე. წ. „პალატებიანი“ ოდა საცხოვრებლის ეს ტიპი გავრცელდა XIX საუკუნის II ნახევრიდან და შეცვალა შუაცეცხლიანი, მიწურიატაკიანი საჯალაბო სახლი („მუშა სახლი“, „დარბაზი“, „კათხა სახლი“, „სამზადისი“), რომელიც ახალ კომპლექსში სამზარეულო-საკუჭნაოდ გადაიქცა. ოდა სახლს საბოლოოდ ჩამოშორდა ბოსელი. ოდესღაც ერთიანი საცხოვრებელი ფართობი მოძრავი ტიხარების საშუალებით ცალკე ოთახებად დანაწევრდა; ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ გადაწყვეტაში უმთავრესი მნიშვნელობა შეიძინა აივანმა, რომლის განვითარებაში 3 საფეხური შეიმჩნევა: ადრეული ტიპისათვის დამახასიათებელია კვადრატული კვეთის უხვად მოჩუქურთმებული სვეტები კუთხეებში გამოყვანილი ნაშვერებით და გარსშემოყოლებული მერხებით. მომდევნო ხანებში გაჩნდა მრგვალი, ჩარხზე დამუშავებული სვეტები, თაღოვანი კარ-ფანჯრები, გაქრა მერხები და ამაღლდა რიკულებიანი მოაჯირი. განვითარების ბოლო საფეხურზე ბოძები შემსუბუქდა და 4 (8)-კუთხოვანი ფორმა დაუბრუნდა; ფიცრული აივანი აჟურულია, იმკობა სვეტების ზედა ნაწილი, ჩნდება ფიცრული აჟურული თარედი ან ფრიზი. საცხოვრებელის ეს ტიპი დღესაც ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოში.

📌 სურათი: მარტვილი, სოფ. ბანძა

-დაბერებულა ვაზი, ახალი უნდა ჩაიყაროს, ყველა ოჯალეშის ჯიშისა. ეს საუცხოო რამ გაქვთ, ვიდრე კახელებს. შემოდგომისთვის ყველა...
26/03/2019

-დაბერებულა ვაზი, ახალი უნდა ჩაიყაროს, ყველა ოჯალეშის ჯიშისა. ეს საუცხოო რამ გაქვთ, ვიდრე კახელებს. შემოდგომისთვის ყველაფერი მზად უნდა იყო.

ასე მიმართა 1856 წელს სალხინოში შვილთან სტუმრად ჩამოსულმა სალომემ სახლთუხუცესს დავით დადიანს

ℹ მარტვილის მუზეუმი ⬇️✅ მუზეუმში ძირითადად დაცულია (სულ 50000-მდე ექსპონატი) არქეოლოგიური მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიც...
25/03/2019

ℹ მარტვილის მუზეუმი ⬇️

✅ მუზეუმში ძირითადად დაცულია (სულ 50000-მდე ექსპონატი) არქეოლოგიური მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ადრეული ქვისა და
ბრინჯაოს ხანის პერიოდს (სამუშაო და საბრძოლო იარაღები, სარიტუალო ქვები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები, ძვ. წ. VII-VI სს.-ის ბრინჯაოს ფიგურა ”მქადაგებელი”, ფიბულები სხვადასხვა გამოსახულებებით და სხვა). მუზეუმის ფონდში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ IV-II სს-ის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, X-XVIII სს-ის ვერცხლის მონეტების კოლექცია, XVIII-XIX სს-ის ხელნაწერები და სიგელ-გუჯრები და სხვ. აგრეთვე: XIX-XX სს-ის გამოცემებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა (5000 ეგზემპლარი), თანამედროვე ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები: ლადოგუდიაშვილის ”სამაია”, ელენეახვლედიანის ”ჩვენისოფელი”, აგრეთვე მოსე თოიძის, რობერტ სტურუას, ს. მაისაშვილის, რ. ადამიას, ნამუშევრები, ირაკლი ოჩიაურის, ჯემალ ბჟალავას ქანდაკებები. მუზეუმს აქვს უნიკალურიკოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი სადაც დიდი რუდუნებით უვლიან 24 უნიკალურ, ენდემურ კოლხურ ვაზს

✅ მუზეუმი დაარსდა 1956 წელს. იგი მძლავრ სამეცნიერო კერად აქცია მისმა დამაარსებლებმა, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა ბატონმა გივი ელიავამ, რომელმაც უმნიშვნელოვანესი კვლევები ჩაატარა და გადაარჩინა უამრავი მატერიალური თუ არამატერუალური საგანძური ჩვენი კუთხისა.
გიორგი წერეთელმა მას ერთ ლექსში ასე მიმართა:

მირონცხებული
გარბის ჟამი დამარცხებული,
ზიხარ მარტვილში
როგორც ცოტნე
თაფლწაცხებული.

მას კოლეგები მეგრელ ექვთიმესაც ეძახდნენ...

24/03/2019

გელოდებით 24 მარტს მარტვილის ცენტრალურ მოედანზე

✅ აბედათის ციხე⬇️სოფელ აბედათს გადმოსცქერის ბჟერის მთა, რომელსაც ამშვენებდა IV საუკუნით დათარიღებული ციხე, დღეისათვის ნა...
21/03/2019

✅ აბედათის ციხე⬇️

სოფელ აბედათს გადმოსცქერის ბჟერის მთა, რომელსაც ამშვენებდა IV საუკუნით დათარიღებული ციხე, დღეისათვის ნანგრევებად წარმოდგენილი. სამწუხაროდ, დრომ თავისი ქნა და სახე შეუცვალა ამ არაჩვეულებრივ ნაგებობებს, მაგრამ მაინც შერჩენია კედლებს ის სიდიადე, რომელსაც მათი შეხებისთანავე იგრძნობ. ციხეს გარშემო გალავანი ეკრა, რომლის დანგრევასაც თურმე რომაელები ცდილობდნენ. სწორედ ეს ომი აღუწერია ბერძენ ისტორიკოსს. ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი ვრცლად წერს იმპერატორ იუსტინიანეს დროის ლაზიკის ტერიტორიაზე სპარსეთისა და ბიზანტიის ომებზე. ამ ომების მსვლელობისას აგათია ბევრჯერ ახსენებს ონოგურისს, მაგრამ მისი მდებარეობა ზუსტად არა აქვს მითითებული.

სპარსეთის გამოცდილმა სარდალმა, რომელიც დიდი ჯარით რომაელთა წინააღმდეგ დასავლეთით მიემართებოდა, გეზი შეიცვალა, ხიდი გადო „ფაზისზე“ და ჯარი გადაიყვანა მარჯვენა ნაპირზე, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ამის შემდეგ ავტორებთან ვკითხულობთ: „ონოგურისის ციხეში, რომელიც მას წინათ გაეხადა არქეოპოლისის მიდამოებში რომაელთა წინააღმდეგ საჭირო სასიმაგრო საფრად, ჩაყენებული იყვნენ სპარსელები, აი, ეს სპარსელები გაამხნევა მან, სხვა რაზმიც დაუტოვა, იქაურობა რამდენადაც შესაძლებელი იყო გაამაგრა და კვლავ კოტაისისა და მუხიანისაკენ გაბრუნდა“.

აქ პირდაპირაა ნათქვამი ორი რამ: პირველი - ონოგურისი არქეოპოლისის მიდამოებშია და მეორე - იგი არქეოპოლისის საფარია. ამ ცნობებზე დაყრდნობით ს. ყაუხჩიშვილი, აგათიას ტექსტის გამოცემისას ვრცლად მსჯელობს, თუ სად იყო ეს ონოგურისი. იგი სწორ დასკვნებს აკეთებს, რომ ციხე აუცილებლად ცხენისწყლის დასავლეთითაა, უნაგირას მთებში და ცხადია, არქეოპოლისის სიახლოვეს. ვახუშტის ცნობით, კი - „უნაგირას ძირში არის ნაქალაქევი, ციხე-გოჯად წოდებული“. სწორედ ამ უნაგირას მთების გაგრძელებაზე, ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ აბედათის მთაზე მდებარეობს ის ციხე, რომელიც ონოგურისად მივიჩნიეთ. სხვა ციხე ირგვლივ არაა, სავარაუდოა, რომ ონოგურისი ახლანდელი აბედათის ციხეა.

ონოგურისის ციხის მნიშვნელობაზე აგათია წერს: „სპარსელებს ჰქონდათ დაპყრობილი ონოგურისის ციხე, რომელიც მათ ჩამოეგლიჯათ არქეოპოლისის მიდამოებიდან და ჩვენთვის აუტანელ სირცხვილს წარმოადგენდა ის, რომ მტრის ჯარი მტკიცედ ჩამჯდარიყო ზღუდის შიგნით ჩვეს მიწა-წყალზე. სტრატეგოსთა თათბირზე გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ მთელი ჯარით გავმგზავრებულიყავით იმათ წინააღმდეგ, გაგვენადგურებინა ისინი და ამრიგად, გავთავისუფლებულიყავით მეტად სახიფათო ჩასაფრებისაგან.“ როგორც ვხედავთ, ონოგურისი არქეოპოლისის მიდამოებშია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იგი იგივე აბედათის ციხეა. პარმენ ზაქარაია ვარაუდობდა, რომ ნოქალაქევის,,საკონტროლო ზონაში’’ იყო აგებული აბედათის ძველი ციხე, ონოგურისი და მას IV-VI საუკუნეებით ათარიღებდა. ხოლო აბედათის უკვე შუა საუკუნეებში აგებული ციხე-დარბაზსა და კოშკს დადიანების საგვარეულოს მიაკუთვნებენ, ზღ.დ.-დან 130მ. ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ იგი მინიმუმ სამი ფენისგან შედგება, არქიტექტურული მასალა ძირითადად ადრეფეოდალური ხანისაა. ფლეთილი ქვით ნაგები ციხე ორი გალავნისგან შედგება, მთავარი გალავანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია 10-12 მეტრი სიმაღლისაა, გალავნის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები მომრგვალებულია და უერთდება სამხრეთის გალავანს. ციხის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მონაკვეთები, მთის რელიეფის შესაბამისად, მეორე გალავნითაა შემოფარგლული. ფერდობზე გამავალი გალავანი მასში ჩართული კოშკით, ციხის თავდაპირველ ფენას უნდა მიეკუთვნებოდეს. ციხის დათარიღება, ცხადია IV-VI საუკუნით შეიძლება, მაგრამ იგი ალბათ მთელ შუა საუკუნეებში მოქმედი იყო, ვიდრე XVIII ს-ის ბოლომდე. გალავნის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩენილია ელინისტური ხანის ძვ.წ. III-I საუკუნეების კერამიკული მასალა, ასევე დასავლეთ საქართველოს XIII-XIV საუკუნეების კირმანეული და XVII-XVII საუკუნეების თურქული ვერცხლის მონეტები და ჩიბუხები. ციხის შიგნით, აღმოსავლეთის კედელში, ჩაშენებულია ეკლესია, რომელიც არ უნდა იყოს ციხის თანადროული. თავდაპირველად ციხეს შეუძლებელია საკუთარი ეკლესია არ ჰქონოდა, მაგრამ აღმოჩენილი ეკლესია უფრო გვიანდელია, პარმენ ზაქარაიასა და თამილა კაპანაძის აზრით, IX ს-ის უნდა იყოს. იგი საშუალო ზომის დარბაზული ნაგებობაა, ნაშენი ოდნავ დამუშავებული ქვით. საშენად ძირითადად გამოყენებულია მოთეთრო კირქვა. ეკლესია წინა საუკუნის ბოლოს განუახლებიათ და იატაკი მოუწყვიათ კარგად თლილი ქვით. ეკლესიას დასავლეთით სწორკუთხა კარიბჭე აქვს და შესასვლელი კარიც მხოლოდ ამ მხრიდან არის.

ℹ️საინტერესო ფაქტები მარტვილის მონასტერზე:✅ ტაძრის აგების თარიღად, გ. ელიავა, ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი V...
20/03/2019

ℹ️საინტერესო ფაქტები მარტვილის მონასტერზე:

✅ ტაძრის აგების თარიღად, გ. ელიავა, ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი VI-VII საუკუნეების მიჯნას მიიჩნევენ. იგი თავდაპირველად ჯვრის ტიპს განეკუთვნებოდა.
735-737 წლებში, მურვან ყრუს შემოსევისას მისი ჯარი ჭყონდიდის მიდამოებში დაბანაკდა, საიდანაც შემდეგ გაილაშქრა და აიღო ციხე გოჯი. მტერმა მონასტერის მთელი ანსამბლი დაარბია. არაბმა სარდალმა ტაძარი გამოაწვევინა და შემდეგ ცხენების თავლად აქცია.
✅დანგრეულ-გაპარტახებული შენობის აღდგენა გიორგი II-მ გადაწყვიტა: ...და „შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშუენა იგი სიმრავლითა”. ამის შემდეგ „საყდარი ჭყონდიდისა” იყო განთქმული და „წარჩინებული სამღვდელო-მოძღვრო საყდარტა შორის სამეფოსა”-თა, გვაცნობებს მატიანე.
ამ რელიგიური და არქიტექტურული ანსამბლის აღდგენა ხელს შეუწყობდა ბიზანტიის გავლენის შესუსტებას ქართულ ეკლესიებზე. ამიტომ გიორგი II-მ გარდა მონასტრის აღდგენისა, განიზრახა მის საეპისკოპოსოდ გადაქცევა. „აფხაზეთის მეფის გიორგი II-ს დროს (922-957 წწ.) გაუქმებულ იქნა ზღვის სანაპირო ზონაში ფასისის კათედრა და იგი გადატანილ იქნა შიდა მხარეში, ახალ ცენტრში - ჭყონდიდში““- წერდა პავლე ინგოროყვა.
✅არსებობს შემონახული გადმოცემა ანდრია პირველწოდებულის მიერ აქ წარმართული მუხის მოჭრის და ქრისტიანობის ქადაგებაზე. იქ სადაც დღეს დგას ქრისტიანული ტაძარი, ოდესღაც იდგა წარმართული, თუჯისგან დამზადებული „კაპუნია-ს“ კერპი, რომელიც გამოსახავდა პირღია ადამიანს. ამ პირში ცოცხალად სწირავდნენ დედისერთა ჩვილ ბავშვებს, რომლებსაც ღმერთს სწირავდნენ მსხვერპლად. კერპი მიბმული იყო მუხის ხეზე. ყრმის შერჩევა ხდებოდა წლის ერთ-ერთ „თუთაშ დღას“ – „თუთაშხას“ (ორშაბათს). ამ დღეს მოგვები სხდებოდნენ ყრილობაზე და კენჭის ყრით ირჩევდნენ სამსხვერპლო ყრმას. შემდეგ მშობლები ღვთის არჩეულის პატივსაცემად მართავდნენ „საბატონ“ დღეს (შაბათ დღეს) დიდებულ ლხინს, ხოლო მეორე დღეს „ბჟას დღას“ (მზის დღეს - კვირას) დიდებული ეტლით მიამგზავრებდნენ ყრმას მუხის ეზოსაკენ, სადაც დედა ამთავრებდა მსხვერპლად შეწირვის რიტუალს. როდესაც ანდრია და სიმონი მივიდნენ მარტვილში, გაანადგურეს „კაპუნიას“ კერპი, მოჭრეს ის მუხა, რომელზეც ის იყო მიბმული და მის ადგილას აღმართეს ჯვარი;

ფოტო: intermedia.ge

იცოდით❓📌 მარტვილის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. ✅ 1917-მდე რა...
19/03/2019

იცოდით❓

📌 მარტვილის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში.

✅ 1917-მდე რაიონის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელით
✅ 1921-დან სენაკის მაზრაში.
✅ 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია.
✅ 1936-90 წლებში გეგეჭკორის რაიონი ერქვა.

ℹ️ მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო თუ საერო ნაწარმოებები. უეჭველია, რომ აქ აღიზარდა მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის გიორგი ჭყონდიდელის ზედამხედველობითა და მისივე იდეებით, საქართველოს უბრწყინვალესი მეფე დავით აღმაშენებელი. ამ კერას უკავშირდება დიდი მოძღვრის ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობაც, რომელმაც მარტვილში შექმნა ქართული სახელმძღვანელო ლოგიკასა და ფსიქოლოგიაში.

🌏 ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით — სენაკის და აბაშის, დასავლეთით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები.

📜 „სამეგრელოში მარტვილს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც რომის ქალაქს ფრანგთა შორის დასავლეთის ეკლესიაში“ წერდა გაზეთი „ივერია“ 1878 წელს.

Address

თავისუფლების 7
Martvili
3100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი - მარტვილი Martvili Tourism Information Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი - მარტვილი Martvili Tourism Information Center:

Videos

Share