Georgian Trekking guides GMGA • საქართველოს საფეხმავლო გამყოლები სსგა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Georgian Trekking guides GMGA • საქართველოს საფეხმავლო გამყოლები სსგა

Georgian Trekking guides GMGA • საქართველოს საფეხმავლო გამყოლები სსგა Georgian Trekking Guide GMGA is the cluster of Georgian Mountain Guide Association, that represents certified trekking guides from various regions of Georgia.
(2)

გილოცავთ ამ დიდ წარმატებას!!! საქართველოს მიენიჭა ასპირანტი ქვეყნის სტატუსი🇬🇪🇬🇪🇬🇪💪💪💪💪💪05.11.2023  Lenggries 🇩🇪 UIMLA Gen...
04/11/2023

გილოცავთ ამ დიდ წარმატებას!!! საქართველოს მიენიჭა ასპირანტი ქვეყნის სტატუსი🇬🇪🇬🇪🇬🇪💪💪💪💪💪
05.11.2023 Lenggries 🇩🇪
UIMLA Generell Assembly

04/06/2023

🥳🥳🇬🇪🇬🇪

იუჰუუუ! 🤟🥳  🐎მთა-მთა • Mta-Mta Guide Marathon გამყოლთა მარათონის პირველი საკონკურსო დისციპლინა არის გამყოლობა საცხენოსნო...
11/05/2023

იუჰუუუ! 🤟🥳

🐎მთა-მთა • Mta-Mta Guide Marathon გამყოლთა მარათონის პირველი საკონკურსო დისციპლინა არის გამყოლობა საცხენოსნო ტურზე. მონაწილე გუნდებმა მიიღეს რამდენიმე დავალება, მათ შორის:

🔘 ცხენების მოძებნა ველზე და დაბრუნება ბანაკში
🔘 ცხენის მომზადება ტურზე გასვლის წინ - შემოწმება, აღკაზმვა
🔘 ინსტრუქციის მიწოდება ტურისტისთვის
🔘საშუალო ზომის ჯგუფის გაძღოლა ტურზე

🐴კონკურსის ექსპერტები: გიგა ხარხელაური და ია თაბაგარი

ᲛᲗᲐ-მᲗᲐ  ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲗᲐ ᲛᲐᲠᲐᲗᲝᲜᲘ, ᲡᲣᲚ ᲛᲐᲚᲔ ᲐᲘᲦᲔᲑᲡ ᲡᲢᲐᲠᲢᲡ! 🥳ᲣᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲠᲔ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ 7 ᲓᲦᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ, ᲗᲐᲕᲘᲡ...
08/05/2023

ᲛᲗᲐ-მᲗᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲗᲐ ᲛᲐᲠᲐᲗᲝᲜᲘ, ᲡᲣᲚ ᲛᲐᲚᲔ ᲐᲘᲦᲔᲑᲡ ᲡᲢᲐᲠᲢᲡ! 🥳

ᲣᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲠᲔ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ 7 ᲓᲦᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ, ᲗᲐᲕᲘᲡ ᲫᲐᲚᲔᲑᲡ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲮᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲙᲝᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲚᲐᲮᲕᲐᲨᲘ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲐᲜ 💫

ცოტნე ცაავა წარმატებას გისურვებთ და დაუვიწყარ თავგადასავალს! Შევხვდებით მთაში! 🤟🥳

ᲪᲝᲢᲜᲔ ᲪᲐᲐᲕᲐ - ᲡᲔᲠᲢᲤᲘᲪᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲤᲔᲮᲛᲐᲕᲚᲝ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲘ და მთა-მთა მარათონის ერთ-ერთი მონაწილეა თბილისიდან. დამთავრებული აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტი და ასწავლის მათემატიკას, ის ყოველთვის აქტიურად იყო დაკავებული სხვადასხვა სახეობის სპორტით. 4 წლის განმავლობაში გახლდათ ფრენბურთის გუნდის კაპიტანი🏃🏻🏐🏞️

‘‘16-17 წლის ვიყავი როდესაც პირველად წავედი კარვით სალაშქროდ, ამის შემდეგ არასდროს გავჩერებულვარ და ყოველ წელს ვცდილობ უფრო მეტი ვიმოგზაურო საქართველოში.

მოგზაურობას რომ დაიწყებ, ვეღარ გაჩერდები. მეც ასე მომივიდა, ამის შემდეგ გადავწყვიტე პროფესიულად განვვითარებულიყავი ამ მიმართულებით და გავხდი სათავგადასავლო ტურების გამყოლი.

ჩემთვის, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო პირველი გადასვლა აწუნთის უღელტეხილის გავლით ხევსურეთიდან თუშეთში. ალბათ იმიტომ დამამახსოვრდა, რომ პირველი იყო და თან, თუშეთის ნახვის შემდეგ, ძნელია ის ადგილები და ხალხი შენს გონებაში სამუდამოდ არ დაილექოს.
მთა-მთა მარათონში მონაწილეობა ჩემთვის ახალი, საინტერესო და მრავალფეროვანი გამოწვევაა, რომელსაც მოუთმენლად ველი. ვფიქრობ, თუ გინდა წარმატებული იყო შენს პროფესიაში, პირველ რიგში საჭიროა ამის სურვილი, მთავარია ის ენთუზიაზმი და მოტივაცია არ დაკარგო რომელიც პირველი გასვლისას გქონდა.’’

ცოტნე ცაავა
მთა-მთა • Mta-Mta Guide Marathon
Georgian Trekking guides GMGA • საქართველოს საფეხმავლო გამყოლები სსგა
Georgian Mountain Guides

#გახდიგამყოლი

ᲛᲗᲐ-მᲗᲐ  ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲗᲐ ᲛᲐᲠᲐᲗᲝᲜᲘ, ᲡᲣᲚ ᲛᲐᲚᲔ ᲐᲘᲦᲔᲑᲡ ᲡᲢᲐᲠᲢᲡ! 🥳ᲣᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲠᲔ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ 7 ᲓᲦᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ, ᲗᲐᲕᲘᲡ...
08/05/2023

ᲛᲗᲐ-მᲗᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲗᲐ ᲛᲐᲠᲐᲗᲝᲜᲘ, ᲡᲣᲚ ᲛᲐᲚᲔ ᲐᲘᲦᲔᲑᲡ ᲡᲢᲐᲠᲢᲡ! 🥳

ᲣᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲠᲔ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ 7 ᲓᲦᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ, ᲗᲐᲕᲘᲡ ᲫᲐᲚᲔᲑᲡ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲮᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲙᲝᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲚᲐᲮᲕᲐᲨᲘ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲐᲜ 💫🤟

ანანო, წარმატებას გისურვებთ და დაუვიწყარ თავგადასავალს! Შევხვდებით მთაში!

ანანო ფილფანი - სერტიფიცირებული საფეხმავლო გამყოლი და მთა-მთა მარათონის ერთ-ერთი მონაწილეა მესტიიდან🌄 დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, სათავგადსავლო ტურების გამყოლობის გარდა, ანანოს მოსწონს ხეზე მუშაობა და პარაპლანით ფრენა.🪂 ასევე არის თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორი.⛷

‘’მთაში დავიბადე და გავიზარდე, მასთან სიახლოვის სურვილი ბავშობიდან თან მდევს და ის ფაქტი, რომ ეს მისწრაფება შემეძლო პროფესიად მექცია ძალიან მხიბლავდა.

ხშირად მიწევს ერთი და იმავე ადგილის მრავალჯერ ნახვა მაგრამ, როდესაც თან მახლავს ადამიანი, რომელიც პირველად ხედავს ამ ადგილს, თითქოს მისი თვალებით ვიყურები და ისევ იმ სიამოვნებას განვიცდი, რაც პირველი ნახვის დროს შევიგრძენი.

კარგი გიდი გათვითცნობიერებულია გარემოში და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებში. ჩემი აზრით, სტუმრისთვის მხოლოდ ლამაზი ადგილების ჩვენება არ არის საკმარისი და ამ ადგილების მიმართ შენი დამოკიდებულების გადმოცემა არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ორმხრივი გაზიარებაა, ის არაჩვეულებრივი გამოცდილება, რასაც გამყოლისა და მოგზაურის ურთიერთობა ჰქვია. ვფიქრობ, მთა ადამიანებს უნიკალური გზით აკავშირებს.

მარათონში მონაწილეობის მიღება სამი მიზეზის გამო მინდა: პირველი საკუთარი თავის გამოცდაა, მეორე, სპორტულ აქტივობებში მონაწილების მიღების სურვილია, მესამე კი ის ადამიანებია, რომლებთან ერთადაც ამ მოგზაურობას გავივლი.’’

Anano Pilpani
მთა-მთა • Mta-Mta Guide Marathon
Georgian Trekking guides GMGA • საქართველოს საფეხმავლო გამყოლები სსგა
Georgian Mountain Guides

#გახდიგამყოლი #იმოგზაურესაქართველოში #შემოუერთდითავგადასავალს

ᲛᲗᲐ-მᲗᲐ  ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲗᲐ ᲛᲐᲠᲐᲗᲝᲜᲘ, ᲡᲣᲚ ᲛᲐᲚᲔ ᲐᲘᲦᲔᲑᲡ ᲡᲢᲐᲠᲢᲡ! 🥳ᲣᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲠᲔ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ 7 ᲓᲦᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ, ᲗᲐᲕᲘᲡ...
07/05/2023

ᲛᲗᲐ-მᲗᲐ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲗᲐ ᲛᲐᲠᲐᲗᲝᲜᲘ, ᲡᲣᲚ ᲛᲐᲚᲔ ᲐᲘᲦᲔᲑᲡ ᲡᲢᲐᲠᲢᲡ! 🥳

ᲣᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲠᲔ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ 7 ᲓᲦᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ, ᲗᲐᲕᲘᲡ ᲫᲐᲚᲔᲑᲡ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲮᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲙᲝᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲚᲐᲮᲕᲐᲨᲘ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲐᲜ 💫🤟

Rusa Varshalomidze საფეხმავლო გამყოლების კლასტერის ხელმძღვანელი, ჩვენი სიამაყე და თვალის ჩინი! 👁️‍🗨️🧡

რუსა, წარმატებას გისურვებთ და დაუვიწყარ თავგადასავალს!

ᲠᲣᲡᲐ ᲕᲐᲠᲨᲐᲚᲝᲛᲘᲫᲔ - ᲡᲔᲠᲢᲘᲤᲘᲪᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲤᲔᲮᲛᲐᲕᲚᲝ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲘ ბათუმიდან 🌊 ახალი თავგადასავლების ძიების და ბუნების სიყვარულმა, რუსა ჯერ ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტამდე, მოგვიანებით კი გამყოლის პროფესიამდე მიიყვანა 🌄 ის საფეხმავლო გამყოლების კლასტერის ხელმძღვანელი და მთა-მთა მარათონის ერთ-ერთი მონაწილეა🏞

‘’ბუნების და მოგზაურობის სიყვარულმა, ჩემმა გატაცებებმა და აქტიური ცხოვრების წესმა გადამაწყვეტინა ჰობი პროფესიად მექცია. სათავგადასავლო ტურებში გამყოლად ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, საოცრად მომწონს როდესაც ადამიანებს ვუზიარებ და ვაჩვენებ იმას, რაც ჩემთვისაც აღმაფრთოვანებელია.

ბუნებასთან თანაზიარობის განცდა და ემოცია ჩემთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავია. ჩემთვის მარათონის მთავარი ამაღელვებელი ნაწილი დაწყების დღეა, როცა ჯერ კიდევ არ იცი წინ რა ემოციები, გამოწვევები და თავგადასავლების გელოდება.

ვფიქრობ გამყოლის პროფესია შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც იტაცებს ბუნებაში ყოფნა, თავგადასავლები და საინტერესო ადამიანებთან დროის გატარება, რადგან ის მუდმივად სასიამოვნო საქმის კეთების საშუალებას იძლევა.“

Rusa Vashalomidze
მთა-მთა • Mta-Mta Guide Marathon
Georgian Trekking guides GMGA • საქართველოს საფეხმავლო გამყოლები სსგა
Georgian Mountain Guides

#გახდიგამყოლი #იმოგზაურესაქართველოში #შემოუერთდითავგადასავალს

💫 1990 ᲬᲚᲘᲓᲐᲜ ᲛᲝᲧᲝᲚᲔᲑᲣᲚᲘ, ᲧᲝᲕᲔᲚ 21 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲡ, ᲛᲗᲔᲚᲘ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲢᲣᲠᲘᲡᲢᲣᲚᲘ ᲒᲘᲓᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲣᲚ ᲓᲦᲔᲡ ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ. 🤩🇬🇪 Ყ...
21/02/2023

💫 1990 ᲬᲚᲘᲓᲐᲜ ᲛᲝᲧᲝᲚᲔᲑᲣᲚᲘ, ᲧᲝᲕᲔᲚ 21 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲡ, ᲛᲗᲔᲚᲘ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲢᲣᲠᲘᲡᲢᲣᲚᲘ ᲒᲘᲓᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲣᲚ ᲓᲦᲔᲡ ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ. 🤩

🇬🇪 ᲧᲕᲔᲚᲐᲡ ᲒᲘᲚᲝᲪᲐᲕᲗ ᲐᲛ ᲓᲦᲔᲡ, ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚ ᲓᲐ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲐᲜ ᲡᲔᲖᲝᲜᲡ ᲒᲘᲡᲣᲠᲕᲔᲑᲗ.

🌍 Happy International Tourist Guide Day to all 🥳🥂

Adventure Tourism School • სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა

Welcome newcomers ✌️🎉ახალი ნაკადი 2023თავგადასავლებით სავსე და მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ, სტუდენტებო 🇬🇪
26/10/2022

Welcome newcomers ✌️🎉
ახალი ნაკადი 2023

თავგადასავლებით სავსე და მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ, სტუდენტებო 🇬🇪

🔸Welcome! საფეხმავლო გამყოლების ახალი თაობა, გამოშვება 2023.

🔹ვიწყებთ პირველი შეკრებით გუდაურში და წინ თავგადასავლებით სავსე 1 წელი გველოდება 🔹

#გახდიგამყოლი
#ძალაუნარებშია

GIZ-ის პროექტის ფარგლებში Georgian Mountain Guides  &  trekking guides GMGA წევრები ტრეინინგზე სომხეთში :✌️🇬🇪🇦🇲Safety ri...
19/10/2022

GIZ-ის პროექტის ფარგლებში Georgian Mountain Guides & trekking guides GMGA წევრები ტრეინინგზე სომხეთში :✌️🇬🇪🇦🇲

Safety risk and management for mountain and trekking guides

27/09/2022

🔹 ᲒᲐᲘᲪᲐᲜᲘᲗ ᲐᲜᲐᲜᲝ ᲤᲘᲚᲤᲐᲜᲘ - ᲡᲔᲠᲢᲘᲤᲘᲪᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲤᲔᲮᲛᲐᲕᲚᲝ ᲒᲐᲛᲧᲝᲚᲘ ᲡᲕᲐᲜᲔᲗᲘᲓᲐᲜ 🔹

#გახდიგამყოლი #გამყოლობამაგარია

Adventure Tourism School • სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში გრძელდება მიღება თავგადასავლებით და მოგზაურობით სავსე მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „საფეხმავლო გამყოლი“. შემოგვიერთდით, რეგისტრაცია შესაძლებელია 30 სექტემბრის ჩათვლით ვებ-გვერდზე https://vet.emis.ge/ #/registration

25/08/2022
30/07/2022

🇬🇪
სამთო გამყოლთა ასოციაციის განცხადება

20/07/2022

📢📢 გვიყურეთ პირდაპირ ეთერში
Adventure Tourism School • სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა დირექტორი, გიორგი მაღლაკელიძე გასცემს პასუხებს თქვენს კითხვებზე.

✌️Საქართველოს საფეხმავლო გამყოლების ტრადიციული შეკრება.Შეხვედრას სამთო გიდების ასოციაციის პრეზიდენტი, ნიკა ერქომაიშვილი ...
30/03/2022

✌️Საქართველოს საფეხმავლო გამყოლების ტრადიციული შეკრება.
Შეხვედრას სამთო გიდების ასოციაციის პრეზიდენტი, ნიკა ერქომაიშვილი ესწებოდა.
📍 სამომავლო გეგმებთან ერთად განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა უახლოეს პერიოდში UIMLA - Union of International Mountain Leader Associations საფეხმავლო გამყოლების საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება და ამ პროცესისთვის მზადება.
📍 Აღნიშნული ასოციაციის წევრობა, საფეხმავლო გიდის პროფესიას სხვა სიმაღლეზე აიყვანს და საქართველოს ცნობადობას მეტად გაზრდის სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრიაში.

📍 Adventure Tourism School • სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა -ის კურსდამთავრებულებს გადაეცათ კუთვნილი დიპლომები და სერთიფიკატები.

📍 ასევე, საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის Georgian Mountain Guides წევრობის დამადასტურებელი ბარათები მიიღეს ახალმა წევრებმა.

🏅Ვულოცავთ ჩვენს საამაყო საფეხმავლო გამყოლებს და წარმატებულ და უსაფრთხო სეზონს ვუსურვებთ!

#გახდიგამყოლი

#გამყოლობამაგარია

24/03/2022

Adventure Tourism School • სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა -ის დამფუძნებელი, David Rakviashvili სკოლასა და გამყოლის პროფესიაზე გვიყვება 😊💪

"ბიზნესისთვისაც ყველაზე მთავარი ამ ეტაპზე არის ზუსტად ადამიანური რესურსი — სათავგადასავლო ტურიზმში კარგი განათლებითა და გამოცდილებით გამორჩეულ პროფესიონალთა რიცხვის გაზრდა." - Ia Tabagari

#გახდიგამყოლი
#გამყოლობამაგარია
#მთამთა
#გიდობათავგადასავალია

Ამ ძნელ დროს, მხნეობასა და გამძლეობას ვუსურვებთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებსა და მეგობრებს! ✊Უკრაინა გაიმარჯვებს!!! 🇺🇦🇬🇪Დიდებ...
26/02/2022

Ამ ძნელ დროს, მხნეობასა და გამძლეობას ვუსურვებთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებსა და მეგობრებს! ✊
Უკრაინა გაიმარჯვებს!!! 🇺🇦🇬🇪
Დიდება გმირებს!!!

In these difficult times we stay with our Ukrainian friends and colleagues.
Be strong Ukraine! ✊
Хай живе вільна Україна!!! 🇺🇦🇬🇪

💞 Happy Valentine's Day to everyone who celebrates. 🫀 სიყვარულის დღეს გილოცავთ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ. 🎈 Ვინც არ აღ...
14/02/2022

💞 Happy Valentine's Day to everyone who celebrates.
🫀 სიყვარულის დღეს გილოცავთ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ.
🎈 Ვინც არ აღნიშნავთ, სალაშქროდ წასვლა, გულებითა და ბუშტებით სავსე ქალაქიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა 🙄

👀 თქვენ როგორ აღნიშნავთ ამ დღეს?



12/02/2022

🐴🎼 Wild horses
Couldn't drag me away
Wild, wild horses
We'll ride them someday

🐴 Khidotani ridge, military station, Atsunta pass trail.

🐴 ცხენები ხიდოტნის ქედზე. უკანა ფონზე დაქუეხი, იგივე თებულოსმთა.
#წამოხევსურეთში

🌨️In the winter snow is never too much, Javakhetian wisdom says.❄️ Frozen Tabatskuri lake in the south Georgia, Javakhet...
11/02/2022

🌨️In the winter snow is never too much, Javakhetian wisdom says.

❄️ Frozen Tabatskuri lake in the south Georgia, Javakheti

11/02/2022

🎶 "Three thousand metres no problem for us,
Cause we have done Atsunta pass" 💃

😸 თქვენ რას მღერით, როცა 3 ათასიან უღელტეხილზე ადიხართ?

📸 Tinatin Ididze
📌 Nakaicho pass (2900m)

For ENG scroll down 👇🏔️ სვანეთის მთები, წლის ნებისმიერ დროს აჯადოებს მნახველს. Საუკეთესო ხედები კი მაღალი მთების კალთები...
10/02/2022

For ENG scroll down 👇

🏔️ სვანეთის მთები, წლის ნებისმიერ დროს აჯადოებს მნახველს. Საუკეთესო ხედები კი მაღალი მთების კალთებიდან იშლება.

🏔️ გასული წლის შემოდგომას, სწორედ სვანეთში ჩატარდა საფეხმავლო გამყოლების საკვალიფიკაციო გამოცდა.
Ფოტოები გადაღებულია გულის უღელტეხილიდან (2950 მ.ზ.დ) საიდანაც სრული პანორამა იშლება უშბასა და სვანეთის თვალუწვდენელ მთებზე ✨

🏔️ Dreaming of the rockies? Svaneti mountains are just made of this.

🏔️ A few snapshots from the Georgian trekking guides qualification exams.

✨ Stunning view of Mount Ushba (4710m) and surrounding mountains from Guli pass (2950m).

📸 credit: Nutsa Tskimanauri

Adventure Tourism School • სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა





სათავგადასავლო ტუზისმის სკოლა აცხადებს მიღებას საფეხმავლო გამყოლის კურსზე ☝
19/04/2021

სათავგადასავლო ტუზისმის სკოლა აცხადებს მიღებას საფეხმავლო გამყოლის კურსზე ☝

USAID / USDOI NPE პროგრამის ფარგლებში, შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარებ...
10/02/2021

USAID / USDOI NPE პროგრამის ფარგლებში, შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამამ საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის( GMGA) წევრებისთვის ჩაატარა დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მართვისა და მენეჯმენტის საორიენტაციო საფუძვლების კურსი საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. კურსი USDOI-ITAP-ის წარმომადგენელმა და ტექნიკურმა მრჩეველმა, ბატონმა პაატა შანშიაშვილმა, ჩაატარა. USAID/USDOI-ის მხარდაჭერის შედეგად სამთო გიდები გაიუმჯობესებენ ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევებსა და მისგან მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს.

კურსი დაეყრდნო დაცული ტერიტორიების მმართველობისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის საფუძვლებს და მოიცვა 7 მოდული:
1. მაინტეგრირებელი ინსტრუმეტები: სამართლებრივი ინსტრუმენტი, დაგეგმვის სისტემა და საუკეთესო პრაქტიკა.
2. რესურსების მართვა
3. ვიზიტორთა მომსახურება და საჯარო გამოყენებები
4. საზოგადოებასთან კავშირი და გარემოსდაცვითი განათლება
5. კანონ-აღსრულება და სამართლებრივი საქმე
6. მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება და მენეჯმენტი
7. ინსტიტუციური განმტკიცება.

კურსის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

Under the USAID/USDOI NPE program, the United States Department of the Interior's International Technical Assistance Program delivered the best practice-based course on Orientation Fundamentals of Protected Areas Integrated Governance and Management for the GMGA member individual, taught by the USDOI-ITAP Technical Advisor and In-Country Coordinator. Due to the USAID/USDOI assistance mountain guides will improve their business performance and economic benefits.

The course was based on the best practice fundamentals of protected areas governance and management and has covered 7 Modules:

1) Integrating instruments of a legal enabling environment, planning paradigm, and best practices of governance and management.

2) Essentials of natural and cultural resources management.

3) Visitor services and uses.

4) Public outreach and improvement of environmental behavior.

5) Sustainable infrastructure/facilities development.

6) Park ranger duties including resource/visitor protection and search-and-rescue operation.

7) Institutional strengthening through effective leadership, effective organizational development, and effective partnership.



Successful participants will be awarded with certificates.

• დღეს USAID/USDOI-ITAP NPE პროგრამის ფარგლებში დაიწყო დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მმართველობის და მართვის საორიენ...
15/01/2021

• დღეს USAID/USDOI-ITAP NPE პროგრამის ფარგლებში დაიწყო დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მმართველობის და მართვის საორიენტაციო საფუძვლების ონლაინ კურსი საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის წევრებისა და ტურიზმის სკოლის კურსდამთავრებულებისთვის

☝ დიდი მადლობა ჩვენს მენტორს ბატონ პაატა შანშიაშვილს ამ შესაძლებლობისთვის

ჩვენი 2020 ⛰და თქვენი როგორი იყო?
19/12/2020

ჩვენი 2020 ⛰
და თქვენი როგორი იყო?

გილოცავთ მთის საერთაშორისო დღეს ! 🗻
11/12/2020

გილოცავთ მთის საერთაშორისო დღეს ! 🗻

05/08/2020

NaTa Japaridze
Salome Gigauri
🏔🏔🏔

31/07/2020

Tinatin Ididze 🐎

ℹ️  📣დაიწყო რეგისტრაცია სამთო გამყოლის კურსზე. რეგისტრაცია 10 აგვისტოს დასრულდება.⏩ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ტექნიკუ...
30/07/2020

ℹ️ 📣
დაიწყო რეგისტრაცია სამთო გამყოლის კურსზე. რეგისტრაცია 10 აგვისტოს დასრულდება.

⏩ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე დარეკეთ : 577480225 - გვანცა გურჩიანი

⏩ პროგრამებთან დაკავშირებით დარეკეთ: 551008131- არჩილ ჩინცაძე

ა(ა)იპ “სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა” აცხადებს პროფესიული სტუდენტების მიღებას მოდულურ პროფესიულ საგნამანათლებლო პროგრამაზე „სამთო გამყოლი“. 📣📣📣

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას:

სამთო გამყოლი (პროგრამის ხანგრძლივობა 15 თვე)

პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს:

2020 წლის 6 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

აპლიკანტების რეგისტრაცია შესაძლებელია

ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიში- https://vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით.

საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ:https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf

სასურველი პროფესიის არჩევის შემდეგ აპლიკანტმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:

1. დარეგისტრირდეს on-line საიტზე vet.emis.ge;

2. გაიაროს საკონკურსო ტური.

მისაღები საკონკურსო ტური (სამი დღე); ლოკაცია: ყაზბეგის რაიონი - არშის საცოცი ბაღი, გერგეთის მყინვარი (ლოკაცია შეიძლება შეიცვალოს)

I დღე - 30 აგვისტო 2020 წელი

გასაუბრება

სრული ალპინისტური აღჭურვილობის შემოწმება

II დღე - 31 აგვისტო 2020 წელი

გამოცდა - კლდეზე ცოცვის ტექნიკა (გამოცდა ჩატარდება, როგორც სამთო ასევე , საცოცი ფეხსაცმლით)

III დღე - 1 სექტემბერი 2020 წელი

გამოცდა - ყინულზე ცოცვის ტექნიკა

ფიზიკური კონდიციის შემოწმება

სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს მგზავრობის, კვების, განთავსების ხარჯები, თან იქონიოს შესაბამისი აღჭურვილობა.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ (არაუგვიანეს სამი დღისა) წარმოადგინოს დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი);

დ) 2 ფოტოსურათი 3x4;

ასევე აღსანიშნავია ისიც რომ 2020 წელს პირველად აპლიკანტები არ გაივლიან ეროვნულ ტესტირებას, არამედ შეირჩევიან მისაღები საკონკურსო ტურის მიხედვით აქედან გამომდინარე, აპლიკანტებს გთხოვთ, გადახედოთ ტურის პრერეკვიზიტებსა და მისაღებ ტურზე დასაკმაყოფილებელ მოთხოვნებს (თანდართული ფაილი)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში:

• რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე დარეკეთ : 577480225 - გვანცა გურჩიანი

• პროგრამებთან დაკავშირებით დარეკეთ: 551008131- არჩილ ჩინცაძე

http://ats.ge/%e1%83%90%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9e-%e1%83%…/

https://vet.emis.ge/…

Address

Tbilisi
0105

Telephone

+995599223090

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Trekking guides GMGA • საქართველოს საფეხმავლო გამყოლები სსგა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Georgian Trekking guides GMGA • საქართველოს საფეხმავლო გამყოლები სსგა:

Videos

Share

Category

Nearby travel agencies