24/02/2015
ცხელი 4 დღიანი ტური სტამბულში. მოგზაურობის პერიოდი 06-09 მარტი. არ გამოტოვოთ!!!
სპეციალური შეთავაზება სპეციალური დასვენებისათვის!
ცხელი ტური - არ გაუშვათ შანსი! მოგზაურობის პერიოდი 06-09 მარტი!
გაატარეთ 8 მარტი თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად სტამბულში. აჩუქეთ მას განტვირთვის შესაძლებლობა ახალ 4+ ვარსკვლავიან სასტუმროში.
4 შესანიშნავი დღე სასტუმროში “Ramada Encore“ თქვენს თურქულ დასვენებას დაუვიწყარს გახდის. აღმოსავლური დასვენება კი შემატებს თქვენს ურთიერთობას ახალ ენერგიას და მუხტს.
სასტუმრო ახლახანს გაიხსნა და ფლობს 4+ ვარსკვლავს. მდებარეობს Sirinevler მეტროს სადგურთან. სასტუმრო ფლობს სხვადასხვა რესტორანს, სადაც თქვენ შეგიძლიათ, დააგემოვნოთ სხვადასხვა სახის უგემრიელესი კერძები (მაგალითად, იტალიური, მექსიკური და თურქული სამზარეულოდან).
სასტუმროს ყველა ნომერში თქვენ ნახავთ:
• ჩუსტებს;
• თმის საშრობს;
• სარკეს;
• მაღალი კლასის “Peter Thomas Roth”-ის ჰიგიენურ ნივთებს.
სასტუმროს მომსახურებაში შედის:
• ფიტნეს ცენტრი;
• საუნა;
• მოსასვენებელი ოთახი ცხელი ქვებით;
• სპა / 2 მასაჟის ოთახი (დამატებითი ღირებულების ხარჯზე)- მიღებაზე ჩაწერა აუცილებელია.
ჩვენი პაკეტის ღირებულებაში ასევე შედის 1 ექსკურსია სტამბულში, რომლის ფარგლებშიც თქვენ ნახავთ:
1) "სულთან აჰმედის ცენტრი" - ქალაქის გული, საიდანაც ბიზანტიისა და ოსმალეთის იმპერიები იმართებოდა.
2) აია სოფია - მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც VI საუკუნეში იუსტინიანემ ააშენა.
3) ცისფერი მეჩეთი - ცნობილი მისი ლურჯი ფილების და 6 მინარეთის გამო.
4) იპოდრომი - სპორტული ღონისძიებების და პოლიტიკური საქმიანობის ცენტრი ძველ ქალაქში. ამ ადგილს სხვადასხვა ცნობილი პოლიტიკური ფიგურის ობელისკი ამშვენებს.
5) ცნობილი „დიდი ბაზარი“ - ყველაზე მიმზიდველი სავაჭრო ცენტრი თითქმის 4000 მაღაზიით, სადაც იყიდება ანტიკვარიატი, ბიჟუტერია და ოქროს სამკაულები, აბრეშუმის ხალიჩები, ტყავის ტანსაცმელი და უამრავი თურქული სუვენირი.
ტურის ღირებულება:
- ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე სამადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში: 210$
- ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში: 220$
- ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე ერთადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში: 310$
ტურის ღირებულებაში შედის:
- ტრანსფერი სტამბულის აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან;
- 3 ღამე ახლადაშენებულ 4+ ვარსკვლავიან სასტუმროში;
- ყოველდღიური საუზმე სასტუმროში;
- 1 ექსკურსია სტამბულში;
- სამედიცინო დაზღვევა.
ტურის ღირებულებაში არ შედის:
- ავიაბილეთის (135$-იდან) ან თბილისი-სტამბული-თბილისის ავტობუსის (90$) ღირებულება;
- სადილები;
- ვახშმები;
- პირადი ხარჯები.
გაითვალისწინეთ: შესაძლებელია დამატებითი ექსკურსიების შეკვეთა: ნახევარდღიანი ექსკურსიების ღირებულება შეადგენს 40$ ერთ ადამიანზე, ხოლო მთელ დღიანი ექსკურსიებისა კი - 80$ ერთ ადამიანზე.
ნებისმიერი ინფორმაციისთვის და ტურის დასაჯავშნად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 558 66 87 87.
არ დაგავიწყდეთ: რაც უფრო დროულად იყიდით ტურს, მით უფრო იაფად გაქვთ მისი შეძენის საშუალება ავიაბილეთის ცვლადი ღირებულების გამო.