ეწვიე სიღნაღს / Visit Sighnaghi

ეწვიე სიღნაღს / Visit Sighnaghi Nestled in the heart of Kakheti, Sighnaghi is more than just a city – it's a symphony of romance, history, and breathtaking landscapes.

(The official page for Sighnaghi tourism department) City of wine and love, as it is being called in recent years, is very much appealing to those who are tired of rush and hustle.

Address

13 Agmashenebeli Str
Signagi
4200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეწვიე სიღნაღს / Visit Sighnaghi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ეწვიე სიღნაღს / Visit Sighnaghi:

Share

სიღნაღი / Sighnaghi

ქ . სიღნაღი აქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.

მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ, ლამაზ გორაზე. ქალაქი გადაჭიმულია ცივგომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზეა. ქალაქის ტერიტორია 582 ჰა მოიცავს. ქალაქი თბილისიდან 113 კმ-ითაა დაშორებული. მას მრავალი ხევებითა და ღელეებით კლდოვანი ხასიათი ეძლევა, რაც კარგ პირობებს ქმნიდა მოსახლეობისთვის მტრისგან თავის დასაცავად. თვით სიტყვა "სიღნაღი" ნიშნავს თავშესაფარს, სანგარს. ადრე არსებული პარატა დასახლებული პუნქტი, რომელსაც გარს ერტყა თავისი ციხე-გალავანი, 1770 წელს მეფე ერეკლე მე-2-ემ ქალაქთა სიაში შეიტანა. ამავე პერიოდში გაჩნდა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის 40 ჰა ფართობის მქონე ციხე-გალავანი, რომელსაც მთელი ქიზიყის მოსახლეობის დატევა შეეძლო. ციხე-გალავანს ჰქონდა 23 კოშკი, 8 კარი, იგი უწყვეტი იყო და ერთ-ერთი უდიდესი საქართველოს ისტორიულ ძეგლებში. დღეისათვის გალავანი თითქმის პირვანდელი სახით არის აღდგენილი და აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ავიდნენ ორიარუსიან კედლებზე და სათოფურებიდან გადახედონ დიდებულ ალაზნის ველს.

სიღნაღი განსაკუთრებული ქალაქია თავისი მდებარეობით, არქიტექტურით. აქ ყველაფერი არაჩვეულებრივია: ციხე-გალავანი, ძველი ეკლესიის ზარები, ლამაზი სახლები უაღრესად ეროვნული, ამოჩუქურთმებული აივნები, ქართული აგურით ნაშენი სართულები, მარნები და სარდაფები. ყოველ მათგანს თავისი ისტორია, თავისი საიდუმლო და განსაკუთრებულობა გააჩნია. #ეწვისიღნაღს